პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვა­რა­მი­ას დღე­ვან­დელ­მა ის­ტე­რი­ულ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ლე­ბი­სა და ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იყო დრო­უ­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩვე­ნი შე­ლა­ხუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ქი­ბარ ხალ­ვა­შის ად­ვო­კა­ტი პა­ა­ტა სა­ლია ავ­რცე­ლებს. სა­ლი­ას თქმით, მი­უ­ხე­და­ვად მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვი­სა, ნიკა გვა­რა­მი­ას უკან მდგომ­მა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნარ­ჩე­ნებ­მა, კი­დევ ერთხელ სცა­დეს "რუს­თა­ვი 2"-ის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის, არა­პი­რად­პი­რი გზით, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის "მო­ლა­რის" და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სი­ძე­ზე გა­და­ფორ­მე­ბა.

"სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წი­ნაც, 2012 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, ასე­თი მცდე­ლო­ბა ჰქონ­და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს და ახ­ლაც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი წაყ­რუ­ე­ბი­თა და უმოქ­მე­დო­ბით, იმა­ვე სქე­მით ცდი­ლობს ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბის კი­დევ ერთხელ მით­ვი­სე­ბას. პო­ლი­ტი­კურ დე­მა­გო­გი­ა­ში გა­წა­ფუ­ლი გვა­რა­მია, სა­სა­მარ­თლო და­ვის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან ცდი­ლობს საქ­მე პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რად­გან კარ­გად იცის, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ვე­რა­ფე­რი აღუდ­გე­ბა წინ. მან დღე­საც ჩვე­ულ სტილ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა არ­ნა­ხუ­ლი ზე­წო­ლა სა­სა­მარ­თლო­ზე. იმე­დი გვაქვს, ახა­ლი სა­სა­მარ­თლო არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ამ­გვარ ძა­ლა­დო­ბას, არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დაყ­ვე­ბა შან­ტაჟს, ჩვენ კი საკ­მა­ოდ მი­ზან­სწრა­ფუ­ლე­ბი ვართ, რათა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ. ამი­ტომ, მო­ვუ­წო­დებ ყო­ფილ იუ­რისტ გვა­რა­მი­ას, შე­წყვი­ტოს ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ზე­წო­ლა სა­სა­მარ­თლო­ზე და ხელს ნუ შე­უშ­ლის ქო­ნებ­რი­ვი და­ვის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით, სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბით გა­და­წყვე­ტას", - აცხა­დებს სა­ლია.

მი­სი­ვე თქმით, გვა­რა­მია, ბოლო დროს, ხში­რად მა­ნი­პუ­ლი­რებს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ხურ­ვის თე­მით, რი­თაც ცხადს ხდის "ვე­რა­გულ ჩა­ნა­ფიქ­რს" - მას და მის თა­ნა­გუნ­დე­ლებს, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბით, სურთ ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნონ სა­სა­მარ­თლო­ზე, ქარ­თულ და უცხო­ურ პო­ლი­ტი­კურ ის­ტებ­ლიშ­მენტზე და "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე.

"ჩვენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით კომ­პა­ნი­ის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­კოტ­რე­ბის ცდებს და ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ვა­ცხა­დებთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" არ გა­ჩერ­დე­ბა და არ­ცერ­თი, ვი­მე­ო­რებთ, არ­ცერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი და თა­ნამ­შრო­მე­ლი არ და­კარ­გავს სა­მუ­შაო ად­გილს. პი­რი­ქით, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რათა მათ ჰქონ­დეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი, ნორ­მა­ლუ­რი, მშვი­დი და ღირ­სე­უ­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამიას დღევანდელმა ისტერიულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი მოთხოვნები "რუსთავი 2"-ის წილებისა და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით, იყო დროული და აუცილებელი ღონისძიება ჩვენი შელახული უფლებების აღდგენის პროცესში, - ამის შესახებ განცხადებას ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ავრცელებს. სალიას თქმით, მიუხედავად მიმდინარე სამართლებრივი დავისა, ნიკა გვარამიას უკან მდგომმა ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებმა, კიდევ ერთხელ სცადეს "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის, არაპირადპირი გზით, არც მეტი, არც ნაკლები, ნაციონალების "მოლარის" დავით კეზერაშვილის სიძეზე გადაფორმება.

"საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დაახლოებით სამი წლის წინაც, 2012 წლის 4 ოქტომბერს, ასეთი მცდელობა ჰქონდა დავით კეზერაშვილს და ახლაც, ხელისუფლების დანაშაულებრივი წაყრუებითა და უმოქმედობით, იმავე სქემით ცდილობს ჩვენი საკუთრების კიდევ ერთხელ მითვისებას. პოლიტიკურ დემაგოგიაში გაწაფული გვარამია, სასამართლო დავის დაწყების პირველი დღიდან ცდილობს საქმე პოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩინოს, რადგან კარგად იცის, რომ სამართლიანობის აღდგენას ვერაფერი აღუდგება წინ. მან დღესაც ჩვეულ სტილში განახორციელა არნახული ზეწოლა სასამართლოზე. იმედი გვაქვს, ახალი სასამართლო არ დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას, არც ხელისუფლება დაყვება შანტაჟს, ჩვენ კი საკმაოდ მიზანსწრაფულები ვართ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყოფილ იურისტ გვარამიას, შეწყვიტოს ყოვლად გაუმართლებელი ზეწოლა სასამართლოზე და ხელს ნუ შეუშლის ქონებრივი დავის ცივილიზებული მეთოდებით, სამართლებრივი პროცედურებით გადაწყვეტას", - აცხადებს სალია.

მისივე თქმით, გვარამია, ბოლო დროს, ხშირად მანიპულირებს ტელეკომპანიის დახურვის თემით, რითაც ცხადს ხდის "ვერაგულ ჩანაფიქრს" - მას და მის თანაგუნდელებს, ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეჩერებით, სურთ ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე.

"ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კომპანიის ხელოვნურად გაკოტრების ცდებს და ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" არ გაჩერდება და არცერთი, ვიმეორებთ, არცერთი ჟურნალისტი და თანამშრომელი არ დაკარგავს სამუშაო ადგილს. პირიქით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ ჰქონდეთ თავისუფალი, ნორმალური, მშვიდი და ღირსეული სამუშაო პირობები", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