საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ანგელოზს უნდა ვევედროთ და რა მნიშვნელობის მატარებელია მფარველი ანგელოზი
რომელ ანგელოზს უნდა ვევედროთ და რა მნიშვნელობის მატარებელია მფარველი ანგელოზი

რო­მელ ან­გე­ლოზს უნდა ვე­ვედ­როთ და რა მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი, - ამ კი­თხვა­ზე მორ­წმუ­ნე­ებს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ნა­რი­ყა­ლას წმ.ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს და ამ­ბობს, რომ არ­სე­ბობს მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი, ნათ­ლო­ბის ან­გე­ლო­ზი და მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნი.

- ეკ­ლე­სი­ამ ან­გე­ლო­ზე­ბის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცოტა რამ იცის. ხში­რად ერე­ვათ ერ­თმა­ნეთ­ში, თუ რო­მე­ლია მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი და რო­მე­ლი წმინ­და­ნი. მა­გა­ლი­თად, როცა გი­ორ­გო­ბაა, მი­ლო­ცა­ვენ, შენი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზის ხსე­ნე­ბას გი­ლო­ცავ­თო, ეს გა­მოთ­ქმა კი არას­წო­რია იმი­ტომ, რომ წმინ­და გი­ორ­გი არ იყო ან­გე­ლო­ზი, ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სუ­ლი­ე­რად ახლა ზე­ცა­შია.

ან­გე­ლო­ზი და ადა­მი­ა­ნი იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ ან­გე­ლო­ზი მხო­ლოდ სუ­ლია, მარ­ტო ხორ­ცი არის ცხო­ვე­ლი, ადა­მი­ა­ნი კი არის სული სხე­ულ­ში ანუ სხე­უ­ლი და სული. აბ­სო­ლუ­ტუ­რი სული კი თა­ვად ღმერ­თია, რო­მე­ლიც გა­რე­შე­მო­უ­წე­რე­ლია და არა­ნა­ი­რი შე­ზღუ­დუ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია.

- რო­მე­ლია ადა­მი­ა­ნის მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი?

- როცა ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლია, კა­თო­ლი­კეა თუ სხვა რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვა­რი, ყვე­ლა ადა­მი­ანს ღმერ­თი მა­შინ­ვე აძ­ლევს მფარ­ველ ან­გე­ლოზს. არა­ბი იქ­ნე­ბა, თურ­ქი თუ ქარ­თვე­ლი, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ღმერ­თის შვი­ლია და რო­გორც კი და­ი­ბა­დე­ბა, ღმერ­თი მის­ცემს მფარ­ველ ან­გე­ლოზს.

მე­ო­რე – როცა ადა­მი­ა­ნი ინათ­ლე­ბა და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ხდე­ბა, ღმერ­თი მას აძ­ლევს ნათ­ლო­ბის ან­გე­ლოზს, ეს არის ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი, რო­მე­ლიც მოგ­ვე­ცა ნათ­ლის­ღე­ბის დროს.

ხოლო როცა ბავ­შვს ჰქვია გი­ორ­გი, ნინო, და­ვი­თი და ა.შ., მას ასე­ვე ჰყავს მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნი, მა­გა­ლი­თად წმინ­და ნინო, წმინ­და გი­ორ­გი და ა.შ. არ უნდა შეგ­ვე­შა­ლოს მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნი და მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი. ხოლო თუ ადა­მი­ა­ნი მო­ნათ­ლუ­ლი არ არის, მას მა­ინც ჰყავს და­ბა­დე­ბი­სას ღვთის­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ან­გე­ლო­ზი.

- რო­მელ ან­გე­ლოზს უნდა ვე­ვედ­როთ და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვოთ?

- რა თქმა უნდა, ნათ­ლო­ბის ან­გე­ლოზს და მფარ­ველ წმინ­დანს. ან­გე­ლო­ზე­ბი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შო­ბენ. მეტ­საც გე­ტყვით, რომ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, რაც კი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში აღეს­რუ­ლა, ყვე­ლა­ფე­რი ან­გე­ლო­ზე­ბის პი­რით ხდე­ბო­და. არი­ან მთა­ვა­რან­გე­ლო­ზე­ბი, ან­გე­ლო­ზე­ბი, მათ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლე­ბი ჰქვი­ათ.

ჩვენ­ში უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი მი­ქა­ე­ლი და მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი. მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი გა­მო­ი­სა­ხე­ბა ყვა­ვი­ლით ხელ­ში, რაც კე­თი­ლი უწყე­ბის ნი­შა­ნია, ანუ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი ყო­ველ­თვის კე­თი­ლი ამ­ბის მა­უ­წყე­ბე­ლია, ხოლო მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი მი­ქა­ე­ლი მტრუ­ლი ძა­ლე­ბის შემ­მუს­ვრე­ლია. სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლა ოჯახ­ში იყოს მთა­ვან­გე­ლოზ მი­ქა­ე­ლის და გაბ­რი­ე­ლის ხატი.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რომელ ანგელოზს უნდა ვევედროთ და რა მნიშვნელობის მატარებელია მფარველი ანგელოზი

რომელ ანგელოზს უნდა ვევედროთ და რა მნიშვნელობის მატარებელია მფარველი ანგელოზი

რომელ ანგელოზს უნდა ვევედროთ და რა მნიშვნელობის მატარებელია მფარველი ანგელოზი, - ამ კითხვაზე მორწმუნეებს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ნარიყალას წმ.ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი პასუხობს და ამბობს, რომ არსებობს მფარველი ანგელოზი, ნათლობის ანგელოზი და მფარველი წმინდანი.

- ეკლესიამ ანგელოზების შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის. ხშირად ერევათ ერთმანეთში, თუ რომელია მფარველი ანგელოზი და რომელი წმინდანი. მაგალითად, როცა გიორგობაა, მილოცავენ, შენი მფარველი ანგელოზის ხსენებას გილოცავთო, ეს გამოთქმა კი არასწორია იმიტომ, რომ წმინდა გიორგი არ იყო ანგელოზი, ის იყო ადამიანი, რომელიც სულიერად ახლა ზეცაშია.

ანგელოზი და ადამიანი იმით განსხვავდება, რომ ანგელოზი მხოლოდ სულია, მარტო ხორცი არის ცხოველი, ადამიანი კი არის სული სხეულში ანუ სხეული და სული. აბსოლუტური სული კი თავად ღმერთია, რომელიც გარეშემოუწერელია და არანაირი შეზღუდულობა არ გააჩნია.

- რომელია ადამიანის მფარველი ანგელოზი?

- როცა ადამიანი იბადება, არ აქვს მნიშვნელობა ის მართლმადიდებელია, კათოლიკეა თუ სხვა რელიგიის მიმდევარი, ყველა ადამიანს ღმერთი მაშინვე აძლევს მფარველ ანგელოზს. არაბი იქნება, თურქი თუ ქართველი, ყველა ადამიანი ღმერთის შვილია და როგორც კი დაიბადება, ღმერთი მისცემს მფარველ ანგელოზს.

მეორე – როცა ადამიანი ინათლება და მართლმადიდებელი ქრისტიანი ხდება, ღმერთი მას აძლევს ნათლობის ანგელოზს, ეს არის ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელიც მოგვეცა ნათლისღების დროს.

ხოლო როცა ბავშვს ჰქვია გიორგი, ნინო, დავითი და ა.შ., მას ასევე ჰყავს მფარველი წმინდანი, მაგალითად წმინდა ნინო, წმინდა გიორგი და ა.შ. არ უნდა შეგვეშალოს მფარველი წმინდანი და მფარველი ანგელოზი. ხოლო თუ ადამიანი მონათლული არ არის, მას მაინც ჰყავს დაბადებისას ღვთისგან გამოგზავნილი ანგელოზი.

- რომელ ანგელოზს უნდა ვევედროთ და დახმარება ვთხოვოთ?

- რა თქმა უნდა, ნათლობის ანგელოზს და მფარველ წმინდანს. ანგელოზები ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ. მეტსაც გეტყვით, რომ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც კი ადამიანის ცხოვრებაში აღესრულა, ყველაფერი ანგელოზების პირით ხდებოდა. არიან მთავარანგელოზები, ანგელოზები, მათ სხვადასხვა სახელები ჰქვიათ.

ჩვენში უფრო გავრცელებულია მთავარანგელოზი მიქაელი და მთავარანგელოზი გაბრიელი. მთავარანგელოზი გაბრიელი გამოისახება ყვავილით ხელში, რაც კეთილი უწყების ნიშანია, ანუ მთავარანგელოზი გაბრიელი ყოველთვის კეთილი ამბის მაუწყებელია, ხოლო მთავარანგელოზი მიქაელი მტრული ძალების შემმუსვრელია. სასურველია, ყველა ოჯახში იყოს მთავანგელოზ მიქაელის და გაბრიელის ხატი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

სემეკსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა