პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაგიჯდებათ მოხუცის შენახვა კერძო თავშესაფარში და რა მომსახურება შედის გადასახადში
რა დაგიჯდებათ მოხუცის შენახვა კერძო თავშესაფარში და რა მომსახურება შედის გადასახადში

სა­ხელ­მწი­ფო მე­ურ­ვე­ო­ბის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რე­ბი, მწი­რი და­ფი­ნან­სე­ბის გამო, ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა მხო­ლოდ მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტის შე­ნახ­ვას ახერ­ხე­ბენ. ამან კერ­ძო თავ­შე­საფ­რე­ბი­სა და პან­სი­ო­ნა­ტე­ბის რო­ლის ზრდა გა­მო­იწ­ვია. თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე კერ­ძო მო­ხუც­თა სახ­ლია, სა­დაც თან­ხის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, ასა­კო­ვან ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით დარ­ჩეს. მო­ხუც­თა კერ­ძო თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­სა­ხა­დი არც თუ მცი­რეა და პენ­სი­ო­ნე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის არა­ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ასეც რომ არ იყოს, ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით ოჯახს, რომ­ლის ასა­კო­ვა­ნი წევ­რი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­თა თუ ახ­ლობ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კერ­ძო მო­ხუც­თა სახ­ლში ცხოვ­რობს.

დალი კი­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც კერ­ძო მო­ხუც­თა სახ­ლის მმარ­თვე­ლია. რო­გორც BPN-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ამ­ჟა­მად მის მიერ და­არ­სე­ბულ მო­ხუც­თა სახ­ლში 4 ხან­დაზ­მუ­ლი ცხოვ­რობს. მისი აზ­რით, და­სა­წყი­სის­თვის ეს რა­ო­დე­ნო­ბა არც თუ მცი­რეა. მო­ხუც­თა სახ­ლში გა­და­სა­ხა­დი 450-დან 600 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ფას­ში შე­დის ექთ­ნი­სა და მომ­ვლე­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოთხჯე­რა­დი კვე­ბა, პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის მო­წეს­რი­გე­ბა, პირ­ვე­ლა­დი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­წო­დე­ბა.

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ხუ­ცი ძვი­რა­დღი­რე­ბულ წამ­ლებს სა­ჭი­რო­ებს, ან ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი აქვს და­ნიშ­ნუ­ლი, ოჯა­ხის წევ­რი ყი­დუ­ლობს. ვი­ღებთ ორი­ვე სქე­სის ხან­დაზ­მულს. გა­და­სა­ხა­დი მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს და და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა სა­ხის ყუ­რა­დღე­ბას და მოვ­ლას სა­ჭი­რო­ებს. ასე­ვე, ოჯა­ხის სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დენ ხანს დარ­ჩე­ბა მო­ხუ­ცი ჩვენ­თან. დრო შე­ზღუ­დუ­ლი არ არის, შე­უძ­ლია მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე მო­ხუც­თა სახ­ლში გა­ა­ტა­როს", - აღ­ნიშ­ნავს დალი კი­ლა­ძე. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ხუც­თა სახ­ლი ნაკ­ლე­ბად შე­მო­სავ­ლი­ა­ნია, რად­გან არ­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დი მხო­ლოდ მცი­რე­დით აჭარ­ბებს მო­ხუ­ცის მო­სავ­ლე­ლად სა­ჭი­რო თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბას.

გაგ­რძე­ლე­ბა

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა დაგიჯდებათ მოხუცის შენახვა კერძო თავშესაფარში და რა მომსახურება შედის გადასახადში

რა დაგიჯდებათ მოხუცის შენახვა კერძო თავშესაფარში და რა მომსახურება შედის გადასახადში

სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ არსებული მოხუცთა თავშესაფრები, მწირი დაფინანსების გამო, ბენეფიციართა მხოლოდ მცირე კონტინგენტის შენახვას ახერხებენ. ამან კერძო თავშესაფრებისა და პანსიონატების როლის ზრდა გამოიწვია. თბილისში რამდენიმე კერძო მოხუცთა სახლია, სადაც თანხის გადახდის შემთხვევაში, ასაკოვან ადამიანს შეუძლია განუსაზღვრელი ვადით დარჩეს. მოხუცთა კერძო თავშესაფარში გადასახადი არც თუ მცირეა და პენსიონერების უმრავლესობისთვის არახელმისაწვდომი. ასეც რომ არ იყოს, ქართული მენტალობიდან გამომდინარე, იშვიათად შეხვდებით ოჯახს, რომლის ასაკოვანი წევრი საკუთარი სურვილითა თუ ახლობლების გადაწყვეტილებით, კერძო მოხუცთა სახლში ცხოვრობს.

დალი კილაძე რამდენიმე თვეა, რაც კერძო მოხუცთა სახლის მმართველია. როგორც BPN-თან საუბარში ამბობს, ამჟამად მის მიერ დაარსებულ მოხუცთა სახლში 4 ხანდაზმული ცხოვრობს. მისი აზრით, დასაწყისისთვის ეს რაოდენობა არც თუ მცირეა. მოხუცთა სახლში გადასახადი 450-დან 600 ლარამდე მერყეობს. ფასში შედის ექთნისა და მომვლელის მომსახურება 24 საათის განმავლობაში, ოთხჯერადი კვება, პირადი ჰიგიენის მოწესრიგება, პირველადი მედიკამენტების მიწოდება.

"იმ შემთხვევაში, თუ მოხუცი ძვირადღირებულ წამლებს საჭიროებს, ან ფსიქოტროპული მედიკამენტები აქვს დანიშნული, ოჯახის წევრი ყიდულობს. ვიღებთ ორივე სქესის ხანდაზმულს. გადასახადი მისი მდგომარეობიდან გამომდინარეობს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ყურადღებას და მოვლას საჭიროებს. ასევე, ოჯახის სურვილზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს დარჩება მოხუცი ჩვენთან. დრო შეზღუდული არ არის, შეუძლია მთელი დარჩენილი სიცოცხლე მოხუცთა სახლში გაატაროს", - აღნიშნავს დალი კილაძე. მისივე თქმით, საქართველოში მოხუცთა სახლი ნაკლებად შემოსავლიანია, რადგან არსებული გადასახადი მხოლოდ მცირედით აჭარბებს მოხუცის მოსავლელად საჭირო თანხის რაოდენობას.

გაგრძელება

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"