პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის და რატომ დაარსდა "თბილისობა" - დღესასწაულის ამსახველი პირველი ისტორიული კადრები
როდის და რატომ დაარსდა "თბილისობა" - დღესასწაულის ამსახველი პირველი ისტორიული კადრები

თბი­ლი­სო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რი სა­შე­მოდ­გო­მო დღე­სას­წა­უ­ლია. პირ­ვე­ლად 1979 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს აღი­ნიშ­ნა და იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყო­ველ­წლი­ურ ტრა­დი­ცი­ად იქცა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, პირ­ვე­ლი­ვე თბი­ლი­სო­ბამ გან­სა­ზღვრა მისი ხა­სი­ა­თი და გა­და­წყდა, დღე­სას­წა­უ­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად აღ­ნიშ­ნუ­ლი­ყო, რა­საც ოქ­ტომ­ბრის ბოლო ან ბო­ლოს წინა შა­ბათ-კვი­რა და­ეთ­მო­ბო­და. [იხი­ლეთ გა­ლე­რეა]

თბი­ლი­სო­ბის მო­წყო­ბის იდეა, თა­ვი­დან ასე­თი იყო, - დე­და­ქა­ლაქ­ში წარ­სუ­ლი­სა და აწ­მყოს შეხ­ვედ­რა უნდა მომ­ხდა­რი­ყო, - გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი­ყო ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის სუ­რა­თე­ბი: თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ულ უბ­ნებ­ში ყა­რა­ჩო­ღე­ლებს, კინ­ტო­ებს, ეროვ­ნულ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებს უნდა ევ­ლოთ, ესე­ირ­ნათ ფა­ე­ტო­ნით, მტკვარ­ზე ტივი ჩაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, თბი­ლი­სურ აივ­ნებ­ზე ფარ­და­გე­ბი გად­მო­კი­დუ­ლი­ყო და იქ თბი­ლი­სე­ლი "კნე­ი­ნე­ბი"გად­მომ­დგა­რიყ­ვნენ, გლე­ხებს სოფ­ლე­ბი­დან სა­ნო­ვა­გე ჩა­მო­ე­ტა­ნათ, დე­და­ქა­ლაქ­ში მათი ჭირ­ნა­ხუ­ლის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვაც გა­მარ­თუ­ლი­ყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე წარ­მო­ე­ჩი­ნათ, შე­ეწ­ვათ მწვა­დი, საწ­ნა­ხელ­ში ყუ­რძე­ნი და­ე­წუ­რათ, სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი ეთ­ქვათ, გა­მარ­თუ­ლი­ყო თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბა, კონ­ცერ­ტი, წა­ე­კი­თხათ ლექ­სე­ბი და აერ­ჩი­ათ სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი... იდეა მალე რე­ლო­ბად იქცა, მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბით და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო, წლი­დან წლამ­დე ამ დღე­სას­წა­ულს სი­ხა­რუ­ლით ელო­დე­ბოდ­ნენ...

თბი­ლი­სი ყო­ველ­თვის მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი ქა­ლა­ქი იყო, სა­დაც ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და თვითმყო­ფა­დი კულ­ტუ­რე­ბი თა­ნა­არ­სე­ბობ­დნენ. ეს ნი­შან-თვი­სე­ბა აბა­ნო­თუ­ბან­ში გა­მარ­თულ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, რად­გა­ნაც დღე­სას­წა­ულ­ში დე­და­ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ერის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლებ­დნენ... მაგ­რამ 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბის გამო, თბი­ლი­სო­ბის აღ­ნიშ­ვნა შე­წყდა... ხოლო პა­უ­ზის შემ­დეგ კი, 1995 წელს გა­ნახ­ლდა, რის მე­რეც კვლავ ყო­ველ­წლი­უ­რი ტრა­დი­ცი­აა... თბი­ლი­სო­ბის დად­გო­მას­თან ერ­თად, ქუ­ჩებ­ში ისევ იმარ­თე­ბა სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი, ქა­ლა­ქი, რო­გორც იტყვი­ან, ამ დღეს დრო­ში მოგ­ზა­უ­რობს...

თბი­ლი­სო­ბის მსგავ­სი სა­ნა­ხა­ო­ბა ძველ თბი­ლის­ში ყე­ე­ნო­ბა იყო, რო­მელ­საც ხალ­ხუ­რი თა­მა­შო­ბე­ბი: კო­ჭა­ო­ბა, ჯი­რი­თი, რიქთა­ფე­ლა ამ­შვე­ნებ­და. ჭი­და­ო­ბის სა­ას­პა­რე­ზო ად­გი­ლად კი დი­დუ­ბე მი­იჩ­ნე­ო­და...

ახ­ლაც უამ­რა­ვი კულ­ტუ­რუ­ლი და სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იგეგ­მე­ბა, რომ­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში იმარ­თე­ბა. დღე­სას­წა­უ­ლი ყო­ველ­თვის სა­ნა­ხა­ობ­რი­ვად დატ­ვირ­თუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. თბი­ლი­სო­ბის სა­ფი­ნა­ლო აკორ­დი კი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მოღ­ვა­წე გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბაა...

შე­მოდ­გო­მის ეს დღე­სას­წა­უ­ლი თბი­ლი­სის სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, არა­მარ­ტო მას­პინ­ძე­ლი ქა­ლა­ქის, არა­მედ ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხის ტრა­დი­ცი­ებს გა­ეც­ნონ, და­ა­გე­მოვ­ნონ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს კერ­ძე­ბი და სა­მახ­სოვ­როდ ხელ­ნა­კე­თი სუ­ვე­ნი­რე­ბი შე­ი­ძი­ნონ. ეს დღე­სას­წა­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ პა­ტა­რებს, რად­გა­ნაც ამ დღეს ქა­ლაქ­ში ლა­ღად გა­სე­ირ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ...

AMBEBI.GE

ლალი ფა­ცია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როდის და რატომ დაარსდა "თბილისობა" - დღესასწაულის ამსახველი პირველი ისტორიული კადრები

როდის და რატომ დაარსდა "თბილისობა" - დღესასწაულის ამსახველი პირველი ისტორიული კადრები

თბილისობა ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაულია. პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და იქიდან მოყოლებული, ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. როგორც ამბობენ, პირველივე თბილისობამ განსაზღვრა მისი ხასიათი და გადაწყდა, დღესასწაული ყოველწლიურად აღნიშნულიყო, რასაც ოქტომბრის ბოლო ან ბოლოს წინა შაბათ-კვირა დაეთმობოდა.  [იხილეთ გალერეა]

თბილისობის მოწყობის იდეა, თავიდან ასეთი იყო, - დედაქალაქში წარსულისა და აწმყოს შეხვედრა უნდა მომხდარიყო, - გაცოცხლებულიყო ძველი ცხოვრების სურათები: თბილისის ისტორიულ უბნებში ყარაჩოღელებს, კინტოებს, ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ადამიანებს უნდა ევლოთ, ესეირნათ ფაეტონით, მტკვარზე ტივი ჩაშვებულიყო, თბილისურ აივნებზე ფარდაგები გადმოკიდულიყო და იქ თბილისელი ''კნეინები''გადმომდგარიყვნენ, გლეხებს სოფლებიდან სანოვაგე ჩამოეტანათ, დედაქალაქში მათი ჭირნახულის გამოფენა-გაყიდვაც გამართულიყო, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოეჩინათ, შეეწვათ მწვადი, საწნახელში ყურძენი დაეწურათ, სადღეგრძელოები ეთქვათ, გამართულიყო თეატრალური სანახაობები, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება, კონცერტი, წაეკითხათ ლექსები და აერჩიათ საპატიო მოქალაქეები... იდეა მალე რელობად იქცა, მასში საქართველოს მოსახლეობა სიამოვნებით და აქტიურად ჩაერთო, წლიდან წლამდე ამ დღესასწაულს სიხარულით ელოდებოდნენ...

თბილისი ყოველთვის მრავალეროვანი ქალაქი იყო, სადაც ერთმანეთის გვერდით განსხვავებული და თვითმყოფადი კულტურები თანაარსებობდნენ. ეს ნიშან-თვისება აბანოთუბანში გამართულ საზეიმო ღონისძიებებშიც გამოიხატებოდა, რადგანაც დღესასწაულში დედაქალაქში მცხოვრები სხვადასხვა ერის წარმომადგენლებიც მონაწილებდნენ... მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისში, რამდენიმე წელიწადი, ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების გამო, თბილისობის აღნიშვნა შეწყდა... ხოლო პაუზის შემდეგ კი, 1995 წელს განახლდა, რის მერეც კვლავ ყოველწლიური ტრადიციაა...  თბილისობის დადგომასთან ერთად, ქუჩებში ისევ იმართება სანახაობები, ქალაქი, როგორც იტყვიან, ამ დღეს დროში მოგზაურობს...

თბილისობის მსგავსი სანახაობა ძველ თბილისში ყეენობა იყო, რომელსაც ხალხური თამაშობები: კოჭაობა, ჯირითი, რიქთაფელა ამშვენებდა. ჭიდაობის საასპარეზო ადგილად კი დიდუბე მიიჩნეოდა...

ახლაც უამრავი კულტურული და სპორტული ღონისძიება იგეგმება, რომლიც დედაქალაქის ქუჩებში იმართება. დღესასწაული ყოველთვის სანახაობრივად დატვირთული და მრავალფეროვანია. თბილისობის საფინალო აკორდი კი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილი ადამიანებისთვის საზეიმო ვითარებაში საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაა...

შემოდგომის ეს დღესასწაული თბილისის სტუმრებს საშუალებას აძლევს, არამარტო მასპინძელი ქალაქის, არამედ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს გაეცნონ, დააგემოვნონ ქართული სამზარეულოს კერძები და სამახსოვროდ ხელნაკეთი სუვენირები შეიძინონ. ეს დღესასწაული განსაკუთრებით უყვართ პატარებს, რადგანაც ამ დღეს ქალაქში ლაღად გასეირნების საშუალება ეძლევათ...

AMBEBI.GE

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია