მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

"ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რი" 2016 წლის ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ასა­ხე­ლებს. გა­მო­ცე­მამ შე­სა­ბა­მი­სი რე­ი­ტინ­გი CareerBuilder-ისა და Economic Modeling Specialists Intl.-ის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­ად­გი­ნა და ამის­თვის მო­თხოვ­ნის, მი­წო­დე­ბი­სა და ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­ყე­ნა. CareerBuilder-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, მეტ ფერ­გი­უსო­ნის ცნო­ბით, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სფე­როს უკავ­შირ­დე­ბა. ასე­ვე და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის პო­პუ­ლა­რუ­ლია მარ­კე­ტინ­გის, გა­ყიდ­ვე­ბი­სა და ტრან­სპორ­ტის სფე­რო­ე­ბიც.

ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად სა­მუ­შაო ად­გი­ლებს შო­რის "ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რი" კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის მე­ნე­ჯერს ასა­ხე­ლებს, რომ­ლის სა­ა­თობ­რი­ვი ანა­ზღა­უ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი - 61,37 დო­ლა­რია. 2010-დან 2015 წლამ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბა აშშ-ის მას­შტა­ბით 42 942-ით გა­ი­ზარ­და.

რე­ი­ტინ­გში მე­ო­რე ად­გილს მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი იკა­ვებს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლო სა­ა­თობ­რი­ვი ანა­ზღა­უ­რე­ბა 61,12 დო­ლარს შე­ად­გენს. ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ამ პო­ზი­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბა აშშ-ში 23 692-ით გა­ი­ზარ­და. მე­სა­მე ად­გი­ლას გა­ვი­და ფარ­მა­ცევ­ტი. 2010-დან 2015 წლამ­დე ფარ­მა­ცევ­ტის პო­ზი­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბამ 14 591-ით იმა­ტა. აშშ-ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფე­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი 58,15 დო­ლარს შე­ად­გენს.

"ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რის" მიერ შედ­გე­ნილ რე­ი­ტინ­გში, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად სა­მუ­შაო პო­ზი­ცი­ებს შო­რის ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის მე­ნე­ჯე­რი, გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი, ე.წ ვებ­დე­ვე­ლო­პე­რი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სი, თე­რა­პევ­ტი და ინ­ჟი­ნე­რიც მოხ­ვდა.

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

"ბიზნეს ინსაიდერი“ 2016 წლის ყველაზე მოთხოვნად სამუშაო ადგილებს ასახელებს. გამოცემამ შესაბამისი რეიტინგი CareerBuilder-ისა და Economic Modeling Specialists Intl.-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა და ამისთვის მოთხოვნის, მიწოდებისა და ანაზღაურების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გამოიყენა. CareerBuilder-ის აღმასრულებელი დირექტორის, მეტ ფერგიუსონის ცნობით, ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილები ძირითადად ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება. ასევე დასაქმების მსურველთათვის პოპულარულია მარკეტინგის, გაყიდვებისა და ტრანსპორტის სფეროებიც.

ყველაზე მოთხოვნად სამუშაო ადგილებს შორის "ბიზნეს ინსაიდერი“ კომპიუტერული სისტემების მენეჯერს ასახელებს, რომლის საათობრივი ანაზღაურება ყველაზე მაღალი - 61,37 დოლარია. 2010-დან 2015 წლამდე აღნიშნული პოზიციის რაოდენობა აშშ-ის მასშტაბით 42 942-ით გაიზარდა.

რეიტინგში მეორე ადგილს მარკეტინგის მენეჯერი იკავებს, რომლის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 61,12 დოლარს შეადგენს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი ამ პოზიციის რაოდენობა აშშ-ში 23 692-ით გაიზარდა. მესამე ადგილას გავიდა ფარმაცევტი. 2010-დან 2015 წლამდე ფარმაცევტის პოზიციის რაოდენობამ 14 591-ით იმატა. აშშ-ში აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიანის საშუალო თვიური ხელფასი 58,15 დოლარს შეადგენს.

"ბიზნეს ინსაიდერის“ მიერ შედგენილ რეიტინგში, ყველაზე მოთხოვნად სამუშაო პოზიციებს შორის ფინანსური მენეჯერი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, ე.წ ვებდეველოპერი, ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი, თერაპევტი და ინჟინერიც მოხვდა.

იხილეთ გალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს