პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
82 წლის მონსერატ კაბალიეს პატიმრობა მიუსაჯეს
82 წლის მონსერატ კაბალიეს პატიმრობა მიუსაჯეს

სა­ო­პე­რო სცე­ნის ცო­ცხა­ლი ლე­გენ­და მონ­სე­რატ კა­ბა­ლიე მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. მომ­ღე­რა­ლი 500 000 ევ­როს ოდე­ნო­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან თა­ვის არი­დე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. სა­სა­მარ­თლომ მას ჯა­რი­მა და 6-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ შარ­შან და­ი­წყო. რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, მონ­სე­რატ­მა კა­ნო­ნი გან­ზრახ და­არ­ღვია. ბარ­სე­ლო­ნა­ში მცხოვ­რე­ბი კა­ბა­ლიე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­და სა­კუ­თარ შე­მო­სავ­ლებს და ან­დო­რა­ში რი­ცხავ­და მათ.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ნაკ­ლებ­სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მომ­ღე­რალს სა­კან­ში ჯდო­მა მო­უხ­დეს. მას უკვე შე­უს­რულ­და 82 წელი და მისი ჯან­მრთე­ლო­ბაც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. მან ისიც ვერ შეძ­ლო, რომ სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის მოს­მე­ნას დას­წრე­ბო­და.

კა­ბა­ლიე მო­სა­მარ­თლეს­თან გა­რი­გე­ბა­ზე წა­ვი­და და აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. ამას­თან, სრუ­ლად და­ფა­რა და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მა. ამ ყვე­ლაფ­რის და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა, რომ­ლის აღ­სრუ­ლე­ბაც გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დი­თაა გა­და­დე­ბუ­ლი. დიდი ალ­ბა­თო­ბით პა­ტიმ­რო­ბა სრუ­ლი­ად გა­უქ­მდე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 7days.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

82 წლის მონსერატ კაბალიეს პატიმრობა მიუსაჯეს

82 წლის მონსერატ კაბალიეს პატიმრობა მიუსაჯეს

საოპერო სცენის ცოცხალი ლეგენდა მონსერატ კაბალიე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. მომღერალი 500 000 ევროს ოდენობის გადასახადისგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს. სასამართლომ მას ჯარიმა და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქმის გამოძიება ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. როგორც გამოძიების შედეგად გაირკვა, მონსერატმა კანონი განზრახ დაარღვია. ბარსელონაში მცხოვრები კაბალიე დიდი ხნის განმავლობაში მალავდა საკუთარ შემოსავლებს და ანდორაში რიცხავდა მათ.

საბედნიეროდ, ნაკლებსავარაუდოა, რომ მომღერალს საკანში ჯდომა მოუხდეს. მას უკვე შეუსრულდა 82 წელი და მისი ჯანმრთელობაც არასახარბიელოა. მან ისიც ვერ შეძლო, რომ სასამართლოში საქმის მოსმენას დასწრებოდა.

კაბალიე მოსამართლესთან გარიგებაზე წავიდა და აღიარა დანაშაული. ამასთან, სრულად დაფარა დაკისრებული ჯარიმა. ამ ყველაფრის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ ყველაზე მსუბუქი განაჩენი გამოიტანა, რომლის აღსრულებაც განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული. დიდი ალბათობით პატიმრობა სრულიად გაუქმდება.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება