საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რევოლუცია ან რევოლუციის მცდელობა, ამ ქვეყანას არ წაადგება!" - ირაკლი ტაბლიაშვილი
"რევოლუცია ან რევოლუციის მცდელობა, ამ ქვეყანას არ წაადგება!" - ირაკლი ტაბლიაშვილი

მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აფა­სებს და რე­ვო­ლუ­ცი­ის საფრ­თხე­ზე სა­უბ­რობს:

"და­მი­ჯე­რეთ!

ღიად ვი­ტყვი ერთ სი­ტყვას - რე­ვო­ლუ­ცია!.. დიახ, სწო­რედ რე­ვო­ლუ­ცია ან რე­ვო­ლუ­ცი­ის მცდე­ლო­ბა, ამ ქვე­ყა­ნას არ, ვი­მე­ო­რებ - არ წა­ად­გე­ბა!!!

იმი­სათ­ვის, რომ რე­ვო­ლუ­ცია არ მოხ­დეს, ქვე­ყა­ნა­ში არ უნდა არ­სე­ბობ­დეს სა­ა­მი­სო არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი.

თუ რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ არხს (რო­მე­ლიც ატა­რებს ეგ­ზიტ­პო­ლებს) ექ­მნე­ბა საფრ­თხე და ეს კი შე­ფა­სე­ბუ­ლია სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვად, რე­ვო­ლუ­ცი­ის ალ­ბა­თო­ბა იზ­რდე­ბა!

პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ებ­ზე არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რად­გან მისი ქმე­დე­ბით ხდე­ბა ინ­სპი­რა­ცია.

ასე იყო 2003 წელს აქ - სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე იყო 2004 წელს იქ - უკ­რა­ი­ნა­ში და ასე იყო 2013 წელ­საც, იმა­ვე უკ­რა­ი­ნა­ში.

ამ უკა­ნას­კნელ ამ­ბებ­ში უკ­რა­ი­ნამ დიდი სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­და - სწო­რედ ია­ნუ­კო­ვი­ჩის გა­ჯი­ქუ­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა სის­ხლის ღვრა.

რუ­სეთ­მა კი, კი­ე­ვის დათ­მო­ბის შემ­დეგ, გა­აფ­თრე­ბუ­ლი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა სხვა­გან - ყი­რიმ­ში და თით­ქმის და­ან­გრია უკ­რა­ი­ნა!!!

(შე­ვარ­დნა­ძის და კუჩ­მას ჭკვი­ა­ნურ­მა ქმე­დე­ბებ­მა - დრო­უ­ლად დათ­მო­ბამ, რუ­სეთს გეგ­მე­ბი ჩა­უ­შა­ლა შე­სა­ბა­მი­სად 2003 და 2004 წლებ­ში).

კვლავ ვი­მე­ო­რებ - რე­ვო­ლუ­ცი­ის მცდე­ლო­ბაც კი, ამ ქვე­ყა­ნას კარ­გს არა­ფერს მო­უ­ტანს, მით უფრო იმი­ტომ, რომ არ ვი­ცით, ვის მიჰ­ბა­ძავს ხე­ლი­სუ­ფა­ლი - ხსე­ნე­ბულ შე­ვარ­დნა­ძეს თუ ხსე­ნე­ბულ ია­ნუ­კო­ვიჩს?!

რე­ვო­ლუ­ცია!!! არ მინ­დო­და ამ სი­ტყვის ხსე­ნე­ბა...

ხოლო კი­თხვას, ვინ შე­იძ­ლე­ბა მო­ა­წყოს ეს რე­ვო­ლუ­ცია ან ვის შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამის მცდე­ლო­ბა, ასე­ვე ღიად ვპა­სუ­ხობ - სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, თუნ­დაც მის­მა რა­ო­დე­ნობ­რი­ვად მცი­რე, მაგ­რამ საკ­მა­რის­მა ნა­წილ­მა, აქ­ტი­ურ­მა ნა­წილ­მა... ზუს­ტად ისე, რო­გორც 2003 წელს აქ... და 2004 და 2013 წლებ­ში იქ - უკ­რა­ი­ნა­ში.

(ხოლო პრო­ცე­სით კვლავ ისარ­გებ­ლებს რო­მე­ლი­მე პო­ლიტ.ჯგუ­ფი და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა... ასე იყო და ასე უნდა იყოს კი­დეც).

რე­ვო­ლუ­ცია!

რა­ტომ უბიძ­გებთ ამი­სა­კენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას?.. მის თუნ­დაც ნა­წილს?.. თუნ­დაც თქვენ­თვის სა­ძულ­ვე­ლი პარ­ტი­ის მომ­ხრე­ებს, მაგ­რამ თქვე­ნი­ვე თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს?

რ2-ის შე­ჩე­რე­ბის მცდე­ლო­ბა ერთ-ერთი უგუ­ნუ­რი ქმე­დე­ბაა, რო­მე­ლიც კი ჩა­გი­დე­ნი­ათ.

ამ არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა რომ კრი­ტი­კუ­ლია, ამის მი­ზე­ზი ნაც მოძ­რა­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი კი არა, თქვე­ნი­ვე არა­მარ­თლზო­მი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბია... თუ არ მის­ცემთ სა­ბაბს, ვე­რა­ვინ და­ამ­ტკი­ცებს, რომ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა ცუდი გაქვთ, სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში მძვინ­ვა­რებს ნე­პო­ტიზ­მი... არ ტარ­დე­ბა რე­ფორ­მე­ბი... დე­ვალ­ვირ­დე­ბა ლარი... სო­ცი­ა­ლურ შე­ჭირ­ვე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ა.შ.

ამას ვე­რა­ვინ და­ამ­ტკი­ცებს იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ხსე­ნე­ბუ­ლი პარ­ტია და მისი ლიდ­რე­ბი შეკ­ვრა-შეკ­ვრით (მე­ჭი­ა­უ­რი იტყო­და ასე - პა­ჩკა-პა­ჩკა) უჯი­ბავს რ2-ის თა­ნამ­შრომ­ლებს თან­ხებს...(რაც, ცხა­დია, ასე არც არის, მაგ­რამ, შე­საძ­ლოა, კო­ლექ­ტი­ურ თო­ფა­ძეს ასე ჰგო­ნია). ურე­ი­ტინ­გო იქ­ნე­ბო­და ეს არხი თუნ­დაც გამ­ძაფ­რე­ბუ­ლად, მაგ­რამ ტყუ­ი­ლებს რომ უამ­ბობ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

უნდა გა­ი­გოთ, მე­დი­ის ფუნ­ქცია არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ქება ან შე­ქე­ბა... შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე დარ­გში მარ­თლაც გაქვთ პროგ­რე­სი, მაგ­რამ ვერ ასა­ხავს ამ პროგ­რესს მე­დია და არც უნდა ასა­ხოს (ხოლო თუ ასა­ხა, უმად­ლო­დეთ მხო­ლოდ თქვენ პრ სამ­სა­ხუ­რებს).

რე­ვო­ლუ­ცია!!!

ვი­მე­ო­რებ - არ მინ­და, რომ თუნ­დაც მისი მცდე­ლო­ბა იყოს, მაგ­რამ ...

ზე­მოთ ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი ვახ­სე­ნეთ... მეტი ეგ­ზიტ­პო­ლი და მათი შე­დე­გე­ბის დამ­თხვე­ვა ცეს­კოს მო­ნა­ცე­მებ­თან, არის დე­მოკ­რა­ტია... შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი ეგ­ზიტ­პო­ლი ან სა­ერ­თოდ უ-ეგ­ზიტ­პო­ლო­ბა არის არა­დე­მოკ­რა­ტია...

ხალ­ვა­შის და­მო­უ­კი­დებ­ლად აცუნ­დრუ­კე­ბა-აცეკ­ვე­ბი­სა ისე­დაც არა­ვის სჯე­რა და, ზედ დარ­თუ­ლი ერთი მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დღეს, 2 ოქ­ტომ­ბერს, ადას­ტუ­რებს, რომ ჩვენ გვაქვს ნაკ­ლე­ბი დე­მოკ­რა­ტია ვიდ­რე გვქონ­და 3 დღის წინ.

არ ვარ მე თქვე­ნი მომ­ხრე, მაგ­რამ არც ერთ თქვენ მომ­ხრე­ზე ნაკ­ლებ ჩა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­საც არ ვა­კე­თებ, მერ­წმუ­ნეთ.

არ გე­უბ­ნე­ბი­ან თქვე­ნი მომ­ხრე­ე­ბი ამ სი­მარ­თლეს... სხვაგ­ვარ სცე­ნარს გი­ხა­ტა­ვენ. ცდე­ბი­ან... გა­ცუ­რე­ბენ... გა­ბო­ლე­ბენ... ვერ ჭვრე­ტენ...

არ მინ­და მე რე­ვო­ლუ­ცია...

ვე­ღარ გა­ა­კონ­ტრო­ლებთ პრო­ცე­სებს... და­მი­ჯე­რეთ!" - წერს ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი.

"რევოლუცია ან რევოლუციის მცდელობა, ამ ქვეყანას არ წაადგება!" - ირაკლი ტაბლიაშვილი

"რევოლუცია ან რევოლუციის მცდელობა, ამ ქვეყანას არ წაადგება!" - ირაკლი ტაბლიაშვილი

მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და რევოლუციის საფრთხეზე საუბრობს:

"დამიჯერეთ!

ღიად ვიტყვი ერთ სიტყვას - რევოლუცია!.. დიახ, სწორედ რევოლუცია ან რევოლუციის მცდელობა, ამ ქვეყანას არ, ვიმეორებ - არ წაადგება!!!

იმისათვის, რომ რევოლუცია არ მოხდეს, ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს საამისო არანაირი მიზეზი.

თუ რომელიმე კონკრეტულ არხს (რომელიც ატარებს ეგზიტპოლებს) ექმნება საფრთხე და ეს კი შეფასებულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად, რევოლუციის ალბათობა იზრდება!

პასუხისმგებელი რევოლუციებზე არის ხელისუფლება, რადგან მისი ქმედებით ხდება ინსპირაცია.

ასე იყო 2003 წელს აქ - საქართველოში, ასე იყო 2004 წელს იქ - უკრაინაში და ასე იყო 2013 წელსაც, იმავე უკრაინაში.

ამ უკანასკნელ ამბებში უკრაინამ დიდი საფასური გადაიხადა - სწორედ იანუკოვიჩის გაჯიქურებამ განაპირობა სისხლის ღვრა.

რუსეთმა კი, კიევის დათმობის შემდეგ, გააფთრებული იერიში მიიტანა სხვაგან - ყირიმში და თითქმის დაანგრია უკრაინა!!!

(შევარდნაძის და კუჩმას ჭკვიანურმა ქმედებებმა - დროულად დათმობამ, რუსეთს გეგმები ჩაუშალა შესაბამისად 2003 და 2004 წლებში).

კვლავ ვიმეორებ - რევოლუციის მცდელობაც კი, ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, მით უფრო იმიტომ, რომ არ ვიცით, ვის მიჰბაძავს ხელისუფალი - ხსენებულ შევარდნაძეს თუ ხსენებულ იანუკოვიჩს?!

რევოლუცია!!! არ მინდოდა ამ სიტყვის ხსენება...

ხოლო კითხვას, ვინ შეიძლება მოაწყოს ეს რევოლუცია ან ვის შეიძლება ჰქონდეს ამის მცდელობა, ასევე ღიად ვპასუხობ - საზოგადოებამ, თუნდაც მისმა რაოდენობრივად მცირე, მაგრამ საკმარისმა ნაწილმა, აქტიურმა ნაწილმა... ზუსტად ისე, როგორც 2003 წელს აქ... და 2004 და 2013 წლებში იქ - უკრაინაში.

(ხოლო პროცესით კვლავ ისარგებლებს რომელიმე პოლიტ.ჯგუფი და ეს ბუნებრივიცაა... ასე იყო და ასე უნდა იყოს კიდეც).

რევოლუცია!

რატომ უბიძგებთ ამისაკენ საზოგადოებას?.. მის თუნდაც ნაწილს?.. თუნდაც თქვენთვის საძულველი პარტიის მომხრეებს, მაგრამ თქვენივე თანამემამულეებს?

რ2-ის შეჩერების მცდელობა ერთ-ერთი უგუნური ქმედებაა, რომელიც კი ჩაგიდენიათ.

ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა რომ კრიტიკულია, ამის მიზეზი ნაც მოძრაობის სიყვარული კი არა, თქვენივე არამართლზომიერი ქმედებებია... თუ არ მისცემთ საბაბს, ვერავინ დაამტკიცებს, რომ საგარეო პოლიტიკა ცუდი გაქვთ, საშინაო პოლიტიკაში მძვინვარებს ნეპოტიზმი... არ ტარდება რეფორმები... დევალვირდება ლარი... სოციალურ შეჭირვებაზე საუბრობენ მოქალაქეები და ა.შ.

ამას ვერავინ დაამტკიცებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხსენებული პარტია და მისი ლიდრები შეკვრა-შეკვრით (მეჭიაური იტყოდა ასე - პაჩკა-პაჩკა) უჯიბავს რ2-ის თანამშრომლებს თანხებს...(რაც, ცხადია, ასე არც არის, მაგრამ, შესაძლოა, კოლექტიურ თოფაძეს ასე ჰგონია). ურეიტინგო იქნებოდა ეს არხი თუნდაც გამძაფრებულად, მაგრამ ტყუილებს რომ უამბობდეს საზოგადოებას.

უნდა გაიგოთ, მედიის ფუნქცია არ შეიძლება იყოს ქება ან შექება... შესაძლოა, რომელიმე დარგში მართლაც გაქვთ პროგრესი, მაგრამ ვერ ასახავს ამ პროგრესს მედია და არც უნდა ასახოს (ხოლო თუ ასახა, უმადლოდეთ მხოლოდ თქვენ პრ სამსახურებს).

რევოლუცია!!!

ვიმეორებ - არ მინდა, რომ თუნდაც მისი მცდელობა იყოს, მაგრამ ...

ზემოთ ეგზიტპოლები ვახსენეთ... მეტი ეგზიტპოლი და მათი შედეგების დამთხვევა ცესკოს მონაცემებთან, არის დემოკრატია... შესაბამისად, ნაკლები ეგზიტპოლი ან საერთოდ უ-ეგზიტპოლობა არის არადემოკრატია...

ხალვაშის დამოუკიდებლად აცუნდრუკება-აცეკვებისა ისედაც არავის სჯერა და, ზედ დართული ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება, დღეს, 2 ოქტომბერს, ადასტურებს, რომ ჩვენ გვაქვს ნაკლები დემოკრატია ვიდრე გვქონდა 3 დღის წინ.

არ ვარ მე თქვენი მომხრე, მაგრამ არც ერთ თქვენ მომხრეზე ნაკლებ ჩაანალიზებასაც არ ვაკეთებ, მერწმუნეთ.

არ გეუბნებიან თქვენი მომხრეები ამ სიმართლეს... სხვაგვარ სცენარს გიხატავენ. ცდებიან... გაცურებენ... გაბოლებენ... ვერ ჭვრეტენ...

არ მინდა მე რევოლუცია...

ვეღარ გააკონტროლებთ პროცესებს... დამიჯერეთ!" - წერს ტაბლიაშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია