კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ქვეყნებში იკრძალება ჩადრი და რატომ
რომელ ქვეყნებში იკრძალება ჩადრი და რატომ

სე­ნე­გა­ლის მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ჩად­რის ტა­რე­ბის აკ­რძალ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მათი თქმით, სა­მო­სი, რო­მე­ლიც სა­ხეს ფა­რავს, შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ბო­ე­ვიკს მა­ლავ­დეს.

სე­ნე­გა­ლი ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა არაა, რომ­ლის მთავ­რო­ბაც მძი­მე ჩად­რის აკ­რძალ­ვას მო­ი­თხოვს. ანა­ლო­გი­უ­რი კა­ნო­ნი უკვე ოთხ აფ­რი­კულ ქვე­ყა­ნა­შია შე­მო­ღე­ბუ­ლი.

ჩად­რის ტა­რე­ბა ცოტა ხნის წინ აკ­რძა­ლეს სამ ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კულ ქვე­ყა­ნა­ში - ჩად­ში, გა­ბონ­სა და კონ­გო­ში (ბრა­ზა­ვი­ლი). კა­მე­რუნ­მა სა­მო­სის ტა­რე­ბა ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ რა­ი­ო­ნებ­ში აკ­რძა­ლა. ჩად­ში აკ­რძალ­ვა მას შემ­დეგ ამოქ­მედ­და, რაც თვით­მკვლელ­მა, რო­მელ­საც ჩად­რი ეცვა, ივ­ნის­ში თავი აი­ფეთ­ქა და დე­და­ქა­ლაქ ნჯა­მენ­ში 33 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. კა­მე­რუნ­ში ორმა ჩადრში გა­მო­წყო­ბილ­მა ქალ­მა აი­ფეთ­ქა თავი სა­ჯა­რო ად­გი­ლას, რა­საც 13 ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი მოჰ­ყვა.

2012 წელს საფ­რან­გე­თი გახ­და პირ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც მა­მა­კა­ცებ­სა და ქა­ლებს სა­ხის და­ფარ­ვა სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში აუკ­რძა­ლა. საფ­რან­გე­თის სე­ნატ­მა ერ­თხმად და­უ­ჭი­რა მხა­რი სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში ჩად­რის, ნი­ქა­ბის, ბურ­კას, ნიღ­ბის ან სხვა სა­ხის დამ­ფა­რა­ვი აქ­სე­სუ­ა­რის ტა­რე­ბის აკ­რძალ­ვას.

ფრან­გუ­ლი კა­ნო­ნი აგ­რეთ­ვე ეხე­ბო­და მათ, ვინც ქა­ლებს აი­ძუ­ლებ­და სა­ხის და­მალ­ვას. ასეთ ადა­მი­ა­ნებს გი­რაო და ერ­თწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­დათ. 2012 წელს საფ­რან­გე­თის მა­გა­ლითს ბელ­გი­აც მიჰ­ყვა და ნე­ბის­მი­ე­რი სა­მო­სი აკ­რძა­ლა, რო­მე­ლიც იდენ­ტო­ბის ამოც­ნო­ბას უშ­ლი­და ხელს.

ჰო­ლან­დი­ა­ში 2007 წელს სრუ­ლად აკ­რძა­ლეს სკო­ლებ­ში ჩად­რის ტა­რე­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ყვე­ლა სა­ჯა­რო თავ­შეყ­რის ად­გილ­ზეც. ამ­ჟა­მად და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მხო­ლოდ სამ ქვე­ყა­ნა­შია აკ­რძა­ლუ­ლი ჩად­რის ტა­რე­ბა, და­ნარ­ჩე­ნებ­ში რე­გი­ო­ნა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებს. ბარ­სე­ლო­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია სა­ხის და­ფარ­ვა სა­ჯა­რო შე­ნო­ბებ­სა და ბა­ზარ­ში. და­ნი­ა­ში იგი­ვე აკ­რძალ­ვა მოქ­მე­დებს სა­სა­მარ­თლო­ებ­ში. ჩად­რი აკ­რძა­ლუ­ლია გერ­მა­ნულ ქა­ლაქ გე­სენ­ში და იტა­ლი­ის ზო­გი­ერთ ქა­ლა­ქებ­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია baltnews.lv-ს მი­ხედ­ვით.

რომელ ქვეყნებში იკრძალება ჩადრი და რატომ

რომელ ქვეყნებში იკრძალება ჩადრი და რატომ

სენეგალის მთავრობამ განაცხადა, რომ ჩადრის ტარების აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავენ. მათი თქმით, სამოსი, რომელიც სახეს ფარავს, შეიძლება შეიარაღებულ ბოევიკს მალავდეს.

სენეგალი ერთადერთი ქვეყანა არაა, რომლის მთავრობაც მძიმე ჩადრის აკრძალვას მოითხოვს. ანალოგიური კანონი უკვე ოთხ აფრიკულ ქვეყანაშია შემოღებული.

ჩადრის ტარება ცოტა ხნის წინ აკრძალეს სამ ცენტრალურ აფრიკულ ქვეყანაში - ჩადში, გაბონსა და კონგოში (ბრაზავილი). კამერუნმა სამოსის ტარება ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში აკრძალა. ჩადში აკრძალვა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც თვითმკვლელმა, რომელსაც ჩადრი ეცვა, ივნისში თავი აიფეთქა და დედაქალაქ ნჯამენში 33 ადამიანი იმსხვერპლა. კამერუნში ორმა ჩადრში გამოწყობილმა ქალმა აიფეთქა თავი საჯარო ადგილას, რასაც 13 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

2012 წელს საფრანგეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მამაკაცებსა და ქალებს სახის დაფარვა საჯარო ადგილებში აუკრძალა. საფრანგეთის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი საჯარო ადგილებში ჩადრის, ნიქაბის, ბურკას, ნიღბის ან სხვა სახის დამფარავი აქსესუარის ტარების აკრძალვას.

ფრანგული კანონი აგრეთვე ეხებოდა მათ, ვინც ქალებს აიძულებდა სახის დამალვას. ასეთ ადამიანებს გირაო და ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ. 2012 წელს საფრანგეთის მაგალითს ბელგიაც მიჰყვა და ნებისმიერი სამოსი აკრძალა, რომელიც იდენტობის ამოცნობას უშლიდა ხელს.

ჰოლანდიაში 2007 წელს სრულად აკრძალეს სკოლებში ჩადრის ტარება, მოგვიანებით კი ყველა საჯარო თავშეყრის ადგილზეც. ამჟამად დასავლეთ ევროპის მხოლოდ სამ ქვეყანაშია აკრძალული ჩადრის ტარება, დანარჩენებში რეგიონალური შეზღუდვები მოქმედებს. ბარსელონაში აკრძალულია სახის დაფარვა საჯარო შენობებსა და ბაზარში. დანიაში იგივე აკრძალვა მოქმედებს სასამართლოებში. ჩადრი აკრძალულია გერმანულ ქალაქ გესენში და იტალიის ზოგიერთ ქალაქებში.

მომზადებულია baltnews.lv-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა