ყველა ჩვენგანს აგვიტანია ტკივილი. ხანდახან, ძალიან დიდხანსაც. მაგრამ არსებობს ტკივილის სახეობა, რომლის მოთმენაც არ შეიძლება, რადგან მათ წარმოშობას სიცოცხლისთვის საშიში მიზეზები აქვს.
სამეცნიერო გამოცემა WebMD წერს:
"ხანდახან ხდება ისე, რომ ტკივილი ერთ ადგილას ჩნდება, ხოლო მიზეზი სულ სხვა ადგილას ვლინდება".
მთავარ ფოტოზე მოცემული დიაგრამა აჩვენებს სხეულის ნაწილებს, რომლებშიც შეიძლება გქონდეთ ქრონიკული ან მწვავე ტკივილი.
1. გული
თუკი გულის პრობლემები გაქვთ, შესაძლოა ტკივილები გქონდეთ მკერდის არეში და გულის ირგვლივ. თუმცა, გულის პრობლემაზე შესაძლოა, მიუთითებდეს მარცხენა ხელის ან ბეჭების ტკივილიც.
აი, რას ფიქრობენ ამის შესახებ მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში:
"გულის ტკივილი ხშირად სხეულის ზედა ნაწილში ვლინდება. ეს იმიტომ, რომ გული ნერვულ სიგნალებს ზურგის ტვინის ნერვების საშუალებით აგზავნის. თუკი ხშირად იტკიებთ მარცხენა ხელს, ეს შესაძლოა, ინფარქტის მოახლოების ნიშანი იყოს".
2. ფილტვები და დიაფრაგმა
ფილტვებსა და დიაფრაგმასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა, დიაგრამაზე მითითებულ ადგილებში გამოვლენილი ტკივილით გაიგოთ. მხრისა და კისრის ზედა ნაწილი – ამ შინაგანი ორგანოების "სარკეა". თუკი ტკივილი სხეულის ამ ადგილებში გაქვთ, ესე იგი, თქვენი ფილტვები ძალიან დაბინძურებულია და დროა, თავი დაანებოთ მოწევას. საქმე იმაშია, რომ ტკივილზე "ინფორმაციას" ამ ადგილებში დიაფრაგმული ნერვი გადასცემს.
თერაპევტი პოლ ინგრემი წერს, რომ "ფილტვებისა და დიაფრაგმის დაავადებებმა შესაძლოა პრობლემები გააჩინოს კისრისა და სხეულის ზედა ნაწილში" და დასძენს: " სუნთქვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა სერიოზულია და აუცილებელ ჩარევას საჭიროებს".
3. ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტისგან შესაძლოა, აგტკივდეთ კისერი და მხრების ზონა, ასევე, მუცლის მარჯვენა მხარე, მკერდიდან ოდნავ დაბლა.
სამკურნალო მასაჟის ამერიკული ორგანიზაცია აღნიშნავს:
"ნაღვლის ბუშტმა, შესაძლოა, მხრების ქვეშ ტკივილი გამოიწვიოს. ხდება ისეც, რომ ტკივილები კისრისა და დიაფრაგმის რაიონში ჩნდება. ასე რომ, თუკი სხეულის ამ ადგილებში რეგულარული ტკივილები გაქვთ, მიაკითხეთ ექიმს.
4. კუჭი და კუჭქვეშა ჯირკვალი
დიაგრამაზე მოცემულ ადგილებში ტკივილები საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის პრობლემებზე მიუთითებს.
Physio-pedia.com წერს, რომ "მწვავე პანკრეტიტის ჩივილების მქონე პაციენტების 50%-ს ტკივილები აღენიშნებოდა ზურგის
არეში. როგორც წესი, ზედა ნაწილში".