ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში ორი წყარო სასმელად უვარგისი აღმოჩნდა. აღნიშნული მას შემდეგ გაირკვა, რაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინალური და მცენარეთა დაცვის სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმამუნიციპალიტეტში სასმელი წყალი ლაბორატორიულად შეამოწმეს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სოფელ გორდში აღებული სასმელი წყლის სინჯი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასმელად უვარგის წყაროებთან ამკრძალავი ბანერები განათავსეს და მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართეს.
წყარო: topnews.com.ge