პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიას ზუსტად არ აღუნუსხავს, როდის მოხდა პირველი ტერორისტული აქტი - ტერორიზმის ევოლუცია
ისტორიას ზუსტად არ აღუნუსხავს, როდის მოხდა პირველი ტერორისტული აქტი - ტერორიზმის ევოლუცია

ტე­რო­რის არსი ძა­ლა­დო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა და­ში­ნე­ბა-ლიკ­ვი­დი­რე­ბაა. მას სა­ფუძ­ვლად უდევს ილუ­ზია, რომ ტე­რო­რიზ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია დიდი სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ან პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის მიღ­წე­ვა.

ის­ტო­რი­ას ზუს­ტად არ აღუ­ნუს­ხავს, რო­დის მოხ­და პირ­ვე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, მაგ­რამ ტრა­გი­კუ­ლი დი­დე­ბუ­ლე­ბით აღ­ბეჭ­და მსოფ­ლი­ო­ში ტე­რო­რიზ­მის პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­ში - გა­ი­უს იუ­ლი­უს კე­ის­რის მკვლე­ლო­ბა. ეს მოხ­და ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს. ტე­რო­რიზ­მის სა­თა­ვე­ებ­თან მარ­კუს იუ­ნი­უს ბრუ­ტუ­სი იდგა.

სწო­რედ ის გახ­ლდათ კე­ის­რის წი­ნა­აღ­მდეგ მო­წყო­ბი­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და ერთ-ერთი მკვლელ­თა­გა­ნი. მას შემ­დეგ ტე­რო­რის­ტთა ხელ­მა მრა­ვა­ლი მე­ფის, იმ­პე­რა­ტო­რის, დამ­პყრო­ბე­ლი მხე­დარ­თმთავ­რი­სა თუ სას­ტი­კი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ტე­რო­რის მსხვერ­პლთა შო­რის იყ­ვნენ ეროვ­ნუ­ლი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძოლ­ნიც, დიდი სა­ზო­გა­დო თუ კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ნიც.

ტე­რო­რიზ­მის მი­ზე­ზი სხვა­დას­ხვა სა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი, ეროვ­ნუ­ლი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი უსა­მარ­თლო­ბა გახ­ლდათ. მას გა­ნა­პი­რო­ბებ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სის­ტე­მა, ერთი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ სხვა ქვეყ­ნის და­პყრო­ბა. ტე­რო­რი ხში­რად დამ­პყრო­ბელ­თა მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძოლ­თა წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი. 554 წელს ბი­ზან­ტი­ელ­მა სტრა­ტე­გებ­მა მოკ­ლეს ლაზ­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი მეფე გუ­ბა­ზი. ეს ნამ­დვი­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი იყო.

ტე­რო­რის არსი ძა­ლა­დო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა და­ში­ნე­ბა-ლიკ­ვი­დი­რე­ბაა. მას სა­ფუძ­ვლად უდევს ილუ­ზია, რომ ტე­რო­რიზ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია დიდი სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ან პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის მიღ­წე­ვა.

შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ტე­რორს ეპი­ზო­დუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. XI-XIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ში­შის ზარს სცემ­დნენ აზი­ი­სა თუ ევ­რო­პის მბრძა­ნებ­ლებს ას­ა­სინ­თა ორ­დე­ნის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­გან­გე­ბოდ იწ­ვრთნე­ბოდ­ნენ. ას­ა­სინ­თა ბრძო­ლის ძი­რი­თა­დი მე­თო­დი იყო ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა ევა­ლე­ბო­დათ ფი­და­ი­ებს. არა­ბულ ენა­ზე "ფი­დაი" ნიშ­ნავს მებ­რძოლს, ვინც თავს სწი­რავს.

ას­ა­სი­ნე­ბის ცენ­ტრს ალა­მუ­თის ციხე წარ­მო­ად­გენ­და. 1256 წელს მონ­ღო­ლებ­მა ალა­მუ­თი აი­ღეს და ორ­დენ­მა მალე არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ტე­რო­რის­ტებს ემსხვერ­პლა ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე მო­ნარ­ქი. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მოგ­ვე­პო­ვე­ბა ფაქ­ტი, რო­დე­საც ტე­რო­რის­ტის მახ­ვილს შე­ე­წი­რა სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში იქ­მნე­ბა კარ­ბო­ნა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მელ­ნიც ტე­რო­რის გზით იბ­რძოდ­ნენ ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის. XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მო­ნარ­ქე­ბი­სა და დიდ­მო­ხე­ლე­თა წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მელ­თაც ემსხვერ­პლნენ: საფ­რან­გე­თის ბურ­ბონ­თა დი­ნას­ტი­ის უკა­ნას­კნე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - ბე­რი­ის პრინ­ცი; რე­აქ­ცი­ო­ნე­რი მწე­რა­ლი კო­ცე­ბუ (1819); ფერ­დი­ნანდ III ნე­ა­პო­ლი­ტა­ნე­ლი (1854); ეს­პა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი იზა­ბე­ლა(1856); მი­ხე­ილ III სერ­ბი­ე­ლი და სხვ.

"ტი­რანთმკვლე­ლო­ბის" იდეა გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის ეპო­ქა­ში. მწერ­ლე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი წრე­ე­ბი თით­ქოს მოქ­მე­დე­ბის­თვის მო­უ­წო­დებ­დნენ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებს მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მი­ტინ­გებ­ზე. საფ­რან­გე­თის იმ­პე­რა­ტორ ნა­პო­ლე­ონ III-ს წი­ნა­აღ­მდეგ და­უ­ფა­რა­ვად მო­უ­წო­დებ­და ჟურ­ნალ "ლან­ტერ­ნეს" რა­დი­კა­ლი რე­დაქ­ტო­რი, ნიკო ნი­კო­ლა­ძის ფრან­გი მე­გო­ბა­რი - ანრი რო­შფო­რი. ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა ერთ-ერთ კრე­ბა­ზე პუბ­ლი­ცის­ტმა ფე­ლიქს პიამ შეს­ვა "იმ ტყვი­ის" სა­დღეგ­რძე­ლო, რომ­ლი­თაც მოკ­ლავ­დნენ ნა­პო­ლე­ონ III-ს. მას­ვე ეკუთ­ვნო­და ცნო­ბი­ლი რი­ტო­რი­კუ­ლი კი­თხვა: "შე­იძ­ლე­ბა თუ არა მკვლე­ლის მოკ­ვლა, თუ მკვლე­ლი იმ­პე­რა­ტო­რია?"

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ისტორიას ზუსტად არ აღუნუსხავს, როდის მოხდა პირველი ტერორისტული აქტი - ტერორიზმის ევოლუცია

ისტორიას ზუსტად არ აღუნუსხავს, როდის მოხდა პირველი ტერორისტული აქტი - ტერორიზმის ევოლუცია

ტერორის არსი ძალადობის საშუალებით მოწინააღმდეგეთა დაშინება-ლიკვიდირებაა. მას საფუძვლად უდევს ილუზია, რომ ტერორიზმის საშუალებით შესაძლებელია დიდი სოციალურ-პოლიტიკური იდეალების განხორციელება ან პოლიტიკური მიზანდასახულობის მიღწევა.

ისტორიას ზუსტად არ აღუნუსხავს, როდის მოხდა პირველი ტერორისტული აქტი, მაგრამ ტრაგიკული დიდებულებით აღბეჭდა მსოფლიოში ტერორიზმის პირველი კლასიკური ნიმუში - გაიუს იულიუს კეისრის მკვლელობა. ეს მოხდა ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს. ტერორიზმის სათავეებთან მარკუს იუნიუს ბრუტუსი იდგა.

