პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Set Fest: ვინ დაუკრავს 2 ოქტომბერს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე
Set Fest: ვინ დაუკრავს 2 ოქტომბერს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე

Set Fest–ი წარ­მო­გიდ­გენთ მო­რიგ პრო­ექტს:

Fall Set–ი, 2015 წლის ბოლო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 2 ოქ­ტომ­ბერს, ძვე­ლი იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ყო­ფი­ლი მა­ნე­ჟის შე­ნო­ბა­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვი­ან:

WORAKLS:

Worakls - ეს ახალ­გაზ­რდა ფრან­გი არ­ტის­ტი სულ რა­ღაც 26 წლი­საა. 3 წლის იყო, რო­დე­საც ფორ­ტე­პი­ა­ნოს მი­უჯ­და და მას მერე მუ­სი­კა მის გა­ტა­ცე­ბად, ყო­ვე­დღი­უ­რო­ბად და პრო­ფე­სი­ად გა­და­იქ­ცა. ბევ­რი კო­ლე­გა დი­ჯე­ის­გან და პრო­დი­უ­სე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არა დი­ლე­ტან­ტიზმს, უბ­რა­ლო მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელს, არა­მედ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას მო­ი­ცავს. კლა­სი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბით და სპე­ცი­ფი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბით, დღეს­დღე­ო­ბით მუ­სი­კო­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნოს­ცე­ნის ერ­თერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია - მისი მუ­სი­კა მე­ლო­დი­უ­რია, უხ­დე­ბა მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, არ კარ­გავს მე­ლო­დი­ურ ხაზს და არა­სო­დეს გა­დაზ­რდი­ლა ზედ­მე­ტად მძი­მე, უხეშ, ან უსუ­ლო სა­უნდში.

მისი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სინ­გლი, Porto, 2014 წელს გა­მო­ვი­და. ამ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არ­ტისტზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და, ამას ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად არა­ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე, თუ მცი­რე მას­შტა­ბის ივენთზე უწევს დაკ­ვრა.

Worakls -ის კა­რი­ე­რა­ში რამ­დე­ნი­მე მას­შტა­ბუ­რი ფეს­ტი­ვა­ლია, მათ შო­რი­საა ფრან­გუ­ლი La Nuit Rouge და მექ­სი­კუ­რი Soultech Festival, ბარ­სე­ლო­ნას Dgtl Festival და ახლა უკვე Tbilisi Summer Set-იც.

ამ­ჟა­მად Worakls Fall Set-ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ჰედ­ლა­ი­ნე­რია, ახალ­გაზ­რდა ფრან­გი არ­ტის­ტი 2 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი მე­ლო­მა­ნე­ბის­თვის და­უკ­რავს.

GIDGE:

Gidge - შვე­დუ­რი დუო. რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლი 2014 წელს გა­მო­ცე­ბუ­ლი ალ­ბი­მით - "Autumn Bells". იგი მა­ლე­ვე აღი­ა­რეს მუ­სი­კა­ლურ შე­დევ­რად. მათი მუ­სი­კით შექ­მნილ თბილ და წრფელ ატ­მოს­ფე­როს მსმე­ნე­ლი სხვა რე­ა­ლო­ბა­ში გა­დაჰ­ყავს.

Gidge-ს შთა­გო­ნე­ბის წყა­რო და მთა­ვა­რი "ია­რა­ღი" ჩრდი­ლო­ე­თის ტყე­ე­ბი და მას­ში წარ­მოქ­მნი­ლი უჩ­ვე­უ­ლო ბგე­რე­ბია. მრა­ვალ­დო­ნი­ა­ნი ბიტი, მძი­მე აკორ­დე­ბი, შო­რე­უ­ლი ვო­კა­ლუ­რი სემპლე­ბი, ამ ყო­ვე­ლი­ვე­თი ისი­ნი მსმენ­ლის გუ­ლის და­პყრო­ბას წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხე­ბენ. 2 ოქ­ტომ­ბერს კი შვე­დუ­რი დუ­ე­ტის სამზნე ქარ­თე­ლი მე­ლო­მა­ნე­ბი გახ­დე­ბი­ან.

TADE:

Tade – ქარ­თვე­ლი ნი­ჭი­ე­რი არ­ტის­ტი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მებს ვი­ზუ­ალ-არ­ტის­ტი Masterskey.

  • ბი­ლე­თის ფასი: - 20 ლარი
  • ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ღო­ნის­ძი­ე­ბის ად­გილ­ზე 2 ოქ­ტომ­ბერს 22:00 სა­ა­თი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.
  • ონ­ლა­ინ ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია 2 სექ­ტე­ემ­ბრი­დან სა­იტ­ზე: www.eventer.ge

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

Set Fest: ვინ დაუკრავს 2 ოქტომბერს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე

Set Fest: ვინ დაუკრავს 2 ოქტომბერს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე

Set Fest–ი წარმოგიდგენთ მორიგ პროექტს:

Fall Set–ი, 2015 წლის ბოლო პროექტი, რომელიც 2 ოქტომბერს, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, ყოფილი მანეჟის შენობაში გაიმართება. მის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან:

WORAKLS:

Worakls - ეს ახალგაზრდა ფრანგი არტისტი სულ რაღაც 26 წლისაა. 3 წლის იყო, როდესაც ფორტეპიანოს მიუჯდა და მას მერე მუსიკა მის გატაცებად, ყოვედღიურობად და პროფესიად გადაიქცა. ბევრი კოლეგა დიჯეისგან და პროდიუსერისგან განსხვავებით, მისი მუსიკალური განათლება არა დილეტანტიზმს, უბრალო მუსიკალურ სასწავლებელს, არამედ კონსერვატორიას მოიცავს. კლასიკური განათლებით და სპეციფიკური გემოვნებით, დღესდღეობით მუსიკოსი თანამედროვე ტექნოსცენის ერთერთი გამორჩეული წარმომადგენელია - მისი მუსიკა მელოდიურია, უხდება მასშტაბურ ღონისძიებებს, არ კარგავს მელოდიურ ხაზს და არასოდეს გადაზრდილა ზედმეტად მძიმე, უხეშ, ან უსულო საუნდში.

მისი ყველაზე ცნობილი სინგლი, Porto, 2014 წელს გამოვიდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული არტისტზე მოთხოვნა გაიზარდა, ამას ყოველკვირეულად არაერთ ფესტივალზე, თუ მცირე მასშტაბის ივენთზე უწევს დაკვრა.

Worakls -ის კარიერაში რამდენიმე მასშტაბური ფესტივალია, მათ შორისაა ფრანგული La Nuit Rouge და მექსიკური Soultech Festival, ბარსელონას Dgtl Festival და ახლა უკვე Tbilisi Summer Set-იც.

ამჟამად Worakls Fall Set-ის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერია, ახალგაზრდა ფრანგი არტისტი 2 ოქტომბერს ქართველი მელომანებისთვის დაუკრავს.

GIDGE:

Gidge - შვედური დუო. რომელიც განსაკუთრებით ცნობილი 2014 წელს გამოცებული ალბიმით - "Autumn Bells". იგი მალევე აღიარეს მუსიკალურ შედევრად. მათი მუსიკით შექმნილ თბილ და წრფელ ატმოსფეროს მსმენელი სხვა რეალობაში გადაჰყავს.

Gidge-ს შთაგონების წყარო და მთავარი „იარაღი“ ჩრდილოეთის ტყეები და მასში წარმოქმნილი უჩვეულო ბგერებია. მრავალდონიანი ბიტი, მძიმე აკორდები, შორეული ვოკალური სემპლები, ამ ყოველივეთი ისინი მსმენლის გულის დაპყრობას წარმატებით ახერხებენ. 2 ოქტომბერს კი შვედური დუეტის სამზნე ქართელი მელომანები გახდებიან.

TADE:

Tade – ქართველი ნიჭიერი არტისტი.

ღონისძიების ვიზუალურად გააფორმებს ვიზუალ-არტისტი Masterskey.

  • ბილეთის ფასი: - 20 ლარი
  • ბილეთების შეძენა ღონისძიების ადგილზე 2 ოქტომბერს 22:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
  • ონლაინ ბილეთების შეძენა შესაძლებელია 2 სექტეემბრიდან საიტზე: www.eventer.ge

R

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია