პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარზე საშემოდგომო შეტევა იწყება?!
ლარზე საშემოდგომო შეტევა იწყება?!

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა ქვე­ყა­ნა­ში უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დი გა­ი­ზარ­და, ექ­სპორ­ტის ვარ­დნა მცირ­დე­ბა, სა­გა­და­სახ­დე­ლო ბა­ლან­სი უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ლარს კი საშ­ვე­ლი არა და არ და­ად­გა. ამი­ტო­მაც ხალ­ხში, ეროვ­ნულ ბანკთან ერ­თად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ნდო­ბა სულ უფრო და უფრო ეცე­მა.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 1 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2,3876 ლა­რია. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, "ბლუმ­ბერ­გის" პლატ­ფორ­მა­ზე კი გუ­შინ 1 დო­ლა­რი 2,42 ლარს გა­დას­ცდა. შე­სა­ბა­მი­სად, ბან­კე­ბი და ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბი დო­ლარს 2,41-2,44 ლა­რის ფარ­გლებ­ში ყი­დი­ან. არა­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა არ­ჩილ მესტვი­რიშ­ვილ­მა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის სა­ფუძ­ველს აღარ იძ­ლე­ვა. მისი მტკი­ცე­ბით, ეკო­ნო­მი­კა­ში არ­სე­ბულ­მა შოკ­მა და მო­ლო­დინ­მა ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე უკვე მო­ახ­დი­ნა ზე­გავ­ლე­ნა.

"ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკო­ნო­მი­კა­ში არ­სე­ბულ­მა შოკ­მა და მლო­დინ­მა უკვე მო­ახ­დი­ნა ზე­გავ­ლე­ნა ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე და ლა­რის კურ­სზე მოქ­მე­დი სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბე­ბის და­ნაკ­ლი­სი უკვე ასა­ხუ­ლია იმ­პორ­ტის დი­ნა­მი­კა­ში. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ, სხვა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში, ჩვენ კურ­სის და­მა­ტე­ბით მერ­ყე­ო­ბას არ ვე­ლო­დე­ბით. რე­გი­ო­ნის მიმ­დი­ნა­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ქარ­თვე­ლო­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას, თუმ­ცა უკვე არ­სე­ბუ­ლი და დღე­ი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი შე­საძ­ლო შოკი უკვე არის ასა­ხუ­ლი არ­სე­ბულ კურ­სში", -აღ­ნიშ­ნა მესტვი­რიშ­ვილ­მა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეროვ­ნულ ბან­კში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლა ამო­წუ­რუ­ლია. მა­შინ რა სჭირს ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტას და რას აკე­თებს ამი­სათ­ვის მთა­ვა­რი სა­ბან­კო სტრუქ­ტუ­რა? "რე­ზო­ნან­სი" შე­ე­ცა­და, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი თა­ვად ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან მი­ე­ღო, თუმ­ცა ტრა­დი­ცი­უ­ლად სებ-ში "რე­ზო­ნან­სის" კი­თხვებს თავი აა­რი­დეს და ამ­ჯე­რა­დაც მე­დი­ის­გან და­მალ­ვა ამ­ჯო­ბი­ნეს.

ცოტა ხნის წი­ნათ, რო­დე­საც "ბლუმ­ბერ­გზე" ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა პიკს აღ­წევ­და, ეკო­ნო­მის­ტი მი­ხე­ილ დუნ­დუა მო­სახ­ლე­ო­ბას არ­წმუ­ნებ­და, რომ აჟი­ო­ტაჟს არ აჰ­ყო­ლოდ­ნენ და დო­ლა­რი არ ეყი­დათ, ვი­ნა­ი­დან ლარი გამ­ყა­რე­ბას და­ი­წყებ­და და ისი­ნი წა­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბოდ­ნენ. იგი­ვეს ამ­ბობ­და მა­შინ­დე­ლი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა დიდ დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში ცდის ბედს. მი­ხე­ილ დუნ­დუა ამ­ჯე­რა­დაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ კურ­სი აჟი­ო­ტა­ჟუ­რია და დო­ლა­რის ფასი ისევ თავ­ქვე და­ეშ­ვე­ბა. მისი აზ­რით, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის არა­ნა­ი­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტო­რი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მი­მართ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მკვეთ­რი ზრდაა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom

ლარზე საშემოდგომო შეტევა იწყება?!

ლარზე საშემოდგომო შეტევა იწყება?!

ბოლო რამდენიმე თვეა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები და ტურისტული ნაკადი გაიზარდა, ექსპორტის ვარდნა მცირდება, საგადასახდელო ბალანსი უმჯობესდება, ლარს კი საშველი არა და არ დაადგა. ამიტომაც ხალხში, ეროვნულ ბანკთან ერთად, ხელისუფლებისადმი ნდობა სულ უფრო და უფრო ეცემა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2,3876 ლარია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, "ბლუმბერგის" პლატფორმაზე კი გუშინ 1 დოლარი 2,42 ლარს გადასცდა. შესაბამისად, ბანკები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დოლარს 2,41-2,44 ლარის ფარგლებში ყიდიან. არადა, რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა თავდაჯერებულად განაცხადა, რომ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ვალუტის გაუფასურების საფუძველს აღარ იძლევა. მისი მტკიცებით, ეკონომიკაში არსებულმა შოკმა და მოლოდინმა ეროვნულ ვალუტაზე უკვე მოახდინა ზეგავლენა.

"ჩვენი ინფორმაციით, ეკონომიკაში არსებულმა შოკმა და მლოდინმა უკვე მოახდინა ზეგავლენა ეროვნულ ვალუტაზე და ლარის კურსზე მოქმედი სავალუტო შემოდინებების დანაკლისი უკვე ასახულია იმპორტის დინამიკაში. ეს ნიშნავს იმას, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენ კურსის დამატებით მერყეობას არ ველოდებით. რეგიონის მიმდინარე გეოპოლიტიკური პრობლემები, ბუნებრივია, საქართველოზეც ახდენს გავლენას, თუმცა უკვე არსებული და დღეისათვის ცნობილი შესაძლო შოკი უკვე არის ასახული არსებულ კურსში", -აღნიშნა მესტვირიშვილმა. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკში ადასტურებენ, რომ ლარის გაუფასურებაზე ეკონომიკური ზეწოლა ამოწურულია. მაშინ რა სჭირს ეროვნულ ვალუტას და რას აკეთებს ამისათვის მთავარი საბანკო სტრუქტურა? "რეზონანსი" შეეცადა, ამ კითხვაზე პასუხი თავად ეროვნული ბანკიდან მიეღო, თუმცა ტრადიციულად სებ-ში "რეზონანსის" კითხვებს თავი აარიდეს და ამჯერადაც მედიისგან დამალვა ამჯობინეს.

ცოტა ხნის წინათ, როდესაც "ბლუმბერგზე" ეროვნული ვალუტის გაუფასურება პიკს აღწევდა, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა მოსახლეობას არწმუნებდა, რომ აჟიოტაჟს არ აჰყოლოდნენ და დოლარი არ ეყიდათ, ვინაიდან ლარი გამყარებას დაიწყებდა და ისინი წაგებული დარჩებოდნენ. იგივეს ამბობდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ახლა დიდ დიპლომატიაში ცდის ბედს. მიხეილ დუნდუა ამჯერადაც დარწმუნებულია, რომ კურსი აჟიოტაჟურია და დოლარის ფასი ისევ თავქვე დაეშვება. მისი აზრით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს, ერთადერთი ფაქტორი ეროვნული ბანკის მიმართ კომერციული ბანკების დავალიანების მკვეთრი ზრდაა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია