პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურჯაანის პოლიციის უფროსის კაბინეტში 19 წლის ახალგაზრდას კბილები ჩაუმტვრიეს
გურჯაანის პოლიციის უფროსის კაბინეტში 19 წლის ახალგაზრდას კბილები ჩაუმტვრიეს

ქალა ტვი­ნის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მის და თა­ვის ტვი­ნის შერ­ყე­ვის დი­აგ­ნო­ზით მო­ა­თავ­სეს 19 წლის ლადი ელი­კაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ელი­კაშ­ვილს ტუჩ­ზე ჭრი­ლო­ბაც აქვს. მისი თქმით, გურ­ჯა­ა­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის ოთახ­ში ცე­მეს და ორი კბი­ლიც ჩა­უმტვრი­ეს. "მას შემ­დეგ, რაც დავ­სის­ხლი­ან­დი, ტუ­ა­ლეტ­ში შე­მიყ­ვა­ნეს, პირი და­მა­ბა­ნი­ნეს, ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს რომ არ და­ე­ნა­ხათ. პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა გი­ორ­გი კრა­წაშ­ვილ­მა მი­თხრა, ასე იტყვი, ვი­თომ კი­ბე­ებ­ზე წა­ი­ქე­ცი და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მა­შინ მი­ი­ღეო", - ამ­ბობს ლადი ელი­კაშ­ვი­ლი.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა და­ზა­რა­ლე­ბულ­თან ინ­ტრვიუ ჩა­წე­რა:

-რო­დის და რა­ტომ და­გა­კა­ვეს?

-29 ოქ­ტომ­ბერს და­მა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის ეზოს­თან ვი­ყა­ვით მე, მა­მა­ჩე­მი, მე­გობ­რე­ბი. ჩვე­ნი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი ჰყავ­დათ პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში. ცოლი მო­იყ­ვა­ნა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­მი­რე­კა, ფან­ჯა­რას­თან ვარ, და­მე­ნა­ხეო. რამ­დე­ნი­მე მეტ­რით წინ წა­ვი­წიე და ისევ უკან გა­მო­ვე­დი, სა­დაც ვი­დე­ქით. 15-20 წუ­თის შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და მი­თხრეს, უფ­რო­სი გე­ძა­ხი­სო. მა­მა­ჩემს უთხრეს, დავ­კი­თხავთ და მალე ჩა­მო­ვაო. შე­ნო­ბა­ში შე­მიყ­ვა­ნეს, მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავე­დით. კარი რო­გორც კი გა­ი­ღო, მა­შინ­ვე მცე­მეს.

-სა­დაც შე­გიყ­ვა­ნეს, იცო­დი ვისი სა­მუ­შაო ოთა­ხიც იყო?

- არ ვი­ცო­დი. კა­ბი­ნეტ­ში სა­ნამ შე­ვი­დო­დი, მა­ნამ­დე წა­მა­ყა­რეს. კა­რე­ბი რო­გორც გა­ი­ღო, მა­შინ­ვე გა­მარ­ტყეს, სამი მუშ­ტი მომ­ხვდა სა­ხე­ში.

-ვინ და­გარ­ტყა?

- სა­ხე­ლი და გვა­რი არ ვიცი, სა­ხე­ზე ყვე­ლას ვიც­ნობ. რომ არ წავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, იქით წა­ვე­დი და სა­ვარ­ძელ­ზე დავ­ჯე­ქი. მერე იქ მცე­მეს. წიხ­ლი, მუშ­ტი, დედა მა­გი­ნეს...

-ვინ გცემ­და კონ­კრე­ტუ­ლად?

- პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, და­რე­ჯა­ნაშ­ვი­ლი და მო­სუ­ლიშ­ვი­ლი. ერთი პირი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის ძმა­კა­ცი, თა­ნამ­შრო­მე­ლი არ არის, იმა­საც აცე­მი­ნეს ჩემი თავი. მუშ­ტით და წიხ­ლე­ბით მცემ­დნენ.

-რა ად­გი­ლებ­ში გირ­ტყამ­დნენ?

- ძი­რი­თა­დად თავ­ში.

-რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და ცემა პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის სა­მუ­შაო ოთახ­ში?

- 10-15 წუთი.

-მა­შინ იცო­დი, რომ ის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო?

- არა, იქამ­დე სა­ხე­ზე და­ნა­ხუ­ლი მყავ­და, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი თუ იყო.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით ლადი ელი­კაშ­ვილს შს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის გი­ორ­გი კრა­წაშ­ვი­ლის ფოტო აჩ­ვე­ნა. ლადი ელი­კაშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ნამ­დვი­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ცემ­და სხვებ­თან ერ­თად.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში იმი­ტომ მცე­მეს და და­მა­კა­ვეს, რომ ჩემი სიძე, დის ქმა­რი გუ­რამ ნაც­ვლიშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და გურ­ჯა­ა­ნის პო­ლი­ცი­ა­ში. უფ­როს­თან მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის გამო ის სა­მუ­შა­ოდ სიღ­ნა­ღის პო­ლი­ცი­ა­ში გა­და­ვი­და. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, დაბ­რუნ­დიო და უარი თქვა. მათ იცოდ­ნენ, რომ მე მისი ცო­ლის ძმა ვი­ყა­ვი. ამას ისიც ადას­ტუ­რებს, რომ რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლი რეზო ქა­და­გიშ­ვი­ლი შე­მო­ვი­და პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის ოთახ­ში, თქვა, რა­ტომ ისე არ ცემთ, რომ ამი­სი სის­ხლი და წი­ვი­ლი სიღ­ნა­ღამ­დე ასუ­ლი­ყოო. თან ცე­მის დროს დამ­ცი­ნოდ­ნენ, სად არის სიღ­ნა­ღის მაშ­ვე­ლი, რა­ტომ არ მო­დი­სო?", - აღ­ნიშ­ნავს ლადი ელი­კაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბი­სას პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი მის გვარს აგი­ნებ­და. "უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მა­გი­ნებ­და, შენი გვა­რი, შენი ჯი­შიო... ჩვე­ნი სოფ­ლი­დან ჩემი მოგ­ვა­რე არის ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" და პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ცე­მის დრო დამ­ყვი­რო­და, ქურ­დო­ბა გინ­და­თო. სა­ნამ ელი­კაშ­ვი­ლე­ბი იქ­ნე­ბით, ჩვე­ნი მოს­ვე­ნე­ბა არ იქ­ნე­ბაო", - ამ­ბობს ლადი ელი­კაშ­ვი­ლი.

ცე­მის შე­დე­გად მან და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო და სის­ხლი სდი­ო­და.

"ტუჩი რომ გა­მი­ხეთ­ქეს და ორი კბი­ლი ჩა­მო­მიტვრი­ეს, სის­ხლი და­მე­დი­ნა. შე­მიყ­ვა­ნეს ტუ­ა­ლეტ­ში, პირი და­მა­ბა­ნი­ნეს, ჩვე­ნებს რომ არ და­ე­ნა­ხათ. პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა მი­თხრა, ასე იტყვი, ვი­თომ კი­ბე­ებ­ზე წა­ი­ქე­ცი და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მა­შინ მი­ი­ღეო. რამ­დენ­ჯე­რაც ქუ­ჩა­ში მან­ქა­ნით გა­მოხ­ვალ, ყო­ველ­თვის ასეთ დღე­ში იქ­ნე­ბიო. ცემა რომ და­ას­რუ­ლეს, ვთხო­ვე, ერთი ზა­რის უფ­ლე­ბა ხომ მაქვს, და­მა­რე­კი­ნეთ მეთ­ქი. არ მომ­ცეს და­რეკ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, აი შენი უფ­ლე­ბაო და უხერ­ხუ­ლად მი­მა­ნიშ­ნა. ამის შემ­დეგ, შე­ნო­ბის უკა­ნა კა­რი­დან გა­მიყ­ვა­ნეს, მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვეს და ყვარ­ლის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს", - ამ­ბობს ლადი ელი­კაშ­ვი­ლი.

მშობ­ლებ­მა შვი­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ შე­ი­ტყვეს, რაც ლადი ელი­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის ეზო­დან გა­იყ­ვა­ნეს.

ყვარ­ლის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ლადი ელი­კაშ­ვი­ლის მო­თავ­სე­ბამ­დე, იზო­ლა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხა და­კა­ვე­ბუ­ლის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით.

ექი­მი სა­მე­დი­ცი­ნო ბა­რათ­ში (N531) მი­უ­თი­თებს, რომ ლადი ელი­კაშ­ვილს აქვს ჭრი­ლო­ბა, და­ჟე­ჟი­ლო­ბა და ტკი­ვი­ლე­ბი სა­ხის არე­ში.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

გურჯაანის პოლიციის უფროსის კაბინეტში 19 წლის ახალგაზრდას კბილები ჩაუმტვრიეს

გურჯაანის პოლიციის უფროსის კაბინეტში 19 წლის ახალგაზრდას კბილები ჩაუმტვრიეს

ქალა ტვინის დახურული ტრავმის და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით მოათავსეს 19 წლის ლადი ელიკაშვილი საავადმყოფოში. ელიკაშვილს ტუჩზე ჭრილობაც აქვს. მისი თქმით, გურჯაანის პოლიციის უფროსის ოთახში ცემეს და ორი კბილიც ჩაუმტვრიეს. "მას შემდეგ, რაც დავსისხლიანდი, ტუალეტში შემიყვანეს, პირი დამაბანინეს, ჩემი ოჯახის წევრებს რომ არ დაენახათ. პოლიციის უფროსმა გიორგი კრაწაშვილმა მითხრა, ასე იტყვი, ვითომ კიბეებზე წაიქეცი და დაზიანებები მაშინ მიიღეო", - ამბობს ლადი ელიკაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დაზარალებულთან ინტრვიუ ჩაწერა:

-როდის და რატომ დაგაკავეს?

-29 ოქტომბერს დამაკავეს. პოლიციის შენობის ეზოსთან ვიყავით მე, მამაჩემი, მეგობრები. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი ჰყავდათ პოლიციის შენობაში. ცოლი მოიყვანა და ამასთან დაკავშირებით. დამირეკა, ფანჯარასთან ვარ, დამენახეო. რამდენიმე მეტრით წინ წავიწიე და ისევ უკან გამოვედი, სადაც ვიდექით. 15-20 წუთის შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, უფროსი გეძახისო. მამაჩემს უთხრეს, დავკითხავთ და მალე ჩამოვაო. შენობაში შემიყვანეს, მეორე სართულზე ავედით. კარი როგორც კი გაიღო, მაშინვე მცემეს.

-სადაც შეგიყვანეს, იცოდი ვისი სამუშაო ოთახიც იყო?

- არ ვიცოდი. კაბინეტში სანამ შევიდოდი, მანამდე წამაყარეს. კარები როგორც გაიღო, მაშინვე გამარტყეს, სამი მუშტი მომხვდა სახეში.

-ვინ დაგარტყა?

- სახელი და გვარი არ ვიცი, სახეზე ყველას ვიცნობ. რომ არ წავქცეულიყავი, იქით წავედი და სავარძელზე დავჯექი. მერე იქ მცემეს. წიხლი, მუშტი, დედა მაგინეს...

-ვინ გცემდა კონკრეტულად?

- პოლიციის უფროსი, მისი მოადგილეები, დარეჯანაშვილი და მოსულიშვილი. ერთი პირი პოლიციის უფროსის ძმაკაცი, თანამშრომელი არ არის, იმასაც აცემინეს ჩემი თავი. მუშტით და წიხლებით მცემდნენ.

-რა ადგილებში გირტყამდნენ?

- ძირითადად თავში.

-რამდენ ხანს გაგრძელდა ცემა პოლიციის უფროსის სამუშაო ოთახში?

- 10-15 წუთი.

-მაშინ იცოდი, რომ ის პოლიციის უფროსი იყო?

- არა, იქამდე სახეზე დანახული მყავდა, მაგრამ არ ვიცოდი, პოლიციის უფროსი თუ იყო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გადამოწმების მიზნით ლადი ელიკაშვილს შს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის გიორგი კრაწაშვილის ფოტო აჩვენა. ლადი ელიკაშვილმა დაადასტურა, რომ ნამდვილად აღნიშნული პირი ცემდა სხვებთან ერთად.

"სინამდვილეში იმიტომ მცემეს და დამაკავეს, რომ ჩემი სიძე, დის ქმარი გურამ ნაცვლიშვილი მუშაობდა გურჯაანის პოლიციაში. უფროსთან მომხდარი კონფლიქტის გამო ის სამუშაოდ სიღნაღის პოლიციაში გადავიდა. ეუბნებოდნენ, დაბრუნდიო და უარი თქვა. მათ იცოდნენ, რომ მე მისი ცოლის ძმა ვიყავი. ამას ისიც ადასტურებს, რომ როდესაც პოლიციელი რეზო ქადაგიშვილი შემოვიდა პოლიციის უფროსის ოთახში, თქვა, რატომ ისე არ ცემთ, რომ ამისი სისხლი და წივილი სიღნაღამდე ასულიყოო. თან ცემის დროს დამცინოდნენ, სად არის სიღნაღის მაშველი, რატომ არ მოდისო?", - აღნიშნავს ლადი ელიკაშვილი.

მისივე თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისას პოლიციის უფროსი მის გვარს აგინებდა. "უცენზურო სიტყვებით მაგინებდა, შენი გვარი, შენი ჯიშიო... ჩვენი სოფლიდან ჩემი მოგვარე არის ე.წ. "კანონიერი ქურდი" და პოლიციის უფროსი ცემის დრო დამყვიროდა, ქურდობა გინდათო. სანამ ელიკაშვილები იქნებით, ჩვენი მოსვენება არ იქნებაო", - ამბობს ლადი ელიკაშვილი.

ცემის შედეგად მან დაზიანებები მიიღო და სისხლი სდიოდა.

"ტუჩი რომ გამიხეთქეს და ორი კბილი ჩამომიტვრიეს, სისხლი დამედინა. შემიყვანეს ტუალეტში, პირი დამაბანინეს, ჩვენებს რომ არ დაენახათ. პოლიციის უფროსმა მითხრა, ასე იტყვი, ვითომ კიბეებზე წაიქეცი და დაზიანებები მაშინ მიიღეო. რამდენჯერაც ქუჩაში მანქანით გამოხვალ, ყოველთვის ასეთ დღეში იქნებიო. ცემა რომ დაასრულეს, ვთხოვე, ერთი ზარის უფლება ხომ მაქვს, დამარეკინეთ მეთქი. არ მომცეს დარეკვის საშუალება, აი შენი უფლებაო და უხერხულად მიმანიშნა. ამის შემდეგ, შენობის უკანა კარიდან გამიყვანეს, მანქანაში ჩამსვეს და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადამიყვანეს", - ამბობს ლადი ელიკაშვილი.

მშობლებმა შვილის დაკავების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ლადი ელიკაშვილი პოლიციის ეზოდან გაიყვანეს.

ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში ლადი ელიკაშვილის მოთავსებამდე, იზოლატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა დაკავებულის შემოწმების მიზნით.

ექიმი სამედიცინო ბარათში (N531) მიუთითებს, რომ ლადი ელიკაშვილს აქვს ჭრილობა, დაჟეჟილობა და ტკივილები სახის არეში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა