პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკეს" სოლიდარობის კამპანია "ველოდებით ვაკეს" და სამომავლო გეგმები
ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკეს" სოლიდარობის კამპანია "ველოდებით ვაკეს" და სამომავლო გეგმები

გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მე­გობ­რუ­ლად გვერ­დში და­ვუდ­გეთ "ვა­კეს", რო­მე­ლიც ახლა ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მას ცდი­ლობს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვაგ­რძნო­ბი­ნოთ, რომ მათ ელო­დე­ბი­ან – ასე­თი ში­ნა­არ­სის ვი­დეო რგო­ლით კომ­პა­ნია BetterFly ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნია "ვა­კეს" მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს. ვი­დე­ორ­გო­ლი იმ მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით და­ი­წყო და უამ­რა­ვი კომ­პა­ნია შე­უ­ერ­თდა. კამ­პა­ნი­ამ სა­ხელ­წო­დე­ბით "ვე­ლო­დე­ბით ვა­კეს" უკვე მო­იც­ვა Facebook და youtube , ასე­ვე შექ­მნი­ლია ვებ გვერ­დი http://www.velodebitvakes.ge/Home/Main სა­დაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია "ვა­კეს­თვის" მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ცხა­დე­ბა.

ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნია "ვა­კეს" სა­წარ­მო 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის შე­დე­გად სრუ­ლი­ად გა­ნად­გურ­და. ამ­ჟა­მად კომ­პა­ნია გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რა მას­შტა­ბე­ბით, ის­ნის რა­ი­ონ­ში აგ­რძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას. თუმ­ცა კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეს დრო­ე­ბი­თია და და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში "ვაკე" მი­ნი­მუმ ძველ მას­შტა­ბებს და­უბ­რუნ­დე­ბა. "ვა­კეს" ის­ტო­რი­ის, სტი­ქი­ის, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტორს, რეზი პეტ­რი­აშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

- ხორ­ცპორ­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნია "ვაკე" არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ის­ტო­რი­ის მქო­ნე კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია - 54 წე­ლია ვარ­სე­ბობთ. კომ­პა­ნია და­არ­სდა 1961 წელს და ბევრ ადა­მი­ანს ახ­სოვს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რად­გან ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტი "სა­ბავ­შვო სო­სი­სი" სკო­ლებ­სა და ბუ­ფე­ტებ­ში იყი­დე­ბო­და და ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ამას­თან ერ­თად, 80-იან წლებ­ში ჩვენ ქარ­ხა­ნა­ში შე­იქ­მნა ცნო­ბი­ლი სო­სი­სე­ბის ბრენ­დი, რო­მელ­საც დღეს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბი აწარ­მო­ე­ბენ. მათ შო­რის არის ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი სო­სი­სი "ივე­რია". ჩვე­ნი ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ აქ­ცენტს ხა­რისხზე ვა­კე­თებთ და შე­სა­ბა­მი­სად, სლო­გა­ნიც - "ხა­რის­ხის ტრა­დი­ცია", აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ვა­კე­ში ვიქ­ნე­ბით თუ სად­მე სხვა ად­გილ­ზე, ჩვე­ნი მთა­ვა­რი სიმ­დიდ­რე არის ჩვე­ნი ხა­რის­ხი და გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მელ­საც წარ­მო­ად­გენს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უამ­რა­ვი წლე­ბია მუ­შა­ო­ბენ და იცი­ან ჩვე­ნი პრო­დუქ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბის წესი და რე­ცეპ­ტე­ბი.

- 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ამ კომ­პა­ნია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა. სა­წარ­მო სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში მოხ­ვდა. სტი­ქი­ის შე­დე­გად, რა ზა­რა­ლი მი­ად­გა "ვა­კეს"?

- რაც შე­ე­ხე­ბა 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან დიდი ზა­რა­ლი. კომ­პა­ნი­ის აქ­ტი­ვე­ბი სრუ­ლად გა­ნად­გურ­და. შე­ნო­ბე­ბის გარ­და, ზა­რალ­მა შე­ად­გი­ნა 4 მი­ლი­ო­ნი ლარი. ტე­რი­ტო­რი­ას და შე­ნო­ბა-ნა­გე­ბობს უკვე არა­ნა­ი­რი აზრი აღარ აქვს, რად­გან მე­წყრულ ზო­ნა­შია, სა­დაც არა­ნა­ი­რი წარ­მო­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სტი­ქი­ის პე­რი­ოდ­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვიდ­გა გვერ­დში სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რი­დან, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ი­დან, დაგ­ვეხ­მარ­ნენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და თვი­თონ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ასე­ვე ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მარ­ნენ მა­შინ­დე­ლი ვა­კის გამ­გე­ბე­ლი ლაშა აბა­ში­ძე და დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ვიცე მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. დაგ­ვეხ­მა­რა "თი­ბი­სი ბან­კი", რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მოგ­ვე­ძებ­ნა მცი­რე სა­წარ­მო, რო­მელ­შიც ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით. სა­წარ­მო ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, ორა­ხე­ლაშ­ვი­ლის #5-ში მდე­ბა­რე­ობს. სა­წარ­მო­ში, რო­მელ­შიც ახლა ვართ, 30%-ით ნაკ­ლე­ბი იწარ­მო­ე­ბა ვიდ­რე ვა­კის ქარ­ხა­ნა­ში. თუ ვა­წარ­მო­ებ­დით 150 სა­ხე­ო­ბის პო­რო­დუქტს, ეს რი­ცხვი დღეს­დღე­ო­ბით 35-მდე და­ვი­და და ესეც იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ სრუ­ლი დატ­ვირ­თვით და გა­უ­ჩე­რებ­ლად ვმუ­შა­ობთ.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი რო­გო­რია? აპი­რებთ თუ არა გა­ფარ­თო­ე­ბას და რო­დის?

- 1,5 წელ­ში ვგეგ­მავთ ავა­შე­ნოთ ქარ­ხა­ნა და მი­ნი­მუმ იმ ნიშ­ნულს და­ვუბ­რუნ­დეთ რაც სტი­ქი­ამ­დე იყო. ახა­ლი ქარ­ხა­ნის აშე­ნე­ბას­თან ერ­თად კომ­პა­ნია ბევ­რად უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ხელ­მწი­ფოს­თან და სხვა­დას­ხვა ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან თუ რო­გორ მოხ­დე­ბა ეს პრო­ცე­სე­ბი. ახლო სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ასე­თია: ვა­კის ქარ­ხა­ნას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვა­პი­რებთ სა­ფირ­მო მა­ღა­ზი­ის გახ­სნას. ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვუშ­ვებთ პრო­დუქტს და­სა­ხე­ლე­ბით "მო­ხა­ლი­სე", რომ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი მოხ­მარ­დე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას.

- ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ძა­ლი­ან დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს კამ­პა­ნია "ვე­ლო­დე­ბით კამ­პა­ნი­ას". ეს მუხ­ტი უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა აი­ტა­ცა. ცა­რი­ელ დახ­ლებ­ში გაჩ­ნდა ბა­ნე­რე­ბი წარ­წე­რით "ვე­ლო­დე­ბით ვა­კეს", ტრი­ა­ლებს ვი­დეო რგო­ლი, შე­იქ­მნა ვებ გვერ­დი, და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­ხა­ტა უამ­რავ­მა კომ­პა­ნი­ამ და მო­ქა­ლა­ქემ. რო­გორ აფა­სებთ ამ კამ­პა­ნი­ას და რას იტყვით ამ თა­ნად­გო­მა­ზე?

- კამ­პა­ნია ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­წყო. კამ­პა­ნი­ას შე­მო­უ­ერ­თდა სხვა­დას­ხვა სფე­როს უამ­რა­ვი კომ­პა­ნია: სა­ბან­კო სექ­ტო­რი, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლე­ბი, ბენ­ზო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი და ა.შ. ყვე­ლა სფე­რომ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო კომ­პა­ნია Bეტ­ტერFლყ-მ მხარ­და­სა­ჭე­რი კამ­პა­ნი­ის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია BetterFly-ს Facebook გვერ­დზე (https://www.facebook.com/betterflyadvertising?fref=ts) ან youtube channel-ზე (https://www.youtube.com/watch?v=C2OKGPCrt0s). ვი­დე­ოს ნახ­ვა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნია "ვა­კეს" Facebook გვერ­დზე (https://www.facebook.com/vakeproducts?fref=ts). კამ­პა­ნი­ის ვებ გვერ­დის კე­დე­ლი გვინ­და რომ სომ­ბი­ლუ­რად ახალ შე­ნო­ბის ერთ-ერთი კედ­ლით გა­ვა­ცო­ცხლოთ. ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი, მხარ­და­ჭე­რა, გვინ­და გად­მო­ვი­ტა­ნოთ ამ კე­დელ­ზე. ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი სიმ­ბო­ლო ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის და სა­ნამ იარ­სე­ბებს ჩვე­ნი ქარ­ხა­ნა, ეს კე­დე­ლიც ამ მად­ლი­ე­რე­ბის და მე­გობ­რო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს თა­ნად­გო­მა და ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით. ხალ­ხის თა­ნად­გო­მამ და გვერ­დში დგო­მამ ორ­მა­გი ძალა მოგ­ვცა და ჩვენ ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ასე­თი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა ვიგ­რძე­ნით. ჩვენ მაქ­სი­მუ­მის მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი რო­გორც მი­ნი­მუმ ძველ ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­დეს და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­მარ­თლოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკეს" სოლიდარობის კამპანია "ველოდებით ვაკეს" და სამომავლო გეგმები

ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკეს" სოლიდარობის კამპანია "ველოდებით ვაკეს" და სამომავლო გეგმები

გადავწყვიტეთ, რომ მეგობრულად გვერდში დავუდგეთ "ვაკეს", რომელიც ახლა ფეხზე წამოდგომას ცდილობს, მნიშვნელოვანია ვაგრძნობინოთ, რომ მათ ელოდებიან – ასეთი შინაარსის ვიდეო რგოლით კომპანია BetterFly ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკეს" მხარდაჭერას უცხადებს. ვიდეორგოლი იმ მასშტაბური კამპანიის ნაწილია, რომელიც აღნიშნული კომპანიის ორგანიზებით დაიწყო და უამრავი კომპანია შეუერთდა. კამპანიამ სახელწოდებით "ველოდებით ვაკეს" უკვე მოიცვა Facebook და youtube , ასევე შექმნილია ვებ გვერდი http://www.velodebitvakes.ge/Home/Main სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია "ვაკესთვის" მხარდაჭერის გამოცხადება.

ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკეს" საწარმო 13 ივნისის სტიქიის შედეგად სრულიად განადგურდა. ამჟამად კომპანია გაცილებით პატარა მასშტაბებით, ისნის რაიონში აგრძელებს საქმიანობას. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს დროებითია და დაახლოებით წელიწადნახევარში "ვაკე" მინიმუმ ძველ მასშტაბებს დაუბრუნდება. "ვაკეს" ისტორიის, სტიქიის, ამჟამინდელი მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიის მარკეტინგის დირექტორს, რეზი პეტრიაშვილს ვესაუბრეთ:

- ხორცპორდუქტების კომპანია "ვაკე" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კომპანია საქართველოში. ჩვენ ნახევარ საუკუნეზე მეტია - 54 წელია ვარსებობთ. კომპანია დაარსდა 1961 წელს და ბევრ ადამიანს ახსოვს მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი "საბავშვო სოსისი" სკოლებსა და ბუფეტებში იყიდებოდა და ყველას ძალიან უყვარდა. ამასთან ერთად, 80-იან წლებში ჩვენ ქარხანაში შეიქმნა ცნობილი სოსისების ბრენდი, რომელსაც დღეს სხვადასხვა კომპანიები აწარმოებენ. მათ შორის არის ყველასთვის ცნობილი სოსისი "ივერია". ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ და შესაბამისად, სლოგანიც - "ხარისხის ტრადიცია", აქედან გამომდინარეობს. მიუხედავად იმისა ვაკეში ვიქნებით თუ სადმე სხვა ადგილზე, ჩვენი მთავარი სიმდიდრე არის ჩვენი ხარისხი და გამოცდილება, რომელსაც წარმოადგენს ის ადამიანები, რომლებიც უამრავი წლებია მუშაობენ და იციან ჩვენი პროდუქტების დამზადების წესი და რეცეპტები.

- 13 ივნისის სტიქიამ კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალა. საწარმო სტიქიის ეპიცენტრში მოხვდა. სტიქიის შედეგად, რა ზარალი მიადგა "ვაკეს"?

