"რიმყოფინე 1 ლარი და 18 თეთრი", - ამ სახელწოდებით "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდულმა ფრთამ თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებს საკრებულოსთან მიტანილი ჰქონდათ ერთჯერად თეფშებზე დაწყობილი 1 ლარი და 18 თეთრი ღირებულების საკვები პროდუქტი - ერთი ნაჭერი პური, ერთი ნაჭერი ძეხვი და ერთი ცალი ორცხობილა.
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის წევრები აცხადებენ, ისინი ამ აქციით ეხმაურებიან საკრებულოს წევრის რიმა ბერაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია, რადგანაც მასში აუცილებელი კალორიულობა შედის და დაცულია.
"სირცხვილია, როდესაც რიმა ბერაძე 1 ლარს და 18 თეთრს მიიჩნევს საკმარისად ადამიანის დღიურის რაციონისთვის. სწორედ ამიტომ საკრებულოში შესვენების დროს "თავისუფალმა დემოკრატებმა" მოვიტანეთ 1 ლარი და 18 თეთრის ღირებულების საკვები, რომელიც შეადგენს ელემენტარულად პურს და ძეხვს და გვინდა მათ ვკითხოთ, საკმარისია თუ არა მათთვის ეს დღიური ნორმა", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ქადაგიშვილმა.
ამავე თემაზე: