მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე სახიფათო აეროპორტები
მსოფლიოში ყველაზე სახიფათო აეროპორტები

თით­ქმის წყალ­ზე დაჯ­დო­მა, პირ­და­პი­რი კურ­სი მთა­ზე, 45 გრა­დუ­სი­ა­ნი მო­სახ­ვე­ვი დაფ­რე­ნი­სას და 3 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ასაფ­რე­ნი ზოლი. წარ­მო­გიდ­გენთ მსოფ­ლი­ოს აე­რო­პორ­ტებს, სა­დაც არაფ­რის­დი­დე­ბით არ მო­გინ­დე­ბათ მოხ­ვედ­რა.

კურ­შე­ვე­ლი (საფ­რან­გე­თი)

კურ­შე­ვე­ლის აე­რო­პორ­ტის ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ზოლი იმ­დე­ნად შე­მაძ­რწუ­ნებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რომ არაფ­რით მო­გინ­დე­ბათ იქ დაჯ­დო­მა. ზო­ლის სიგ­რძე 525 მეტ­რია, ზოლს აქვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ამ აე­რო­პორ­ტში არ არის კურ­სის გამ­კვა­ლა­ვი ხმო­ვა­ნი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც პი­ლო­ტებს თვითმფრი­ნა­ვის დას­მა­ში უნდა ეხ­მა­რე­ბო­დეს.

ნარ­სარ­სუ­ა­კი (გრენ­ლან­დია)

ნარ­სარ­სუ­ა­კი გრენ­ლან­დი­ის მთა­ვა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტია. მო­ლო­დი­ნი, რომ კუნ­ძულ­ზე, რო­მე­ლიც მკაც­რი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, კომ­ფორ­ტუ­ლი აე­რო­პორ­ტი დაგ­ხვდე­ბა, უბ­რა­ლოდ აბ­სურ­დია. ასაფ­რენ ზოლს პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს, მაგ­რამ საფრ­თხეს ქმნის აე­რო­პორ­ტს შე­მორ­ტყმუ­ლი "ფი­ორ­დე­ბი", რო­მელ­თა სი­ახ­ლო­ვეს ფრე­ნი­სას მარ­ტი­ვა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ტურ­ბუ­ლენ­ტულ ზო­ნა­ში მოხ­ვედ­რა.

აგა­ტი (ინ­დო­ე­თი)

ამ კუნ­ძუ­ლის აე­რო­პორ­ტის ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ზოლი იმ­დე­ნად პა­ტა­რაა, რომ გა­მო­უც­დე­ლი პი­ლო­ტე­ბი ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლე­ბენ დაშ­ვე­ბას. მოკ­ლე ზო­ლის შემ­დეგ პირ­და­პირ ოკე­ა­ნეა და ერთი მეტ­რის გა­და­ცი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, შე­იძ­ლე­ბა თვითმფრი­ნა­ვი წყალ­ში აღ­მოჩ­ნდეს.

მა­დე­ი­რა (პორ­ტუ­გა­ლია)

ტუ­რის­ტებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი კუნ­ძუ­ლი ტუ­რის­ტებს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო და­საფ­რე­ნი ზო­ლით ხვდე­ბა. და­საფ­რენ-ასაფ­რე­ნი ზო­ლის სიგ­რძე სამი კი­ლო­მეტ­რია, მაგ­რამ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ამა­ში არაა, პრობ­ლე­მა იმ მა­ნევრშია, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც პი­ლო­ტებს უწევთ. ცოტა ხანი თვითმფრი­ნა­ვი მთა­ზე მი­დის, შემ­დეგ უცებ უხ­ვევს მარ­ჯვნივ. პა­ნი­კის­გან თა­ვის ასა­რი­დებ­ლად მგზავ­რებს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ილუ­მი­ნა­ტო­რებ­ში არ იყუ­რონ.

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო აეროპორტები

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო აეროპორტები

თითქმის წყალზე დაჯდომა, პირდაპირი კურსი მთაზე, 45 გრადუსიანი მოსახვევი დაფრენისას და 3 კილომეტრიანი ასაფრენი ზოლი. წარმოგიდგენთ მსოფლიოს აეროპორტებს, სადაც არაფრისდიდებით არ მოგინდებათ მოხვედრა.

კურშეველი (საფრანგეთი)

კურშეველის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იმდენად შემაძრწუნებლად გამოიყურება, რომ არაფრით მოგინდებათ იქ დაჯდომა. ზოლის სიგრძე 525 მეტრია, ზოლს აქვს დაზიანებები და ამ აეროპორტში არ არის კურსის გამკვალავი ხმოვანი სისტემა, რომელიც პილოტებს თვითმფრინავის დასმაში უნდა ეხმარებოდეს.

ნარსარსუაკი (გრენლანდია)

ნარსარსუაკი გრენლანდიის მთავარი საერთაშორისო აეროპორტია. მოლოდინი, რომ კუნძულზე, რომელიც მკაცრი კლიმატური პირობებით გამოირჩევა, კომფორტული აეროპორტი დაგხვდება, უბრალოდ აბსურდია. ასაფრენ ზოლს პრობლემები არ აქვს, მაგრამ საფრთხეს ქმნის აეროპორტს შემორტყმული "ფიორდები", რომელთა სიახლოვეს ფრენისას მარტივადაა შესაძლებელი ტურბულენტულ ზონაში მოხვედრა.

აგატი (ინდოეთი)

ამ კუნძულის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იმდენად პატარაა, რომ გამოუცდელი პილოტები ფიზიკურად ვერ შეძლებენ დაშვებას. მოკლე ზოლის შემდეგ პირდაპირ ოკეანეა და ერთი მეტრის გადაცილების შემთხვევაშიც კი, შეიძლება თვითმფრინავი წყალში აღმოჩნდეს.

მადეირა (პორტუგალია)

ტურისტებში პოპულარული პორტუგალიური კუნძული ტურისტებს ძალიან სახიფათო დასაფრენი ზოლით ხვდება. დასაფრენ-ასაფრენი ზოლის სიგრძე სამი კილომეტრია, მაგრამ მთავარი პრობლემა ამაში არაა, პრობლემა იმ მანევრშია, რომლის განხორციელებაც პილოტებს უწევთ. ცოტა ხანი თვითმფრინავი მთაზე მიდის, შემდეგ უცებ უხვევს მარჯვნივ. პანიკისგან თავის ასარიდებლად მგზავრებს აფრთხილებენ, რომ ილუმინატორებში არ იყურონ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს