საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროსი კიწმარიშვილი სპეცსამსახურებმა მოკლეს?!
ეროსი კიწმარიშვილი სპეცსამსახურებმა მოკლეს?!

2014 წლის 15 ივ­ლისს ავ­ტო­ფა­რეხ­ში გარ­დაც­ვლი­ლი მე­დი­ა­მაგ­ნატ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ძმა წე­ლი­წად­ზე მე­ტია, გა­მო­ძი­ე­ბის­გან კი­თხვებ­ზე პა­სუხს ელის. ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო­ე­ბა უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვეს­ და რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­შია შე­სუ­ლი. რეს­პონ­დენ­ტი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" საქ­მე­ში არ­სე­ბულ უც­ნობ დე­ტა­ლებს ახ­მა­უ­რებს.

- 2015 წლი­დან სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი შე­ნელ­და და სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლეთ, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ახა­ლი ბიძ­გი მიგ­ვე­ცა. შევ­ხვდით პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­სა და საქ­მის გა­მომ­ძი­ებ­ლებს. ამის შემ­დეგ ძი­ე­ბა სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რი­მარ­თა:

1. სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ციის მო­პო­ვე­ბა;

2. ფა­ტა­ლურ ია­რაღ­ზე არ­სე­ბუ­ლი დნმ-ის მო­ნა­ცე­მე­ბის დად­გე­ნა და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა;

3. ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის კვლე­ვის გაგ­რძე­ლე­ბა. ამო­ი­ღეს 2 თვის ამო­ნა­წე­რე­ბი ან­ძე­ბი­დან­ და 20-მდე პი­რის დნმ-ი შე­ა­და­რეს სას­ხლეტ­ზე არ­სე­ბულ მა­სა­ლას. ჩვენ კი ვაგ­რძე­ლებ­დით ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­შიფვ­რას.

სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძე­ბის გა­შიფვ­რა შსს-ს სპე­ცი­ა­ლურ ქვე­და­ნა­ყოფს და­ე­ვა­ლა. მათ მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და იმ აბო­ნენ­ტთა ვინ­ა­ობის დად­გე­ნა, რომ­ლე­ბიც ივ­ლის­ში ეკონტ­აქ­ტე­ბოდ­ნენ ერო­სის, მაგ­რამ აქამ­დე არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, რომ წარ­მოდ­გე­ნა არა აქვთ, რა ეტაპ­ზეა­ ეს ჯგუ­ფი. არც ის იცი­ან, რო­დის დას­რულ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი. დნმ-სთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­ურ­კვევ­ლო­ბაა - შე­მოწ­მდა ყვე­ლა ის პირი,­ ვი­საც შე­საძ­ლოა, ან და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით,­ რომ ამ ია­რაღ­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა­ (ესე­ნი არი­ან შსს-ს თა­ნამ­შრ­ომ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ეს ია­რა­ღი მა­შინ გა­ის­რო­ლეს, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და, შემ­ომ­ტა­ნი, გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი, მე­ნე­ჯე­რე­ბი და სხვ.), მაგ­რამ თან­ხვედ­რა არ არის.

სას­ხლეტ­ზე გვაქვს უცხო დნმ-ი, რომ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბაც არ ვი­ცით. ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ჩანს პირი,­ რო­მე­ლიც ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და, მაგ­რამ მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა­. არის სა­ეჭ­ვო სა­კი­თხე­ბი, რომ­ლებ­ზეც გამო­ძი­ე­ბის­გან მხრე­ბის აჩე­ჩის გარ­და, პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ. საქ­მე­ში უამ­რა­ვი უც­ნა­უ­რი დე­ტა­ლია, რომ­ლე­ბიც არ ესა­და­გე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის არჩ­ეულ ვერ­სი­ას. ვფიქ­რობ, გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­ში შე­ვი­და. არ ჩანს არა­ნა­ი­რი­ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა,­ რო­მე­ლიც რა­ი­მე გა­მოკ­ვე­თილ­ ვერ­სი­ა­ზე შეგ­ვა­ჩე­რებს. იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რაც ჩვენ გვაქვს, უფრო მკვლე­ლო­ბა იკ­ვე­თე­ბა, ვიდ­რე თვით­მკვლე­ლო­ბა, და ეს მხოლ­ოდ­ გა­რე­დან შე­ხედ­ვით, თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რა ინ­ფორ­მა­ცი­აც ბოლო პე­რი­ოდ­ში­ გვქონ­და.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- შემ­თხვე­ვის ად­გილს, იმას, რა­საც ვე­რას­დროს ნა­ხავ­დით ერო­სის მან­ქა­ნა­ში: ჩა­მო­წე­ულ ფან­ჯრებს, მით უმე­ტეს, ავ­ტო­ფა­რეხ­ში, სა­დაც და­ხუ­რუ­ლი სივ­რცეა; რა­ტომ­ღაც და­ქო­ქილ მან­ქა­ნას, და­კარ­გულ ტყვი­ას, 50 ვაზ­ნას, გა­ტე­ნილ მჭიდს თვით­მკვლე­ლის­თვის... თავი და­ვა­ნე­ბოთ იმ ინფ­ორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც მე მაქვს, რომ ერო­სის­ სულ სხვა გეგ­მე­ბი ჰქონ­და...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ეროსი კიწმარიშვილი სპეცსამსახურებმა მოკლეს?!

ეროსი კიწმარიშვილი სპეცსამსახურებმა მოკლეს?!

2014 წლის 15 ივლისს ავტოფარეხში გარდაცვლილი მედიამაგნატ ეროსი კიწმარიშვილის ძმა წელიწადზე მეტია, გამოძიებისგან კითხვებზე პასუხს ელის. ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე საინტერესო გარემოება უყურადღებოდ დატოვეს­ და რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ჩიხშია შესული. რესპონდენტი "კვირის პალიტრასთან" საქმეში არსებულ უცნობ დეტალებს ახმაურებს.

- 2015 წლიდან საგამოძიებო მოქმედებები შენელდა და საჭიროდ ჩავთვალეთ, გამოძიებისთვის ახალი ბიძგი მიგვეცა. შევხვდით პროკურატურის მაღალჩინოსნებსა და საქმის გამომძიებლებს. ამის შემდეგ ძიება სამი მიმართულებით წარიმართა:

1. სატელეფონო ანძებიდან ინფორმა­ციის მოპოვება;

2. ფატალურ იარაღზე არსებული დნმ-ის მონაცემების დადგენა და იდენტიფი­ცირება;

3. ვიდეომასალების კვლევის გაგრძელება. ამოიღეს 2 თვის ამონაწერები ანძები­დან­ და 20-მდე პირის დნმ-ი შეადარეს სასხლეტზე არსებულ მასალას. ჩვენ კი ვაგრძელებდით ვიდეომასალის გაშიფვრას.

სატელეფონო ანძების გაშიფვრა შსს-ს სპეციალურ ქვედანაყოფს დაევალა. მათ მოვალეობაში შედიოდა იმ აბონენტთა ვინ­ა­ობის დადგენა, რომლებიც ივლისში ეკონტ­აქტებოდნენ ეროსის, მაგრამ აქამდე არაფერი გაკეთებულა. გამოძიება გვეუბნება, რომ წარმოდგენა არა აქვთ, რა ეტაპზეა­ ეს ჯგუფი. არც ის იციან, როდის დასრულდება ეს პროცესი. დნმ-სთან დაკავშირებითაც გაურკვევლობაა - შემოწმდა ყველა ის პირი,­ ვისაც შესაძლოა, ან დანამდვილებით ვიცით,­ რომ ამ იარაღთან ჰქონდა შეხება­ (ესენი არიან შსს-ს თანამშრ­ომლები, რომლებმაც ეს იარაღი მაშინ გაისროლეს, როცა საქართველოში შემოვიდა, შემ­ომტანი, გამყიდველები, მენეჯერები და სხვ.), მაგრამ თანხვედრა არ არის.

სასხლეტზე გვაქვს უცხო დნმ-ი, რომლის წარმომავლობაც არ ვიცით. ვიდეომასალაში ჩანს პირი,­ რომელიც ინტერესს იწვევდა, მაგ­რამ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა­. არის საეჭვო საკითხები, რომ­ლებზეც გამო­ძიებისგან მხრების აჩეჩის გარდა, პასუხი ვერ მივიღეთ. საქმეში უამრავი უცნაური დეტალია, რომლებიც არ ესადაგება გამოძიების არჩ­ეულ ვერსიას. ვფიქრობ, გამოძიება ჩიხში შევიდა. არ ჩანს არანაირი­ მტკიცებულება,­ რომელიც რაიმე გამოკვეთილ­ ვერსიაზე შეგვაჩერებს. იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, უფრო მკვლელობა იკვეთება, ვიდრე თვითმკვლელობა, და ეს მხოლ­ოდ­ გარედან შეხედვით, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რა ინფორმაციაც ბოლო პერიოდში­ გვქონდა.

- რას გულისხმობთ?

- შემთხვევის ადგილს, იმას, რასაც ვერასდროს ნახავდით ეროსის მანქანაში: ჩამოწეულ ფანჯრებს, მით უმეტეს, ავტოფარეხში, სადაც დახურული სივრცეა; რატომღაც დაქოქილ მანქანას, დაკარგულ ტყვიას, 50 ვაზნას, გატენილ მჭიდს თვითმკვლელისთვის... თავი დავანებოთ იმ ინფ­ორმაციას, რომელიც მე მაქვს, რომ ეროსის­ სულ სხვა გეგმები ჰქონდა...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია