მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ დაადგა საშველი ამ სწავლას და დავამთავრე ნორმალურ ქვეყანაში, ფსიქოლოგიურზე მინდა ჩავაბარო" - ქართველი გოგონას დღიურის გაგრძელება
"თუ დაადგა საშველი ამ სწავლას და დავამთავრე ნორმალურ ქვეყანაში, ფსიქოლოგიურზე მინდა ჩავაბარო" - ქართველი გოგონას დღიურის გაგრძელება

ეს დღი­უ­რი 1990-იან წლებ­ში იწე­რე­ბო­და. მისი ავ­ტო­რი ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნაა, რო­მელ­საც სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში მო­უ­წია გარ­და­ტე­ხის წლებ­მა. დღი­უ­რის წერა 14 წლი­სამ და­ი­წყო და 17 წლამ­დე წერ­და. მის თვალ­წინ გან­ვლო იმ მძი­მე წლებ­მა და ბევ­რმა ის­ტო­რი­ულ­მა ქარ­ტე­ხილ­მა, რო­მე­ლიც დღეს ბევ­რს ახ­სოვს. ბავ­შვუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით არის ნა­ამ­ბო­ბი ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხუ­რი და მო­ზარ­დუ­ლი ამ­ბე­ბი, რო­მელ­თაც სულ გას­დევს ფო­ნად მი­ტინ­გე­ბი, უშუ­ქო­ბა, გა­ჭირ­ვე­ბა და ომე­ბი, რა­მაც მა­შინ­დელ ახალ­გაზ­რდებ­სა და ბავ­შვებს სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი და­უჩრდი­ლა...

მე­ხუ­თე ნა­წი­ლი. იხი­ლეთ მე­ო­თხე ნა­წი­ლი

25 დე­კემ­ბე­რი, ოთხშა­ბა­თი, 1991 წ. ოთხი დღეა თბი­ლის­ში სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, ისევ ამო­ტივ­ტივ­დნენ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი. ზვი­ადს სულ "პუტ­ჩის­ტე­ბი" და "კრემ­ლის აგენ­ტე­ბი" აკე­რია პირ­ზე.

21-ში მთავ­რო­ბის სა­სახ­ლეს ია­რა­ღით შე­უ­ტი­ეს. რუს­თა­ველ­ზე ახ­ლაც სრო­ლაა. ტე­ლე­ვი­ზია გა­მორ­თუ­ლია, რა­დიო გა­თი­შუ­ლია. დამ­წვა­რია I სკო­ლა, მხატ­ვრის სახ­ლი, სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი"... უტე­ვენ და უტე­ვენ... მო­ი­თხო­ვენ ზვი­ა­დის გა­დად­გო­მას. ამ სი­ცი­ვე­ში და თან ალ­ბათ ში­ში­თაც, ხალ­ხი ვერ მი­დის პრე­ზი­დენ­ტის და­სა­ცა­ვად. გზე­ბიც გა­და­კე­ტი­ლია. გამ­სა­ხურ­დია ბუნ­კერ­შია და იქი­დან იცავს თავს. მას თითო-ორო­ლა ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ღა შერ­ჩა. ის ნა­ძი­რა­ლე­ბი კი მა­ღა­ზი­ებს ძარ­ცვა­ვენ, ია­რა­ღით და­თა­რე­შო­ბენ და რა­საც უნ­დათ, იმას აკე­თე­ბენ. ზვი­ა­დის მომ­ხრე­ებს საჭ­მე­ლი შე­მო­აკ­ლდათ, არც ქვე­შა­გე­ბე­ბი აქვთ, არც ია­რა­ღი. თბი­ლი­სის მი­სად­გო­მებ­თან სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი დგა­ნან, მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი მათ ქა­ლაქ­ში არ უშ­ვე­ბენ.

23-ში ჩვენ­მა მე­ზო­ბელ­მა მა­რი­ა­ნამ (რუსი ოფიც­რის ცოლ­მა) დე­დას უთხრა, რომ 22-ში, როცა მისი ქმა­რი იყო მო­რი­გე, საბ­ჭო­თა ნა­წილ­ში (რო­მე­ლიც თბი­ლის­ში დგას) მი­სუ­ლა ჩვე­ნი დიდი და გა­მო­ჩე­ნი­ლი რე­ჟი­სო­რი და რუ­სე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბა უთხო­ვია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ უარი უთ­ქვამთ, თო­რემ ვინ იცის, რა მოხ­დე­ბო­და.

მა­მას ია­რა­ღი არ აქვს, თო­რემ ალ­ბათ იქ იქ­ნე­ბო­და. უია­რა­ღოდ კი რა უნდა გა­ა­კე­თოს, იმათ თა­ვის­თვის არ ჰყოფ­ნით (ისე, შე­იძ­ლე­ბა მეც ვერ მე­პა­ტი­ე­ბი­ნა, ქარ­თვე­ლის­თვის რომ ეს­რო­ლა ტყვია).

ამათ კი, თურ­მე შე­ვარ­დნა­ძის ჩა­მოყ­ვა­ნა უნ­დათ და მისი პრე­ზი­დენ­ტად დას­მა. ჰგო­ნი­ათ, იმას თუ და­ა­ყე­ნე­ბენ, თა­ვა­დაც გა­ი­ხა­რე­ბენ და ქვე­ყა­ნას ხელ­ში ჩა­იგ­დე­ბენ. ეს თუ მარ­თლა მოხ­და, აი მა­შინ იქ­ნე­ბა მა­ფი­ის პარ­პა­ში.

ისევ არ წყდე­ბა ტყვი­ე­ბის ზუ­ზუ­ნი. ოპო­ზი­ცია ახლა ოპე­რის შე­ნო­ბა­შია. ოჰ, ნეტა დრო­ზე მორ­ჩეს ეს ყვე­ლა­ფე­რი!!!

დღეს მა­მა­ჩემს და მის მე­გო­ბარს მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა უნ­დო­დათ თურ­მე ქუ­ჩა­ში, სა­დღაც აგ­ვი­ან­დე­ბო­დათ. ერთს გა­უვ­ლია, არ გა­უ­ჩე­რე­ბია, მე­ო­რეს გა­უვ­ლია და არც იმას გა­უ­ჩე­რე­ბია. მა­მას მე­გო­ბარს შე­უ­გი­ნია... მან­ქა­ნის მძღოლ­მა უცებ და­ა­მუხ­რუ­ჭა და ავ­ტო­მა­ტით ხელ­ში, გა­და­რე­უ­ლი გად­მოხ­ტო­მია. ამათ ფე­ხებ­თან ავ­ტო­მა­ტის ჯერი მი­უშ­ვა და მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­დათ. მა­მას უთ­ქვამს: - დამ­შვიდ­დი, შე კაცო, ქარ­თვე­ლე­ბი არა ვართ, ასე­თი სი­სუ­ლე­ლის­თვის ხომ არ მოვ­კლავთ ერ­თმა­ნეთ­სო. ის არ და­შოშ­მი­ნე­ბუ­ლა და ითხოვ­და მათ კე­დელ­თან მის­ვლას, რომ მი­ე­ცხრი­ლა. მამა მი­უ­ახ­ლოვ­და თურ­მე, ავ­ტო­მატ­ზე ხელი მო­კი­და და და­სამ­შვი­დებ­ლად კი­დევ რა­ღაც უთხრა. იმას უკან და­უ­ხე­ვია და მან­ქა­ნა მთე­ლი სის­წრა­ფით გა­უქ­რო­ლე­ბია. ხალ­ხი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უყუ­რებ­და ყო­ვე­ლი­ვე ამას, ესე­ნი რომ ასე გა­უნ­ძრევ­ლად შეხ­ვდნენ ამ აგ­რე­სი­ას. ერთ ქალს უთ­ქვამს: - შვი­ლო, ქვე­ბი ხართ, თუ რა ხართ, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და მო­ე­კა­ლით, რა­ტომ არ გა­ი­ქე­ცი­თო?

მერე კი და­უ­ყო­ლე­ბია, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ასე უფრო მომ­კვდა­რი­ყა­ვი­თო.

ასეა თბი­ლის­ში ამ­ბე­ბი. ყვე­ლას ია­რა­ღი უჭი­რავს. გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი და­დის ქუ­ჩებ­ში და სულ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო ერ­თმა­ნეთს ხო­ცა­ვენ. ოჯა­ხებ­შიც სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა – ზო­გან დედა ზვი­ა­დის­ტია, მამა – ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, შვი­ლი უპო­ზი­ციო და არის ერთი ამ­ბა­ვი.

8 იან­ვრამ­დე ახა­ლი წლის არ­და­დე­გე­ბი გვაქვს, თუმ­ცა რა ახა­ლი წელი გვექ­ნე­ბა. დღე­ი­სათ­ვის 51-მდეა გარ­დაც­ვლი­ლი და 2000-მდე დაჭ­რი­ლი. სა­ში­ნე­ლე­ბაა!

11 იან­ვა­რი, შა­ბა­თი, 1992 წელი.

ახა­ლი წელი დაგ­ვიდ­გა. უსი­ხა­რუ­ლოდ და მო­წყე­ნი­ლად.

ოპო­ზი­ცი­ამ ზვი­ა­დი გან­დევ­ნა მთავ­რო­ბის სახ­ლი­დან. სომ­ხე­თის­კენ წა­ვი­და თა­ვი­სი ამა­ლით. მთავ­რო­ბა­ში სი­გუა, კი­ტო­ვა­ნი, იო­სე­ლი­ა­ნი და სხვა­ნი მო­ვიდ­ნენ. სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მოხ­და და ძალა მარ­თავს ქვე­ყა­ნას.

მე აღა­რა­ვი­სი მჯე­რა, ყვე­ლა­ფე­რი შა­ვით არის მო­სი­ლი და არა­ფე­რი მი­ხა­რია, არც მე და ალ­ბათ, არა­ვის მთელ ქვე­ყა­ნა­ში.

არც ზვი­ა­დის მჯე­რა, ვერ მარ­თა სა­ხელ­მწი­ფო, მი­უშ­ვა სა­და­ვე­ე­ბი, წა­ვი­და ცო­ლის ჭკუ­ა­ზე.

პრე­ზი­დენ­ტის წას­ვლის მერე, ბუნ­კერ­ში ვი­თომ სა­წა­მე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ხალ­ხს აწა­მებ­დნე­ნო. რა­ღაც არა მგო­ნია, რომ მარ­თა­ლი იყოს, ახლა ათას რა­მეს მო­უ­გო­ნე­ბენ.

ახლა კი ამათ და­ი­კა­ვეს ქვე­ყა­ნა და სი­სუ­ლე­ლე­ებს აკე­თე­ბენ. სი­გუ­ამ ოსებს კულ­ტუ­რუ­ლი ავ­ტო­ნო­მია მი­არ­თვა. მალე შე­ვარ­დნა­ძის ჩა­მოყ­ვა­ნას აპი­რე­ბენ. ზოგი ამ­ბობს, შე­იძ­ლე­ბა გამ­სა­ხურ­დი­აც დაბ­რუნ­დე­სო...

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"თუ დაადგა საშველი ამ სწავლას და დავამთავრე ნორმალურ ქვეყანაში, ფსიქოლოგიურზე მინდა ჩავაბარო" - ქართველი გოგონას დღიურის გაგრძელება

"თუ დაადგა საშველი ამ სწავლას და დავამთავრე ნორმალურ ქვეყანაში, ფსიქოლოგიურზე მინდა ჩავაბარო" - ქართველი გოგონას დღიურის გაგრძელება

ეს დღიური 1990-იან წლებში იწერებოდა. მისი ავტორი ერთი ჩვეულებრივი ქართველი გოგონაა, რომელსაც სწორედ იმ პერიოდში მოუწია გარდატეხის წლებმა. დღიურის წერა 14 წლისამ დაიწყო და 17 წლამდე წერდა. მის თვალწინ განვლო იმ მძიმე წლებმა და ბევრმა ისტორიულმა ქარტეხილმა, რომელიც დღეს ბევრს ახსოვს. ბავშვური გულწრფელობით არის ნაამბობი ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი ოჯახური და მოზარდული ამბები, რომელთაც სულ გასდევს ფონად მიტინგები, უშუქობა, გაჭირვება და ომები, რამაც მაშინდელ ახალგაზრდებსა და ბავშვებს საუკეთესო წლები დაუჩრდილა...

მეხუთე ნაწილი. იხილეთ მეოთხე ნაწილი

25 დეკემბერი, ოთხშაბათი, 1991 წ. ოთხი დღეა თბილისში საშინელება ტრიალებს, ისევ ამოტივტივდნენ ოპოზიციონერები. ზვიადს სულ "პუტჩისტები" და "კრემლის აგენტები" აკერია პირზე.

21-ში მთავრობის სასახლეს იარაღით შეუტიეს. რუსთაველზე ახლაც სროლაა. ტელევიზია გამორთულია, რადიო გათიშულია. დამწვარია I სკოლა, მხატვრის სახლი, სასტუმრო "თბილისი"... უტევენ და უტევენ... მოითხოვენ ზვიადის გადადგომას. ამ სიცივეში და თან ალბათ შიშითაც, ხალხი ვერ მიდის პრეზიდენტის დასაცავად. გზებიც გადაკეტილია. გამსახურდია ბუნკერშია და იქიდან იცავს თავს. მას თითო-ოროლა ერთგული ადამიანიღა შერჩა. ის ნაძირალები კი მაღაზიებს ძარცვავენ, იარაღით დათარეშობენ და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. ზვიადის მომხრეებს საჭმელი შემოაკლდათ, არც ქვეშაგებები აქვთ, არც იარაღი. თბილისის მისადგომებთან სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული მოხალისეები დგანან, მაგრამ ოპოზიციონერები მათ ქალაქში არ უშვებენ.

23-ში ჩვენმა მეზობელმა მარიანამ (რუსი ოფიცრის ცოლმა) დედას უთხრა, რომ 22-ში, როცა მისი ქმარი იყო მორიგე, საბჭოთა ნაწილში (რომელიც თბილისში დგას) მისულა ჩვენი დიდი და გამოჩენილი რეჟისორი და რუსებისთვის დახმარება უთხოვია. საბედნიეროდ, მათ უარი უთქვამთ, თორემ ვინ იცის, რა მოხდებოდა.

მამას იარაღი არ აქვს, თორემ ალბათ იქ იქნებოდა. უიარაღოდ კი რა უნდა გააკეთოს, იმათ თავისთვის არ ჰყოფნით (ისე, შეიძლება მეც ვერ მეპატიებინა, ქართველისთვის რომ ესროლა ტყვია).

ამათ კი, თურმე შევარდნაძის ჩამოყვანა უნდათ და მისი პრეზიდენტად დასმა. ჰგონიათ, იმას თუ დააყენებენ, თავადაც გაიხარებენ და ქვეყანას ხელში ჩაიგდებენ. ეს თუ მართლა მოხდა, აი მაშინ იქნება მაფიის პარპაში.

ისევ არ წყდება ტყვიების ზუზუნი. ოპოზიცია ახლა ოპერის შენობაშია. ოჰ, ნეტა დროზე მორჩეს ეს ყველაფერი!!!

დღეს მამაჩემს და მის მეგობარს მანქანის გაჩერება უნდოდათ თურმე ქუჩაში, სადღაც აგვიანდებოდათ. ერთს გაუვლია, არ გაუჩერებია, მეორეს გაუვლია და არც იმას გაუჩერებია. მამას მეგობარს შეუგინია... მანქანის მძღოლმა უცებ დაამუხრუჭა და ავტომატით ხელში, გადარეული გადმოხტომია. ამათ ფეხებთან ავტომატის ჯერი მიუშვა და მოკვლით ემუქრებოდათ. მამას უთქვამს: - დამშვიდდი, შე კაცო, ქართველები არა ვართ, ასეთი სისულელისთვის ხომ არ მოვკლავთ ერთმანეთსო. ის არ დაშოშმინებულა და ითხოვდა მათ კედელთან მისვლას, რომ მიეცხრილა. მამა მიუახლოვდა თურმე, ავტომატზე ხელი მოკიდა და დასამშვიდებლად კიდევ რაღაც უთხრა. იმას უკან დაუხევია და მანქანა მთელი სისწრაფით გაუქროლებია. ხალხი გაკვირვებული უყურებდა ყოველივე ამას, ესენი რომ ასე გაუნძრევლად შეხვდნენ ამ აგრესიას. ერთ ქალს უთქვამს: - შვილო, ქვები ხართ, თუ რა ხართ, ხომ შეიძლებოდა მოეკალით, რატომ არ გაიქეცითო?

მერე კი დაუყოლებია, თუმცა შეიძლება ასე უფრო მომკვდარიყავითო.

ასეა თბილისში ამბები. ყველას იარაღი უჭირავს. განერვიულებული ხალხი დადის ქუჩებში და სულ უბრალო მიზეზის გამო ერთმანეთს ხოცავენ. ოჯახებშიც საშინელი მდგომარეობაა – ზოგან დედა ზვიადისტია, მამა – ოპოზიციონერი, შვილი უპოზიციო და არის ერთი ამბავი.

8 იანვრამდე ახალი წლის არდადეგები გვაქვს, თუმცა რა ახალი წელი გვექნება. დღეისათვის 51-მდეა გარდაცვლილი და 2000-მდე დაჭრილი. საშინელებაა!

11 იანვარი, შაბათი, 1992 წელი.

ახალი წელი დაგვიდგა. უსიხარულოდ და მოწყენილად.

ოპოზიციამ ზვიადი განდევნა მთავრობის სახლიდან. სომხეთისკენ წავიდა თავისი ამალით. მთავრობაში სიგუა, კიტოვანი, იოსელიანი და სხვანი მოვიდნენ. სამხედრო გადატრიალება მოხდა და ძალა მართავს ქვეყანას.

მე აღარავისი მჯერა, ყველაფერი შავით არის მოსილი და არაფერი მიხარია, არც მე და ალბათ, არავის მთელ ქვეყანაში.

არც ზვიადის მჯერა, ვერ მართა სახელმწიფო, მიუშვა სადავეები, წავიდა ცოლის ჭკუაზე.

პრეზიდენტის წასვლის მერე, ბუნკერში ვითომ საწამებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს, ხალხს აწამებდნენო. რაღაც არა მგონია, რომ მართალი იყოს, ახლა ათას რამეს მოუგონებენ.

ახლა კი ამათ დაიკავეს ქვეყანა და სისულელეებს აკეთებენ. სიგუამ ოსებს კულტურული ავტონომია მიართვა. მალე შევარდნაძის ჩამოყვანას აპირებენ. ზოგი ამბობს, შეიძლება გამსახურდიაც დაბრუნდესო...

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"