პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგათ გადაეცი, გივი სიხარულიძემ შემოგითვალათ, შეგეც*თ ყველასო!" - მსახიობის პირველი კომენტარი სკანდალური პრორუსული ინტერვიუს შემდეგ
"მაგათ გადაეცი, გივი სიხარულიძემ შემოგითვალათ, შეგეც*თ ყველასო!" - მსახიობის პირველი კომენტარი სკანდალური პრორუსული ინტერვიუს შემდეგ

მსა­ხი­ობ­მა და შო­უ­მენ­მა გივი სი­ხა­რუ­ლი­ძემ რუ­სე­თის ქა­ლაქ ბლა­გო­ვეშ­ჩენ­სკის ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­არხს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, რომ­ლის ფრაგ­მენ­ტიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და და სა­ყო­ველ­თაო მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. რო­გორც სი­ხა­რუ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მას დედა რუსი ჰყავ­და და ამი­ტომ კარ­გად იც­ნობს რუ­სულ სულს: "მე ვიცი რას ნიშ­ნავს უბ­რა­ლო რუსი ხალ­ხი, ეს არის ნამ­დვი­ლი რუ­სუ­ლი სული. ასე­თი სული მსოფ­ლი­ო­ში არც ერთ ხალ­ხს არ აქვს: ეს არის გულ­წრფე­ლო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თუ რუსი მო­გენ­დო­ბა, ის მთე­ლი გუ­ლით მო­გენ­დო­ბა".

მეტი| "ქარ­თვე­ლე­ბი აზ­რზე მო­დი­ან, ჩვენ ერთი გზა გვაქვს და ის რუ­სე­თის­კენ მი­დის" - გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე რუ­სულ ტე­ლე­არხზე

AMBEBI.GE გივი სი­ხა­რუ­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და და გა­მოხ­მა­უ­რე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც მის ინ­ტერ­ვი­უს მოჰ­ყვა, კო­მენ­ტა­რი სთხო­ვა.

- მე პირ­და­პირ ვამ­ბობ ერთ რა­მეს, რო­მელ­საც ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ - მე მე­ზი­ზღე­ბა ჟი­რი­ნოვ­სკის რუ­სე­თი, თუმ­ცა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და სა­ნუკ­ვა­რი რა­მაა პუშ­კი­ნის, ლერ­მონ­ტო­ვის და ჩე­ხო­ვის რუ­სე­თი და სა­ერ­თო­დაც, რუსი ხალ­ხი მიყ­ვარს. მე ნა­ხევ­რად რუსი ვარ, დედა მყავ­და რუსი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­ბი არ მიყ­ვარ­დნენ?! ჩემ­თვის მარ­ცხე­ნა ხელი რუ­სე­თია და მარ­ჯვე­ნა სა­ქარ­თვე­ლო. მე მე­ზი­ზღე­ბა გე­ნე­რა­ლი­ტე­ტის რუ­სე­თი.

- ბევ­რმა, თქვე­ნი ეს ნათ­ქვა­მის შემ­დეგ თქვა, რომ გი­ვის სი­ხა­რუ­ლი­ძე ეპირ­ფე­რე­ბა რუ­სებ­სო...

- ვინც ასე აღიქ­ვა გა­და­ე­ცით გივი სი­ხა­რუ­ლი­ძემ შე­მო­გით­ვა­ლათ - შე­გეც*თ ყვე­ლა­სო! ძა­ლი­ან გთხოვთ, პირ­და­პირ ასე და­წე­როთ. მე უბ­რა­ლო რუსი ხალ­ხი მიყ­ვარს და უდი­დეს პა­ტივს ვცემ მათ.

- თუმ­ცა უბ­რა­ლო რუს ხალ­ხსაც არ ვუყ­ვარ­ვართ ქარ­თვე­ლე­ბი...

- მო­ი­ცა, რა, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რაც კი აკ­რძა­ლუ­ლი იყო და მა­შინ რუსი ხალ­ხი არ ეზი­ზღე­ბო­დათ? ზუს­ტად ამ მო­რა­ლით ხელ­მძღვა­ნე­ლობს რუსი ხალ­ხიც. ჩვენ რუსი ხალ­ხი არ უნდა აღ­ვიქ­ვათ მტრად, ჩვე­ნი მტე­რი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა.

- თუმ­ცა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხალ­ხი აკომ­პლექ­ტებს...

- მო­ი­ცა, თქვენ არ იყა­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ მო­იყ­ვა­ნეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში?! ხალ­ხი რა შუ­ა­შია? ნა­ძი­რა­ლა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან ხალ­ხი ყო­ველ­თვის მო­ტყუ­ე­ბუ­ლია აქაც და რუ­სეთ­შიც.

- თქვე­ნი აზ­რით, რა ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გვქონ­დეს რუ­სეთ­თან?

- მე ვფიქ­რობ, რუ­სეთ­თან ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­არ­ჩენს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ მუ­სულ­მა­ნუ­რი სამ­ყა­როს ანკლა­ვა­ში მო­ვექ­ცე­ვით. როცა რუ­სის გე­ნე­რა­ლი­ტე­ტი გვარ­თმევს მი­წებს, ამე­რი­კე­ლე­ბი კი არ უნდა აღ­შფოთ­დნენ, არა­მედ გვერ­დში უნდა დაგ­ვიდ­გნენ და საქ­მე გა­ა­კე­თონ. ევ­რო­კავ­შირს გული რომ ტკი­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ასე ექ­ცე­ვი­ა­ნო, გული კი არ უნდა ეტ­კი­ნოთ, ტრა*ი უნდა აეწ­ვათ და საქ­მე გა­ა­კე­თონ. თუ მარ­თლა გა­ინ­ცდი­ან ჩვენ ამ­ბავს, დაგ­ვიდ­გნენ გვერ­დში რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. რუ­სე­ბი მიყ­ვარს სი­გი­ჟემ­დე და ჩემი სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნას მხო­ლოდ რუ­სეთ­თან სწორ პო­ლი­ტი­კა­ში ვხე­დავ. ამის­თვის კი სა­ჭი­როა ქვე­ყა­ნას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჰყავ­დეს, ჩვენ არა გვყავს ასე­თი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ვინც გვყავს ისი­ნი ამე­რი­კუ­ლი სუ­ლის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­ჯი­შე­ბა უნ­დათ. ბა­ი­დენ­მა, ჯონ კე­რიმ და მა­გათ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პირ­და­პირ თქვეს, იმ ქვეყ­ნებს, სა­დაც კაცი კაცს არ მო­იყ­ვანს და ქალი ქალს, დიდი პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბა­თო. ეგე­თი ამე­რი­კა არ მჭირ­დე­ბა. თურ­ქებ­მა მი­ლი­ო­ნო­ბით ქარ­თვე­ლი გა­ა­უ­ბე­დუ­რეს და დღეს ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან და ეს რო­გორ ხდე­ბა?! მე მომ­ხრე ვარ რუ­სეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის და სა­ნამ მოვ­კვდე­ბი ასე იქ­ნე­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

ნუგზარი ბერეჟიანი
1

ნებისმიერ ერზე სიძულვილით საუბარი ნამდვილად არ შეიძლება. 1993 წელს რუსული ტანკები და ბალტინის დესანტი რომ არ ყოფილიყო ფოთში, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა-ამას, როგორც ამ მოვლენების მონაწილე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"მაგათ გადაეცი, გივი სიხარულიძემ შემოგითვალათ, შეგეც*თ ყველასო!" - მსახიობის პირველი კომენტარი სკანდალური პრორუსული ინტერვიუს შემდეგ

"მაგათ გადაეცი, გივი სიხარულიძემ შემოგითვალათ, შეგეც*თ ყველასო!" - მსახიობის პირველი კომენტარი სკანდალური პრორუსული ინტერვიუს შემდეგ

მსახიობმა და შოუმენმა გივი სიხარულიძემ რუსეთის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკის ადგილობრივ ტელეარხს ინტერვიუ მისცა, რომლის ფრაგმენტიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და საყოველთაო მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორც სიხარულიძემ განაცხადა, მას დედა რუსი ჰყავდა და ამიტომ კარგად იცნობს რუსულ სულს: "მე ვიცი რას ნიშნავს უბრალო რუსი ხალხი, ეს არის ნამდვილი რუსული სული. ასეთი სული მსოფლიოში არც ერთ ხალხს არ აქვს: ეს არის გულწრფელობა ურთიერთობაში. თუ რუსი მოგენდობა, ის მთელი გულით მოგენდობა".

მეტი| "ქართველები აზრზე მოდიან, ჩვენ ერთი გზა გვაქვს და ის რუსეთისკენ მიდის" - გივი სიხარულიძე რუსულ ტელეარხზე

AMBEBI.GE გივი სიხარულიძეს დაუკავშირდა და გამოხმაურებებზე, რომელიც მის ინტერვიუს მოჰყვა, კომენტარი სთხოვა.

- მე პირდაპირ ვამბობ ერთ რამეს, რომელსაც ახლაც გავიმეორებ - მე მეზიზღება ჟირინოვსკის რუსეთი, თუმცა ძალიან მიყვარს და სანუკვარი რამაა პუშკინის, ლერმონტოვის და ჩეხოვის რუსეთი და საერთოდაც, რუსი ხალხი მიყვარს. მე ნახევრად რუსი ვარ, დედა მყავდა რუსი და როგორ შეიძლება რუსები არ მიყვარდნენ?! ჩემთვის მარცხენა ხელი რუსეთია და მარჯვენა საქართველო. მე მეზიზღება გენერალიტეტის რუსეთი.

- ბევრმა, თქვენი ეს ნათქვამის შემდეგ თქვა, რომ გივის სიხარულიძე ეპირფერება რუსებსო...

- ვინც ასე აღიქვა გადაეცით გივი სიხარულიძემ შემოგითვალათ - შეგეც*თ ყველასო! ძალიან გთხოვთ, პირდაპირ ასე დაწეროთ. მე უბრალო რუსი ხალხი მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ მათ.

- თუმცა უბრალო რუს ხალხსაც არ ვუყვარვართ ქართველები...

- მოიცა, რა, სააკაშვილის დროს რუსული სიმღერაც კი აკრძალული იყო და მაშინ რუსი ხალხი არ ეზიზღებოდათ? ზუსტად ამ მორალით ხელმძღვანელობს რუსი ხალხიც. ჩვენ რუსი ხალხი არ უნდა აღვიქვათ მტრად, ჩვენი მტერი რუსეთის ხელისუფლებაა.

- თუმცა ამ ხელისუფლებას ხალხი აკომპლექტებს...

- მოიცა, თქვენ არ იყავით სააკაშვილი რომ მოიყვანეთ ხელისუფლებაში?! ხალხი რა შუაშია? ნაძირალა პოლიტიკოსებისგან ხალხი ყოველთვის მოტყუებულია აქაც და რუსეთშიც.

- თქვენი აზრით, რა ურთიერთობა უნდა გვქონდეს რუსეთთან?

- მე ვფიქრობ, რუსეთთან ძმური ურთიერთობა საქართველოს გადაარჩენს, სხვა შემთხვევაში ჩვენ მუსულმანური სამყაროს ანკლავაში მოვექცევით. როცა რუსის გენერალიტეტი გვართმევს მიწებს, ამერიკელები კი არ უნდა აღშფოთდნენ, არამედ გვერდში უნდა დაგვიდგნენ და საქმე გააკეთონ. ევროკავშირს გული რომ ტკივა, საქართველოს ასე ექცევიანო, გული კი არ უნდა ეტკინოთ, ტრა*ი უნდა აეწვათ და საქმე გააკეთონ. თუ მართლა გაინცდიან ჩვენ ამბავს, დაგვიდგნენ გვერდში რუსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. რუსები მიყვარს სიგიჟემდე და ჩემი საქართველოს გადარჩენას მხოლოდ რუსეთთან სწორ პოლიტიკაში ვხედავ. ამისთვის კი საჭიროა ქვეყანას პოლიტიკოსები ჰყავდეს, ჩვენ არა გვყავს ასეთი პოლიტიკოსები, ვინც გვყავს ისინი ამერიკული სულის მატარებლები არიან, რომლებსაც საქართველოს გადაჯიშება უნდათ. ბაიდენმა, ჯონ კერიმ და მაგათმა პრეზიდენტმა პირდაპირ თქვეს, იმ ქვეყნებს, სადაც კაცი კაცს არ მოიყვანს და ქალი ქალს, დიდი პრობლემები ექნებათო. ეგეთი ამერიკა არ მჭირდება. თურქებმა მილიონობით ქართველი გააუბედურეს და დღეს ჩვენი მეგობრები არიან და ეს როგორ ხდება?! მე მომხრე ვარ რუსეთთან კარგი ურთიერთობის და სანამ მოვკვდები ასე იქნება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - ლაშა თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"

მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი - როდიდან გაუარესდება ამინდი?