პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახი კახიშვილის "დივან-კრესლოს" სკანდალი: მინისტრი ახალი ამბების სააგენტოს უჩივლებს
კახი კახიშვილის "დივან-კრესლოს" სკანდალი: მინისტრი ახალი ამბების სააგენტოს უჩივლებს

ჩემი კა­ბი­ნე­ტის­თვის არც ერთი თეთ­რის დი­ვან-კრეს­ლო არ მი­ყი­დია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა კახი კა­ხიშ­ვილ­მა გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კა­ხიშ­ვილს პი­რა­დი კა­ბი­ნე­ტის სა­ვარ­ძლე­ბის­თვის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი.

მი­ნის­ტრის თქმით, ის სა­ა­გენ­ტო "ედი­ტორ.ჯი"-ს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლებს. მისი თქმით, ასეთ ცი­ლის­წა­მე­ბას არა­ვის შე­არ­ჩენს.

"თუ ძა­ლი­ან უნდა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" შე­მიძ­ლია გა­მო­ვაქ­ვეყ­ნო რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნის ქო­ნე­ბა ჰქონ­დათ ნა­ყი­დი კა­ბი­ნე­ტე­ბის­თვის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ამის მა­სა­ლე­ბი გვაქვს. ჩემი მა­გი­დაც არის წინა მთავ­რო­ბის დროს ნა­ყი­დი, რო­მელ­შიც და­ხარ­ჯუ­ლია 11 000 ლარ­ზე მეტი და რომ ვუ­ყუ­რებ ვფიქ­რობ, თუ რა აქვს ამ ფა­სის, მაგ­რამ ვერ ვხდე­ბი. ასე, რომ ძა­ლი­ან კარ­გად და­ფიქ­რდნენ, სა­ნამ რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თე­ბენ. არა­ვის შე­ვარ­ჩენ ასეთ უსა­ფუძ­ვლო გან­ცხა­დე­ბებს, მი­თუ­მე­ტეს, რომ ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის­თვის და ამ დროს თურ­მე 500 000-ლა­რი­ან დი­ვან-კრეს­ლო­ებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც ერთი თეთ­რის არ ყო­ფი­ლა და­ხარ­ჯუ­ლი ჩემი კა­ბი­ნე­ტის­თვის, მათ შო­რის არც ჩემი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მიერ. აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ტან სარ­ჩელს სა­სა­მარ­თლო­ში, მო­ვი­თხოვ ბო­დი­შის მოხ­დას, თან­ხის პა­ტიმ­რე­ბის ფონდში გა­და­რი­ცხვას მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის­თვის და ამავდრო­უ­ლად ფე­ის­ბუქ­ზე იმ­დე­ნი­ვე ბო­დი­შის გა­ზი­ა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რამ­დე­ნიც ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქვს", - გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ინ­ვენ­ტა­რის ყიდ­ვა მოხ­და ორ­თა­ჭა­ლა­ში ახა­ლი შე­ნო­ბის­თვის და არა მისი პი­რა­დი კა­ბი­ნე­ტის­თვის. "ის რაც იყო ნა­ყი­დი, იყო ნა­ყი­დი მა­შინ რო­დე­საც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ლიკ­ვი­და­ცია გა­მო­ცხად­და და ორ­თა­ჭა­ლა­ში ახა­ლი შე­ნო­ბა გა­იხ­სნა, რო­მელ­შიც 5 ხუთი დე­პარ­ტა­მენ­ტი გან­თავ­სდა. ამის­თვის შე­ვი­ძი­ნეთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სკა­მე­ბი და სა­ო­ფი­სე ინ­ვენ­ტა­რი ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მას ასე­ვე აქვს მა­სა­ლე­ბი იმის, თუ რო­გორ შე­ი­ძი­ნა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახი კახიშვილის "დივან-კრესლოს" სკანდალი: მინისტრი ახალი ამბების სააგენტოს უჩივლებს

კახი კახიშვილის "დივან-კრესლოს" სკანდალი: მინისტრი ახალი ამბების სააგენტოს უჩივლებს

ჩემი კაბინეტისთვის არც ერთი თეთრის დივან-კრესლო არ მიყიდია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრმა კახი კახიშვილმა გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვითაც კახიშვილს პირადი კაბინეტის სავარძლებისთვის ნახევარი მილიონი ლარი აქვს დახარჯული.

მინისტრის თქმით, ის სააგენტო "ედიტორ.ჯი"-ს სასამართლოში უჩივლებს. მისი თქმით, ასეთ ცილისწამებას არავის შეარჩენს.

"თუ ძალიან უნდა "ნაციონალურ მოძრაობას" შემიძლია გამოვაქვეყნო რამდენიმე მილიონის ქონება ჰქონდათ ნაყიდი კაბინეტებისთვის წინა ხელისუფლებას და ამის მასალები გვაქვს. ჩემი მაგიდაც არის წინა მთავრობის დროს ნაყიდი, რომელშიც დახარჯულია 11 000 ლარზე მეტი და რომ ვუყურებ ვფიქრობ, თუ რა აქვს ამ ფასის, მაგრამ ვერ ვხდები. ასე, რომ ძალიან კარგად დაფიქრდნენ, სანამ რაიმე განცხადებას გააკეთებენ. არავის შევარჩენ ასეთ უსაფუძვლო განცხადებებს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საბიუჯეტო თანხების გაფრთხილებისთვის და ამ დროს თურმე 500 000-ლარიან დივან-კრესლოებზეა საუბარი, როდესაც ერთი თეთრის არ ყოფილა დახარჯული ჩემი კაბინეტისთვის, მათ შორის არც ჩემი წინამორბედების მიერ. აუცილებლად შევიტან სარჩელს სასამართლოში, მოვითხოვ ბოდიშის მოხდას, თანხის პატიმრების ფონდში გადარიცხვას მორალური ზიანისთვის და ამავდროულად ფეისბუქზე იმდენივე ბოდიშის გაზიარების უზრუნველყოფას, რამდენიც ამ ინფორმაციას აქვს", - განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, ინვენტარის ყიდვა მოხდა ორთაჭალაში ახალი შენობისთვის და არა მისი პირადი კაბინეტისთვის. "ის რაც იყო ნაყიდი, იყო ნაყიდი მაშინ როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაცია გამოცხადდა და ორთაჭალაში ახალი შენობა გაიხსნა, რომელშიც 5 ხუთი დეპარტამენტი განთავსდა. ამისთვის შევიძინეთ ჩვეულებრივი სკამები და საოფისე ინვენტარი ჩვენი თანამშრომლებისთვის", - განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, მას ასევე აქვს მასალები იმის, თუ როგორ შეიძინა ყოფილი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ერთი დღის განმავლობაში 2 მილიონი ლარის ავტომობილები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"