პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეზღუდვა და ჯარიმა "გაზიანი ავტომობილებისათვის"
შეზღუდვა და ჯარიმა "გაზიანი ავტომობილებისათვის"

გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა იწყე­ბა, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, სან­ქცი­ე­ბი და და­ჯა­რი­მე­ბაც მოჰ­ყვე­ბა. რო­გორც გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, "გა­ზი­ან­მა ავ­ტო­მო­ბი­ლებ­მა" ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა 2016 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დე უნდა გა­ი­ა­რონ. ახალ­მა რე­გუ­ლა­ცი­ამ მძღო­ლებ­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია.

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რა სან­ქცი­ე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა კა­ნონ­დამ­რღვე­ვე­ბის­თვის. ავ­ტო­ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა მკაც­რი და ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის­თვის შე­იძ­ლე­ბა, მძი­მე ტვირ­თა­დაც იქ­ცეს. ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა, აირ­ბა­ლო­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი რამ­დე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი მოძ­რა­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში უც­ნო­ბია. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ბუ­ნებ­რივ აირ­ზე 100 000-დან 150 000-მდე მან­ქა­ნაა "გა­დაყ­ვა­ნი­ლი".

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა ნახ­შირ­ბა­დი­ა­ნი ფო­ლა­დის­გან ან ლი­თონპ­ლას­ტი­კის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი აირ­ბა­ლო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 3 წე­ლი­წად­ში ერთხელ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ლე­გი­რე­ბუ­ლი ფო­ლა­დის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი აირ­ბა­ლო­ნე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი შე­მოწ­მე­ბა - 5 წელ­წად­ში ერთხელ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მწარ­მო­ებ­ლის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით არ ირ­კვე­ვა აირ­ბა­ლო­ნის მა­სა­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა, მისი შე­მოწ­მე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა 3 წე­ლი­წად­ში ერთხელ. სი­ახ­ლეა ის ფაქ­ტიც, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა აირ­ბა­ლო­ნი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბის სის­ტე­მე­ბის შე­მოწ­მე­ბაც, რაც ასე­ვე ყო­ველ 3 წე­ლი­წად­ში ერთხელ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. სატ­რან­სპორ­ტო სფე­როს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ დე­ტა­ლებ­ში გარ­კვე­ვას- აირ­ბა­ლო­ნი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­მოწ­მე­ბით რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღე­ბენ მძღო­ლე­ბი და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა რამ­დე­ნად და­ი­ცავს მათ ინ­ტე­რე­სებს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე აცხა­დებს, რომ მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქეს ჯა­რი­მე­ბით ემუქ­რე­ბა, თა­ნაც ისე, რომ ხალ­ხი საქ­მის კურ­სში არ ჩა­ა­ყე­ნეს და მო­სა­ლოდ­ნელ რე­გუ­ლა­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს. "სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, მათ შო­რის, სატ­რან­სპორ­ტო დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ახა­ლი დო­კუ­მენ­ტი გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც მრა­ვალ­მხრივ არის სა­ეჭ­ვო და და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი. ეს არის აირ­ბა­ლო­ნი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა (და არა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა). ახა­ლი ცვლი­ლე­ბით, უნდა და­ი­წყოს მათი დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა, ვინც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში აირ­ბა­ლო­ნი და­ა­მონ­ტა­ჟა. ეს მა­შინ, როცა ჯერ მო­ნა­ცე­მე­ბიც არ არ­სე­ბობს, თუ რამ­დე­ნი მან­ქა­ნაა ბუ­ნებ­რივ აირ­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ხალ­ხი საქ­მის კურ­სში არ ჩა­ა­ყე­ნეს და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ახა­ლი ჯა­რი­მე­ბით ემუქ­რე­ბი­ან. ერთი შე­ხედ­ვით, კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი გან­ზრახ­ვა ამოძ­რა­ვებთ, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, რა­ღაც გა­ურ­კვევ­ლო­ბაა. ცხა­დია, შე­მოწ­მე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნოს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნომ, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად ვინ, უც­ნო­ბია. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის სა­ზი­ა­ნოდ, ფუ­ლის კე­თე­ბის სა­ამ­ქრო აა­მუ­შა­ვეს", - აცხა­დებს ოგ­ბა­ი­ძე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

შეზღუდვა და ჯარიმა "გაზიანი ავტომობილებისათვის"

შეზღუდვა და ჯარიმა "გაზიანი ავტომობილებისათვის"

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება იწყება, რომელსაც სავარაუდოდ, სანქციები და დაჯარიმებაც მოჰყვება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, "გაზიანმა ავტომობილებმა" ტექნიკური შემოწმება 2016 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა გაიარონ. ახალმა რეგულაციამ მძღოლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

გაზეთი "რეზონანსის" ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სანქციები განისაზღვრება კანონდამრღვევებისთვის. ავტოექსპერტები ამბობენ, რომ რეგულაციები იქნება მკაცრი და ათასობით მოქალაქისთვის შეიძლება, მძიმე ტვირთადაც იქცეს. ზუსტი სტატისტიკა, აირბალონით აღჭურვილი რამდენი ავტომობილი მოძრაობს საქართველოში უცნობია. არაოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივ აირზე 100 000-დან 150 000-მდე მანქანაა "გადაყვანილი".

წინასწარი ინფორმაციით, ტექნიკური შემოწმება ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების შემთხვევაში, 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს. ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 5 წელწადში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, მისი შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ. სიახლეა ის ფაქტიც, რომ სავალდებულო ხდება აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმებაც, რაც ასევე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს. სატრანსპორტო სფეროს წამყვანი სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ დეტალებში გარკვევას- აირბალონიანი ავტომობილის შემოწმებით რა ვალდებულებას იღებენ მძღოლები და კანონმდებლობა რამდენად დაიცავს მათ ინტერესებს.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ მთავრობის დადგენილება საქართველოს ათასობით მოქალაქეს ჯარიმებით ემუქრება, თანაც ისე, რომ ხალხი საქმის კურსში არ ჩააყენეს და მოსალოდნელ რეგულაციაზე წარმოდგენაც არ აქვს. "საზოგადოებისთვის, მათ შორის, სატრანსპორტო დარგის სპეციალისტებისთვის, მოულოდნელად ახალი დოკუმენტი გაჩნდა, რომელიც მრავალმხრივ არის საეჭვო და დასაფიქრებელი. ეს არის აირბალონიანი ავტომობილების შემოწმება (და არა ტექდათვალიერება). ახალი ცვლილებით, უნდა დაიწყოს მათი დოკუმენტების შემოწმება, ვინც სატრანსპორტო საშუალებებში აირბალონი დაამონტაჟა. ეს მაშინ, როცა ჯერ მონაცემებიც არ არსებობს, თუ რამდენი მანქანაა ბუნებრივ აირზე გადაყვანილი. ხალხი საქმის კურსში არ ჩააყენეს და მოულოდნელად ახალი ჯარიმებით ემუქრებიან. ერთი შეხედვით, კეთილშობილური განზრახვა ამოძრავებთ, მაგრამ მეორე მხრივ, რაღაც გაურკვევლობაა. ცხადია, შემოწმება უნდა მოახდინოს აკრედიტაციის შესაბამისმა ორგანომ, მაგრამ კონკრეტულად ვინ, უცნობია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ათასობით მოქალაქის საზიანოდ, ფულის კეთების საამქრო აამუშავეს", - აცხადებს ოგბაიძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია