როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის უფროსი სვეტლანა ნიორაძე აღნიშნავს, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში არსებული ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, მომდევნო დღეებში თბილისშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი:
"27,28,29 ოქტომბერს თბილისში მეტწილად, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში, 29 ოქტომბრის ჩათვლით, ტემპერატურა 13-18 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ, 27 ოქტომბერს, 12-17, 28-29 ოქტომბერს კი 11-16 გრადუსი სითბო იქნება. თბილისში კი 15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი", - აღნიშნავს სვეტლანა ნიორაძე.