პარიზის ცენტრში რესტორან კამბოჯაზე თავდასხმას და სტადიონ სტად დე ფრანსთან მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 60-მდე მოქალაქე ტერორისტებს ერთ-ერთ მუსიკალურ ცენტრში მძევლად ჰყავთ აყვანილი. არიან დაჭრილები.
სტადიონ სტად დე ფრანსთან სამი აფეთქება მოხდა. სტადიონზე გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა, რომელიც ამჟამად ევაკურიებულია. საფრანგეთის პოლიცია და არმია ანტიტერორისტულ ოპერაციას ახორციელებენ.
ფრანსუა ოლანდმა ძალოვანი მინისტრების საგანგებო სხდომა მოიწვია.
პარიზში განვითარებული მოვლენების ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#ტერაქტი პარიზში