სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები განცხადებას ავრცელებენ

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბი - ევა გო­ცი­რი­ძე, ვახ­ტანგ თორ­დია, კახა სოფ­რო­მა­ძე, გოჩა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და ვახ­ტანგ მჭედ­ლიშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო გულ­გრი­ლი ვერ დარ­ჩე­ბა იმ აჟი­ო­ტა­ჟის გამო, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მე­ზე სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ შე­იქ­მნა. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ელ­ჩე­ბი­სა თუ სხვა­თა მხრი­დან სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ყო­ველ­მხრივ შე­ტე­ვა, მო­სა­მარ­თლის მრა­ვალ­გზის შე­უ­რა­ცხყო­ფა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი ღირ­სე­ბე­ბის ხში­რად არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კრი­ტი­კა, ხოლო ზოგ­ჯერ სი­ნამ­დვი­ლის გან­ზრახ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა, ისე­ვე რო­გორც, სხვა კარ­გად და­გეგ­მი­ლი თუ და­უ­გეგ­მა­ვი ექ­სცე­სი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა­ნი შე­უ­ფა­სებ­ლად დიდ ზი­ანს აყე­ნებს არა მარ­ტო სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, არა­მედ დე­მოკ­რა­ტი­ის სხვა ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მდგრა­დო­ბას.

"რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დავა შე­ე­ხე­ბა წლე­ბის წინ მძლავრ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ზე სა­კუთ­რე­ბის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბის ნა­გულ­ვებ დარ­ღვე­ვას, სა­კუთ­რე­ბას­თან თვით­ნე­ბუ­რი მო­პყრო­ბის სა­ვა­რა­უ­დო ფაქტს და ამ საქ­მე­ზე სი­მარ­თლის დად­გე­ნა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­უ­ნე­ლე­ბე­ლი ინ­ტე­რე­სია. და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ შექ­მნი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი ხელს უშ­ლი­დეს სი­მარ­თლის დად­გე­ნას, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბას, დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­და­ვო კომ­პა­ნი­ის ქო­ნე­ბის დაც­ვას და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას.

ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი და და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნა­კა­დით ხდე­ბო­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და იმ უს­წო­რო წარ­მოდ­გე­ნის შექ­მნა, თით­ქოს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ნამ­დვი­ლი მე­სა­კუთ­რის დად­გე­ნის მიზ­ნით სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი, თა­ვის­თა­ვად, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას წარ­მო­ად­გენ­დეს ანდა ამას ისა­ხავ­დეს მიზ­ნად. ყვე­ლას სა­ყუ­რა­დღე­ბოდ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დე­ბუ­ლე­ბა, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის სა­კი­თხებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­შუ­ქე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბულ უნდა იქ­ნეს ობი­ექ­ტუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი რე­პორ­ტა­ჟის მე­თო­დი", არ წარ­მო­ად­გენს და არც შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში ჩა­რე­ვას და მით უფრო მის ცენ­ზუ­რას. "ობი­ექ­ტუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი რე­პორ­ტა­ჟის მე­თო­დის" გა­მო­ყე­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­გან გა­ნუ­ყო­ფელ მო­ვა­ლე­ო­ბას, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უმ­თავ­რეს პრინ­ციპს, ჟურ­ნა­ლის­ტთა გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ერ­თო ევ­რო­პულ სა­მარ­თლებ­რივ სტან­დარტს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს თით­ქმის ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას შე­ე­ხე­ბა. მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფარ­გლე­ბი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი სწო­რედ ეროვ­ნუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბით, ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბით არის დად­გე­ნი­ლი და არა ცალ­კე­ულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში და­საქ­მე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტთა პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბით.

სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის ხელ­შე­უ­ვა­ლო­ბაც და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბაც დე­მოკ­რა­ტი­ის მთა­ვარ საყ­რდე­ნებს წარ­მო­ად­გენს და მათი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ერ­თმა­ნე­თის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფის ხარ­ჯზე კი არ უნდა ხდე­ბო­დეს, არა­მედ მათი თა­ნა­ბა­რი დაც­ვით, ინ­დი­ვი­დუ­რი და სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სე­ბის გო­ნივ­რუ­ლი და­ბა­ლან­სე­ბით, რაც სწო­რედ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ისე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი მო­რა­ლუ­რი წნე­ხი, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლე თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძე­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყო­ვე­ლი მხრი­დან, საფრ­თხე­ში აგ­დებს მთე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ქმე­დი­თო­ბას და ყვე­ლა მო­სა­მარ­თლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­საც დიდი მოფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან.

ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებთ, თავი შე­ი­კა­ვოს ნე­ბის­მი­ე­რი ისე­თი გან­ცხა­დე­ბი­სა თუ მოქ­მე­დე­ბი­სა­გან, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს სა­სა­მარ­თლოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­სა და პო­ლი­ტი­ზა­ცი­ას, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის დათ­რგუნ­ვას, სა­ერ­თო და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის და­უშ­ვე­ბელ მა­რა­თონ­ში ჩარ­თვა­სა და და­პი­რის­პი­რე­ბას, სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩი­ხე­ბის წარ­მოქ­მნას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­სა და ქა­ოსს, რა­საც არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვას­თან", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები - ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, კახა სოფრომაძე, გოჩა მამულაშვილი და ვახტანგ მჭედლიშვილი განცხადებას ავრცელებენ.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო გულგრილი ვერ დარჩება იმ აჟიოტაჟის გამო, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ შეიქმნა. პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოხელეების, მაღალი თანამდებობის პირების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წარმომადგენლების, საქართველოში აკრედიტებული ელჩებისა თუ სხვათა მხრიდან საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ყოველმხრივ შეტევა, მოსამართლის მრავალგზის შეურაცხყოფა, გადაწყვეტილების სამართლებრივი ღირსებების ხშირად არაკვალიფიციური კრიტიკა, ხოლო ზოგჯერ სინამდვილის განზრახ დამახინჯებული წარმოდგენა, ისევე როგორც, სხვა კარგად დაგეგმილი თუ დაუგეგმავი ექსცესიური მოქმედებანი შეუფასებლად დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობას, არამედ დემოკრატიის სხვა ძირითად პრინციპებს და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მდგრადობას.

"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული დავა შეეხება წლების წინ მძლავრ ტელეკომპანიაზე საკუთრების ძირითადი უფლების ნაგულვებ დარღვევას, საკუთრებასთან თვითნებური მოპყრობის სავარაუდო ფაქტს და ამ საქმეზე სიმართლის დადგენა მთელი საზოგადოების შეუნელებელი ინტერესია. დაუშვებელია, რომ შექმნილი აჟიოტაჟი ხელს უშლიდეს სიმართლის დადგენას, კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების შეფასებას, დროებითი ღონისძიებების მეშვეობით სადავო კომპანიის ქონების დაცვას და მართლმსაჯულების აღსრულებას.

ასევე დაუშვებელია, რომ გადაუმოწმებელი და დაუბალანსებელი ინფორმაციული ნაკადით ხდებოდეს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და იმ უსწორო წარმოდგენის შექმნა, თითქოს ტელეკომპანიის ნამდვილი მესაკუთრის დადგენის მიზნით სარჩელის განხილვა და შესაბამისი პროცედურები, თავისთავად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენდეს ანდა ამას ისახავდეს მიზნად. ყველას საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დებულება, რომ "საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი", არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას და მით უფრო მის ცენზურას. "ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდის" გამოყენება წარმოადგენს მედიის თავისუფლებისაგან განუყოფელ მოვალეობას, მედიის თავისუფლების უმთავრეს პრინციპს, ჟურნალისტთა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, საერთაშორისო და საერთო ევროპულ სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თითქმის ყველა გადაწყვეტილებაშია მოხსენიებული, რომელიც მედიის თავისუფლებას შეეხება. მედიის თავისუფლების ფარგლები და სამართლებრივი სტანდარტები სწორედ ეროვნული კონსტიტუციებით, საერთაშორისო კონვენციებით, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების განმარტებებით არის დადგენილი და არა ცალკეულ მედიასაშუალებებში დასაქმებულ ჟურნალისტთა პირადი შეხედულებით.

საკუთრების უფლების ხელშეუვალობაც და გამოხატვის თავისუფლებაც დემოკრატიის მთავარ საყრდენებს წარმოადგენს და მათი უზრუნველყოფა ერთმანეთის უგულვებელყოფის ხარჯზე კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ მათი თანაბარი დაცვით, ინდივიდური და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსებით, რაც სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ისეთი ინტენსიური მორალური წნეხი, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე ხორციელდება ყოველი მხრიდან, საფრთხეში აგდებს მთელი სასამართლო სისტემის ქმედითობას და ყველა მოსამართლის დამოუკიდებლობას, რის შენარჩუნებასაც დიდი მოფრთხილება სჭირდება მთელი საზოგადოების მხრიდან.

ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ნებისმიერი ისეთი განცხადებისა თუ მოქმედებისაგან, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს დისკრედიტაციასა და პოლიტიზაციას, მოსამართლეების დათრგუნვას, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების დაუშვებელ მარათონში ჩართვასა და დაპირისპირებას, სამართლებრივი ჩიხების წარმოქმნას, საზოგადოების დესტაბილიზაციასა და ქაოსს, რასაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვასთან", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