როგორი ქალები მოსწონს "ბორჯღალოსნების" ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ მოთამაშეს - ლაშა ლომიძე პირადსა და კარიერაზე

როგორი ქალები მოსწონს "ბორჯღალოსნების" ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ მოთამაშეს - ლაშა ლომიძე პირადსა და კარიერაზე

ჩვენი რესპოდენტი 24 წლის ქართველი მორაგბე ლაშა ლომიძეა. სანამ წარმატებული მორაგბე გახდებოდა, სპორტის არაერთ სახეობაში მოსინჯა ძალები, ჯერ იყო ფეხბურთი, შემდეგ წყალბურთი, რაგბის თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო და წარმატებული კარიერაც აიწყო.

- ბიძაჩემი იყო მორაგბე, აკადემიაში თამაშობდა, მან სთხოვა ჩემს მშობლებს, რაგბზე შევეყვანე, ასე მოვხვდი აკადემიაში. მანამდე წყალბურთელი ვიყავი, თავიდან არც ვიცოდი რაგბი რა იყო, შემდეგ გავერკვიე და შემიყვარდა, 20 წლის ასაკში მონპელიეში მოვაწერე ხელი სამწლიან კონტრაქტს, მამუკა გორგოძის და ჟაკ ჟორდანის დახმარებით, 2 წლის შემდეგ გადავედი "ბეზიეში", მინდოდა, მეტი თამაშის დრო რომ მქონოდა, ამიტომ გადავედი ერთი დივიზიონით დაბალ გუნდში. მაქვს ტოპ 14-ში გადასვლის შანსები და ვნახოთ რა იქნება.

- საფრანგეთში მარტო ცხოვრება არ გაგიჭირდა?

- ბაზაზე ვცხოვრობდით მე და ერთი ქუთაისელი ბიჭი გაგი ბაზაძე. მიშა ნარიაშვილი, მამუკა გორგოძე, გიორგი ჟღენტიც იქ თამაშობდნენ და შესაბამისად მარტოობა არც მიგრძვნია. ყოველთვის მინდოდა მამუკასთან ერთად მეთამაშა ნაკრებში და ამიხდა ეს ოცნება, ზელანდიასაც ვეთამაშე.

- რაგბის გარდა, რას აკეთებს ლაშა ლომიძე?

- ვსწავლობ იურიდიულზე. თავიდან მშობლების რჩევით ჩავაბარე უნივერსიტეტში, როცა თავს დავანებებ რაგბს, აუცილებლად გავაგრძელებ იურისტობას. მესამე კურსზე ვარ, მხოლოდ გამოცდებზე ჩამოვდივარ, დიპლომის აღების შემდეგ მაგისტრატურაში ჩავაბარებ საფრანგეთში. პროკურორობა მინდა, ვიყავი ერთხელ პროკურორი. ორთვიანი შეკრება გვქონდა ნაკრებს, აღარ ვიცოდით თავისუფალ დროს რა გაგვეკეთებინა და ამიტომ ნაკრების ბიჭებმა გავინაწილეთ მთავრობა, პრემიერ-მინისტრი იყო დავით ზირაქაშვილი, თავდაცვის მინისტრი მამუკა გორგოძე, შს მინისტრი შალვა მამუკაშვილი, ქალაქის მერი მერაბ შარიქაძე და ა.შ. მე ვიყავი მთავარი პროკურორი, ხედავენ ჩემში რაღაც "ძაღლურს".

- ვიცი, რომ გიყვარს ღამის ცხოვრება...

- როცა კარგ ხასიათზე ვარ და მაგარ თამაშს ვიგებთ, მიყვარს ბიჭებთან ერთად დროის ტარება, ერთად დავდივართ გასართობად. მომწონს ქართველებთან ერთად ყოფნა, შორიდან შეიძლება მთლად სასიამოვნო არ იყოს თბილისური ღამის ცხოვრება, მაგრამ გემოვნებიან მუსიკას უკრავენ ქართულ კლუბებში. გართობისთვის ხშირად დრო არ მაქვს, არ მიყვარს სასმელი, რეჟიმში ცხოვრება მირჩევნია.

- ვიცი, რომ კარგად მღერი...

- მიყვარს სიმღერა, ხალხურ სიმღერაზე დავდიოდი, ვსწავლობდი 8 წელი.

- ბოლო დროს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდა, გყავს თუ არა შეყვარებული?

- როგორც ყველა სპორტსმენს, მეც მყავს თაყვანისმცემლები. ეს ჩვეულებრივი მომენტია, თუ ადრე ფეხბურთი იყო მოდაში, ახლა ჩვენ ვართ "ხოდში". შეყვარებული არ მყავს. საინტერესო ჯერჯერობით არაფერი ხდება.

- როგორი გოგონები მოგწონს?

-პრეტენზიული ვარ. ქერათმიანი გოგონები მომწონს, მომწონს გოგო რომ იღიმის. ოღონდ დებილივით რომ იცინის, ეგ არა. ჭკვიანი უნდა იყოს. ყველაფერში უნდა ერკვეოდეს. მზრუნველი გოგო უნდა იყოს, არ ვამბობ, რომ სახლში უნდა იჯდეს და სულ ჩემზე ზრუნავდეს. შეიძლება ისეთიც შემიყვარდეს, ასეთიც, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე ჯერ შეყვარებული არ ვყოფილვარ.

- აქტიური გოგონები მოგწონს? მაგალითად, რა რეაქცია გექნება ქალმა რომ გიმღეროს?

- აუ ღადაობ? მართლა არ მომეწონება, საშინელება იქნება.

- ფრანგ გოგონებს ანიჭებ უპირატესობას?

- არ მომწონს ფრანგი გოგონები, ქართველი მირჩევნია, ქართველი გოგო მაინც ჩემიანია.

- ხშირად ახერხებ საქართველოში ჩამოსვლას?

- ახლა 5 თვეა საქართველოში ვარ, წელიწადში 6-ჯერ მაინც მიწევს ჩამოსვლა, როცა ნაკრების შეკრებაა, ახალ წელს ყოველთვის საქართველოში ვხვდები.

- ცნობილია, რომ პატარა ასაკში მიიღე მუხლის ტრავმა და ერთი წელი არ შეგეძლო თამაში, როგორ გადალახე ის პერიოდი?

- სამი თვით ვიყავით რაგბის აკადემიაში აფრიკაში, იქ მივიღე ტრავმა მუხლზე, თავიდან არ მივაქციე ყურადღება, ერთი წელი დამჭირდა რეაბილიტაციისთვის. 16 წლის ბავშვს უკვე უმაღლეს ლიგაში მათამაშებნენ, როცა ოპერაცია გავიკეთე, ვეღარ ვიფიქრებდი წარმატებით თუ გავაგრძელებდი მორაგბის კარიერას, ჯვარედინი, მენინსკი, გვერდითა იოგი მქონდა მუხლზე. მოვინდომე, ვიშრომე და ჩავდექი ფორმაში. შემდეგ კი საფრანგეთში წავედი სათამაშოდ. იმ პერიოდში სერიოზული დეპრესია დამემართა, დრო დამეხმარა ამ დეპრესიის გადალახვაში და ოჯახის წევრები.

-ზელანდიასთან შეხვედრა თითქმის ყველა მორაგბის ოცნებაა, რა რეაქცია გქონდათ, როცა სტადიონზე ზელანდიის ნაკრების წინ იდექით?

- ჩემი ოცნებაც იყო ზელანდიასთან თამაში. ვერ გადმოვცემ როგორი შეგრძნებაა, როცა სტადიონზე დგახარ და წინ დგას ზელანდიის ნაკრები, ჩემთვის ყველაზე მაგარი ემოცია და მომენტი იყო. მაგ დროს ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს, მოტივაცია გეძლევა თამაშის. პიერ რიდს გავუცვალე ჩემი მაისური, ის მსოფლიოში საუკეთესო 8 ნომერია, მის თამაშებზე გავიზარდე.

- როგორ შეაფასებთ ქართველი კომენტატორის შეფასებებს, თქვენი თამაშის დროს?

- მხიარულება შემოაქვს ასეთ შეფასებებს, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად ასეთი პერსონალური შეფასება.

იხილეთ ვიდეო

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა, თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ - რა წესების დაცვით იქნება დასაშვები  ავიამგზავრობა?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 809-მდე გაიზარდა - რას ამბობს ამირიან გამყრელიძე ახლი პაციენტის შესახებ

"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს