პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკმარისი იყო, საცვალი გამეხადა და ფეხი ფეხზე გადამედო, რომ მთელმა ჰოლივუდმა ვარსკვლავად მაღიარა" - "საბედისწერო ქალი" თუ ბედისწერასთან მებრძოლი?!
"საკმარისი იყო, საცვალი გამეხადა და ფეხი ფეხზე გადამედო, რომ მთელმა ჰოლივუდმა ვარსკვლავად მაღიარა" - "საბედისწერო ქალი" თუ ბედისწერასთან მებრძოლი?!

"სიკ­ვდილ­მა არა­ერ­თხელ და­მი­კა­კუ­ნა კარ­ზე, მაგ­რამ მე ის არ გა­ვუ­ღე, თუმ­ცა ეს კა­კუ­ნი მაღ­ვი­ძებ­და და მას­წავ­ლი­და ცხოვ­რე­ბას ახ­ლე­ბუ­რად", - ბევ­რის­თვის, იქ­ნებ, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი კი იყოს, რომ ეს სი­ტყე­ბი ჰო­ლი­ვუ­დის ლე­გენ­და­რულ სექსსიმ­ბო­ლოს, შე­რონ სთო­უნს ეკუთ­ვნის.

ის ხომ დიდ­წი­ლად ჰო­ლი­ვუ­დის ბედ­ნი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ მი­აჩ­ნი­ათ, ვიდ­რე ქა­ლად, რო­მელ­მაც ამ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად უა­მა­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბა გა­და­ლა­ხა. შე­რონს ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერთი ყველ­ზე ჭკვი­ა­ნი ქა­ლის სა­ხე­ლი აქვს, ამ­ბო­ბენ, რომ მისი IQ 154-ის ტო­ლია.

"მე არ ვიცი სი­ტყვა - "შე­უძ­ლე­ბე­ლი"

შე­რონ სთო­უ­ნი 57 წლის ასაკ­შიც კი, ძვე­ლე­ბუ­რად სექსსიმ­ბო­ლოდ და მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რებ­ლის კერ­პად მი­იჩ­ნე­ვა. არ ერი­დე­ბა იმის აღი­ა­რე­ბას, რომ ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი შეც­დო­მა და­უშ­ვა და ამ­ტკი­ცებს, რომ სხვა მსა­ხი­ობ ქალ­თა ფონ­ზე გა­მო­ირ­ჩე­ვა არა მა­ღა­ლი გო­ნებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბით, არა­მედ უნა­რით - ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე დარ­ტყმე­ბის შემ­დე­გაც წა­მოდ­გეს და კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლოს სვლა. ეს თვი­სე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­სას გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

შე­რო­ნი 1958 წლის მარ­ტში, პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ მიდ­ვილ­ში და­ი­ბა­და. ოჯა­ხის უფ­რო­სი - ჯო­ზეფ სთო­უ­ნი ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ობ­და, მისი ცოლი კი დო­რო­თი - ბუ­ღალ­ტე­რი იყო. წყვილს ოთხი შვი­ლი ჰყავ­და.

მას შემ­დეგ, რაც ძვე­ლი კი­ნო­თე­ატ­რის ეკ­რან­ზე მე­რი­ლინ მონ­რო იხი­ლა, პა­ტა­რა შე­რონ­მა მოს­ვე­ნე­ბა და­კარ­გა და მუდ­მი­ვად მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. სახ­ლის ავ­ტო­ფა­რეხ­ში პა­ტა­რა სცე­ნა მო­ა­წყო. პუბ­ლი­კის როლს ხში­რად ძმე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ, შე­რო­ნი კი მსა­ხი­ო­ბობ­და და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ათას­ნა­ირ როლს იგო­ნებ­და. მა­მას ქა­ლიშ­ვი­ლის ამ­გვა­რი გა­ტა­ცე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მოს­წონ­და. შე­რო­ნის მო­მა­ვალს ის იუ­რისპრუ­დენ­ცი­ა­ში ხე­დავ­და.