სწორედ ის გახლდათ კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ორგანიზატორი და ერთ-ერთი მკვლელთაგანი. მას შემდეგ ტერორისტთა ხელმა მრავალი მეფის, იმპერატორის, დამპყრობელი მხედართმთავრისა თუ სასტიკი მაღალჩინოსნის სიცოცხლე შეიწირა. ტერორის მსხვერპლთა შორის იყვნენ ეროვნული თუ სოციალური თავისუფლებისთვის მებრძოლნიც, დიდი საზოგადო თუ კულტურის მოღვაწენიც.

ტერორიზმის მიზეზი სხვადასხვა სახის სოციალური, ეროვნული თუ პოლიტიკური უსამართლობა გახლდათ. მას განაპირობებდა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სისტემა, ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის დაპყრობა. ტერორი ხშირად დამპყრობელთა მიერ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა წინააღმდეგ იყო მიმართული. 554 წელს ბიზანტიელმა სტრატეგებმა მოკლეს ლაზთა თავისუფლებისთვის მებრძოლი მეფე გუბაზი. ეს ნამდვილი ტერორისტული აქტი იყო.

ტერორის არსი ძალადობის საშუალებით მოწინააღმდეგეთა დაშინება-ლიკვიდირებაა. მას საფუძვლად უდევს ილუზია, რომ ტერორიზმის საშუალებით შესაძლებელია დიდი სოციალურ-პოლიტიკური იდეალების განხორციელება ან პოლიტიკური მიზანდასახულობის მიღწევა.

შუა საუკუნეებში ტერორს ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. XI-XIII საუკუნეებში განსაკუთრებით შიშის ზარს სცემდნენ აზიისა თუ ევროპის მბრძანებლებს ასასინთა ორდენის წევრები, რომლებიც საგანგებოდ იწვრთნებოდნენ. ასასინთა ბრძოლის ძირითადი მეთოდი იყო ტერორისტული აქტები, რომელთა შესრულება ევალებოდათ ფიდაიებს. არაბულ ენაზე "ფიდაი" ნიშნავს მებრძოლს, ვინც თავს სწირავს.

ასასინების ცენტრს ალამუთის ციხე წარმოადგენდა. 1256 წელს მონღოლებმა ალამუთი აიღეს და ორდენმა მალე არსებობა შეწყვიტა. შუა საუკუნეებში ტერორისტებს ემსხვერპლა ევროპის რამდენიმე მონარქი. საქართველოს ისტორიაში მოგვეპოვება ფაქტი, როდესაც ტერორისტის მახვილს შეეწირა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში სამხრეთ იტალიაში იქმნება კარბონარების საიდუმლო ორგანიზაციები, რომელნიც ტერორის გზით იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის ქვეყნების მონარქებისა და დიდმოხელეთა წინააღმდეგ რამდენიმე ათეული ტერორისტული აქტი განხორციელდა, რომელთაც ემსხვერპლნენ: საფრანგეთის ბურბონთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი - ბერიის პრინცი; რეაქციონერი მწერალი კოცებუ (1819); ფერდინანდ III ნეაპოლიტანელი (1854); ესპანეთის დედოფალი იზაბელა(1856); მიხეილ III სერბიელი და სხვ.

"ტირანთმკვლელობის" იდეა განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქაში. მწერლები, ხელოვნები და ინტელექტუალური წრეები თითქოს მოქმედებისთვის მოუწოდებდნენ რევოლუციონერებს მრავალრიცხოვან მიტინგებზე. საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ს წინააღმდეგ დაუფარავად მოუწოდებდა ჟურნალ "ლანტერნეს" რადიკალი რედაქტორი, ნიკო ნიკოლაძის ფრანგი მეგობარი - ანრი როშფორი. ინტელექტუალთა ერთ-ერთ კრებაზე პუბლიცისტმა ფელიქს პიამ შესვა "იმ ტყვიის" სადღეგრძელო, რომლითაც მოკლავდნენ ნაპოლეონ III-ს. მასვე ეკუთვნოდა ცნობილი რიტორიკული კითხვა: "შეიძლება თუ არა მკვლელის მოკვლა, თუ მკვლელი იმპერატორია?"

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია