საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც ირანსა და "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე ინფორმაცია გასაჯაროვდა"
"ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც ირანსა და "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე ინფორმაცია გასაჯაროვდა"

ბა­ქო­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ვი­ზი­ტი იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­ცე­ლა­რი­ა­მაც კი, ინ­ფორ­მა­ცია ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მა­შინ გა­ავ­რცე­ლა, როცა პრე­მი­ე­რის თვითმფრი­ნა­ვი ბა­ქო­ში და­ეშ­ვა, - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო "ჰა­ქი­ნი" წერს.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ბა­ქო­ში ვი­ზი­ტი მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. ბოლო დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­ზის­გან და­მო­კი­დე­ბუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას აპი­რებს. ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის ფონ­ზე შეგ­ვეძ­ლო გვე­ვა­რა­უ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის კონ­ტაქ­ტი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე შედ­გე­ბო­და", - წერს გა­მო­ცე­მა.

კახი კა­ლა­ძი­სა და "გა­ზპ­რო­მის" მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გარ­და, "ჰა­ქი­ნი" იხ­სე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, და­ვით დონ­დუ­ას გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ სექ­ტემ­ბერ­ში თბი­ლის­ში, ირან­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სა­სა­უბ­როდ, და­ხუ­რუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. "ამ­გვა­რად, დონ­დუ­ამ სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ გა­ზის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა­ზე თბი­ლი­სი და თე­ი­რა­ნი სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მარ­თა­ვენ და სურთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზის მი­წო­დე­ბის კუ­თხით "სო­კა­რის" მო­ნო­პო­ლია და­ას­რუ­ლონ. "ვი­თა­რე­ბის ამ­გვარ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბაქო აა­ღელ­ვა. ამი­ტომ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ბა­ქო­ში მას შემ­დეგ მი­იწ­ვი­ეს, რაც გა­სა­ჯა­როვ­და ინ­ფორ­მა­ცია ქარ­თუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ირან­თან და "გა­ზპ­რომ­თან". შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ქარ­თველ პრე­მი­ერს აე­რო­პორ­ტში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი დახ­ვდა", - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რომ ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბის მცდე­ლო­ბა სწო­რი ტაქ­ტი­კაა, თუმ­ცა აქვე იხ­სე­ნებს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ზე გაზს და­ბალ ფა­სად, "სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­მე­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის გამო" ყი­დის.

"რამ­დე­ნად სწო­რია ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა?" - სვამს კი­თხვას ჟურ­ნა­ლის­ტი. მისი მო­საზ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, რუ­სე­თის და ირა­ნის დახ­მა­რე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯან­ზე ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს, გაზ­ზე ფა­სე­ბის დაკ­ლე­ბის მიზ­ნით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც ირანსა და "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე ინფორმაცია გასაჯაროვდა"

"ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც ირანსა და "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე ინფორმაცია გასაჯაროვდა"

ბაქოში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიამაც კი, ინფორმაცია ვიზიტის შესახებ მხოლოდ მაშინ გაავრცელა, როცა პრემიერის თვითმფრინავი ბაქოში დაეშვა, - ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო "ჰაქინი" წერს.

"სინამდვილეში, ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტი მოულოდნელი არ ყოფილა. ბოლო დღეებში რამდენიმე ქართველმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანული გაზისგან დამოკიდებულობის შემცირებას აპირებს. ამ განცხადებების ფონზე შეგვეძლო გვევარაუდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონტაქტი უმაღლეს დონეზე შედგებოდა", - წერს გამოცემა.

კახი კალაძისა და "გაზპრომის" მოლაპარაკებების გარდა, "ჰაქინი" იხსენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებას იმის შესახებ, რომ სექტემბერში თბილისში, ირანში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ, დახურული კონფერენცია გაიმართა. "ამგვარად, დონდუამ საჯაროდ აღიარა, რომ გაზის დივერსიფიცირებაზე თბილისი და თეირანი საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავენ და სურთ, საქართველოში გაზის მიწოდების კუთხით "სოკარის" მონოპოლია დაასრულონ. "ვითარების ამგვარმა მდგომარეობამ ოფიციალური ბაქო ააღელვა. ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც გასაჯაროვდა ინფორმაცია ქართული ხელმძღვანელობის საიდუმლო მოლაპარაკებებზე ირანთან და "გაზპრომთან". შემთხვევითი არ არის, რომ ქართველ პრემიერს აეროპორტში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი დახვდა", - წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ენერგორესურსების დივერსიფიცირების მცდელობა სწორი ტაქტიკაა, თუმცა აქვე იხსენებს, რომ აზერბაიჯანი საქართველოზე გაზს დაბალ ფასად, "საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით და საქართველოსთან სამეკავშირეო ურთიერთობის გამო" ყიდის.

"რამდენად სწორია ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა?" - სვამს კითხვას ჟურნალისტი. მისი მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის და ირანის დახმარებით, აზერბაიჯანზე ზეწოლა მოახდინოს, გაზზე ფასების დაკლების მიზნით.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."