- რაც შეეხება 13 ივნისის სტიქიის დროს განვითარებულ მოვლენებს. მივიღეთ ძალიან დიდი ზარალი. კომპანიის აქტივები სრულად განადგურდა. შენობების გარდა, ზარალმა შეადგინა 4 მილიონი ლარი. ტერიტორიას და შენობა-ნაგებობს უკვე არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან მეწყრულ ზონაშია, სადაც არანაირი წარმოება არ შეიძლება. სტიქიის პერიოდში, ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიდგა გვერდში სხვადასხვა სტრუქტურიდან, სხვადასხვა კომპანიიდან, დაგვეხმარნენ მოხალისეები და თვითონ ჩვენი კომპანიის თანამშრომლები. ასევე ძალიან დაგვეხმარნენ მაშინდელი ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში ვიცე მერის თანამდებობას იკავებდა. დაგვეხმარა "თიბისი ბანკი", რომ რაც შეიძლება მალე მოგვეძებნა მცირე საწარმო, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. საწარმო ლილოს დასახლებაში, ორახელაშვილის #5-ში მდებარეობს. საწარმოში, რომელშიც ახლა ვართ, 30%-ით ნაკლები იწარმოება ვიდრე ვაკის ქარხანაში. თუ ვაწარმოებდით 150 სახეობის პოროდუქტს, ეს რიცხვი დღესდღეობით 35-მდე დავიდა და ესეც იმის დამსახურებაა, რომ სრული დატვირთვით და გაუჩერებლად ვმუშაობთ.

- სამომავლო გეგმები როგორია? აპირებთ თუ არა გაფართოებას და როდის?

- 1,5 წელში ვგეგმავთ ავაშენოთ ქარხანა და მინიმუმ იმ ნიშნულს დავუბრუნდეთ რაც სტიქიამდე იყო. ახალი ქარხანის აშენებასთან ერთად კომპანია ბევრად უფრო გაუმჯობესებული იქნება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სახელმწიფოსთან და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან თუ როგორ მოხდება ეს პროცესები. ახლო სამომავლო გეგმები ასეთია: ვაკის ქარხანასთან ძალიან ახლოს ვაპირებთ საფირმო მაღაზიის გახსნას. ძალიან მალე გამოვუშვებთ პროდუქტს დასახელებით "მოხალისე", რომლისგან მიღებული შემოსავლები მოხმარდება საქველმოქმედო საქმიანობას.

- ქართულ ინტერნეტსივრცეში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს კამპანია "ველოდებით კამპანიას". ეს მუხტი უამრავმა ადამიანმა აიტაცა. ცარიელ დახლებში გაჩნდა ბანერები წარწერით "ველოდებით ვაკეს", ტრიალებს ვიდეო რგოლი, შეიქმნა ვებ გვერდი, დაინტერესება გამოხატა უამრავმა კომპანიამ და მოქალაქემ. როგორ აფასებთ ამ კამპანიას და რას იტყვით ამ თანადგომაზე?

- კამპანია ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად დაიწყო. კამპანიას შემოუერთდა სხვადასხვა სფეროს უამრავი კომპანია: საბანკო სექტორი, სუპერმარკეტების ქსელები, ბენზოგასამართი სადგურები, რესტორნების ქსელი და ა.შ. ყველა სფერომ მიიღო მონაწილეობა. კამპანია წამოიწყო კომპანია BეტტერFლყ-მ მხარდასაჭერი კამპანიის ნახვა შესაძლებელია BetterFly-ს Facebook გვერდზე (https://www.facebook.com/betterflyadvertising?fref=ts) ან youtube channel-ზე (https://www.youtube.com/watch?v=C2OKGPCrt0s). ვიდეოს ნახვა ასევე შესაძლებელია ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკეს" Facebook გვერდზე (https://www.facebook.com/vakeproducts?fref=ts). კამპანიის ვებ გვერდის კედელი გვინდა რომ სომბილურად ახალ შენობის ერთ-ერთი კედლით გავაცოცხლოთ. ადამიანების კომენტარები, მხარდაჭერა, გვინდა გადმოვიტანოთ ამ კედელზე. ეს იქნება ერთგვარი სიმბოლო ხალხის მხარდაჭერის და სანამ იარსებებს ჩვენი ქარხანა, ეს კედელიც ამ მადლიერების და მეგობრობის გამომხატველი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს თანადგომა და ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. ხალხის თანადგომამ და გვერდში დგომამ ორმაგი ძალა მოგვცა და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გულშემატკივრობა ვიგრძენით. ჩვენ მაქსიმუმის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი როგორც მინიმუმ ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს და ამ ადამიანების ლოიალურობა მაქსიმალურად გავამართლოთ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი