სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილგაზი" კახი კალაძის მფლობელობაში გადადის?
"თბილგაზი" კახი კალაძის მფლობელობაში გადადის?

კომ­პა­ნია "ყა­ზტრანსგაზ­მა" ქარ­თულ მხა­რეს შე­საძ­ლოა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მოს­თხო­ვოს. ყა­ზა­ხუ­რი მხა­რის თქმით, სა­უ­ბა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 130 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზეა, რო­მე­ლიც 2006-2009 წლებ­ში სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ყა­ზტრანსგაზ­მა" "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სის" (რომ­ლის 100 პრო­ცენ­ტი­ა­ნი წი­ლის მფლო­ბე­ლიც თა­ვად­ვე გახ­ლავთ) გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თბი­ლი­სის გაზ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა­ში ეტა­პობ­რი­ვად ჩადო. 2009 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი კი "ყა­ზტრანსგაზს" შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ აქვს, რად­გან იმა­ვე წლის ივ­ლის­ში, ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სე­მე­კის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა შპს "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლის­ში" სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ყა­ზა­ხურ­მა მხა­რემ ხმის ამო­ღე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა? რა ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს კახი კა­ლა­ძეს ამ ყვე­ლა­ფერ­ში?

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე "ალი­ას" "ქარ­თუ­ლი და­სის" ლი­დე­რი, ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რია ესა­უბ­რე­ბა:

- ეს ყვე­ლა­ფე­რი 2009 წლის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მოხ­და, "ყა­ზტრანსგაზ­მა" კი ხმა ახლა ამო­ი­ღო. გა­სა­გე­ბია, რომ კომ­პა­ნი­ას მა­შინ ამა­ზე ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი შე­დეგს ვერ მო­უ­ტან­და, მაგ­რამ მა­ინც ჩნდე­ბა კი­თხვა: რა­ტომ ახლა?

- ჩემი აზ­რით, ეს შე­კი­თხვა სწო­რად არის დას­მუ­ლი და მას რომ სწო­რი პა­სუ­ხი გავ­ცეთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ძა­ლი­ან მოკ­ლედ გა­ვიხ­სე­ნოთ ეს ის­ტო­რია: 2009 წელს მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყა­ჩა­ღუ­რად შე­იჭ­რა "თბილ­გაზ­ში", კომ­პა­ნი­ის მარ­თვას ჩა­მო­ა­შო­რა კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი, თვი­თონ აიღო თავ­ზე მისი მარ­თვა და სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თვე­ლად ქალ­ბა­ტო­ნი ანი თაქთა­ქიშ­ვი­ლი (ის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რის, ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის და გახ­ლავთ. - ნ.ლ.) და­ნიშ­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, იმ დღი­დან მფლო­ბელ კომ­პა­ნი­ას არც ერთი თეთ­რი მო­გე­ბა არ წა­უ­ღია. რა თქმა უნდა, ეს იყო იმ დროს არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უსა­მარ­თლო, უკა­ნო­ნო, ყა­ჩა­ღუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა ამ პრო­ცე­სის კადრს მიღ­მა ას­ტა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ვაჭ­რო­ბა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი "ყაზ­მუ­ნა­ი­გა­ზის" (ყა­ზა­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი ნავ­თო­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის კომ­პა­ნია. - ნ. ლ.) მფლო­ბე­ლებ­თან "თბილ­გა­ზის" ხე­ლახ­ლა გა­ყიდ­ვა­ზე. ამას ცდი­ლობ­და ორი მხა­რე. ერთ-ერთი იყო მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხა­რე, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და ამ კომ­პა­ნი­ა­ში თა­ვი­სი კერ­ძო ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას, თუმ­ცა იყო კი­დევ ერთ-ერთი მხა­რე, რო­მე­ლიც მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­სა­ნიშ­ნავ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო და რო­მე­ლიც, ასე­ვე, ცდი­ლობ­და "თბილ­გა­ზის" ხელ­ში ჩაგ­დე­ბას და მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და "ყა­ზტრანსგაზ­თა­ნაც" და სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­თა­ნაც - ეს გახ­ლდათ კახი კა­ლა­ძე, თა­ვი­სი შპს "კალა კა­პი­ტა­ლით". თა­ვის დრო­ზე კა­ლა­ძეს ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს კი­დეც, რად­გან, როცა ამას ადას­ტუ­რებ­და, ის, ალ­ბათ, სა­უ­კე­თე­სო სიზ­მრებ­შიც ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ოდეს­მე შე­იძ­ლე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი და პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი გამ­ხდა­რი­ყო. მე­სა­მე წე­ლია, კა­ლა­ძე მარ­თავს ქარ­თულ ენერ­გე­ტი­კას, მაგ­რამ ზუს­ტად ისე მო­იქ­ცა, რო­გორც თა­ვის დრო­ზე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი: "თბილ­გა­ზის" სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველ­თად თაქთა­ქიშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნა და ის ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, რად­გან ის აკონ­ტრო­ლებ­და იმ­ჟა­მინ­დელ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრ ალე­კო ხე­თა­გურს და ზო­გა­დად, ის სფე­რო მის კონ­ტროლ­ქვეშ მყო­ფი სივ­რცე იყო. ზუს­ტად ასე მო­იქ­ცა კა­ლა­ძეც - როცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და, კა­ლა­ძე ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გუნ­დის­გან გა­და­ი­ბა­რა ენერ­გე­ტი­კის სფე­რო - კახი კა­ლა­ძემ "თბილ­გა­ზის" სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თვე­ლად და­ნიშ­ნა თა­ვი­სი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი, შპს "კალა კა­პი­ტა­ლის" უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გი­ორ­გი ბე­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და ენერ­გე­ტი­კა­ზე. ბე­რაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნას მოჰ­ყვა ღია და აშ­კა­რა ლო­ბი­რე­ბა "თბილ­გა­ზის" მხრი­დან და ამას მხარს უჭერ­და ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო, რომ გაზ­ზე ფა­სე­ბი გაზ­რდი­ლი­ყო. რომ არა ჩვე­ნი გა­აფ­თრე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, ისევ გა­იზ­რდე­ბო­და გა­ზის ტა­რი­ფი, რო­გორც ეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე მოხ­და. ეს რაც ის­ტო­რი­ას შე­ე­ხე­ბო­და და ახლა, მოწ­მენ­დილ ცაზე ყა­ზა­ხუ­რი მხა­რის ეს გან­ცხა­დე­ბა, რა თქმა უნდა, აჩენს ლე­გი­ტი­მურ შე­კი­თხვას: ხომ არ შედ­გა მო­ლა­პა­რა­კე­ბა კახი კა­ლა­ძე­სა და "ყაზ­მუ­ნა­ი­გა­ზის" მფლო­ბე­ლებს შო­რის, "თბილ­გა­ზის" კა­ლა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ? ეს გან­ცხა­დე­ბა კი შე­საძ­ლოა, არის ერ­თგვა­რი ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბა იმის­თვის, რომ ყა­ზა­ხუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტი, რო­მე­ლიც ისე­დაც ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ის მმარ­თვე­ლო­ბას, გა­ვი­დეს მფლო­ბე­ლო­ბი­დან და მერე ამ მფლო­ბე­ლო­ბა­ში შე­მო­ვი­დეს სად­მე, რო­მე­ლი­მე ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში, მა­გა­ლი­თად, კვიპ­როს­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნია, რომ­ლის რე­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლიც კახი კა­ლა­ძე იქ­ნე­ბა?

- ანუ თქვენ ამ­ბობთ, რომ ყა­ზა­ხუ­რი მხა­რის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ამ გან­ცხა­დე­ბის და ზო­გა­დად, ამ პრო­ცე­სის უკან, შე­საძ­ლოა კახი კა­ლა­ძის ინ­ტე­რე­სე­ბი იყოს "თბილ­გა­ზის" მი­მართ?

- დიახ, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან, თუ გა­დავ­ხე­დავთ "თბილ­გა­ზის" ის­ტო­რი­ას ზუს­ტად ასე იყო 2009 წლი­დან. სწო­რედ იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 9 წლის შემ­დეგ კახი კა­ლა­ძე ცდი­ლობ­და "თბილ­გა­ზის" ხელ­ში ჩაგ­დე­ბას, აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. საქ­მე მის­თვის ხელ­საყ­რე­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მას იმ­დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აე­რია და ეს გა­რი­გე­ბა ჩა­ე­შა­ლა. ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია და ჩემ­თვის უკვე ცნო­ბი­ლია. ახლა სავ­სე­ბით ლე­გი­ტი­მუ­რია მო­საზ­რე­ბა, - ხომ არ შედ­გა ხე­ლა­ხა­ლი გა­რი­გე­ბა კა­ლა­ძეს­თან და ვი­მე­ო­რებ, "ყაზ­მუ­ნა­ი­გა­ზის" ეს გან­ცხა­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, არის ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბა, რომ "ყა­ზტრანსგა­ზი" გა­დის და მის ნაც­ვლად შე­მო­ვა ვი­ღაც ახა­ლი კომ­პა­ნია? რა თქმა უნდა, ამ შემ­თხვე­ვა­ში იქ კახი კა­ლა­ძე არ გა­მოჩ­ნდე­ბა, ეს კვიპ­როს­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნია აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც რე­ა­ლუ­რად კახი კა­ლა­ძე იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა, რომ სწო­რედ ასეთ მა­ქი­ნა­ცი­ას ჰქონ­დეს ად­გი­ლი. მით უმე­ტეს, კა­ლა­ძეს დღემ­დე აქვს აშ­კა­რა კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი ენერ­გე­ტი­კა­შიც, გაზ­შიც, ის არის ტა­რი­ფე­ბის ზრდის ლო­ბის­ტი ენერ­გე­ტი­კა­ზეც და გაზ­ზეც, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი ეჭვი სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რია, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერს და­მა­ტე­ბით შეს­წავ­ლა სჭირ­დე­ბა.

- "ყა­ზტრანსგა­ზი", ფაქ­ტობ­რი­ვად, 2009 წლი­დან ით­ვლე­ბა თა­მა­შ­გა­რეთ, რა­გან სწო­რედ იმ დროს მოხ­და "თბილ­გაზ­ში" სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნა. სამი წე­ლია, რაც ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კა­ლა­ძეა და მას რე­ლა­უ­რი მცდე­ლო­ბაც არ ჰქო­ნია იმის (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ­სად გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა), რომ "ყა­ზტრანსგა­ზის" მმარ­თვე­ლო­ბა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა "თბილ­გაზ­ში". გა­მო­დის, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, მარ­თლაც იყოს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გათ­ვლი­ლი რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი გა­რი­გე­ბა, რათა "თბილ­გა­ზის" აქ­ტი­ვე­ბი და მმარ­თვე­ლო­ბა კა­ლა­ძის ხელ­ში ახლა გა­და­ვი­დეს?

- სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან კა­ლა­ძე კონ­ფლიქ­ტშიც კი შე­დი­ო­და სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან "თბილ­გა­ზის" ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად და მის სხვა­დას­ხვა პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ვე­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბე­ბიც ჰქონ­და. ის, რომ 2012 წლის მერე სამი წელი გა­ვი­და და მისი მი­ნის­ტრო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "თბილ­გა­ზი" კა­ნო­ნი­ერ მფლო­ბელს არ და­უბ­რუნ­და და ის, რომ "თბილ­გაზს" მარ­თავს კა­ლა­ძის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი, სწო­რედ იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ "თბილ­გა­ზის" ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მა­შინ­დე­ლი სურ­ვი­ლე­ბი და მადა კა­ლა­ძეს ჯერ კი­დევ არ გა­ნე­ლე­ბია. პრინ­ციპ­ში, რა­ტომ უნდა გა­ნე­ლე­ბო­და? ახლა ხომ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრია და მეტი ბერ­კე­ტი აქვს მის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად? სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რია ვთქვათ, რომ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლე­ბის­თვის მარ­თვის უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა იმი­ტომ გა­ე­წე­ლა, რომ შემ­დგომ­ში იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ე­ხა­და, მის­თვის და­ეთ­მო გარ­კვე­უ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

- ყა­ზა­ხუ­რი მხა­რე აცხა­დებს, რომ "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლის­ში" ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია 130 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს აღ­წევს და მათ შე­იძ­ლე­ბა ამ თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვონ. ამ­ხე­ლა თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა თუ არა შემ­დგომ­ში აი­სა­ხოს იმა­ვე გაზ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა­ზე, ან ტა­რიფ­ზე? რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამ ამ­ბავს, თუ 130 მი­ლი­ო­ნი "თბილ­გა­ზი­დან" იქ­ნე­ბა ამო­ღე­ბუ­ლი?

- ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რა თქმა უნდა, გა­და­მოწ­მე­ბა და და­ზუს­ტე­ბა სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა 130 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ისე­თი კომ­პა­ნი­ის­თვის, რო­გო­რიც "თბილ­გა­ზია", დიდი ციფ­რი არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ზის მი­წო­დე­ბას, აქ არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ იქ­ნე­ბა. თუ მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ კა­ლა­ძემ მი­აღ­წია შე­თან­ხმე­ბას "ყა­ზტრანსგაზ­თან", რომ "თბილ­გა­ზი" მის­თვის და­ეთ­მოთ, არის რე­ა­ლუ­რი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, 130 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­დის მე­ქა­ნიზ­მზეც იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლე­ბი. ამ თან­ხას "თბილ­გა­ზი" რამ­დე­ნი­მე თვე­ში ამო­ი­ღებს, ის მი­ლი­ონ­ნა­ხევ­რი­ა­ნი ქა­ლა­ქის ექ­სკლუ­ზი­უ­რი მიმ­წო­დე­ბე­ლია და მარ­ტო მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ჰყავს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი აბო­ნენ­ტი. თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა 40-50 ლარი რომ გა­და­ი­ხა­დოს თვე­ში, სა­დღაც 25 მი­ლი­ო­ნი გა­მო­დის. გა­დახ­დის მე­ქა­ნიზ­მზე მო­ი­ლა­პა­რა­კებ­დნენ ისე, რომ სა­ხელ­მწი­ფომ კი არ გა­და­ი­ხა­დოს, ეს მო­ახ­დი­ნოს პო­ტენ­ცი­ურ­მა ახალ­მა "მყიდ­ველ­მა", რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, კვიპ­როს­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კახი კა­ლა­ძის რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნია იქ­ნე­ბა.

- კვიპ­როს­სა და კა­ლა­ძეს ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ხში­რად ახ­სე­ნებთ. რამე კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ?

- ამას შემ­თხვე­ვით არ ვახ­სე­ნებ, რად­გან კახი კა­ლა­ძეს უყ­ვარს კვიპ­როს­ზე ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში ფა­რუ­ლად და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით (და მე ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მაქვს), მას კვიპ­როს­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აქვს კომ­პა­ნია "კალა კა­პი­ტალ ლი­მი­ტე­დი", რო­მე­ლიც ბიზ­ნესს სწო­რედ ენერ­გე­ტი­კა­ში ეწე­ვა. ეს "კალა კა­პი­ტალ ლი­მი­ტე­დი" ფლობს სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე ისეთ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც, ასე­ვე, ენერ­გე­ტი­კა­ში მოღ­ვა­წე­ობს. ასე­თია შპს "კალა კა­პი­ტა­ლი", "ჰიდ­რომ­შე­ნი", "კალა ენერ­ჯი" და ა.შ. ყვე­ლა­ფერ ამას ფლობს კვიპ­როს­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "კალა კა­პი­ტალ ლი­მი­ტე­დი" და მისი მფლო­ბე­ლი კი კახი კა­ლა­ძეა. აი, ასეთ მა­ფი­ო­ზო­ბა­ნას თა­მაშს აქვს ად­გი­ლი.

- თქვენ შე­საძ­ლო გა­რი­გე­ბა­ზე სა­უბ­რობთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­კი­თხი ასე შე­იძ­ლე­ბა და­ის­ვას "ყა­ზტრანსგაზ­მა" უკვე გა­ა­კე­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ თან­ხის ამო­სა­ღე­ბად ისი­ნი და­ი­წყე­ბენ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რას. ამ შემ­თხვე­ვა­ში რას­თან გვაქვს საქ­მე? სი­ტუ­ა­ცი­ას დღე-დღე­ზე ხომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­მარ­თლებ­რი­ვი მსვლე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს?

- ასე­თი წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნა არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რა, ფორ­მა­ლო­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად არის სა­ჭი­რო, რომ სა­ხელ­მწი­ფოს შე­ა­ტყო­ბი­ნო იმის შე­სა­ხებ, კომ­პა­ნია აპი­რებს გას­ვლას და თა­ვის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას.

- ანუ სა­მარ­თლებ­რი­ვად ეს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცნო­ბა არ არის?

- არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ არის, ეს არის, უბ­რა­ლოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ "ყა­ზტრანსგა­ზი" გას­ვლას აპი­რებს და ამის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბას იწყებს სა­ხელ­მწი­ფოს­თან. თა­ვის მხრივ, სა­ხელ­მწი­ფო, ასე­ვე ფორ­მა­ლუ­რად, და­ი­წყებს ახა­ლი მფლო­ბე­ლის ძი­ე­ბას და აი, აქ გა­მოჩ­ნდე­ბა დიდ­ხანს ნა­ნატ­რი "კალა კა­პი­ტალ ლი­მი­ტე­დი", თუკი ის ვერ­სია, რა­საც ვა­ცხა­დებთ, არის სწო­რი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ეს კომ­პა­ნია წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300-400 მი­ლი­ო­ნის ოდე­ნო­ბის შე­მო­სა­ვალს მი­ი­ღებს.

- გვერ­დზე რომ გავ­წი­ოთ ახლა ეს შე­საძ­ლო კუ­ლუ­ა­რუ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი და კა­ლა­ძის ინ­ტე­რე­სე­ბი, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან იმის­თვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ 130 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და? ანუ რო­გორ უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს ეს პრო­ცე­სი?

- ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მო­სავ­ლაი იქ­ნე­ბო­და ის, რომ სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვის სა­კუთ­რე­ბა­ში და­იბ­რუ­ნოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და მას სა­ხელ­მწი­ფო მე­ნე­ჯმენ­ტი მარ­თავ­დეს. თუ სა­ხელ­მწი­ფო ასეთ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებს, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა ინ­ვეს­ტორ­თან, "ყა­ზტრანსგაზ­თან", რომ სა­ხელ­მწი­ფომ ეტა­პობ­რი­ვად და­ფა­როს ეს თან­ხა, რა თქმა უნდა, მო­გე­ბი­სა და კომ­პენსცა­ი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც და­ი­ფა­რე­ბა "თბილ­გა­ზის" მიერ ამო­ღე­ბუ­ლი იმ მი­ლი­ო­ნე­ბით, რომ­ლის ამო­ღე­ბაც ახ­ლაც ხდე­ბა, უბ­რა­ლოდ, თუ ეს თან­ხე­ბი თა­ვის დრო­ზე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ხე­თა­გუ­რის ჯი­ბე­ში მი­ე­დი­ნე­ბო­და, ახლა კახი კა­ლა­ძი­სა და გი­ორ­გი ბე­რაშ­ვი­ლის ჯი­ბე­ში მი­ე­დი­ნე­ბა და "თბილ­გა­ზი" დღემ­დე მო­გე­ბა­ზე არ არის, არ აჩ­ვე­ნებს.

ნინო ლა­ბარ­ტყა­ვა

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"თბილგაზი" კახი კალაძის მფლობელობაში გადადის?

"თბილგაზი" კახი კალაძის მფლობელობაში გადადის?

კომპანია "ყაზტრანსგაზმა" ქართულ მხარეს შესაძლოა ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. ყაზახური მხარის თქმით, საუბარი დაახლოებით 130 მილიონ აშშ დოლარზეა, რომელიც 2006-2009 წლებში სააქციო საზოგადოება "ყაზტრანსგაზმა" "ყაზტრანსგაზთბილისის" (რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელიც თავადვე გახლავთ) განვითარებასა და თბილისის გაზმომარაგების სისტემაში ეტაპობრივად ჩადო. 2009 წლიდან მოყოლებული კი "ყაზტრანსგაზს" შვილობილი კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების საშუალება აღარ აქვს, რადგან იმავე წლის ივლისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სემეკის შუამდგომლობა შპს "ყაზტრანსგაზთბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ.

რატომ გადაწყვიტა ყაზახურმა მხარემ ხმის ამოღება მაინცდამაინც ახლა? რა ბიზნესინტერესები შეიძლება ჰქონდეს კახი კალაძეს ამ ყველაფერში?

აღნიშნულ თემაზე "ალიას" "ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია ესაუბრება:

- ეს ყველაფერი 2009 წლის "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა, "ყაზტრანსგაზმა" კი ხმა ახლა ამოიღო. გასაგებია, რომ კომპანიას მაშინ ამაზე ხმამაღალი საუბარი შედეგს ვერ მოუტანდა, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა: რატომ ახლა?

- ჩემი აზრით, ეს შეკითხვა სწორად არის დასმული და მას რომ სწორი პასუხი გავცეთ, აუცილებელია, ძალიან მოკლედ გავიხსენოთ ეს ისტორია: 2009 წელს მაშინდელი ხელისუფლება ყაჩაღურად შეიჭრა "თბილგაზში", კომპანიის მართვას ჩამოაშორა კომპანიის მფლობელის მიერ დანიშნული მენეჯმენტი, თვითონ აიღო თავზე მისი მართვა და სპეციალურ მმართველად ქალბატონი ანი თაქთაქიშვილი (ის საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის და გახლავთ. - ნ.ლ.) დანიშნა. შესაბამისად, იმ დღიდან მფლობელ კომპანიას არც ერთი თეთრი მოგება არ წაუღია. რა თქმა უნდა, ეს იყო იმ დროს არსებული ხელისუფლების უსამართლო, უკანონო, ყაჩაღური გადაწყვეტილება, თუმცა ამ პროცესის კადრს მიღმა ასტანაში მიმდინარეობდა ვაჭრობა, მოლაპარაკებები "ყაზმუნაიგაზის" (ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია. - ნ. ლ.) მფლობელებთან "თბილგაზის" ხელახლა გაყიდვაზე. ამას ცდილობდა ორი მხარე. ერთ-ერთი იყო მაშინდელი ხელისუფლების მხარე, რომელიც ცდილობდა ამ კომპანიაში თავისი კერძო ბიზნესინტერესების გატარებას, თუმცა იყო კიდევ ერთ-ერთი მხარე, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებასთან შესანიშნავ ურთიერთობაში იყო და რომელიც, ასევე, ცდილობდა "თბილგაზის" ხელში ჩაგდებას და მოლაპარაკებას აწარმოებდა "ყაზტრანსგაზთანაც" და სააკაშვილის რეჟიმთანაც - ეს გახლდათ კახი კალაძე, თავისი შპს "კალა კაპიტალით". თავის დროზე კალაძეს ეს დადასტურებული აქვს კიდეც, რადგან, როცა ამას ადასტურებდა, ის, ალბათ, საუკეთესო სიზმრებშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე შეიძლებოდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი გამხდარიყო. მესამე წელია, კალაძე მართავს ქართულ ენერგეტიკას, მაგრამ ზუსტად ისე მოიქცა, როგორც თავის დროზე ვანო მერაბიშვილი: "თბილგაზის" სპეციალურ მმართველთად თაქთაქიშვილის დანიშვნა და ის ღონისძიება იყო ვანო მერაბიშვილის ინიციატივით განხორციელებული, რადგან ის აკონტროლებდა იმჟამინდელ ენერგეტიკის მინისტრ ალეკო ხეთაგურს და ზოგადად, ის სფერო მის კონტროლქვეშ მყოფი სივრცე იყო. ზუსტად ასე მოიქცა კალაძეც - როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, კალაძე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა და შესაბამისად, ვანო მერაბიშვილის გუნდისგან გადაიბარა ენერგეტიკის სფერო - კახი კალაძემ "თბილგაზის" სპეციალურ მმართველად დანიშნა თავისი ბიზნესპარტნიორი, შპს "კალა კაპიტალის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ბერაშვილი, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა ენერგეტიკაზე. ბერაშვილის დანიშვნას მოჰყვა ღია და აშკარა ლობირება "თბილგაზის" მხრიდან და ამას მხარს უჭერდა ენერგეტიკის სამინისტრო, რომ გაზზე ფასები გაზრდილიყო. რომ არა ჩვენი გააფთრებული წინააღმდეგობა, ისევ გაიზრდებოდა გაზის ტარიფი, როგორც ეს ელექტროენერგიაზე მოხდა. ეს რაც ისტორიას შეეხებოდა და ახლა, მოწმენდილ ცაზე ყაზახური მხარის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, აჩენს ლეგიტიმურ შეკითხვას: ხომ არ შედგა მოლაპარაკება კახი კალაძესა და "ყაზმუნაიგაზის" მფლობელებს შორის, "თბილგაზის" კალაძის მფლობელობაში გადაცემის შესახებ? ეს განცხადება კი შესაძლოა, არის ერთგვარი ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ყაზახური მენეჯმენტი, რომელიც ისედაც ჩამოშორებულია კომპანიის მმართველობას, გავიდეს მფლობელობიდან და მერე ამ მფლობელობაში შემოვიდეს სადმე, რომელიმე ოფშორულ ზონაში, მაგალითად, კვიპროსში დარეგისტრირებული რომელიმე კომპანია, რომლის რეალური მფლობელიც კახი კალაძე იქნება?

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ყაზახური მხარის მიერ გაკეთებული ამ განცხადების და ზოგადად, ამ პროცესის უკან, შესაძლოა კახი კალაძის ინტერესები იყოს "თბილგაზის" მიმართ?

- დიახ, სავსებით შესაძლებელია, რადგან, თუ გადავხედავთ "თბილგაზის" ისტორიას ზუსტად ასე იყო 2009 წლიდან. სწორედ იქიდან მოყოლებული, 9 წლის შემდეგ კახი კალაძე ცდილობდა "თბილგაზის" ხელში ჩაგდებას, აწარმოებდა მოლაპარაკებებს. საქმე მისთვის ხელსაყრელად მიმდინარეობდა, მაგრამ მოულოდნელად მას იმდროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობები აერია და ეს გარიგება ჩაეშალა. ეს დადასტურებული ფაქტია და ჩემთვის უკვე ცნობილია. ახლა სავსებით ლეგიტიმურია მოსაზრება, - ხომ არ შედგა ხელახალი გარიგება კალაძესთან და ვიმეორებ, "ყაზმუნაიგაზის" ეს განცხადება, უბრალოდ, არის ნიადაგის მომზადება, რომ "ყაზტრანსგაზი" გადის და მის ნაცვლად შემოვა ვიღაც ახალი კომპანია? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქ კახი კალაძე არ გამოჩნდება, ეს კვიპროსში დარეგისტრირებული რომელიმე კომპანია აღმოჩნდება, რომლის მფლობელიც რეალურად კახი კალაძე იქნება. შესაძლოა, რომ სწორედ ასეთ მაქინაციას ჰქონდეს ადგილი. მით უმეტეს, კალაძეს დღემდე აქვს აშკარა კომერციული ინტერესები ენერგეტიკაშიც, გაზშიც, ის არის ტარიფების ზრდის ლობისტი ენერგეტიკაზეც და გაზზეც, შესაბამისად, ჩემი ეჭვი სავსებით ლოგიკურია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დამატებით შესწავლა სჭირდება.

- "ყაზტრანსგაზი", ფაქტობრივად, 2009 წლიდან ითვლება თამაშგარეთ, რაგან სწორედ იმ დროს მოხდა "თბილგაზში" სპეციალური მმართველის დანიშვნა. სამი წელია, რაც ენერგეტიკის მინისტრი კალაძეა და მას რელაური მცდელობაც არ ჰქონია იმის (ყოველ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია არსად გაჟღერებულა), რომ "ყაზტრანსგაზის" მმართველობა დაებრუნებინა "თბილგაზში". გამოდის, სავსებით შესაძლებელია, მართლაც იყოს წლების განმავლობაში გათვლილი რაღაც კონკრეტული გარიგება, რათა "თბილგაზის" აქტივები და მმართველობა კალაძის ხელში ახლა გადავიდეს?

- სავსებით შესაძლებელია, რადგან კალაძე კონფლიქტშიც კი შედიოდა სხვადასხვა ბიზნესმენებთან "თბილგაზის" ხელში ჩასაგდებად და მის სხვადასხვა პოტენციურ მყიდველებთან დაპირისპირებებიც ჰქონდა. ის, რომ 2012 წლის მერე სამი წელი გავიდა და მისი მინისტრობის განმავლობაში "თბილგაზი" კანონიერ მფლობელს არ დაუბრუნდა და ის, რომ "თბილგაზს" მართავს კალაძის ბიზნესპარტნიორი, სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ "თბილგაზის" ხელში ჩაგდების მაშინდელი სურვილები და მადა კალაძეს ჯერ კიდევ არ განელებია. პრინციპში, რატომ უნდა განელებოდა? ახლა ხომ ენერგეტიკის მინისტრია და მეტი ბერკეტი აქვს მის ხელში ჩასაგდებად? სავსებით ლოგიკურია ვთქვათ, რომ სამი წლის განმავლობაში კანონიერი მფლობელებისთვის მართვის უფლების გადაცემა იმიტომ გაეწელა, რომ შემდგომში იძულებული გაეხადა, მისთვის დაეთმო გარკვეული კომერციული გარიგების საფუძველზე.

- ყაზახური მხარე აცხადებს, რომ "ყაზტრანსგაზთბილისში" ჩადებული ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს და მათ შეიძლება ამ თანხის დაბრუნება მოითხოვონ. ამხელა თანხის დაბრუნება შეიძლება თუ არა შემდგომში აისახოს იმავე გაზმომარაგების სისტემაზე, ან ტარიფზე? რა შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს, თუ 130 მილიონი "თბილგაზიდან" იქნება ამოღებული?

- ინვესტიციების რაოდენობას, რა თქმა უნდა, გადამოწმება და დაზუსტება სჭირდება, თუმცა 130 მილიონი დოლარი ისეთი კომპანიისთვის, როგორიც "თბილგაზია", დიდი ციფრი არ არის. რაც შეეხება გაზის მიწოდებას, აქ არანაირი შეფერხება არ იქნება. თუ მოსაზრება იმის შესახებ, რომ კალაძემ მიაღწია შეთანხმებას "ყაზტრანსგაზთან", რომ "თბილგაზი" მისთვის დაეთმოთ, არის რეალური, ასეთ შემთხვევაში, 130 მილიონი დოლარის გადახდის მექანიზმზეც იქნებიან ისინი მოლაპარაკებულები. ამ თანხას "თბილგაზი" რამდენიმე თვეში ამოიღებს, ის მილიონნახევრიანი ქალაქის ექსკლუზიური მიმწოდებელია და მარტო მოსახლეობაში ჰყავს ნახევარი მილიონი აბონენტი. თითოეულმა მათგანმა 40-50 ლარი რომ გადაიხადოს თვეში, სადღაც 25 მილიონი გამოდის. გადახდის მექანიზმზე მოილაპარაკებდნენ ისე, რომ სახელმწიფომ კი არ გადაიხადოს, ეს მოახდინოს პოტენციურმა ახალმა "მყიდველმა", რომელიც მაღალი ალბათობით, კვიპროსში დარეგისტრირებული კახი კალაძის რომელიმე კომპანია იქნება.

- კვიპროსსა და კალაძეს ერთობლიობაში ხშირად ახსენებთ. რამე კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ?

- ამას შემთხვევით არ ვახსენებ, რადგან კახი კალაძეს უყვარს კვიპროსზე ოფშორულ ზონაში ფარულად დარეგისტრირებული კომპანიების მფლობელობა. ჩემი ინფორმაციით (და მე ამის მტკიცებულება მაქვს), მას კვიპროსზე დარეგისტრირებული აქვს კომპანია "კალა კაპიტალ ლიმიტედი", რომელიც ბიზნესს სწორედ ენერგეტიკაში ეწევა. ეს "კალა კაპიტალ ლიმიტედი" ფლობს საქართველოში რეგისტრირებულ რამდენიმე ისეთ კომპანიას, რომელიც, ასევე, ენერგეტიკაში მოღვაწეობს. ასეთია შპს "კალა კაპიტალი", "ჰიდრომშენი", "კალა ენერჯი" და ა.შ. ყველაფერ ამას ფლობს კვიპროსზე დარეგისტრირებული "კალა კაპიტალ ლიმიტედი" და მისი მფლობელი კი კახი კალაძეა. აი, ასეთ მაფიოზობანას თამაშს აქვს ადგილი.

- თქვენ შესაძლო გარიგებაზე საუბრობთ, ამ შემთხვევაში საკითხი ასე შეიძლება დაისვას "ყაზტრანსგაზმა" უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ თანხის ამოსაღებად ისინი დაიწყებენ სამართლებრივ პროცედურას. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? სიტუაციას დღე-დღეზე ხომ, ფაქტობრივად, სამართლებრივი მსვლელობა შეიძლება მიეცეს?

- ასეთი წერილის გამოგზავნა არის ჩვეულებრივი პროცედურა, ფორმალობა, რომელიც აუცილებლად არის საჭირო, რომ სახელმწიფოს შეატყობინო იმის შესახებ, კომპანია აპირებს გასვლას და თავის ინვესტიციების დაბრუნებას.

- ანუ სამართლებრივად ეს რაიმე განსაკუთრებული ცნობა არ არის?

- არაფერი განსაკუთრებული არ არის, ეს არის, უბრალოდ, საზოგადოებისთვის გაკეთებული განცხადება, რომ "ყაზტრანსგაზი" გასვლას აპირებს და ამის შესახებ მოლაპარაკებას იწყებს სახელმწიფოსთან. თავის მხრივ, სახელმწიფო, ასევე ფორმალურად, დაიწყებს ახალი მფლობელის ძიებას და აი, აქ გამოჩნდება დიდხანს ნანატრი "კალა კაპიტალ ლიმიტედი", თუკი ის ვერსია, რასაც ვაცხადებთ, არის სწორი. ასეთ შემთხვევაში, ეს კომპანია წელიწადში დაახლოებით 300-400 მილიონის ოდენობის შემოსავალს მიიღებს.

- გვერდზე რომ გავწიოთ ახლა ეს შესაძლო კულუარული გარიგებები და კალაძის ინტერესები, რა შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ 130 მილიონი დოლარის გადახდა? ანუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს პროცესი?

- ყველაზე კარგი გამოსავლაი იქნებოდა ის, რომ სახელმწიფომ თავის საკუთრებაში დაიბრუნოს სტრატეგიული ობიექტები და მას სახელმწიფო მენეჯმენტი მართავდეს. თუ სახელმწიფო ასეთ არჩევანს გააკეთებს, თავისუფლად შეიძლება მოლაპარაკება ინვესტორთან, "ყაზტრანსგაზთან", რომ სახელმწიფომ ეტაპობრივად დაფაროს ეს თანხა, რა თქმა უნდა, მოგებისა და კომპენსცაიების გათვალისწინებით, რაც დაიფარება "თბილგაზის" მიერ ამოღებული იმ მილიონებით, რომლის ამოღებაც ახლაც ხდება, უბრალოდ, თუ ეს თანხები თავის დროზე ვანო მერაბიშვილისა და ხეთაგურის ჯიბეში მიედინებოდა, ახლა კახი კალაძისა და გიორგი ბერაშვილის ჯიბეში მიედინება და "თბილგაზი" დღემდე მოგებაზე არ არის, არ აჩვენებს.

ნინო ლაბარტყავა

გაზეთი "ალია"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."