არცერთი ჯავშანი ბოლო ერთი კვირის მანძილზე - პარიზის ტერაქტის შემდეგ ქართველები საფრანგეთში მოგზაურობისგან თავს იკავებენ

არცერთი ჯავშანი ბოლო ერთი კვირის მანძილზე - პარიზის ტერაქტის შემდეგ ქართველები საფრანგეთში მოგზაურობისგან თავს იკავებენ

პარიზში, გასულ კვირას მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ზოგიერთმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ საფრანგეთის დედაქალაქის მიმართულებით ფრენები შეაჩერა. მართალია, 14 ნოემბრიდან პარიზში ფრენები ავიაკომპანიებმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს, მაგრამ ბუნებრივია, პარიზში მიმდინარე მოვლენების ფონზე მკვეთრად შემცირდა ტურისტების რაოდენობა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. ქართული ტუროპერატორები აცხადებენ, რომ პარიზის ტერაქტის შემდეგ საფრანგეთის მიმართულებით არცერთი ჯავშანი არ გაკეთებულა. თუმცა, აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით მომხმარებლებს დაგეგმილი ტურების გაუქმების მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავთ. ტურისტული კომპანიები ამ ეტაპზე ვერ აკეთებენ გრძელვადიან პროგნოზს, თუ რამდენად იმოქმედებს მათ ბიზნესზე არსებული არასტაბილური ვითარება და იმედოვნებენ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება.

TURI.GE-ს გაყიდვების მენეჯერი ნუცა ჯორბენაძე BPN-თან საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საფრანგეთის მიმართულებით კომპანიას უკვე გაცემული აქვს დეკემბრის თვის დაახლოებით 10 ჯავშანი და არცერთ მომხმარებელს არ მოუთხოვია მათი გაუქმება. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ახალი ჯავშანი არ გაკეთებულა. "ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ტერაქტს ვუკავშირებ. მომხმარებელი თავს იკავებს საფრანგეთში მოგზაურობისგან. გასულ წლებში, ამ დროისთვის უკვე დაგეგმილი ჰქონდათ საშობაო ტურები პარიზსა და დისნეილენდში, თუმცა დღესდღეობით, მოთხოვნა საერთოდ არ გვაქვს. რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, კვლავ პოპულარულია ესპანეთი, უნგრეთი, ავსტრია, ჩეხეთი. აღნიშნული მიმართულებებით ჯავშანის რაოდენობის შემცირება არ შეინიშნება", - ამბობს ნუცა ჯორბენაძე.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია