საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხულოს სოფლებში თოვლის საფარი მეტრნახევარს აჭარბებს (+PHOTO)
ხულოს სოფლებში თოვლის საფარი მეტრნახევარს აჭარბებს (+PHOTO)

ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში, დი­ოკ­ნი­სის უბან­სა და ღორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში თოვ­ლის სა­ფა­რი მეტრნა­ხე­ვარს აჭარ­ბებს, ხოლო დაბა ხუ­ლო­ში 60 სან­ტი­მეტ­რამ­დეა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ხუ­ლოს გამ­გე­ბელ­მა ბე­სიკ ბა­უ­ჩა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, უხვი ნა­ლე­ქის გამო დღეს დი­ლით ავა­რი­უ­ლად გა­ი­თი­შა ელექტრო­ე­ნერ­გია და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 50%-ს შუქი არ მი­ე­წო­დე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლის გაწ­მენ­და დი­ლით და­ი­წყო და მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ტრან­სპორ­ტს მოძ­რა­ო­ბის მხრივ პრობ­ლე­მე­ბი არ ექ­მნე­ბა.

"თოვ­ლის სა­ფა­რი მეტრნა­ხე­ვა­რია მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში, გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხილ­ზე უფრო მეტი, ცენ­ტრში კი 60 სან­ტი­მეტრს აღ­წევს. გუ­შინ სა­ღა­მოს მხო­ლოდ 8 სო­ფელს არ მი­ე­წო­დე­ბო­და დენი, დღეს დი­ლით კი, ავა­რი­უ­ლად გა­ი­თი­შა კი­დევ რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში და სა­ერ­თო ჯამ­ში, ელექტრო­ე­ნერ­გია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 50%-ს არ მი­ე­წო­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ლოს გამ­გე­ბელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გზებს, ბა­უ­ჩა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე შე­ფერ­ხე­ბა არ არის, სოფ­ლე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი კი იწ­მინ­დე­ბა.

"მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებს გა­და­ად­გი­ლე­ბის მხრივ პრობ­ლე­მე­ბი არ ექ­მნე­ბათ. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი გუ­შინ ორ­ჯერ გა­მო­ი­ძა­ხეს, დღეს კი, გა­მო­ძა­ხე­ბის შე­სა­ხებ ჯერ ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს", - აღ­ნიშ­ნა ბე­სიკ ბა­უ­ჩა­ძემ.

თოვ­ლის სა­ფა­რი ერთ მეტრს აღ­წევს შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­შიც.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ხულოს სოფლებში თოვლის საფარი მეტრნახევარს აჭარბებს (+PHOTO)

ხულოს სოფლებში თოვლის საფარი მეტრნახევარს აჭარბებს (+PHOTO)

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, დიოკნისის უბანსა და ღორჯომის ხეობაში თოვლის საფარი მეტრნახევარს აჭარბებს, ხოლო დაბა ხულოში 60 სანტიმეტრამდეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა, უხვი ნალექის გამო დღეს დილით ავარიულად გაითიშა ელექტროენერგია და მუნიციპალიტეტის 50%-ს შუქი არ მიეწოდება.

მისივე განმარტებით, ცენტრალური მაგისტრალის გაწმენდა დილით დაიწყო და მაღალი გამავლობის ტრანსპორტს მოძრაობის მხრივ პრობლემები არ ექმნება.

"თოვლის საფარი მეტრნახევარია მაღალმთიან სოფლებში, გოდერძის უღელტეხილზე უფრო მეტი, ცენტრში კი 60 სანტიმეტრს აღწევს. გუშინ საღამოს მხოლოდ 8 სოფელს არ მიეწოდებოდა დენი, დღეს დილით კი, ავარიულად გაითიშა კიდევ რამდენიმე სოფელში და საერთო ჯამში, ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის 50%-ს არ მიეწოდება", - განაცხადა ხულოს გამგებელმა.

რაც შეეხება გზებს, ბაუჩაძის ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე შეფერხება არ არის, სოფლებამდე მისასვლელი გზები კი იწმინდება.

"მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილების მხრივ პრობლემები არ ექმნებათ. სამაშველო სამსახური გუშინ ორჯერ გამოიძახეს, დღეს კი, გამოძახების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს", - აღნიშნა ბესიკ ბაუჩაძემ.

თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია