სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია"
"ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია"

მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ხარ­ძი­ა­ნის ოჯა­ხის ად­ვი­კატ­მა, მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დად­გე­ნი­ლია მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბაც, თუმ­ცა ის ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის. მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ამ და­ა­კონ­კრე­ტა, რომ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა არც მის­თვის და არც მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის ვა­რა­უ­დით, საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში წლის ბო­ლომ­დე, სა­ვა­რა­უ­დოდ, "არ წავა".

ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი მიმ­დი­ნა­რე წლის 28 მარტს მა­რაბ­დის ქუ­ჩა­ზე, სა­კუ­თარ სახ­ლთან მოკ­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩეჩ­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქემ ჩა­ი­დი­ნა, რო­მე­ლიც მა­რაბ­დის ქუ­ჩა­ზე მო­პე­დით იმ­ყო­ფე­ბო­და. მო­პე­დი და ჩა­ფხუ­ტი მკვლე­ლო­ბი­დან მა­ლე­ვე, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სს
0

გახსნილი მაშინ იქნება, როცა დამკვეთ დააკავაბთ.!!!

"ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია"

"ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია"

მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხარძიანის ოჯახის ადვიკატმა, მალხაზ სალაყაიამ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, დადგენილია მკვლელის ვინაობაც, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის. მალხაზ სალაყაიამ დააკონკრეტა, რომ ხარძიანის მკვლელის ვინაობა არც მისთვის და არც მოკლულის ოჯახისთვის ცნობილი არ არის.

ამასთან, ადვოკატის ვარაუდით, საქმე სასამართლოში წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, "არ წავა".

ბესიკ ხარძიანი მიმდინარე წლის 28 მარტს მარაბდის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, ჩეჩნური წარმოშობის უკრაინის მოქალაქემ ჩაიდინა, რომელიც მარაბდის ქუჩაზე მოპედით იმყოფებოდა. მოპედი და ჩაფხუტი მკვლელობიდან მალევე, კეკელიძის ქუჩაზე აღმოაჩინეს.

"ინტერპრესნიუსი"