სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხადურის გასაიდუმლოებული დიეტა
ხადურის გასაიდუმლოებული დიეტა

ბოსტნე­უ­ლი და მცე­ნა­რე­უ­ლი საკ­ვე­ბი,­ ფიტ­ნე­სი, სუფ­თა ჰა­ე­რი, სხე­უ­ლის მა­სის კო­რექ­ცია... შემ­წვარ-მოხ­რა­კუ­ლი კი ლა­მის კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა... "ხორ­ცისმჭა­მე­ლე­ბი" საყ­ვა­რელ კერ­ძებ­ზე უარს მა­ინც ვერ ამ­ბო­ბენ, თუმ­ცა ცდი­ლო­ბენ ისე მო­ამ­ზა­დონ, ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნონ ჯან­მრთე­ლო­ბას.

ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მუდ­მი­ვად დი­ე­ტა­ზეა... ოღონდ ჭა­მა­სა და ჭა­მას შო­რის. ნე­ბის­ყო­ფა ყვე­ლას არ ჰყოფ­ნის, რომ საკ­ვე­ბი შე­ზღუ­დოს. ხომ გახ­სოვთ, შიმ­შილ­მა ჩაპ­ლი­ნის გმირს ფეხ­საც­მე­ლი შე­ა­ჭა­მა.

არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა: თუ გინ­და,­ ჯან­მრთე­ლი და მოხ­დე­ნი­ლი იყო, სა­უზ­მე თა­ვად მი­ირ­თვი, სა­დი­ლი მე­გო­ბარს გა­უ­ნა­წი­ლე, ვახ­შა­მი კი მტერს მი­ე­ციო. თუმ­ცა მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა კარ­დი­ო­ქი­რურ­გმა, ლეო ბო­კე­რი­ამ, ეს აზრი გა­ა­ცამ­ტვე­რა:

"დი­ლას დგე­ბით, ორ­გა­ნიზ­მი ჯერ გა­მოღ­ვი­ძე­ბუ­ლი არ არის, სხდე­ბით სუფ­რას­თან და ჭამთ ხორცს, ცო­მე­ულს, აყო­ლებთ ჩაის ან ყა­ვას, შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ხართ. რა­ნა­ი­რი მო­ხე­ლე გა­მო­დის ახლა თქვენ­გან?! სა­უზ­მე მტერს და­უ­ტო­ვე, სა­დილ­ზე - წა­ი­ხემ­სე, სა­ღა­მოს - ნორ­მა­ლუ­რად ჭამე და მერე ფი­ზკულ­ტუ­რით და­კავ­დი. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ­ხანს ცო­ცხლო­ბენ, სწო­რედ ასე იქცე­ვიან", - გვირ­ჩევს ექი­მი.

ყვე­ლა ისე ებ­რძვის ჭარბ წო­ნას, რო­გორც შე­უძ­ლია. თუმ­ცა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დი­ე­ტე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და ყვე­ლა ცდი­ლობს, მათ მიჰ­ბა­ძოს... გახ­სოვთ, ალ­ბათ, ე.წ. უგუ­ლა­ვას დი­ე­ტა, რო­მე­ლიც კარ­გა ხანს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ჰქონ­და თბი­ლი­სის მა­შინ­დელ მერს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დიდ­ხანს ნა­დი­რობ­დნენ სა­ი­დუმ­ლო "რე­ცეპტ­ზე", რად­გან მისი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა აშ­კა­რა იყო - მერი თვალ­სა და ხელს შუა დნე­ბო­და... ბო­ლოს მა­ინც გამ­ჟღავ­ნდა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ამ დი­ე­ტა­ზე "შეჯ­და".

ახ­ლა­ხან მეც გა­დავ­წყვი­ტე, რამ­დე­ნი­მე­ კო­ლოგ­რა­მი და­მეკ­ლო. მო­ვავ­ლე თვა­ლი ცნო­ბი­ლებს და მივ­ხვდი, რომ ნო­დარ ხა­დუ­რი ძალ­ზე ეფექ­ტი­ა­ნად იკ­ლებს წო­ნას და მისი დი­ე­ტა გა­ვი­კი­თხე. თუმ­ცა, რომ მე­გო­ნა, იო­ლად­ მო­ვი­პო­ვებ­დი, იმე­დი გა­მიც­რუვ­და, თურ­მე მკაც­რად არის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი.

აზარ­ტმა შე­მი­პყრო - ჩავ­რთე გავ­ლე­ნი­ა­ნი ხალ­ხი, რა­საც 2 კვი­რა­ზე მეტი მო­ვან­დო­მე და, რო­გორც იქნა, სა­სურ­ვე­ლი დი­ე­ტა ხელ­ში ჩა­ვიგ­დე.

ზოგი დი­ე­ტას ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებლ­ად იცავს, ზოგი - საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის. რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნის მთა­ვარ ფი­ნან­სისტს, მან, ალ­ბათ, ხალ­ხის "შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად" გა­და­წყვი­ტა გახ­დო­მა... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში "ჭამე, ნო­და­რი" პო­პუ­ლა­რუ­ლი ფრა­ზა გახ­ლდათ­. ჰოდა, ბა­ტონ­მა ნო­დარ­მა გა­და­წყვი­ტა, აღარ ჭა­მოს...

აი, მისი დი­ე­ტაც: იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ხადურის გასაიდუმლოებული დიეტა

ხადურის გასაიდუმლოებული დიეტა

ბოსტნეული და მცენარეული საკვები,­ ფიტნესი, სუფთა ჰაერი, სხეულის მასის კორექცია... შემწვარ-მოხრაკული კი ლამის კანონით ისჯება... "ხორცისმჭამელები" საყვარელ კერძებზე უარს მაინც ვერ ამბობენ, თუმცა ცდილობენ ისე მოამზადონ, ნაკლები ზიანი მიაყენონ ჯანმრთელობას.

ჭარბწონიანი ადამიანების უმეტესობა მუდმივად დიეტაზეა... ოღონდ ჭამასა და ჭამას შორის. ნებისყოფა ყველას არ ჰყოფნის, რომ საკვები შეზღუდოს. ხომ გახსოვთ, შიმშილმა ჩაპლინის გმირს ფეხსაცმელი შეაჭამა.

არსებობს გამოთქმა: თუ გინდა,­ ჯანმრთელი და მოხდენილი იყო, საუზმე თავად მიირთვი, სადილი მეგობარს გაუნაწილე, ვახშამი კი მტერს მიეციო. თუმცა მოსკოვში მოღვაწე ქართველმა კარდიოქირურგმა, ლეო ბოკერიამ, ეს აზრი გააცამტვერა:

"დილას დგებით, ორგანიზმი ჯერ გამოღვიძებული არ არის, სხდებით სუფრასთან და ჭამთ ხორცს, ცომეულს, აყოლებთ ჩაის ან ყავას, შემდეგ სამსახურში მიდიხართ. რანაირი მოხელე გამოდის ახლა თქვენგან?! საუზმე მტერს დაუტოვე, სადილზე - წაიხემსე, საღამოს - ნორმალურად ჭამე და მერე ფიზკულტურით დაკავდი. ჩემი დაკვირვებით, ქვეყნებში, სადაც ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ, სწორედ ასე იქცე­ვიან", - გვირჩევს ექიმი.

ყველა ისე ებრძვის ჭარბ წონას, როგორც შეუძლია. თუმცა ცნობილი ადამიანების დიეტები ძალიან პოპულარულია და ყველა ცდილობს, მათ მიჰბაძოს... გახსოვთ, ალბათ, ე.წ. უგულავას დიეტა, რომელიც კარგა ხანს გასაიდუმლოებული ჰქონდა თბილისის მაშინდელ მერს. ჟურნალისტები დიდხანს ნადირობდნენ საიდუმლო "რეცეპტზე", რადგან მისი ეფექტიანობა აშკარა იყო - მერი თვალსა და ხელს შუა დნებოდა... ბოლოს მაინც გამჟღავნდა და საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ დიეტაზე "შეჯდა".

ახლახან მეც გადავწყვიტე, რამდენიმე­ კოლოგრამი დამეკლო. მოვავლე თვალი ცნობილებს და მივხვდი, რომ ნოდარ ხადური ძალზე ეფექტიანად იკლებს წონას და მისი დიეტა გავიკითხე. თუმცა, რომ მეგონა, იოლად­ მოვიპოვებდი, იმედი გამიცრუვდა, თურმე მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

აზარტმა შემიპყრო - ჩავრთე გავლენიანი ხალხი, რასაც 2 კვირაზე მეტი მოვანდომე და, როგორც იქნა, სასურველი დიეტა ხელში ჩავიგდე.

ზოგი დიეტას ფორმის შესანარჩუნებლ­ად იცავს, ზოგი - საყვარელი მამაკაცის. რაც შეეხება ქვეყნის მთავარ ფინანსისტს, მან, ალბათ, ხალხის "შესანარჩუნებლად" გადაწყვიტა გახდომა... მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელებში "ჭამე, ნოდარი" პოპულარული ფრაზა გახლდათ­. ჰოდა, ბატონმა ნოდარმა გადაწყვიტა, აღარ ჭამოს...

აი, მისი დიეტაც: იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია