საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრის კომენტარი "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე 3 პირის დაკვების შესახებ
შს მინისტრის კომენტარი "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე 3 პირის დაკვების შესახებ

შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, "რუს­თა­ვი 2"-ის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე აშ­კა­რა ხუ­ლიგ­ნო­ბის ფაქტს ჰქონ­და ად­გი­ლი და პო­ლი­ტი­კურ და­კა­ვე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს. ამის შე­სა­ხებ მღებ­რიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს "რუს­თა­ვი 2"-ის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე 3 პი­რის დაკ­ვე­ბის ფაქ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, კა­ხეთ­ში გა­ნუ­ცხა­და.

"მე მგო­ნი, ძა­ლი­ან ად­ვი­ლია იმის შე­ფა­სე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რია თუ არა ეს და­კა­ვე­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, თუ რა ვი­თა­რე­ბა­საც ჰქონ­და ად­გი­ლი. მე ვფიქ­რობ, რომ იქ არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი, აშ­კა­რა ხუ­ლიგ­ნო­ბის ფაქტს ჰქონ­და ად­გი­ლი, მაგ­რამ ამას ყვე­ლა­ფერს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. მე პი­რა­დად ძა­ლი­ან შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი და­კა­ვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოთხმა წევ­რმა წუ­ხელ, ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის შე­ნო­ბას­თან უვა­დო შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. ამ ფორ­მით ისი­ნი მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ იმ სამ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც 2 ოქ­ტომ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან "რუს­თა­ვი 2"-ის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს.

2 ოქ­ტომ­ბრის აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და დე­პუ­ტატ და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რომ­ლის დრო­საც დე­პუ­ტატს პი­ჯა­კი შე­მო­ა­ხი­ეს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ნიკა ნარ­სია, მი­რი­ან დე­ი­სა­ძე და კახა გა­ბუ­ნია.

შს მინისტრის კომენტარი "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე 3 პირის დაკვების შესახებ

შს მინისტრის კომენტარი "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე 3 პირის დაკვების შესახებ

შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე აშკარა ხულიგნობის ფაქტს ჰქონდა ადგილი და პოლიტიკურ დაკავებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ამის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე 3 პირის დაკვების ფაქტის კომენტირებისას, კახეთში განუცხადა.

"მე მგონი, ძალიან ადვილია იმის შეფასება, პოლიტიკურია თუ არა ეს დაკავება, გამომდინარე იქიდან, თუ რა ვითარებასაც ჰქონდა ადგილი. მე ვფიქრობ, რომ იქ არანაირ პოლიტიკურზე არ შეიძლება საუბარი, აშკარა ხულიგნობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს. მე პირადად ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკავება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

"თავისუფალი ზონისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ოთხმა წევრმა წუხელ, ქუთაისის მერიის შენობასთან უვადო შიმშილობა დაიწყო. ამ ფორმით ისინი მხარდაჭერას უცხადებენ იმ სამ ადამიანს, რომლებიც 2 ოქტომბერს, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დააკავეს.

2 ოქტომბრის აქციის მიმდინარეობისას მონაწილეებსა და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები არიან ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