საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გზის გავლა უწევთ უცხოელებს და მათ შვილებს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად
რა გზის გავლა უწევთ უცხოელებს და მათ შვილებს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად

არა­ერ­თი უცხო­ე­ლი ხდე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე. ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა გზის გავ­ლა უწევთ მათ ამის­თვის. ზო­გა­დად, რო­გორ ხდე­ბა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა, რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ ისი­ნი, ამ თე­მის გარ­შე­მო არ­სე­ბულ კი­თხვებს იო­სებ გი­ორ­გა­ძე, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და მიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი პა­სუ­ხობს:

- უპრვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამას ყვე­ლა­ფერს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არე­გუ­ლი­რებს. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წერს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია მო­ი­ცავს, ასე­ვე არ­სე­ბობს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ და პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც ზუს­ტად ის პრო­ცე­დუ­რე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბია გა­წე­რი­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად არის სა­ჭი­რო.

უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქემ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად პირ­ველ რიგ­ში გან­ცხა­დე­ბით უნდა მი­მარ­თოს შე­სა­ბა­მის უწყე­ბას, ეს არის სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იღებს.

მაგ­რამ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბა სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რით შე­უძ­ლია. მა­გა­ლი­თად, ეს არის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წესი, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე და­ქორ­წი­ნე­ბულ პირს შე­უძ­ლია მოგ­ვმარ­თოს გან­ცხა­დე­ბით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას მო­ი­პო­ვებს, დათ­მოს პირ­ვან­დე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­სით, როცა პირი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სხვა­დას­ხვა მო­თხოვ­ნას: სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გა­ლუ­რად 2 წელი უნდა ცხოვ­რობ­დეს, უნდა ჰქონ­დეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, ფლობ­დეს უძ­რავ ქო­ნე­ბას, ეწე­ო­დეს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას, - ამ მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლია მოგ­ვმარ­თოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის თხოვ­ნით. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­დუ­რა, - ეს იგი­ვე ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაა.

- ე.ი. რო­დე­საც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს ენი­ჭე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, თმობს ხომ თა­ვი­სას?

- სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში წარ­დგე­ნი­ლია შემ­დე­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის პინ­ცი­პი, - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე პა­რა­ლე­ლუ­რად ვერ იქ­ნე­ბა სხვა ქვეყ­ნის მო­ქალ­ქე. გა­მო­ნაკ­ლის ად­გენს ისევ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო შემ­თხვე­ვა­ში, თუ პირს აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­შე, ან მის მი­მართ არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი, შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხით მი­ე­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ასეთ დროს და არა მარ­ტო ასეთ დროს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის სხვა შემ­თხვე­ვებ­შიც, რო­გორც გი­თხა­რით, გან­ცხა­დე­ბა შე­მო­აქვს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ბარ­დეს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნო­ებ­ში, ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრებ­ში. გან­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბის შემ­დგომ, მას გა­ნი­ხი­ლავს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი. სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით მი­ნი­ჭე­ბის დროს გა­ნი­ხი­ლავს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხთა კო­მი­სია, რომ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის პი­რის შე­სა­ბა­მი­სო­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-12 მუხ­ლით დად­გე­ნილ პი­რო­ბებ­თან.

- ანუ კო­მი­სი­ამ უნდა გან­სა­ზღვროს, შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა პირი ამ მო­თხოვ­ნებს, - ეს მო­თხოვ­ნე­ბია სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი, ან პი­რის დამ­სა­ხუ­რე­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­შე?

- დიახ, რო­გორც გი­თხა­რით, არ­სე­ბობს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის სხვა შემ­თხვე­ვე­ბიც. გარ­და ამი­სა, უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს გარ­კვე­ულ კრი­ტე­რი­უ­მებს, მა­გა­ლი­თად, დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, უნდა იცო­დეს სა­ხელ­მწი­ფო ენა, სა­მარ­თლის სა­ფუძ­ვლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია (დად­გე­ნი­ლი ფორ­მით). ამას­თან, არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტეს­ტე­ბი, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პი­რე­ბის მიერ არის შედ­გე­ნი­ლი და კო­მი­სის ოქ­მი­თაა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ ტეს­ტე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ადა­მი­ა­ნის ცოდ­ნა ის­ტო­რი­ა­ში, სა­მარ­თალ­სა და ქარ­თულ ენა­ში.

- თუ ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა კა­ნო­ნოთ დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, რა ხდე­ბა?

- ცალ­სა­ხად და­წე­რილ სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია რამ­დე­ნი ქულა უნდა აი­ღოს, თუ ვერ და­აგ­რო­ვა სა­თა­ნა­დო ქულა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი ეთ­ქმე­ვა. შე­უძ­ლია შემ­დეგ­ში გან­მე­ო­რე­ბით მოგ­ვმარ­თოს და გან­მე­ო­რე­ბით გა­ი­ა­როს ეს ტეს­ტე­ბი. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნაა იმის­თვის, რომ მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სე­ბი არ ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით მი­ნი­ჭე­ბას.

- სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მიება იგი­ვე ორ­მა­გი მო­ქალქე­ო­ბაა, არა?

- დიახ. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რის თქმის სა­ფუძ­ვლე­ბი - აღ­სრუ­ლე­ბა­ზე გა­წე­რი­ლი ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ და რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უმს მო­ი­ცავს, მა­გა­ლი­თის­თვის, თუ მას ჩა­დე­ნი­ლი აქვს და­ნა­შა­უ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და მსგავ­სი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი (მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი უა­რის თქმის სა­ფუძ­ვლად მი­იჩ­ნე­ვა).

- უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გახ­დე­ბა, რა­ი­მე პრი­ვი­ლე­გი­ით ხომ არ სარ­გებ­ლობს?

- მას მერე, რაც პირი სა­ქარ­თევ­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას მო­ი­პო­ვებს, მის მი­მართ ყვე­ლა ის მო­თხოვ­ნა-ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ვრცელ­დე­ბა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მო­ქა­ლა­ქე­ზე. სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კრძა­ლავს მო­ქალ­ქე­ე­ბის მი­მართ გან­სხვა­ვე­ბულ პრი­ვი­ლე­გი­ებს, ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით შე­ზღუდ­ვებს. ასე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არ არ­სე­ბობს.

- მათი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბიც ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბი­ან მო­ქა­ლაქე­ე­ბი?

- მათი შვი­ლე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვერ ხდე­ბი­ან, ამას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. რო­გორც გი­თხა­რით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მო­ი­პო­ვე­ბა და­ბა­დე­ბი­დან ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ით. თუ შემ­დგომ შე­ე­ძი­ნე­ბათ შვი­ლე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გახ­დე­ბი­ან, მაგ­რამ უკვე და­ბა­დე­ბულ შვი­ლებ­ზე ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას ვერ მო­ი­პო­ვე­ბენ.

- რამ­დე­ნად ხში­რია უცხო­ე­ლე­ბის მხრი­დან ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის მო­თხოვ­ნით მო­მარ­თვის ფაქ­ტე­ბი?

- რო­გორც გი­თხა­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბას რამ­დე­ნი­მე სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქტი არე­გუ­ლი­რებს, ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა მკაც­რად არის გა­წე­რი­ლი, რო­მელ­საც ჯერ სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ახორ­ცი­ე­ლებს და შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია და სა­ბო­ლო­ოდ, პრე­ზი­დენ­ტი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო­ში არის მოქ­ცე­უ­ლი და ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად არის გან­სა­ზღვრუ­ლი, თუ რა ნაბ­ჯე­ბი და რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით უნდა გა­და­იდ­გას. ამას­თან, რო­გორც გი­თხა­რით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, არის სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რა, გარ­და სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბი­სა. და­ნარ­ჩენ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქემ ჯერ უარი უნდა თქვას თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გახ­დე­ბა. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მათ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ მო­მარ­თვის პე­რი­ოდ­ში, მა­შინ­ვე უარი არ თქვან თა­ვი­ანთ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, ვიდ­რე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, - იმ პე­რი­ოდ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რა გზის გავლა უწევთ უცხოელებს და მათ შვილებს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად

რა გზის გავლა უწევთ უცხოელებს და მათ შვილებს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად

არაერთი უცხოელი ხდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ალბათ საინტერესოა, რა გზის გავლა უწევთ მათ ამისთვის. ზოგადად, როგორ ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, ამ თემის გარშემო არსებულ კითხვებს იოსებ გიორგაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი პასუხობს:

- უპრველეს ყოვლისა, ამას ყველაფერს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. მოქალაქეობის შესახებ ჩანაწერს საქართველოს კონსტიტუცია მოიცავს, ასევე არსებობს ორგანული კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ და პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელშიც ზუსტად ის პროცედურები და მოთხოვნებია გაწერილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად არის საჭირო.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად პირველ რიგში განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის უწყებას, ეს არის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საბოლოო გადაწყვეტილებას კი საქართველოს პრეზიდენტი იღებს.

მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება სხვადასხვა პროცედურით შეუძლია. მაგალითად, ეს არის გამარტივებული წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს შეუძლია მოგვმართოს განცხადებით, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეობას მოიპოვებს, დათმოს პირვანდელი მოქალაქეობა. გარდა ამისა, არსებობს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით, როცა პირი უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა მოთხოვნას: საქართველოში ლეგალურად 2 წელი უნდა ცხოვრობდეს, უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი, ფლობდეს უძრავ ქონებას, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, - ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია მოგვმართოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით. გარდა ამისა, არსებობს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურა, - ეს იგივე ორმაგი მოქალაქეობაა.

- ე.ი. როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება საქართველოს მოქალაქეობა, თმობს ხომ თავისას?

- საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყანაში წარდგენილია შემდეგი მოქალაქეობის პინციპი, - საქართველოს მოქალაქე პარალელურად ვერ იქნება სხვა ქვეყნის მოქალქე. გამონაკლის ადგენს ისევ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ საგამონაკლისო შემთხვევაში, თუ პირს აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის წინაშე, ან მის მიმართ არსებობს სახელმწიფო ინტერესი, შეიძლება განსაკუთრებული სახით მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. ასეთ დროს და არა მარტო ასეთ დროს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების სხვა შემთხვევებშიც, როგორც გითხარით, განცხადება შემოაქვს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რომელიც შეიძლება ჩაბარდეს იუსტიციის სახლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში, ან საზოგადოებრივ ცენტრებში. განცხადების მიღების შემდგომ, მას განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახური. საგამონაკლისო წესით მინიჭების დროს განიხილავს მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის კომპეტენციაში შედის პირის შესაბამისობა კონსტიტუციის მე-12 მუხლით დადგენილ პირობებთან.

- ანუ კომისიამ უნდა განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა პირი ამ მოთხოვნებს, - ეს მოთხოვნებია სახელმწიფო ინტერესი, ან პირის დამსახურება ქვეყნის წინაშე?

- დიახ, როგორც გითხარით, არსებობს მოქალაქეობის მიღების სხვა შემთხვევებიც. გარდა ამისა, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, მაგალითად, დადგენილების მიხედვით, უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, სამართლის საფუძვლები და საქართველოს ისტორია (დადგენილი ფორმით). ამასთან, არსებობს სპეციალური ტესტები, რომელიც შესაბამისი კვალიფიკაციის პირების მიერ არის შედგენილი და კომისის ოქმითაა დამტკიცებული. სწორედ ამ ტესტებით განისაზღვრება ადამიანის ცოდნა ისტორიაში, სამართალსა და ქართულ ენაში.

- თუ ვერ დააკმაყოფილა კანონოთ დადგენილი მოთხოვნები, რა ხდება?

- ცალსახად დაწერილ საკანონმდებლო აქტებში მითითებულია რამდენი ქულა უნდა აიღოს, თუ ვერ დააგროვა სათანადო ქულა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქმევა. შეუძლია შემდეგში განმეორებით მოგვმართოს და განმეორებით გაიაროს ეს ტესტები. ეს აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული წესები არ ეხება საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას.

- საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მიება იგივე ორმაგი მოქალქეობაა, არა?

- დიახ. გარდა ამისა, არსებობს მოქალაქეობაზე უარის თქმის საფუძვლები - აღსრულებაზე გაწერილი ორგანულ კანონში მოქალაქეობის შესახებ და რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს, მაგალითისთვის, თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და მსგავსი ტიპის დანაშაულებები (მძიმე დანაშაულებები უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევა).

- უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოს მოქალაქე გახდება, რაიმე პრივილეგიით ხომ არ სარგებლობს?

- მას მერე, რაც პირი საქართევლოს მოქალაქეობას მოიპოვებს, მის მიმართ ყველა ის მოთხოვნა-ვალდებულება ვრცელდება, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეზე. საერთოდ, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს მოქალქეების მიმართ განსხვავებულ პრივილეგიებს, ან განსხვავებული ვალდებულებებით შეზღუდვებს. ასეთი გამონაკლისები არ არსებობს.

- მათი მცირეწლოვანი შვილებიც ავტომატურად ხდებიან მოქალაქეები?

- მათი შვილები ავტომატურად საქართველოს მოქალაქეები ვერ ხდებიან, ამას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. როგორც გითხარით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებიდან ნატურალიზაციით. თუ შემდგომ შეეძინებათ შვილები, ბუნებრივია, ისინი საქართველოს მოქალაქეები გახდებიან, მაგრამ უკვე დაბადებულ შვილებზე ისინი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მოიპოვებენ.

- რამდენად ხშირია უცხოელების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით მომართვის ფაქტები?

- როგორც გითხარით, საქართველოში მოქალაქეობის მიღებას რამდენიმე საკანონმდებლო აქტი არეგულირებს, ყველა პროცედურა მკაცრად არის გაწერილი, რომელსაც ჯერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს და შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საბოლოოდ, პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას. ყველაფერი ბუნებრივია საკანონმდებლო ჩარჩოში არის მოქცეული და ძალიან დეტალურად არის განსაზღვრული, თუ რა ნაბჯები და რა პერიოდულობით უნდა გადაიდგას. ამასთან, როგორც გითხარით, საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად, არის სხვადასხვა პროცედურა, გარდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა. დანარჩენ ყველა შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ჯერ უარი უნდა თქვას თავის მოქალაქეობაზე, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე გახდება. თუმცა საქართველოს კანონმდებლობა მათ იმის საშუალებას აძლევს, რომ მომართვის პერიოდში, მაშინვე უარი არ თქვან თავიანთ მოქალაქეობაზე, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, - იმ პერიოდში საშუალება აქვთ, შეინარჩუნონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ვისაც ხელეწიფება იქნებ, მოგვხედოს, დაგვეხმაროს, რომ ეს ბავშვები გადავიყვანო სამშვიდობოს" - დიდ დიღომში ბერი ანდრიას დედის სახლი დაიტბორა

უხვი ნალექი თბილისში, დატბორილი გზები და მანქანები - რა ხდება დიდ დიღომში? (ვიდეო)

ზოგან წვიმა ელჭექით, ზოგან სეტყვაც - სად როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ივნისამდე?