პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ თუ მაწამებენ, უკეთესი იქნება" - რა მოხდა გადასაღებ მოედანზე ბახვას ცემისას
"კიდევ თუ მაწამებენ, უკეთესი იქნება" - რა მოხდა გადასაღებ მოედანზე ბახვას ცემისას

რე­ჟი­სო­რის მი­ცე­მულ ამო­ცა­ნას ვი­ტყო­დი, თავი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვა. და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო... ისე, ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბა­ში ბახ­ვა ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის გამო კარ­გად იცე­მა...

მოკ­ლედ,"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მო­რი­გი სე­ზო­ნი მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი ფილ­მის მსგავ­სად და­ი­წყო, ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა მომ­დევ­ნო სე­რი­ებ­ში, ახლა კი ნა­ცემ და და­ლურ­ჯე­ბულ ბახ­ვას გვინ­და გა­ვე­სა­უბ­როთ, რო­მელ­მაც ენერ­გია და მონ­დო­მე­ბა არ და­აკ­ლო როლს, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა. არა­და, პრო­ფე­სი­ით სუ­ლაც არ არის მსა­ხი­ო­ბი, ეკო­ნო­მის­ტი, მარ­კე­ტო­ლო­გი და სა­მარ­თალმცოდ­ნეა და ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია სე­რი­ალ­ში, რომ­ლის პერ­სო­ნაჟ­საც მი­სი­ვე სა­ხე­ლი ჰქვია.

- "და­ქა­ლე­ბის" მო­რი­გი სე­ზო­ნი მძაფ­რად და­ი­წყო, რა­შიც აქ­ტი­უ­რად ხარ ჩარ­თუ­ლი. მგო­ნი, ეპი­ზო­დუ­რი რო­ლი­დან ერთ-ერთ მთავრ როლ­ზე ინაც­ვლებ, რას იტყვი?

ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე:

- ახა­ლი სე­ზო­ნის სტარ­ტი იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი და ძლი­ე­რია, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მერე და მერე რა იქ­ნე­ბა? გა­მი­მარ­თლა, რომ ამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რაზმში, რა­საც"ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი" ჰქვია, მეც მოვხდი. ამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­დუქტს ისე­თი ძლი­ე­რი და კარ­გი გუნ­დი ქმნის, რომ მისი წარ­მა­ტე­ბა, მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხი გარ­და­უ­ვა­ლია. ამ სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში მარ­თლაც დიდი დო­ზით იყო პერ­სო­ნა­ჟი ბახ­ვა, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რად­გან რო­გორც ადრე მით­ქვამს, არ­ტის­ტო­ბით ძა­ლი­ან "მო­ვი­წამ­ლე", გა­და­ღე­ბე­ბის დროს უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ახალ-ახლ სცე­ნებს.

- შენი პერ­სო­ნა­ჟი მა­ყუ­რებ­ლის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ელო­დი?

- არ ვე­ლო­დი, სცე­ნა­რი მარ­თლაც იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბა ხოლ­მე, ამის წი­ნას­წარ გან­ჭვრე­ტა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- ერთ-ერთ მძი­მე სცე­ნის თა­მაშ­მაც მო­გი­წია. გცე­მეს, გა­წა­მეს, და­გა­ლურ­ჯეს... ამის გა­და­ღე­ბა რთუ­ლი არ იყო?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სი პირ­ვე­ლი დღი­დან, როცა სა­ერ­თოდ სე­რი­ალ­ში ჩა­ვერ­თე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, თავს რო­გორ გა­ვარ­თმევ­დი, ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი მქონ­და და ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს სულ ვე­ძებ­დი, - ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ყვე­ლა­ფერს, ვერ­თო­ბო­დი კი­დეც... წელს კი ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ამ სე­ზო­ნის პირ­ველ გა­და­სა­ღებ დღეს იქ რომ მი­ვე­დი, მივ­ხვდი, რომ რა­ღაც რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, - დიახ, იქ მხო­ლოდ სა­მუ­შა­ოდ ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი და ასე გრძელ­დე­ბა დღე­საც. მივ­დი­ვარ, ვმუ­შა­ობ და მოვ­დი­ვარ, თუმ­ცა სა­მუ­შაო პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნოა...

