პარიზში, "ბატაკლანის" თეატრთან, სადაც ტერაქტები მოხდა, გერმანელმა პიანისტმა დავიდ მარტელომ ჯონ ლენონისImagine შეასრულა. მუსიკოსის სიმბოლურ აქციას ათობით ადამიანი დაესწრო.
როგორც "ბიბისი" წერს, მარტელომ ანალოგიური აქცია "შარლი ებდოზე" თავდასხმის შემდეგ ჩაატარა, ის უკრავდა ავღანეთში, ასევე დონეცკსა და სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე გამართული აქციების დროს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, ტერორისტული აქტების განხორციელების შედეგად რვა ტერორისტი დაიღუპა, აქედან შვიდმა თავი აიფეთქა. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 220-მდე ადამიანი, აქედან 90-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.