ანრი ჯოხაძე 6 ნოემბერს იუბილარია. მომღერალმა გადაწყვიტა ეს დღე თურქეთში მეგობრებთან ერთად გაეტარებინა. მასთან ერთად სტამბულში იმყოფება "ახალ ხმაში" მისი კონკურენტი მწვრთნელი ნოდიკო ტატიშვილი და "ახალ ხმაზე" მომუშავე გუნდი - გვანცა კილასონია, ნინო ჩაჩავა და სხვები. იუბილარმა სულთან სულეიმანის სასახლეც მოინახულა.
"სიყვარულის მეფე ანრი იხდის დაბადების დღეს. ურა, მრავალჟამიერ", - წერს ნუცა შანშიაშვილი.