სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰააგის პროკურორი დღეს საქართველოში ჩამოვა
ჰააგის პროკურორი დღეს საქართველოში ჩამოვა

ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რი ფატუ ბენ­სუ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ჩა­მო­ვა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო და პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მას ხვალ შეხ­ვდე­ბი­ან.

ამის შემ­დეგ კი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰა­ა­გის პრო­კუ­რო­რი შეხ­ვდე­ბა ომის მსხვერ­პლებს. თუმ­ცა, რო­გორ მოხ­დე­ბა შეხ­ვედ­რა, მი­ნის­ტრის თქმით, ამა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ ჩა­ე­რე­ვა. ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რი ფატუ ბენ­სუ­და მო­სა­მარ­თლე­ებს სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის 2008 წლის ომის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის ნე­ბარ­თვის მი­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით თხოვ­ნით მი­მარ­თავს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო ავ­რცე­ლებს. რო­გორც სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, პრო­კუ­რო­რი ფატუ ბენ­სუდს სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან ამა­ვე წლის 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბა სურს.

"სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ­მა, ფატუ ბენ­სუ­დამ თხოვ­ნით მი­მარ­თა მო­სა­მარ­თლე­ებს, ნება დარ­თონ პრო­კუ­რო­რის ოფისს და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს ომის და ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე. ამ მიზ­ნით პრო­კუ­რორ­მა ითხო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წლის 1ივ­ლი­სი­დან ამა­ვე წლის 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბა.

2008 წლის აგ­ვის­ტო­დან, მას შემ­დეგ რაც სამ­ხრეთ ოსე­თის სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი, რო­მელ­შიც ასე­ვე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია იყო ჩარ­თუ­ლი, გა­და­ი­ზარ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში, პრო­კუ­რო­რის ოფი­სი ჩა­ერ­თო სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მის წი­ნას­წარ შეს­წავ­ლა­ში", - ნათ­ქვა­მია ჰა­ა­გის სა­სა­ა­მარ­თლოს ვებ-გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პრო­კუ­რო­რის აზ­რით, არ­სე­ბობს გო­ნივ­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი, ვირ­წმუ­ნოთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის კონ­ტექ­სტში ად­გი­ლი ჰქონ­და ომის და ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს, რა­შიც იგუ­ლის­ხმე­ბა ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის სამ­ხრეთ ოსე­თი­დან გან­დევ­ნის კამ­პა­ნია და მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლებ­ზე ქარ­თვე­ლი და ოსი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­დას­ხმე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ჰააგის პროკურორი დღეს საქართველოში ჩამოვა

ჰააგის პროკურორი დღეს საქართველოში ჩამოვა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში დღეს ჩამოვა. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურის წარმომადგენლები მას ხვალ შეხვდებიან.

ამის შემდეგ კი, თეა წულუკიანის ინფორმაციით, ჰააგის პროკურორი შეხვდება ომის მსხვერპლებს. თუმცა, როგორ მოხდება შეხვედრა, მინისტრის თქმით, ამაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს. როგორც სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურორი ფატუ ბენსუდს საქართველოში 2008 წლის 1-ელი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება სურს.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება.

2008 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონსა და საქართველოს შორის შეიარაღებული შეტაკებები, რომელშიც ასევე რუსეთის ფედერაცია იყო ჩართული, გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, პროკურორის ოფისი ჩაერთო საქართველოს საქმის წინასწარ შესწავლაში", - ნათქვამია ჰააგის სასაამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."