სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიხა მოზა - ყველაზე გავლენიანი ქალი მუსლიმურ სამყაროში
შეიხა მოზა - ყველაზე გავლენიანი ქალი მუსლიმურ სამყაროში

შე­ი­ხი ჰა­მა­დი ყა­ტარს სა­თა­ვე­ში 1995 წელს, ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბით ჩა­უდ­გა - დრო იხელ­თა, სა­ნამ მა­მა­მი­სი შვე­ი­ცა­რი­ა­ში მივ­ლი­ნე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და. ჰა­ლი­ფა ბენ ჰა­მად­მა შვი­ლი სა­ჯა­როდ უარ­ყო და 1996 წლის 14 თე­ბერ­ვალს კონ­ტრგა­დატ­რი­ა­ლე­ბა უშე­დე­გოდ სცა­და. ამის შემ­დეგ ჰა­მად­მა ამე­რი­კუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია Patton Boggs და­ი­ქი­რა­ვა და მა­მის სა­ზღვარ­გა­რე­თის ფუ­ლა­დი ან­გა­რი­შე­ბი გა­ყი­ნა, რი­თაც ძა­ლა­უფ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­იმ­ყა­რა. ჰა­ლი­ფა ბენ ჰა­მად­მა სამ­შობ­ლო­ში შვილ­თან შე­რი­გე­ბის შემ­დეგ, მხო­ლოდ 2004 წელს შეძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბა.

2013 წლის 25 ივ­ნისს ჰა­მად­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბა თა­ვის შვილს, კრონპ­რინც თა­მიმ ბინ ჰა­მად ალ ტა­ნის გა­დას­ცა.

ჰა­მა­დის მმარ­თვე­ლო­ბა ყა­ტა­რის­თვის რე­ფორ­მე­ბი­სა და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის ეპო­ქად იქცა. პირ­ველ რიგ­ში ყა­ტა­რის გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კომ­პლექ­სი უცხო­ე­ლი მსხვი­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის (ExxonMobil, Shell, Total) მო­ზიდ­ვის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბის ახალ გზას და­ად­გა. შე­დე­გად, ყა­ტა­რი თხე­ვა­დი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის წამ­ყვან მწარ­მო­ე­ბელ ქვე­ყა­ნად იქცა.

არაბ მმარ­თველ­თა შო­რის ჰა­მა­დი პროგ­რე­სი­ულ ლი­დე­რად ით­ვლე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აბ­სო­ლუ­ტურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და. 1997 წელს ყა­ტა­რი რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გახ­და, სა­დაც ქა­ლებს ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. 1996 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნია ”ალ ჯა­ზი­რას” და­არ­სე­ბას შე­უ­წყო ხელი, რო­მე­ლიც ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქვეყ­ნის გავ­ლე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტია.

შეიხ ჰა­მადს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, დი­ა­ბე­ტით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. დი­ა­ბე­ტი ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ყა­ტარ­ში, რომ­ლის მცხოვ­რებ­თათ­ვის ახ­ლო­ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია. შე­იხზე არა­ერ­თხელ გან­ხორ­ცი­ელ­და თავ­დას­ხმა.

ჰა­მა­დის მე­უღ­ლის, მო­ზას ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და საქ­ველ­მოქ­მე­დო პროგ­რა­მებ­ზე მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი რამ არის ცნო­ბი­ლი. ამ­ბო­ბენ, პირ­ველ მე­უღ­ლეს, შე­ი­ხა მა­რი­ამ ბინტ მუ­ჰა­მადს, მო­ზას­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე დიდი ხნით ადრე დას­ცილ­და. მე­სა­მე ცოლი, ნურა ბინტ ჰა­ლი­დი მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ირ­თო. პირ­ვე­ლი და და მე­სა­მე ცო­ლე­ბი ჰა­მა­დის შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ, ისი­ნი ცოტა ვინ­მეს თუ უნა­ხავს.

შე­ი­ხა მო­ზამ გა­ნათ­ლე­ბა სო­ცი­ო­ლო­გი­ის სფე­რო­ში ყა­ტა­რის ეროვ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო (1986-1990), შემ­დგომ ამე­რი­კის სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ი­ა­რა სტა­ჟი­რე­ბა. შე­ი­ხა ცნო­ბი­ლი ყა­ტა­რე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ნა­სერ ბინ აბ­დუ­ლა ალ-მის­ნე­დის ქა­ლიშ­ვი­ლია. შე­ი­ხა მო­ზა­სა და შეიხ ჰა­მა­დის ქორ­წი­ნე­ბა დი­ნას­ტი­უ­რია, რომ­ლის მი­ზა­ნიც მა­მა­მის­თან და­მოყვრე­ბა გახ­ლდათ, რათა ოჯა­ხებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა შე­წყვე­ტი­ლი­ყო.

შე­ი­ხა მო­ზას, სპარ­სე­თის ტუ­რის მმარ­თვე­ლე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უამ­რა­ვი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია, მათ შო­რის არის სა­პა­ტიო: ყა­ტა­რის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რე, ოჯა­ხუ­რი სა­კი­თხე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, გა­ნათ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, იუ­ნეს­კოს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

შე­ი­ხა მო­ზას უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია, ყა­ტა­რი აქ­ცი­ოს მსოფ­ლი­ო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე წამ­ყვან ქვეყ­ნად, რის­თვი­საც სა­ხელ­მწი­ფო­სა და რე­გი­ო­ნის პო­ლი­ტი­კურ, საქ­მი­ან, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბა. მან შექ­მნა არა­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფონ­დი, რომ­ლის პირ­ვე­ლი შე­ნა­ტა­ნი 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, შეიხ ჰა­მა­დის­გან იყო. ფონ­დის ამო­ცა­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხე­ლის­შე­წყო­ბაა. შე­ი­ხა მოზა ვირ­ჯი­ნი­ის თა­ნა­მე­გობ­რო­ბის, ტე­ხა­სის A & M, კარ­ნე­გი-მე­ლო­ნის, ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და ლონ­დო­ნის იმ­პე­რი­უ­ლი კო­ლე­ჯის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი გახ­ლავთ.

სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნებ­ში მოზა ერ­თდრო­უ­ლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­სა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. მო­ნარ­ქე­ბის არ­ცერ­თი ცოლი არ ჩნდე­ბა პუბ­ლი­კის წი­ნა­შე ისე­თი სიხ­ში­რით, რო­გორც შე­ი­ხა მოზა. მისი ელე­გან­ტუ­რი სტი­ლი და დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა ევ­რო­პე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის აღ­ტა­ცე­ბას იწ­ვევს. მუს­ლი­მე­ბი კი, აღ­შფო­თე­ბუ­ლი არი­ან ქა­ლის ჩაც­მუ­ლო­ბით. პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შე­ი­ხამ ყა­ტარ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო: პატ­რი­არ­ქა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, მატ­რი­არ­ქა­ტი შექ­მნა. მას შემ­დეგ, რაც 2013 წელს მე­უღ­ლემ მმარ­თვე­ლო­ბა ვაჟს გა­დას­ცა, მოზა დღემ­დე ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქა­ლად ით­ვლე­ბა ქვე­ყა­ნა­სა და მსოფ­ლი­ო­ში.

ვი­საც შე­ი­ხას ფონდთან რა­ი­მე შე­ხე­ბა ჰქო­ნია, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არი­ან ქა­ლის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბი­თა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ფონ­დი ”გვე­ლე­ბის ბუ­დეს” აგო­ნებთ. და­დის ხმე­ბი, რომ მო­ზას ხის­ტი ხა­სი­ა­თი აქვს, სხვაგ­ვა­რად ქალი ვერ შეძ­ლებ­და უდი­დე­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას. იმა­საც კი ამ­ბო­ბენ, რომ შეიხ ჰამ­დან­მა მე­სა­მე ცოლი მო­ზას ჯი­ნა­ზე შე­ირ­თო, რათა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბა უსა­ზღვრო არ არის. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ­ცერ­თმა ქალ­მა ვერ შეძ­ლო მო­ზას­თან მი­ახ­ლო­ვე­ბა: დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ტო­კო­ლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ეტი­კე­ტის უბად­ლო მცოდ­ნე, ქმარს სა­ზღვარ­გა­რეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რა­ზე ახ­ლდა.

შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ჰა­მა­დის მმარ­თვე­ლო­ბის დროს პა­ტა­რა ყა­ტარ­მა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის რე­სურ­სე­ბი ქვეყ­ნის აყ­ვა­ვე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა და ლონ­დონ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა. ბევ­რი თვლის, რომ ეს სწო­რედ მო­ზას დამ­სა­ხუ­რე­ბაა. შე­ი­ხა მო­ზა­სა და ყა­ტა­რის ამირს შვი­დი შვი­ლი ჰყავთ (ხუთი ვაჟი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი): თა­მიმ ბინ ჰა­მად ბინ ჰა­ლი­ფა ალ ტანი (ყა­ტა­რის მე-4 ამი­რი); ჟას­მინ ბინ ჰა­მად ბინ ჰა­ლი­ფა ალ ტანი; ჯოან ჰა­მად ალ ტანი; ჰა­ლი­ფა ჰა­მად ალ ტანი; მო­ჰა­მედ ჰა­მად ალ ტანი; ალ-მა­ი­ა­სა ჰა­მად ალ ტანი; ჰინდ ჰა­მად ალ ტანი.

ყვე­ლა, ვინც კი მო­ზას შვი­ლებს იც­ნობს, ერ­თხმად აცხა­დებს, რომ შე­ი­ხამ შვი­ლე­ბი ბრწყინ­ვა­ლედ აღ­ზარ­და. ჯორჯთა­უ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკო­ლის დე­კან­მა, ჯე­იმს რირ­დონ­მა გა­ნა­ცხა­და: ”ვიც­ნობ შე­ი­ხა მო­ზას სამ შვილს, მათ შე­ეძ­ლოთ მო­ე­წი­ათ მა­რი­ხუ­ა­ნა სად­მე საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ­ში, რო­გორც ამას ბევ­რი აკე­თებს, მაგ­რამ ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არი­ან. რო­გორც მამა, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ იმით, თუ რო­გორ აღ­ზარ­და ამ ოჯა­ხურ­მა წყვილ­მა შვი­ლე­ბი”.

”ჩვენ ვე­ცა­დეთ ნორ­მა­ლურ ადა­მი­ა­ნე­ბად აღგ­ვე­ზარ­და შვი­ლე­ბი. რო­დე­საც შინ მივ­დი­ვარ, ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ ყვე­ლა­ფერს: რა გა­ვა­კე­თე დღეს, ვინ ვნა­ხე, რას ფიქ­რო­ბენ ისი­ნი, რისი გა­კე­თე­ბა სურთ. ახალ­გაზ­რდე­ბის აზ­რის მოს­მე­ნა ძალ­ზედ სა­სარ­გებ­ლოა. ჩვენ ყვე­ლა­ფერს მათ­თვის ვა­კე­თებთ”, - ამ­ბობს შე­ი­ხა მოზა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ყა­ტა­რის პირ­ვე­ლი ლედი და მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალი, 2015 წელს თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერევ­ნი­დან ჩა­მო­ვი­და, სა­დაც ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნერ­თან, ული­ა­ნა სერ­გე­ენ­კოს­თან და ბიზ­ნეს პარტნი­ორ­თან, ფლო­რა ბუ­რიმსკის­თან ერ­თად, სა­კუ­თარ კავ­კა­სი­ურ მოგ­ზა­უ­რო­ბას და­უ­დო სა­თა­ვე.

თბი­ლისს­ში რუს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ქა­ლა­ქის ძვე­ლი ქუ­ჩე­ბი და ან­ტიკ­ვა­რუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა. ასე­ვე, და­ინ­ტე­რეს­და ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი­თა და სუ­ვე­ნი­რე­ბით.

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

შეიხა მოზა - ყველაზე გავლენიანი ქალი მუსლიმურ სამყაროში

შეიხა მოზა - ყველაზე გავლენიანი ქალი მუსლიმურ სამყაროში

შეიხი ჰამადი ყატარს სათავეში 1995 წელს, ოჯახის დახმარებით ჩაუდგა - დრო იხელთა, სანამ მამამისი შვეიცარიაში მივლინებით იმყოფებოდა. ჰალიფა ბენ ჰამადმა შვილი საჯაროდ უარყო და 1996 წლის 14 თებერვალს კონტრგადატრიალება უშედეგოდ სცადა. ამის შემდეგ ჰამადმა ამერიკული იურიდიული კომპანია Patton Boggs დაიქირავა და მამის საზღვარგარეთის ფულადი ანგარიშები გაყინა, რითაც ძალაუფლება საბოლოოდ გაიმყარა. ჰალიფა ბენ ჰამადმა სამშობლოში შვილთან შერიგების შემდეგ, მხოლოდ 2004 წელს შეძლო დაბრუნება.

2013 წლის 25 ივნისს ჰამადმა ძალაუფლება თავის შვილს, კრონპრინც თამიმ ბინ ჰამად ალ ტანის გადასცა.

ჰამადის მმართველობა ყატარისთვის რეფორმებისა და მოდერნიზაციის ეპოქად იქცა. პირველ რიგში ყატარის გაზისა და ნავთობის კომპლექსი უცხოელი მსხვილი ინვესტორების (ExxonMobil, Shell, Total) მოზიდვის შემდეგ განვითარების ახალ გზას დაადგა. შედეგად, ყატარი თხევადი ბუნებრივი აირის წამყვან მწარმოებელ ქვეყანად იქცა.

არაბ მმართველთა შორის ჰამადი პროგრესიულ ლიდერად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ინარჩუნებდა. 1997 წელს ყატარი რეგიონში პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიეცათ. 1996 წელს ტელეკომპანია ”ალ ჯაზირას” დაარსებას შეუწყო ხელი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ქვეყნის გავლენის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

შეიხ ჰამადს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დიაბეტით არის დაავადებული. დიაბეტი ფართოდ გავრცელებულია ყატარში, რომლის მცხოვრებთათვის ახლონათესაური ქორწინება დაშვებულია. შეიხზე არაერთხელ განხორციელდა თავდასხმა.

ჰამადის მეუღლის, მოზას ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო პროგრამებზე მსოფლიოში ბევრი რამ არის ცნობილი. ამბობენ, პირველ მეუღლეს, შეიხა მარიამ ბინტ მუჰამადს, მოზასთან ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე დასცილდა. მესამე ცოლი, ნურა ბინტ ჰალიდი მოგვიანებით შეირთო. პირველი და და მესამე ცოლები ჰამადის შორეული ნათესავები იყვნენ, ისინი ცოტა ვინმეს თუ უნახავს.

შეიხა მოზამ განათლება სოციოლოგიის სფეროში ყატარის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო (1986-1990), შემდგომ ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში გაიარა სტაჟირება. შეიხა ცნობილი ყატარელი ოპოზიციონერის, ნასერ ბინ აბდულა ალ-მისნედის ქალიშვილია. შეიხა მოზასა და შეიხ ჰამადის ქორწინება დინასტიურია, რომლის მიზანიც მამამისთან დამოყვრება გახლდათ, რათა ოჯახებს შორის დაპირისპირება შეწყვეტილიყო.

შეიხა მოზას, სპარსეთის ტურის მმართველების მეუღლეებისგან განსხვავებით, უამრავი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობა უკავია, მათ შორის არის საპატიო: ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის თავმჯდომარე, ოჯახური საკითხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი, განათლების უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი.

შეიხა მოზას უმთავრესი მიზანია, ყატარი აქციოს მსოფლიოში თანამედროვე წამყვან ქვეყნად, რისთვისაც სახელმწიფოსა და რეგიონის პოლიტიკურ, საქმიან, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ერთვება. მან შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი, რომლის პირველი შენატანი 10 მილიონი დოლარის ოდენობით, შეიხ ჰამადისგან იყო. ფონდის ამოცანა თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელისშეწყობაა. შეიხა მოზა ვირჯინიის თანამეგობრობის, ტეხასის A & M, კარნეგი-მელონის, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებისა და ლონდონის იმპერიული კოლეჯის საპატიო დოქტორი გახლავთ.

სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოზა ერთდროულად გაღიზიანებასა და აღფრთოვანებას იწვევს. მონარქების არცერთი ცოლი არ ჩნდება პუბლიკის წინაშე ისეთი სიხშირით, როგორც შეიხა მოზა. მისი ელეგანტური სტილი და დახვეწილი გემოვნება ევროპელი დიზაინერების აღტაცებას იწვევს. მუსლიმები კი, აღშფოთებული არიან ქალის ჩაცმულობით. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ შეიხამ ყატარში შეუძლებელი შეძლო: პატრიარქალურ ქვეყანაში ფაქტობრივად, მატრიარქატი შექმნა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს მეუღლემ მმართველობა ვაჟს გადასცა, მოზა დღემდე ყველაზე გავლენიან ქალად ითვლება ქვეყანასა და მსოფლიოში.

ვისაც შეიხას ფონდთან რაიმე შეხება ჰქონია, აღფრთოვანებული არიან ქალის მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ფონდი ”გველების ბუდეს” აგონებთ. დადის ხმები, რომ მოზას ხისტი ხასიათი აქვს, სხვაგვარად ქალი ვერ შეძლებდა უდიდესი ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებას. იმასაც კი ამბობენ, რომ შეიხ ჰამდანმა მესამე ცოლი მოზას ჯინაზე შეირთო, რათა დაემტკიცებინა, რომ მისი ძალაუფლება უსაზღვრო არ არის. ამის მიუხედავად, ვერცერთმა ქალმა ვერ შეძლო მოზასთან მიახლოვება: დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ეტიკეტის უბადლო მცოდნე, ქმარს საზღვარგარეთ ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ახლდა.

შემთხვევითი არ არის, რომ ჰამადის მმართველობის დროს პატარა ყატარმა ბუნებრივი აირის რესურსები ქვეყნის აყვავებისთვის გამოიყენა და ლონდონთან მჭიდრო კავშირი დაამყარა. ბევრი თვლის, რომ ეს სწორედ მოზას დამსახურებაა. შეიხა მოზასა და ყატარის ამირს შვიდი შვილი ჰყავთ (ხუთი ვაჟი და ორი ქალიშვილი): თამიმ ბინ ჰამად ბინ ჰალიფა ალ ტანი (ყატარის მე-4 ამირი); ჟასმინ ბინ ჰამად ბინ ჰალიფა ალ ტანი; ჯოან ჰამად ალ ტანი; ჰალიფა ჰამად ალ ტანი; მოჰამედ ჰამად ალ ტანი; ალ-მაიასა ჰამად ალ ტანი; ჰინდ ჰამად ალ ტანი.

ყველა, ვინც კი მოზას შვილებს იცნობს, ერთხმად აცხადებს, რომ შეიხამ შვილები ბრწყინვალედ აღზარდა. ჯორჯთაუნის დიპლომატიური სკოლის დეკანმა, ჯეიმს რირდონმა განაცხადა: ”ვიცნობ შეიხა მოზას სამ შვილს, მათ შეეძლოთ მოეწიათ მარიხუანა სადმე საფრანგეთის სამხრეთში, როგორც ამას ბევრი აკეთებს, მაგრამ ისინი განსხვავებული არიან. როგორც მამა, აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ აღზარდა ამ ოჯახურმა წყვილმა შვილები”.

”ჩვენ ვეცადეთ ნორმალურ ადამიანებად აღგვეზარდა შვილები. როდესაც შინ მივდივარ, ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს: რა გავაკეთე დღეს, ვინ ვნახე, რას ფიქრობენ ისინი, რისი გაკეთება სურთ. ახალგაზრდების აზრის მოსმენა ძალზედ სასარგებლოა. ჩვენ ყველაფერს მათთვის ვაკეთებთ”, - ამბობს შეიხა მოზა.

აღსანიშნავია რომ, ყატარის პირველი ლედი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი, 2015 წელს თბილისში იმყოფებოდა. ის საქართველოში ერევნიდან ჩამოვიდა, სადაც ცნობილ დიზაინერთან, ულიანა სერგეენკოსთან და ბიზნეს პარტნიორთან, ფლორა ბურიმსკისთან ერთად, საკუთარ კავკასიურ მოგზაურობას დაუდო სათავე.

თბილისსში რუს მეგობრებთან ერთად, ქალაქის ძველი ქუჩები და ანტიკვარული მაღაზიები მოინახულა. ასევე, დაინტერესდა ქართული ეროვნული ტანისამოსითა და სუვენირებით.

იხილეთ გალერეა

ელისაბედ II ბრიტანეთის ტახტის უკანონო მემკვიდრეა? - ვინ იყო მამაკაცი, რომელსაც წესით სამეფო უნდა ემართა

"ევროპის წამლების სააგენტოს" დასკვნა - "AstraZeneca-ს ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია"

"ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის" - ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს პასუხობს და ჯანმრთელობას უსურვებს