ეს ცვლი­ლე­ბა თუ ჩემი შეს­რუ­ლე­ბის ხა­რისხსაც და­ე­ტყო­ბა, გა­და­სა­რე­ვი იქ­ნე­ბა. ამ კონ­კრე­ტუ­ლი სცე­ნის გა­და­ღე­ბა­ზეც ბევ­რი ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ არ მი­ნერ­ვი­უ­ლია, გა­და­ღე­ბი­თაც მალე გა­და­ვი­ღეთ და ბევ­რი დუბ­ლი არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია. ხომ გე­უბ­ნე­ბით, მა­გა­რი გუნ­დი მუ­შა­ობს, რო­ლან­დიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პარტნი­ო­რია. ამ სცე­ნის თა­მა­ში გა­მი­მარ­ტი­ვა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ უკე­თე­სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და. კი­დევ თუ მა­წა­მე­ბენ, ნა­მუ­შე­ვა­რი აუ­ცი­ლებ­ლად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა (იცი­ნის).

- წყალ­ში რომ ჩა­გა­ყო­ფი­ნეს თავი, არც ეს იქ­ნე­ბო­და ად­ვი­ლი.

- ცოტა წყა­ლიც ვყლა­პე და თან, ვლა­პა­რა­კობ­დი (იცი­ნის) კი­დეც. სხვა­თა შო­რის, წყა­ლი ძა­ლი­ან ცივი იყო.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ხარ მსა­ხი­ო­ბი, შენი ნა­თა­მა­შე­ბი როლი ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო. ამა­სო­ბა­ში, მსა­ხი­ო­ბა­დაც ჩა­მო­ყა­ლიბ­დი.

- იმ­დე­ნად მი­ხა­რია ჩემს შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პლი­მენ­ტე­ბი, რომ სი­ხა­რულს ვერ ვმა­ლავ (იცი­ნის). ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქა­თი­ნა­უ­რი ეს არის ჩემ­თვის. თან, ამ ჯერ­ზე ისეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­მა­ქეს, მომ­წე­რეს და და­მი­რე­კეს, რომ რამ­დე­ნი­მე დღეა, "დაკ­რე­ჭი­ლი" დავ­დი­ვარ (იცი­ნის). კარ­გია, მარ­თლა პროგ­რე­სი თუ შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ეს ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლია, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე მეტი ვი­მუ­შა­ვო.

- რო­გორ ფიქ­რობ, ასე­თი სცე­ნე­ბის­თვის ამ სე­ზონ­ზე სცე­ნა­რის­ტი და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი კი­დევ გაგიმე­ტებ?

- არ ვიცი, ასე­თი სცე­ნე­ბის­თვის კი­დევ გა­მი­მე­ტე­ბენ თუ არა, არას­დროს არა­ფე­რი ვიცი, რა რო­დის მოხ­დე­ბა, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბით აღ­სავ­სეა ჩვე­ნი სცე­ნა­რი, ამი­ტო­მაც არის უზო­მოდ კარ­გი სა­მუ­შაო.

- დე­დამ რა გი­თხრა, რო­დე­საც ეკ­რან­ზე ისე და­ლურ­ჯე­ბუ­ლი გნა­ხა?

- ჯერ "კუ­რი­ერ­ში" ნახა ჩემი ინ­ტერ­ვიუ ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი სა­ხით რომ ვი­ყა­ვი და ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ნამ მიხ­ვდა, რაში იყო საქ­მე, რამ­დე­ნი­მე წამი ინერ­ვი­უ­ლა. სე­რი­ის­თვის ერ­თად არ გვი­ყუ­რე­ბია, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ე­ცო­დე­ბო­და ის ბახ­ვა ტე­ლე­ვი­ზორ­ში. დე­დაა და, რა თქმა უნდა, მო­ე­წო­ნა ჩვე­ნი სცე­ნა, ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი იყო და ვი­ნერ­ვი­უ­ლეო.

- ისე, მარ­თლა რამე ხომ არ და­ი­ზი­ა­ნე?

- კე­დელ­ზე მი­ნარ­ცხე­ბი­სას ცოტა თავი მეტ­კი­ნა, სან­თე­ბე­ლით ხე­ლიც მო­ვიწ­ვი, თუმ­ცა თა­ვის და­ზოგ­ვა თუ და­მი­ჯე­რებთ, არც მიც­დია, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან კარ­გი ეპი­ზო­დი მინ­დო­და, რომ გა­მო­სუ­ლი­ყო და ამა­ზე ვფიქ­რობ­დი... ამ სცე­ნამ ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟი რომ გა­მო­იწ­ვია, ვი­მე­ო­რებ, რო­ლან­დის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის.

- თავი ვიტ­კი­ნეო, - ამ­ბობ, მე კი მე­გო­ნა, სა­ერ­თოდ ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა გა­გი­ჭირ­დე­ბო­და, რად­გა­ნაც შენ­მა პარტნი­ორ­მა (რო­ლან­დი) ისე მო­გის­რო­ლა და მი­გა­ნარ­ცხა კე­დელ­ზე. ამას ელო­დი და იყო ასე­თი მი­თი­თე­ბა რე­ჟი­სო­რი­გან?

- რე­ჟი­სო­რის და რო­ლან­დის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, რომ ძლი­ე­რი მი­ნარ­ცხე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სე­რი­ო­ზუ­ლად არ დავ­შავ­დი, მაგ­რამ ზოგს ძა­ლი­ან შე­ე­ცო­და ბახ­ვა, ზოგ­მაც ბევ­რი იცი­ნა. ხომ ვამ­ბობ, ის იყო, რომ ერთ-ერთ დუბ­ლში ოდ­ნავ თავი მი­ვარ­ტყი (რად­გა­ნაც სწო­რად არ და­ვი­ჭი­რე) და მეტ­კი­ნა, მოკ­ლედ, ჩემი ბრა­ლი იყო, მაგ­რამ ეს იქ არ მით­ქვამს, - ხომ გე­უბ­ნე­ბით, თა­ვის და­ზოგ­ვა­ზე სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ­დი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, სცე­ნა კარ­გი გა­მო­სუ­ლი­ყო. მოკ­ლედ, ამის­თვის ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც იტ­კი­ნო კი­დეც.

- ცო­ტაშ­ვი­ლის ნაც­ვლად შენ რომ მოგ­ხვდა, ცოტ­ნეს ცე­მას არ აპი­რებ?

- ეს შე­კი­თხვა ქეთი დევ­და­რი­ანს ეკუთ­ვნის. რას იზამს ბახ­ვა, თუ სხვა პერ­სო­ნა­ჟი, მხო­ლოდ ქე­თიმ იცის.

- ე.ი. პარტნი­ო­რებ­ში გი­მარ­თლებს.

- კი, რო­ლან­დი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პარტნი­ო­რია, ხომ გე­უბ­ნე­ბით, მარ­თლაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი სცე­ნა ძა­ლი­ან მალე გა­და­ვი­ღეთ და რო­გორც ვთქვი, ეს მისი დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სწო­რად აღ­ნიშ­ნეთ, კარ­გი პარტნი­ო­რე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვარ. ჩემ გვერ­დით ძა­ლი­ან მა­გა­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი ტრი­ა­ლე­ბენ, მა­გა­ლი­თად, გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც ყვე­ლა­ზე მეტი გა­და­ღე­ბა მაქვს ხოლ­მე, მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­თულ კი­ნო­ში აღ­მო­ჩე­ნაა და მო­მა­ვალ­ში კი­დევ ბევ­რჯერ გა­ა­ო­ცებს თა­ვი­სი ნი­ჭი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით რო­გორც ქარ­თველ, ისე უცხო­ელ მა­ყუ­რე­ბელ­საც.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"კიდევ თუ მაწამებენ, უკეთესი იქნება" - რა მოხდა გადასაღებ მოედანზე ბახვას ცემისას

"კიდევ თუ მაწამებენ, უკეთესი იქნება" - რა მოხდა გადასაღებ მოედანზე ბახვას ცემისას

რეჟისორის მიცემულ ამოცანას ვიტყოდი, თავი შესანიშნავად გაართვა. დამაჯერებელი იყო... ისე, ხუმრობა-ხუმრობაში ბახვა ცოტნე ცოტაშვილის გამო კარგად იცემა...

მოკლედ,"ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი სეზონი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მსგავსად დაიწყო, ვნახოთ, რა იქნება მომდევნო სერიებში, ახლა კი ნაცემ და დალურჯებულ ბახვას გვინდა გავესაუბროთ, რომელმაც ენერგია და მონდომება არ დააკლო როლს, რომელიც გასულ კვირას წარმოგვიდგინა. არადა, პროფესიით სულაც არ არის მსახიობი, ეკონომისტი, მარკეტოლოგი და სამართალმცოდნეა და ერთადერთი ადამიანია სერიალში, რომლის პერსონაჟსაც მისივე სახელი ჰქვია.

- "დაქალების" მორიგი სეზონი მძაფრად დაიწყო, რაშიც აქტიურად ხარ ჩართული. მგონი, ეპიზოდური როლიდან ერთ-ერთ მთავრ როლზე ინაცვლებ, რას იტყვი?

ბახვა ბრეგვაძე:

- ახალი სეზონის სტარტი იმდენად შთამბეჭდავი და ძლიერია, ხომ წარმოგიდგენიათ, მერე და მერე რა იქნება? გამიმართლა, რომ ამ პროფესიონალების რაზმში, რასაც"ფორმულა კრეატივი" ჰქვია, მეც მოვხდი. ამ სატელევიზიო პროდუქტს ისეთი ძლიერი და კარგი გუნდი ქმნის, რომ მისი წარმატება, მუდმივი განვითარება და მაღალი ხარისხი გარდაუვალია. ამ სეზონის დასაწყისში მართლაც დიდი დოზით იყო პერსონაჟი ბახვა, რაც ძალიან მიხარია, რადგან როგორც ადრე მითქვამს, არტისტობით ძალიან "მოვიწამლე", გადაღებების დროს უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და მოუთმენლად ველოდები ახალ-ახლ სცენებს.

- შენი პერსონაჟი მაყურებლისთვის მოულოდნელად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ელოდი?

- არ ველოდი, სცენარი მართლაც იმდენად მოულოდნელად და საინტერესოდ ვითარდება ხოლმე, ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.

- ერთ-ერთ მძიმე სცენის თამაშმაც მოგიწია. გცემეს, გაწამეს, დაგალურჯეს... ამის გადაღება რთული არ იყო?

- მიუხედავად იმისა, რომ გადაღებების პროცესი პირველი დღიდან, როცა საერთოდ სერიალში ჩავერთე, ძალიან მომეწონა, მაგრამ ვნერვიულობდი, თავს როგორ გავართმევდი, ასევე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მქონდა და ამ კითხვებზე პასუხებს სულ ვეძებდი, - ვაკვირდებოდი ყველაფერს, ვერთობოდი კიდეც... წელს კი ჩემთვის მოულოდნელად, ამ სეზონის პირველ გადასაღებ დღეს იქ რომ მივედი, მივხვდი, რომ რაღაც რადიკალურად შეიცვალა, - დიახ, იქ მხოლოდ სამუშაოდ ვიყავი მისული და ასე გრძელდება დღესაც. მივდივარ, ვმუშაობ და მოვდივარ, თუმცა სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა...

ეს ცვლილება თუ ჩემი შესრულების ხარისხსაც დაეტყობა, გადასარევი იქნება. ამ კონკრეტული სცენის გადაღებაზეც ბევრი ვიფიქრე, მაგრამ არ მინერვიულია, გადაღებითაც მალე გადავიღეთ და ბევრი დუბლი არ დაგვჭირვებია. ხომ გეუბნებით, მაგარი გუნდი მუშაობს, როლანდიც არაჩვეულებრივი პარტნიორია. ამ სცენის თამაში გამიმარტივა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა. კიდევ თუ მაწამებენ, ნამუშევარი აუცილებლად უკეთესი იქნება (იცინის).

- წყალში რომ ჩაგაყოფინეს თავი, არც ეს იქნებოდა ადვილი.

- ცოტა წყალიც ვყლაპე და თან, ვლაპარაკობდი (იცინის) კიდეც. სხვათა შორის, წყალი ძალიან ცივი იყო.

- მიუხედავად იმისა, რომ არ ხარ მსახიობი, შენი ნათამაშები როლი ძალიან დამაჯერებელი იყო. ამასობაში, მსახიობადაც ჩამოყალიბდი.

- იმდენად მიხარია ჩემს შესრულებასთან დაკავშირებული კომპლიმენტები, რომ სიხარულს ვერ ვმალავ (იცინის). ამ ეტაპზე ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ქათინაური ეს არის ჩემთვის. თან, ამ ჯერზე ისეთმა ადამიანებმა შემაქეს, მომწერეს და დამირეკეს, რომ რამდენიმე დღეა, "დაკრეჭილი" დავდივარ (იცინის).  კარგია, მართლა პროგრესი თუ შეინიშნება, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია, რომ საკუთარ თავზე მეტი ვიმუშავო.

- როგორ ფიქრობ, ასეთი სცენებისთვის ამ სეზონზე სცენარისტი და გადამღები ჯგუფი კიდევ გაგიმეტებ?

- არ ვიცი, ასეთი სცენებისთვის კიდევ გამიმეტებენ თუ არა, არასდროს არაფერი ვიცი, რა როდის მოხდება, მოულოდნელობით აღსავსეა ჩვენი სცენარი, ამიტომაც არის უზომოდ კარგი სამუშაო.

- დედამ რა გითხრა, როდესაც ეკრანზე ისე დალურჯებული გნახა?

- ჯერ "კურიერში" ნახა ჩემი ინტერვიუ ჩალურჯებული სახით რომ ვიყავი და ბუნებრივია, სანამ მიხვდა, რაში იყო საქმე, რამდენიმე წამი ინერვიულა. სერიისთვის ერთად არ გვიყურებია, მაგრამ აუცილებლად შეეცოდებოდა ის ბახვა ტელევიზორში. დედაა და, რა თქმა უნდა, მოეწონა ჩვენი სცენა, ძალიან ბუნებრივი იყო და ვინერვიულეო.

- ისე, მართლა რამე ხომ არ დაიზიანე?

- კედელზე მინარცხებისას ცოტა თავი მეტკინა, სანთებელით ხელიც მოვიწვი, თუმცა თავის დაზოგვა თუ დამიჯერებთ, არც მიცდია, რადგანაც ძალიან კარგი ეპიზოდი მინდოდა, რომ გამოსულიყო და ამაზე ვფიქრობდი... ამ სცენამ ამხელა აჟიოტაჟი რომ გამოიწვია, ვიმეორებ, როლანდის დიდი დამსახურებაც არის.

- თავი ვიტკინეო, - ამბობ, მე კი მეგონა, საერთოდ ფეხზე წამოდგომა გაგიჭირდებოდა, რადგანაც შენმა პარტნიორმა (როლანდი) ისე მოგისროლა და მიგანარცხა კედელზე. ამას ელოდი და იყო ასეთი მითითება რეჟისორიგან?

- რეჟისორის და როლანდის პროფესიონალიზმის დამსახურება იყო, რომ ძლიერი მინარცხების მიუხედავად, სერიოზულად არ დავშავდი, მაგრამ ზოგს ძალიან შეეცოდა ბახვა, ზოგმაც ბევრი იცინა. ხომ ვამბობ, ის იყო, რომ ერთ-ერთ დუბლში ოდნავ თავი მივარტყი (რადგანაც სწორად არ დავიჭირე) და მეტკინა, მოკლედ, ჩემი ბრალი იყო, მაგრამ ეს იქ არ მითქვამს, - ხომ გეუბნებით, თავის დაზოგვაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მნიშვნელოვანი იყო, სცენა კარგი გამოსულიყო. მოკლედ, ამისთვის ხანდახან შეიძლება რაღაც იტკინო კიდეც.

- ცოტაშვილის ნაცვლად შენ რომ მოგხვდა, ცოტნეს ცემას არ აპირებ?

- ეს შეკითხვა ქეთი დევდარიანს ეკუთვნის. რას იზამს ბახვა, თუ სხვა პერსონაჟი, მხოლოდ ქეთიმ იცის.

- ე.ი. პარტნიორებში გიმართლებს.

- კი, როლანდი არაჩვეულებრივი პარტნიორია, ხომ გეუბნებით, მართლაც საკმაოდ რთული სცენა ძალიან მალე გადავიღეთ და როგორც ვთქვი, ეს მისი დიდი დამსახურებაა. სწორად აღნიშნეთ, კარგი პარტნიორებით განებივრებული ვარ. ჩემ გვერდით ძალიან მაგარი მსახიობები ტრიალებენ, მაგალითად, გიორგი ბახუტაშვილი, რომელთანაც ყველაზე მეტი გადაღება მაქვს ხოლმე, მიმაჩნია, რომ ქართულ კინოში აღმოჩენაა და მომავალში კიდევ ბევრჯერ გააოცებს თავისი ნიჭითა და პროფესიონალიზმით როგორც ქართველ, ისე უცხოელ მაყურებელსაც.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება