მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანტა - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდი
სანტა - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდი

წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ სან­ტა კლა­უ­სი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბა­დი ბრენ­დია, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ისე­თი ბრენ­დე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას აჭარ­ბებს, რო­გო­რე­ბიც Apple, Coca-Cola და Google-ია?

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრენ­დით ფუ­ლის შოვ­ნას არა მხო­ლოდ პრო­დუქ­ტის მწარ­მო­ებ­ლე­ბი, არა­მედ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბიც ცდი­ლო­ბენ. სან­ტა კლა­უ­სი ხომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა ტუ­რის­ტე­ბის მო­სა­ზი­დად.

შევ­ხე­დოთ სან­ტას, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვის ობი­ექტს და მეც­ნი­ერ­თა კვლე­ვის სხვა­დას­ხვა ას­პექტს აღ­მო­ვა­ჩენთ.

ბა­ბუა თეთრ-წი­თელ სა­მოს­ში

სან­ტა კლა­უ­სის, რო­გორც ხა­ლი­სი­ა­ნი, სა­შო­ბაო, სა­ჩუქ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი მარ­ხი­ლი­ა­ნი ბა­ბუ­ას სახე, აშშ-სა და კა­ნა­და­ში მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

1809 წელს მის შე­სა­ხებ "ნიუ-იორ­კის ის­ტო­რი­ა­ში" ვა­შინგტონ ირ­ვინ­გი მოგ­ვი­თხრობ­და. თემა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1832 წელს გა­ნავ­რცო კლე­მენტ კლარკ მურ­მა პო­ე­მა­ში - "შო­ბის წინა ღამე" (იგი­ვე " წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ვი­ზი­ტი" A Visit from St. Nicholas).

1863 წელს Harper’s Weekly - ს მხატ­ვარ­მა ტო­მას ნეს­ტმა სან­ტა-კლა­უ­სის კა­რი­კა­ტუ­რე­ბი შექ­მნა, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის ილუსტრა­ცი­ე­ბა­დაც გა­მო­ი­ყე­ნა.

მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში სან­ტა კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბით პირ­ვე­ლად რეკ­ლა­მებ­ში გა­მოჩ­ნდა. მა­გა­ლი­თად, 1915 წელს კომ­პა­ნია White Rock Beverages - მა გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის მწარ­მო­ებ­ლებს შო­რის პირ­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ეს პერ­სო­ნა­ჟი თა­ვი­სი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის გა­საზ­რდე­ლად. იგი­ვე კომ­პა­ნი­ამ სან­ტას სახე 1923 წელს ჯან­ჯა­ფი­ლის სას­მე­ლის (Ginger Ale) რეკ­ლა­მა­შიც გა­მო­ი­ყე­ნა.

White Rock Beverages-ის სა­რეკ­ლა­მო გან­ცხა­დე­ბებ­ში სან­ტას უკვე ეცვა თა­ვი­სი სა­ფირ­მო "თეთრ-წი­თე­ლი" სა­მო­სი, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა კე­თილ­მა ბა­ბუ­ამ მას შემ­დეგ შე­ი­ძი­ნა, რაც ის Coca-Cola-ს რეკ­ლა­მა­ში გა­მოჩ­ნდა.

1931 წელს მხატ­ვარ­მა ჰე­დონ სანდბ­ლომ­მა მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი სან­ტა "სრულ­ყო", ანუ "და­ხა­ტა თა­ვად სან­ტა და არა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ სან­ტას კოს­ტუ­მი ეცვა".

მას შემ­დეგ სან­ტა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და პირ­ველ რიგ­ში, ის სწო­რედ სანდბ­ლო­მის ნა­ხატ­თან ასო­ცირ­დე­ბა. სა­შო­ბა­ოდ პრე­სა­ში სულ უფრო ხში­რად ჩნდე­ბა ცნო­ბე­ბი სან­ტას "ცხოვ­რე­ბი­დან", ხოლო მის "ბიზ­ნესს" სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბიც კი სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბი­ან.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

სანტა - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდი

სანტა - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდი

წარმოიდგენდით, რომ სანტა კლაუსი მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ბრენდია, რომლის ღირებულება ისეთი ბრენდების ღირებულებას აჭარბებს, როგორებიც Apple, Coca-Cola და Google-ია?

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდით ფულის შოვნას არა მხოლოდ პროდუქტის მწარმოებლები, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიც ცდილობენ. სანტა კლაუსი ხომ არაჩვეულებრივი საშუალებაა ტურისტების მოსაზიდად.

შევხედოთ სანტას, როგორც ეკონომიკური კვლევის ობიექტს და მეცნიერთა კვლევის სხვადასხვა ასპექტს აღმოვაჩენთ.

ბაბუა თეთრ-წითელ სამოსში

სანტა კლაუსის, როგორც ხალისიანი, საშობაო, საჩუქრებით დატვირთული მარხილიანი ბაბუას სახე, აშშ-სა და კანადაში მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა.

1809 წელს მის შესახებ "ნიუ-იორკის ისტორიაში" ვაშინგტონ ირვინგი მოგვითხრობდა. თემა, მოგვიანებით, 1832 წელს განავრცო კლემენტ კლარკ მურმა პოემაში - "შობის წინა ღამე" (იგივე " წმინდა ნიკოლოზის ვიზიტი" A Visit from St. Nicholas).

1863 წელს Harper’s Weekly - ს მხატვარმა ტომას ნესტმა სანტა-კლაუსის კარიკატურები შექმნა, რომლებიც შემდეგ საბავშვო ლიტერატურის ილუსტრაციებადაც გამოიყენა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში სანტა კომერციული მიზნებით პირველად რეკლამებში გამოჩნდა. მაგალითად, 1915 წელს კომპანია White Rock Beverages - მა გამაგრილებელი სასმელების მწარმოებლებს შორის პირველმა გამოიყენა ეს პერსონაჟი თავისი მინერალური წყლების გაყიდვების გასაზრდელად. იგივე კომპანიამ სანტას სახე 1923 წელს ჯანჯაფილის სასმელის (Ginger Ale) რეკლამაშიც გამოიყენა.

White Rock Beverages-ის სარეკლამო განცხადებებში სანტას უკვე ეცვა თავისი საფირმო "თეთრ-წითელი" სამოსი, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა კეთილმა ბაბუამ მას შემდეგ შეიძინა, რაც ის Coca-Cola-ს რეკლამაში გამოჩნდა.

1931 წელს მხატვარმა ჰედონ სანდბლომმა მანამდე არსებული სანტა "სრულყო", ანუ "დახატა თავად სანტა და არა ადამიანი, რომელსაც უბრალოდ სანტას კოსტუმი ეცვა".

მას შემდეგ სანტა ძალიან პოპულარული გახდა და პირველ რიგში, ის სწორედ სანდბლომის ნახატთან ასოცირდება. საშობაოდ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობები სანტას "ცხოვრებიდან", ხოლო მის "ბიზნესს" სახელმწიფო უწყებებიც კი სერიოზულად ეკიდებიან.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს