პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნამდვილი მონადირული ძეხვის დაუვიწყარი გემო და რჩევები საუკეთესო ძეხვის ამოსაცნობად
ნამდვილი მონადირული ძეხვის დაუვიწყარი გემო და რჩევები საუკეთესო ძეხვის ამოსაცნობად

უიშ­ვი­ა­თე­სი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, ქარ­თვე­ლე­ბი ხორ­ცე­უ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი ერი ვართ, ამი­ტომ, რო­გორც წესი, ყვე­ლა ოჯახ­ში წა­ა­წყდე­ბით სო­სისს, ძეხვს, ლორს, ქათ­მის ბარ­კლებს და სხვა მსგავს პრო­დუქტს. "რე­ი­ტინ­გმა" ამ­ჯე­რად მო­ნა­დი­რუ­ლი ძეხ­ვის დე­გუს­ტა­ცია გა­მარ­თა. სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რებ­მა რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის ძეხ­ვი და­ა­გე­მოვ­ნეს და მათ შო­რის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ავ­ლი­ნეს. დე­გუს­ტა­ცი­ის პრო­ცესს ჟურ­ნა­ლის მიერ მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­დე­რა­ტო­რი უძღვე­ბო­და. მის­მა რჩე­ვებ­მა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა გაგ­ვი­ად­ვი­ლა. შე­ფა­სე­ბა 5-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ.

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­დი­რუ­ლი ძეხ­ვი?

იმის­თვის, რომ მო­ნა­დი­რუ­ლი ძეხ­ვი სა­უ­კე­თე­სოდ ჩა­ით­ვა­ლოს, შემ­დეგ კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს:

იყოს ზო­მი­ე­რად ცხი­მი­ა­ნი, ქო­ნის პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბი უნდა იყოს თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი;

უნდა ჰქონ­დეს შე­ბოლ­ვის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი არო­მა­ტი, სურ­ნელ­მა მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ უნდა შე­ა­წუ­ხოს, თუმ­ცა არც შე­უმ­ჩნე­ვე­ლი უნდა დარ­ჩეს.

უნდა იყოს ელას­ტი­კუ­რი და მკვრი­ვი. ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე უნდა ტყდე­ბო­დეს.

ძეხ­ვის შიგ­თავ­სი ძა­ლი­ან ღია ფე­რის არ უნდა იყოს, უნდა ჰქონ­დეს მო­წი­თა­ლო-ხორ­ცის­ფე­რი.

სა­ნე­ლებ­ლე­ბი უნდა იგ­რძნო­ბო­დეს, მათ შო­რის ნი­ო­რი. არ უნდა აკ­ლდეს მა­რი­ლი და არც გა­დამ­ლა­შე­ბუ­ლი უნდა იყოს.

უნდა ჰქონ­დეს სა­სი­ა­მოვ­ნო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გემო.

დე­გუს­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით და­ი­წყო, შემ­დეგ ძეხ­ვის არო­მატს გა­ვე­ცა­ნით, მე­სა­მე ეტაპ­ზე ძეხ­ვი გა­დავ­ტე­ხეთ და შიგ­თავ­სი და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ, მერე და­ვა­გე­მოვ­ნეთ.

მოყ­ვა­რუ­ლი დე­გუს­ტა­ტო­რე­ბის როლი ამ­ჯე­რად მო­ირ­გეს: "რე­ი­ტინ­გის" რე­დაქ­ტორ­მა მა­ნა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძემ, "კაცი და ქა­ლის", marao.ge-სა და gemrielia.ge-ს რე­დაქ­ტორ­მა ნინო ტუ­რაშ­ვილ­მა, ambebi.ge-ს რე­დაქ­ტორ­მა გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვილ­მა, bpn.ge-ს რე­დაქ­ტო­რებ­მა ემა ტუ­ხი­აშ­ვილ­მა და მარი ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

პირ­ველ­მა პრო­დუქტმა შემ­ფა­სებ­ლე­ბის­გან 3 ქულა და­იმ­სა­ხუ­რა. პირ­ველ რიგ­ში, რე­დაქ­ტო­რებ­მა მისი ზომა და­ი­წუ­ნეს, შემ­დეგ კი _ სურ­ნე­ლი.

მა­ნა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძე: სა­ერ­თო ჯამ­ში, არ მო­მე­წო­ნა. ზედ­მე­ტად მსხვი­ლია სა­მო­ნა­დი­რეო ძეხ­ვის კვა­ლო­ბა­ზე. გე­მოს არა უშავს, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნუ­რი სუნი დაჰ­კრავს და ხელ­ზეც არა­ჯან­სა­ღი ცხი­მი და­მი­ტო­ვა.

გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვი­ლი: მარ­თა­ლია, იდე­ა­ლურ პა­რა­მეტ­რებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მაგ­რამ თუ მი­სა­ღე­ბი ფასი ექ­ნე­ბო­და, შე­ვი­ძენ­დი.

ნინო ტუ­რაშ­ვი­ლი: ჩემი აზ­რით, ელას­ტი­კუ­რო­ბა აკ­ლია, შიგ­თავ­სიც უფრო მუქი უნდა იყოს, ცხი­მი კი ნამ­დვი­ლად გა­და­მე­ტე­ბუ­ლია.

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი: უფრო გა­მომშრა­ლი უნდა იყოს. პირ­ში უსი­ა­მოვ­ნო გემო და­მი­ტო­ვა.

მარი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი: ცხი­მი არა­თა­ნაბ­რა­დაა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. გემო სა­ერ­თოდ ვერ ვიგ­რძე­ნი.

მე­ო­რე მო­ნა­დი­რულ ძეხვთან და­კავ­ში­რე­ბით დე­გუს­ტა­ტო­რებ­მა ერ­თხმად აღი­ა­რეს, რომ ნა­წარ­მი კარ­გად იყო შე­ბო­ლი­ლი, ხელ­ზე უსი­ა­მოვ­ნო სუნს არ ტო­ვებ­და და ნა­ტუ­რა­ლუ­რა­დაც გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. თუმ­ცა ფო­კუსჯ­გუ­ფის აზრი მა­ინც ორად გა­ი­ყო. მა­ნა­ნა, ნინო და გი­ორ­გი პრო­დუქტს ცხი­მი­ა­ნო­ბას უწუ­ნებ­დნენ, მა­რის, სა­ლო­მეს და ემას კი საკ­მა­ოდ მო­ე­წო­ნათ.

ემა: ეს სულ სხვა კლა­სის სა­მო­ნა­დი­რეო ძეხ­ვია. არ არის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ფარ­თო მა­სა­ზე გათ­ვლი­ლი. გურ­მა­ნებ­მა უნდა და­ა­გე­მოვ­ნონ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს.

მარი: ზუს­ტად ის სურ­ნე­ლი აქვს, რაც მო­ნა­დი­რულ ძეხვს უნდა ჰქონ­დეს. ჩვენ მიერ გან­ხი­ლულ პა­რა­მეტ­რებს იდე­ა­ლუ­რად აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მე ამ პრო­დუქტს 5 ქუ­ლას და­ვუ­წერ­დი.

გი­ორ­გი: იმ­დე­ნად სპე­ცი­ფი­კუ­რი პრო­დუქ­ტია, რომ მი­ჭირს ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა, თით­ქოს პირ­ველ გა­სინ­ჯვა­ზე არ მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ მე­ო­რედ რომ და­ვა­გე­მოვ­ნე, აზრი შე­მეც­ვა­ლა.

მა­ნა­ნა: ვერ ვი­ტყო­დი, რომ მომ­წონს, თუმ­ცა შე­საძ­ლოა იმი­ტომ, რომ ცხი­მი­ა­ნო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

ვი­ნა­ი­დან ჯგუ­ფის აზრი გა­ი­ყო, რე­დაქ­ტო­რე­ბი სა­ბო­ლოო ქუ­ლა­ზე ვერ შე­ჯერ­დნენ.

მე­სა­მე თეფ­შით მო­ნა­დი­რუ­ლი ძეხ­ვის კლა­სი­კუ­რი ვა­რი­ან­ტი შე­მოგ­ვი­ტა­ნეს. მარ­თა­ლია, მას­ში არ იგ­რძნო­ბო­და გა­მოკ­ვე­თი­ლი გემო, აკ­ლდა მა­რი­ლი და სუ­ნე­ლე­ბი, მაგ­რამ ვი­ზუ­ა­ლუ­რად აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და პა­რა­მეტ­რებს, არ იყო ზედ­მე­ტად ცხი­მი­ა­ნი.

მარი: არ არის ცუდი ძეხ­ვი, ვფიქ­რობ, მა­ღა­ზი­ა­ში შე­სუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მას სი­ა­მოვ­ნე­ბით იყიდ­და.

ემა: შე­საძ­ლოა, მეც გა­მე­კე­თე­ბი­ნა ამ ძეხ­ვზე არ­ჩე­ვა­ნი, თუმ­ცა ფასს გა­აჩ­ნია, ეს ძეხ­ვი ძვი­რი არ უნდა იყოს.

გი­ორ­გი: და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გემო აქვს, თუმ­ცა არა რა­ი­მე­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი. ერთხელ შე­საძ­ლოა მე­ყი­და ეს ძეხ­ვი, თუმ­ცა მე­ო­რედ ალ­ბათ აღარ ვი­ყიდ­დი და მისი მუდ­მი­ვი მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ გავ­ხდე­ბო­დი.

მა­ნა­ნა: ნორ­მა­ლუ­რი გე­მოს და ცხი­მი­ა­ნო­ბის ძეხ­ვია, თუმ­ცა გი­ორ­გის და­ვე­თან­ხმე­ბი, რომ სა­ნე­ლებ­ლე­ბი აკ­ლია და თავს არ "გა­მახ­სოვ­რებს".

მე­ო­თხე ძეხვმა ყვე­ლას მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და მა­ღა­ლი ქუ­ლი­თაც შე­ფას­და. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ ივა­რა­უ­და, რომ ეს ძეხ­ვი ფარ­თო მომ­ხმა­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი.

მარი: ეს ძეხ­ვი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­მე­წო­ნა. ვფიქ­რობ, მო­ნა­დი­რუ­ლი ძეხ­ვის იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია.

გი­ორ­გი: ეს პრო­დუქ­ტი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­სა­ღე­ბია. რაც მთა­ვა­რია, ხორ­ცის გემო იგ­რძნო­ბა და არ მი­ტო­ვებს ზედ­მე­ტი ცხი­მი­ა­ნო­ბის შეგ­რძნე­ბას.

ემა: ამ მო­ნა­დი­რულს ნამ­დვი­ლად ვი­ყიდ­დი. ვფიქ­რობ, ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა.

მა­ნა­ნა: მომ­წონს მისი გემო, ზო­მი­ე­რად აქვს სა­ნე­ლებ­ლე­ბიც და ჩემ­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია პრო­დუქ­ტის ცხი­მი­ა­ნო­ბა.

სწო­რედ მე­ო­თხე პრო­დუქ­ტი აღი­ა­რეს ფო­კუსჯ­გუ­ფის გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ფე­რის მო­ნა­დი­რუ­ლი ძეხ­ვის იდე­ა­ლურ ვა­რი­ან­ტად, შე­სა­ბა­მი­სად სავ­სე თეფ­ში სულ მალე და­ცა­რი­ელ­და.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პირ­ვე­ლი ნი­მუ­ში, რო­მელ­საც 3 ქულა და­უ­წე­რეს კომ­პა­ნია "ლი­დერ-ფუდს" ეკუთ­ვნო­და, მე­ო­რე პრო­დუქ­ტი, რო­მელ­მაც აზ­რთა სხვა­დას­ხა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია",ნი­კო­რას" "კა­ი­ზე­რის" ბრენ­დის ქვეშ წარ­მო­ე­ბუ­ლი მო­ნა­დი­რუ­ლი ძეხ­ვია. აქ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ვა­რა­უ­დი გა­მარ­თლდა, ეს მარ­თლაც მა­ღა­ლი კლა­სის, მა­ღალ სა­ფა­სო სეგ­მენტზე გათ­ვლი­ლი სა­მო­ნა­დი­რეო ძეხ­ვი აღ­მოჩ­ნდა, მე­სა­მე - "მი­თა­ნას" მო­ნა­დი­რუ­ლი ძეხ­ვია, რო­მელ­მაც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვი­ზუ­ა­ლუ­რად მი­ი­ზი­და, მაგ­რამ გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით, რო­გორც მათ აღ­ნიშ­ნეს, თავს არ და­გა­მახ­სოვ­რებს. მე­ო­თხე, რო­მე­ლიც ყვე­ლა დე­გუს­ტა­ტორს ერ­თნა­ი­რად მო­ე­წო­ნა "ნი­კო­რას" სა­მო­ნა­დი­რეო, ფა­სის მხრივ ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი და გე­მო­თი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ძეხ­ვი ყო­ფი­ლა.

დე­გუს­ტა­ცია დამ­თავ­რდა. სახ­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ვფიქ­რობ­დი, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც იცი, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უვ­ნე­ბელ და გემ­რი­ელ პრო­დუქტს ყი­დუ­ლობ. ამ დროს ხვდე­ბი, რომ კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა გამ­კაც­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია სწო­რი და მი­სა­ღე­ბია.

თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე

სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ჟურ­ნალ "ტოპ­რე­ი­ტინ­გში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნამდვილი მონადირული ძეხვის დაუვიწყარი გემო და რჩევები საუკეთესო ძეხვის ამოსაცნობად

ნამდვილი მონადირული ძეხვის დაუვიწყარი გემო და რჩევები საუკეთესო ძეხვის ამოსაცნობად

უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ქართველები ხორცეულის მოყვარული ერი ვართ, ამიტომ, როგორც წესი, ყველა ოჯახში წააწყდებით სოსისს, ძეხვს, ლორს, ქათმის ბარკლებს და სხვა მსგავს პროდუქტს. ,,რეიტინგმა" ამჯერად მონადირული ძეხვის დეგუსტაცია გამართა. სხვადასხვა გამოცემის რედაქტორებმა რამდენიმე კომპანიის ძეხვი დააგემოვნეს და მათ შორის საუკეთესო გამოავლინეს. დეგუსტაციის პროცესს ჟურნალის მიერ მოწვეული პროფესიონალი მოდერატორი უძღვებოდა. მისმა რჩევებმა გამარჯვებულის გამოვლინება გაგვიადვილა. შეფასება 5-ქულიანი სისტემით განვახორციელეთ.

როგორ ამოვიცნოთ საუკეთესო მონადირული ძეხვი?

იმისთვის, რომ მონადირული ძეხვი საუკეთესოდ ჩაითვალოს, შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

იყოს ზომიერად ცხიმიანი, ქონის პატარა ნაჭრები უნდა იყოს თანაბრად გადანაწილებული;

უნდა ჰქონდეს შებოლვის დაბალანსებული არომატი, სურნელმა მომხმარებელი არ უნდა შეაწუხოს, თუმცა არც შეუმჩნეველი უნდა დარჩეს.

უნდა იყოს ელასტიკური და მკვრივი. ძალდატანების გარეშე უნდა ტყდებოდეს.

ძეხვის შიგთავსი ძალიან ღია ფერის არ უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს მოწითალო-ხორცისფერი.

სანელებლები უნდა იგრძნობოდეს, მათ შორის ნიორი. არ უნდა აკლდეს მარილი და არც გადამლაშებული უნდა იყოს.

უნდა ჰქონდეს სასიამოვნო და მრავალფეროვანი გემო.

დეგუსტაციის პროცესი ვიზუალური მხარის დათვალიერებით დაიწყო, შემდეგ ძეხვის არომატს გავეცანით, მესამე ეტაპზე ძეხვი გადავტეხეთ და შიგთავსი დავათვალიერეთ, მერე დავაგემოვნეთ.

მოყვარული დეგუსტატორების როლი ამჯერად მოირგეს: "რეიტინგის" რედაქტორმა მანანა ღოღობერიძემ, "კაცი და ქალის", marao.ge-სა და gemrielia.ge-ს რედაქტორმა ნინო ტურაშვილმა, ambebi.ge-ს რედაქტორმა გიორგი გიორგაშვილმა, bpn.ge-ს რედაქტორებმა ემა ტუხიაშვილმა და მარი ჯავახიშვილმა.

პირველმა პროდუქტმა შემფასებლებისგან 3 ქულა დაიმსახურა. პირველ რიგში, რედაქტორებმა მისი ზომა დაიწუნეს, შემდეგ კი _ სურნელი.

მანანა ღოღობერიძე: საერთო ჯამში, არ მომეწონა. ზედმეტად მსხვილია სამონადირეო ძეხვის კვალობაზე. გემოს არა უშავს, მაგრამ ხელოვნური სუნი დაჰკრავს და ხელზეც არაჯანსაღი ცხიმი დამიტოვა.

გიორგი გიორგაშვილი: მართალია, იდეალურ პარამეტრებს არ აკმაყოფილებს, მაგრამ თუ მისაღები ფასი ექნებოდა, შევიძენდი.

ნინო ტურაშვილი: ჩემი აზრით, ელასტიკურობა აკლია, შიგთავსიც უფრო მუქი უნდა იყოს, ცხიმი კი ნამდვილად გადამეტებულია.

ემა ტუხიაშვილი: უფრო გამომშრალი უნდა იყოს. პირში უსიამოვნო გემო დამიტოვა.

მარი ჯავახიშვილი: ცხიმი არათანაბრადაა განაწილებული. გემო საერთოდ ვერ ვიგრძენი.

მეორე მონადირულ ძეხვთან დაკავშირებით დეგუსტატორებმა ერთხმად აღიარეს, რომ ნაწარმი კარგად იყო შებოლილი, ხელზე უსიამოვნო სუნს არ ტოვებდა და ნატურალურადაც გამოიყურებოდა. თუმცა ფოკუსჯგუფის აზრი მაინც ორად გაიყო. მანანა, ნინო და გიორგი პროდუქტს ცხიმიანობას უწუნებდნენ, მარის, სალომეს და ემას კი საკმაოდ მოეწონათ.

ემა: ეს სულ სხვა კლასის სამონადირეო ძეხვია. არ არის მომხმარებლების ფართო მასაზე გათვლილი. გურმანებმა უნდა დააგემოვნონ. დარწმუნებული ვარ ძალიან ძვირი ღირს.

მარი: ზუსტად ის სურნელი აქვს, რაც მონადირულ ძეხვს უნდა ჰქონდეს. ჩვენ მიერ განხილულ პარამეტრებს იდეალურად აკმაყოფილებს. მე ამ პროდუქტს 5 ქულას დავუწერდი.

გიორგი: იმდენად სპეციფიკური პროდუქტია, რომ მიჭირს ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულება, თითქოს პირველ გასინჯვაზე არ მომეწონა, მაგრამ მეორედ რომ დავაგემოვნე, აზრი შემეცვალა.

მანანა: ვერ ვიტყოდი, რომ მომწონს, თუმცა შესაძლოა იმიტომ, რომ ცხიმიანობა საკმაოდ მაღალია.

ვინაიდან ჯგუფის აზრი გაიყო, რედაქტორები საბოლოო ქულაზე ვერ შეჯერდნენ.

მესამე თეფშით მონადირული ძეხვის კლასიკური ვარიანტი შემოგვიტანეს. მართალია, მასში არ იგრძნობოდა გამოკვეთილი გემო, აკლდა მარილი და სუნელები, მაგრამ ვიზუალურად აკმაყოფილებდა პარამეტრებს, არ იყო ზედმეტად ცხიმიანი.

მარი: არ არის ცუდი ძეხვი, ვფიქრობ, მაღაზიაში შესული მომხმარებელი მას სიამოვნებით იყიდდა.

ემა: შესაძლოა, მეც გამეკეთებინა ამ ძეხვზე არჩევანი, თუმცა ფასს გააჩნია, ეს ძეხვი ძვირი არ უნდა იყოს.

გიორგი: დაბალანსებული გემო აქვს, თუმცა არა რაიმეთი დასამახსოვრებელი და გამორჩეული. ერთხელ შესაძლოა მეყიდა ეს ძეხვი, თუმცა მეორედ ალბათ აღარ ვიყიდდი და მისი მუდმივი მომხმარებელი არ გავხდებოდი.

მანანა: ნორმალური გემოს და ცხიმიანობის ძეხვია, თუმცა გიორგის დავეთანხმები, რომ სანელებლები აკლია და თავს არ "გამახსოვრებს".

მეოთხე ძეხვმა ყველას მოწონება დაიმსახურა და მაღალი ქულითაც შეფასდა. ყველა მონაწილემ ივარაუდა, რომ ეს ძეხვი ფართო მომხმარებელზეა გათვლილი.

მარი: ეს ძეხვი ყველაზე მეტად მომეწონა. ვფიქრობ, მონადირული ძეხვის იდეალური ვარიანტია.

გიორგი: ეს პროდუქტი ჩემთვის ყველაზე მეტად მისაღებია. რაც მთავარია, ხორცის გემო იგრძნობა და არ მიტოვებს ზედმეტი ცხიმიანობის შეგრძნებას.

ემა: ამ მონადირულს ნამდვილად ვიყიდდი. ვფიქრობ, ჩემი ოჯახის ყველა წევრს ძალიან მოეწონება.

მანანა: მომწონს მისი გემო, ზომიერად აქვს სანელებლებიც და ჩემთვის დამაკმაყოფილებელია პროდუქტის ცხიმიანობა.

სწორედ მეოთხე პროდუქტი აღიარეს ფოკუსჯგუფის გემოვნების შესაფერის მონადირული ძეხვის იდეალურ ვარიანტად, შესაბამისად სავსე თეფში სულ მალე დაცარიელდა.

საბოლოო ჯამში, როგორც აღმოჩნდა, პირველი ნიმუში, რომელსაც 3 ქულა დაუწერეს კომპანია "ლიდერ-ფუდს" ეკუთვნოდა, მეორე პროდუქტი, რომელმაც აზრთა სხვადასხაობა გამოიწვია, ,,ნიკორას" "კაიზერის" ბრენდის ქვეშ წარმოებული მონადირული ძეხვია. აქ მონაწილეების ვარაუდი გამართლდა, ეს მართლაც მაღალი კლასის, მაღალ საფასო სეგმენტზე გათვლილი სამონადირეო ძეხვი აღმოჩნდა, მესამე - "მითანას" მონადირული ძეხვია, რომელმაც მონაწილეები ვიზუალურად მიიზიდა, მაგრამ გემოვნური თვისებებით, როგორც მათ აღნიშნეს, თავს არ დაგამახსოვრებს. მეოთხე, რომელიც ყველა დეგუსტატორს ერთნაირად მოეწონა "ნიკორას" სამონადირეო, ფასის მხრივ ყველასთვის მისაღები და გემოთი დაბალანსებული ძეხვი ყოფილა.

დეგუსტაცია დამთავრდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე ვფიქრობდი, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც იცი, რომ ჯანმრთელობისთვის უვნებელ და გემრიელ პროდუქტს ყიდულობ. ამ დროს ხვდები, რომ კვების პროდუქტებთან დაკავშირებული ყველა გამკაცრებული რეგულაცია სწორი და მისაღებია.

თათული ღვინიანიძე

სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალ "ტოპრეიტინგში".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია