მოსკოვის მთავრობამ გადაწყვიტა, ქალაქის ყველაზე ცნობილ სასაფლაოებზე უფასო "ვაი-ფაი" მოაწყოს. "უკაბელო ინტერნეტი 2016 წლის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი ვაგანკოვსკის, ნოვოდევიჩევის და ტროეკუროვსკის სასაფლაოების ღია ტერიტორიაზე", - წერს ქალაქის ხელისუფლების პორტალზე ორგანიზაცია "რიტუალის" ხელმძღვანელი არტიომ ეკიმოვი.
მისი თქმით, უფასო ინტერნეტი "საფლავების მონახულებას უფრო კომფორტულს გახდის და შემეცნებით ხასიათსაც მიანიჭებს". ონლაინ რეჟიმში ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დააინტერესებს გარდაცვლილის ვინაობა ან ძეგლი მის საფლავზე, მიიღებს საჭირო ინფორმაციას მის შესახებ ინტერნეტში.
ამჟამად "რიტუალის" სპეციალისტები ტენდერს ამზადებენ პროვაიდერებისთვის. მოსკოვში რვა მილიონზე მეტი საფლავია. ნოპვოდევიჩის და ვაგანკოვსკის სასაფლაოებზე ტერმინალებია დაყენებული, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია ჯიპიესით გაიგოს საჭირო საფლავის კოორდინატები.
მომზადებულია rbc.ru-ს მიხედვით.