გო­ნი­ე­რე­ბის გამო გო­გო­ნა პირ­და­პირ მე­ო­რე კლას­ში მი­ი­ღეს, სა­დაც ყვე­ლა­ზე წარ­ჩი­ნე­ბულ მოს­წავ­ლედ ით­ვლე­ბო­და. 13 წლის ასაკ­ში ტრავ­მა მი­ი­ღო: ნა­თე­სა­ვე­ბის ნა­ჩუ­ქარ პო­ნის ნამ­დვი­ლი კოვ­ბო­ი­ვით შე­მო­ახ­ტა და... დამფრ­თხა­ლი ცხე­ნი ად­გილს მოს­წყდა და შე­რო­ნი მთე­ლი ძა­ლით სა­რე­ცხის­თვის და­ჭი­მულ თოკს წა­მო­ე­დო. შე­დე­გად - ყელ­ზე ნა­წი­ბუ­რი და ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ი­ღო. ამის შემ­დეგ მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მაც გა­უჩ­ნდა და სქელ­მი­ნი­ა­ნი სათ­ვა­ლის ტა­რე­ბა დას­ჭირ­და. მაგ­რამ რად­გან სა­კუ­თარ მი­ზან­ზე ხე­ლის აღე­ბას სუ­ლაც არ აპი­რებ­და, ჯერ სა­ბა­ლე­ტო სტუ­დი­ა­ში შე­ვი­და და ლა­მა­ზად მოძ­რა­ო­ბა ის­წავ­ლა, შემ­დეგ სა­ძულ­ვე­ლი სათ­ვა­ლე მსუ­ბუქ კონ­ტაქ­ტურ ლინ­ზებ­ზე გაც­ვა­ლა.

კო­ლე­ჯის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­მის ნა­ჩუ­ქა­რი კაბ­რი­ო­ლეტ "ფორდ-ექ­სკორ­ტით" ნამ­ქერ­ში მოჰ­ყვა და ძლივს გა­დარ­ჩა. რამ­დე­ნი­მე თვე­ში, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის მან­ქა­ნით ავა­რია შე­ემ­თხვა. სამ­წუ­ხა­როდ, ამან შე­რო­ნის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იმ­სხვერ­პლა. მისი მო­რი­გი ბო­იფ­რენ­დი - სკო­ლის სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის კა­პი­ტა­ნი, რეი ბა­ტერ­ფილ­დიც სა­კუ­თა­რი მო­ტო­ციკ­ლის მარ­თვი­სას სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იმ­ტვრა. ერთი სი­ტყვით, პრო­ვინ­ცი­ულ ქა­ლაქ­ში სთო­უ­ნე­ბის ქა­ლიშ­ვილს "სა­ბე­დის­წე­რო ქა­ლის" სა­ხე­ლი და­უმ­კვიდ­რდა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"საკმარისი იყო, საცვალი გამეხადა და ფეხი ფეხზე გადამედო, რომ მთელმა ჰოლივუდმა ვარსკვლავად მაღიარა" - "საბედისწერო ქალი" თუ ბედისწერასთან მებრძოლი?!

"საკმარისი იყო, საცვალი გამეხადა და ფეხი ფეხზე გადამედო, რომ მთელმა ჰოლივუდმა ვარსკვლავად მაღიარა" - "საბედისწერო ქალი" თუ ბედისწერასთან მებრძოლი?!

"სიკვდილმა არაერთხელ დამიკაკუნა კარზე, მაგრამ მე ის არ გავუღე, თუმცა ეს კაკუნი მაღვიძებდა და მასწავლიდა ცხოვრებას ახლებურად", - ბევრისთვის, იქნებ, დაუჯერებელი კი იყოს, რომ ეს სიტყები ჰოლივუდის ლეგენდარულ სექსსიმბოლოს, შერონ სთოუნს ეკუთვნის.

ის ხომ დიდწილად ჰოლივუდის ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების სიმბოლოდ მიაჩნიათ, ვიდრე ქალად, რომელმაც ამ წარმატების მისაღწევად უამარავი დაბრკოლება გადალახა. შერონს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველზე ჭკვიანი ქალის სახელი აქვს, ამბობენ, რომ მისი IQ 154-ის ტოლია.

"მე არ ვიცი სიტყვა - "შეუძლებელი"

შერონ სთოუნი 57 წლის ასაკშიც კი, ძველებურად სექსსიმბოლოდ და მილიონობით მაყურებლის კერპად მიიჩნევა. არ ერიდება იმის აღიარებას, რომ ცხოვრებაში უამრავი შეცდომა დაუშვა და ამტკიცებს, რომ სხვა მსახიობ ქალთა ფონზე გამოირჩევა არა მაღალი გონებრივი მონაცემებით, არამედ უნარით - ცხოვრების ყველაზე მძიმე დარტყმების შემდეგაც წამოდგეს და კვლავაც გააგრძელოს სვლა. ეს თვისება საკუთარ თავში ჯერ კიდევ ბავშვობისას გამოიმუშავა.

შერონი 1958 წლის მარტში, პენსილვანიის შტატის ქალაქ მიდვილში დაიბადა. ოჯახის უფროსი - ჯოზეფ სთოუნი ფაბრიკაში მუშაობდა, მისი ცოლი კი დოროთი - ბუღალტერი იყო. წყვილს ოთხი შვილი ჰყავდა.

მას შემდეგ, რაც ძველი კინოთეატრის ეკრანზე მერილინ მონრო იხილა, პატარა შერონმა მოსვენება დაკარგა და მუდმივად მსახიობობაზე ოცნებობდა. სახლის ავტოფარეხში პატარა სცენა მოაწყო. პუბლიკის როლს ხშირად ძმები და მეზობლები ასრულებდნენ, შერონი კი მსახიობობდა და საკუთარი თავისთვის ათასნაირ როლს იგონებდა. მამას ქალიშვილის ამგვარი გატაცება კატეგორიულად არ მოსწონდა. შერონის მომავალს ის იურისპრუდენციაში ხედავდა.

გონიერების გამო გოგონა პირდაპირ მეორე კლასში მიიღეს, სადაც ყველაზე წარჩინებულ მოსწავლედ ითვლებოდა. 13 წლის ასაკში ტრავმა მიიღო: ნათესავების ნაჩუქარ პონის ნამდვილი კოვბოივით შემოახტა და... დამფრთხალი ცხენი ადგილს მოსწყდა და შერონი მთელი ძალით სარეცხისთვის დაჭიმულ თოკს წამოედო. შედეგად - ყელზე ნაწიბური და ტვინის შერყევა მიიღო. ამის შემდეგ მხედველობის პრობლემაც გაუჩნდა და სქელმინიანი სათვალის ტარება დასჭირდა. მაგრამ რადგან საკუთარ მიზანზე ხელის აღებას სულაც არ აპირებდა, ჯერ საბალეტო სტუდიაში შევიდა და ლამაზად მოძრაობა ისწავლა, შემდეგ საძულველი სათვალე მსუბუქ კონტაქტურ ლინზებზე გაცვალა.

კოლეჯის დასრულების შემდეგ, მამის ნაჩუქარი კაბრიოლეტ "ფორდ-ექსკორტით" ნამქერში მოჰყვა და ძლივს გადარჩა. რამდენიმე თვეში, თაყვანისმცემლის მანქანით ავარია შეემთხვა. სამწუხაროდ, ამან შერონის შეყვარებული იმსხვერპლა. მისი მორიგი ბოიფრენდი - სკოლის საფეხბურთო გუნდის კაპიტანი, რეი ბატერფილდიც საკუთარი მოტოციკლის მართვისას სასიკვდილოდ დაიმტვრა. ერთი სიტყვით, პროვინციულ ქალაქში სთოუნების ქალიშვილს "საბედისწერო ქალის" სახელი დაუმკვიდრდა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება