მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიარდერები, რომელთაც ქონება დაკარგეს
მილიარდერები, რომელთაც ქონება დაკარგეს

მიმ­დი­ნა­რე წელს მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­არ­დერ­თა რა­ო­დე­ნო­ბად რე­კორ­დულ რა­ო­დე­ნობს მი­აღ­წია - "ფორბსის" მო­ნა­ცე­მე­ბით, მათი რი­ცხვი 1 826-მდე გა­ი­ზარ­და.

რე­ი­ტინგს 290 ახა­ლი სახე შე­ე­მა­ტა, ხოლო მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ქო­ნე­ბის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 7.05 ტრი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. მათ­გან 500 უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის ქო­ნე­ბა 4.7 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

თუმ­ცა, არი­ან მი­ლი­არ­დე­რე­ბი, რო­მელ­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი ქო­ნე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბით და­კარ­გეს. გა­მო­ცე­მა The Richest იმ მი­ლი­არ­დე­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­თაც მი­ლი­არ­დე­რის სტა­ტუ­სი და­კარ­გეს.

მარ­ტა სტი­უ­არ­ტი

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი, რო­მელ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად ნუ­ლი­დან შექ­მნა უმ­სხვი­ლე­სი მე­დი­ა­იმ­პე­რია, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს ლე­დია. მარ­ტა სტუ­არ­ტი მი­ლი­არ­დე­რი გი­სო­სებს მიღ­მა გახ­და, რო­დე­საც მისი კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბის ფასი 90%-ით გა­ი­ზარ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ სტუ­არტს 5-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი ინ­სა­ი­დე­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. თუმ­ცა, მი­ლი­არ­დე­რის სტა­ტუ­სი მარ­ტა სტუ­არ­ტმა რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში და­კარ­გა, როცა მისი აქ­ცი­ე­ბის ფასი 40%-ით და­ე­ცა.

რო­ბერტ ჯონ­სო­ნი

Black Entertainment Television-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რო­ბერტ ჯონ­სო­ნი პირ­ვე­ლი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რია მსოფ­ლი­ო­ში. ქო­ნე­ბა მან მე­დი­ა­კონ­გლო­მე­რა­ტის კომ­პა­ნია "ვი­ა­კო­მის­თვის" 3 მი­ლი­არდ დო­ლა­რად გა­ყიდ­ვის შემ­დეგ და­აგ­რო­ვა. თუმ­ცა, მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ჯონ­სონს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­თვის 1,2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წია. მას ასე­ვე პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა 2004 წელს, როცა მისი კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბის ფასი და­ე­ცა. რო­ბერტ ჯონ­სო­ნი მი­ლი­არ­დე­რის სტა­ტუსს არა, მაგ­რამ ქო­ნე­ბის დიდ ნა­წილს შე­ე­ლია.

ტო­მას ფრიდ­მე­ნი

ტო­მას ფრიდ­მე­ნი "ნიუ იორკ თა­იმ­სის" ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­ლავთ. ბევ­რი მი­ლი­არ­დე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­თაც ქო­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა დიდი შრო­მის ფა­სად მო­უ­წი­ათ, ტო­მას ფრიდ­მენს ნამ­დვი­ლად გა­უ­მარ­თა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მან ცო­ლად შე­ირ­თო მი­ლი­არ­დე­რი ანი ბაქსბო­მი, რო­მელ­საც მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერგო 3,6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბა უძ­რა­ვი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ის სა­ხით. თუმ­ცა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე და­წყე­ბუ­ლი კრზი­სის გამო, ფრიდ­მა­ნის მე­უღ­ლის კომ­პა­ნი­ის ფასი 25 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე და­ე­ცა.

ბარ­ბა­რა დე­ვი­სი

ბარ­ბა­რა დე­ვი­სი Davis Petroleum-ის მი­ლი­არ­დე­რი მფლო­ბე­ლის მარ­ვინ დე­ვი­სის ქვრი­ვია. 2004 წელს, მარ­ვინ დე­ვი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, "ფორბსმა" მისი ქო­ნე­ბა 5,8 მი­ლი­არდ დო­ლა­რად შე­ა­ფა­სა. დე­ვი­სის ქო­ნე­ბა მთლი­ა­ნად ერგო მის ქვრივ­სა და შვი­ლებს. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ დე­ვი­სე­ბის კომ­პა­ნია მთლი­ა­ნად გა­კოტ­რდა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

მილიარდერები, რომელთაც ქონება დაკარგეს

მილიარდერები, რომელთაც ქონება დაკარგეს

მიმდინარე წელს მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობად რეკორდულ რაოდენობს მიაღწია - "ფორბსის“ მონაცემებით, მათი რიცხვი 1 826-მდე გაიზარდა.

რეიტინგს 290 ახალი სახე შეემატა, ხოლო მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონების საერთო მაჩვენებელმა 7.05 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მათგან 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 4.7 ტრილიონი დოლარია.

თუმცა, არიან მილიარდერები, რომელთან წლების განმავლობაში დაგროვილი ქონება სხვადასხვა მიზეზებით დაკარგეს. გამოცემა The Richest იმ მილიარდერების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთაც მილიარდერის სტატუსი დაკარგეს.

მარტა სტიუარტი

ყოფილი მოდელი, რომელმაც ფაქტობრივად ნულიდან შექმნა უმსხვილესი მედიაიმპერია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნეს ლედია. მარტა სტუარტი მილიარდერი გისოსებს მიღმა გახდა, როდესაც მისი კომპანიის აქციების ფასი 90%-ით გაიზარდა. რამდენიმე წლის წინ სტუარტს 5-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ინსაიდერული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისთვის. თუმცა, მილიარდერის სტატუსი მარტა სტუარტმა რამდენიმე კვირაში დაკარგა, როცა მისი აქციების ფასი 40%-ით დაეცა.

რობერტ ჯონსონი

Black Entertainment Television-ის დამფუძნებელი რობერტ ჯონსონი პირველი აფროამერიკელი მილიარდერია მსოფლიოში. ქონება მან მედიაკონგლომერატის კომპანია "ვიაკომისთვის“ 3 მილიარდ დოლარად გაყიდვის შემდეგ დააგროვა. თუმცა, მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ჯონსონს ყოფილი მეუღლისთვის 1,2 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწია. მას ასევე პრობლემები შეექმნა 2004 წელს, როცა მისი კომპანიის აქციების ფასი დაეცა. რობერტ ჯონსონი მილიარდერის სტატუსს არა, მაგრამ ქონების დიდ ნაწილს შეელია.

ტომას ფრიდმენი

ტომას ფრიდმენი "ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობილი ჟურნალისტი გახლავთ. ბევრი მილიარდერისგან განსხვავებით, რომელთაც ქონების დაგროვება დიდი შრომის ფასად მოუწიათ, ტომას ფრიდმენს ნამდვილად გაუმართა. რამდენიმე წლის წინ მან ცოლად შეირთო მილიარდერი ანი ბაქსბომი, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო 3,6 მილიარდი დოლარის ქონება უძრავი საინვესტიციო კომპანიის სახით. თუმცა, უძრავი ქონების ბაზარზე დაწყებული კრზისის გამო, ფრიდმანის მეუღლის კომპანიის ფასი 25 მილიონ დოლარამდე დაეცა.

ბარბარა დევისი

ბარბარა დევისი Davis Petroleum-ის მილიარდერი მფლობელის მარვინ დევისის ქვრივია. 2004 წელს, მარვინ დევიდის გარდაცვალების შემდეგ, "ფორბსმა“ მისი ქონება 5,8 მილიარდ დოლარად შეაფასა. დევისის ქონება მთლიანად ერგო მის ქვრივსა და შვილებს. თუმცა, რამდენიმე წლის წინ დევისების კომპანია მთლიანად გაკოტრდა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს