მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ კურირებს გუბერნიაში საკადრო პოლიტიკას
ვინ კურირებს გუბერნიაში საკადრო პოლიტიკას

გუ­რი­ის გუ­ბერ­ნი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბი და ახალ თა­ნამ­დე­ბობ­ზე და­ნიშ­ნუ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა "გუ­რია ნი­უ­სის­თვის" უკვე ცნო­ბი­ლია. გუ­რი­ის გუ­ბერ­ნი­ა­ში სა­კონ­კურ­სო-სა­ა­ტეს­ტა­ციო ციებ-ცხე­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რო­გორც გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გია სა­ლუქ­ვა­ძე "გუ­რია ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, გუ­ბერ­ნი­ა­ში სა­კად­რო პო­ლი­ტი­კას მისი მო­ად­გი­ლე სოსო ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი კუ­რი­რებს.

"მი­მარ­თეთ ბა­ტონ სო­სოს, რად­გან ის იყო სა­კონ­კუ­როს-სა­ა­ტეს­ტა­ციო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, მე არც არა­ვის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და არც და­ნიშ­ვნა­ში არ ჩავ­რე­ულ­ვარ, არ მი­მი­ღია ამ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ბა", - აცხა­დებს სა­ლუქ­ვა­ძე.

გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლის, სა­კონ­კურ­სო-სა­ა­ტეს­ტა­ციო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის სოსო ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გუ­ბერ­ნი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბულ 9 ვა­კან­სი­ა­ზე 151 აპ­ლიკ­ნატს ჰქონ­და გა­ნა­ცხა­დი შე­ტა­ნი­ლი, აქე­დან მე­ო­რე ეტაპ­ზე 131 პირი გა­და­ვი­და.

გუ­ბერ­ნი­ის აპა­რატ­ში კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის სია ასე­თია:

გუ­ბერ­ნი­ის აპა­რა­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ანა კი­შინ­სკი იქ­ნე­ბა, მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად შეს­ყიდ­ვებ­ში მა­რი­ამ დიდ­მა­ნი­ძე იმუ­შა­ვებს, ხოლო მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი კვლე­ვა-ანა­ლი­ზის დარ­გში ნეს­ტორ რა­მიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. რა­მიშ­ვილს, ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით ტყის თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. ასე­ვე მას ეხე­ბა, ტყი­დან პირ­ვე­ლა­დი და მე­ო­რა­დი მა­სა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა­სა და გა­მო­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა. აპა­რატ­ში, უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი ბუ­ღალ­ტე­რი - თა­მარ გი­ორ­გა­ძე იქ­ნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტად სოფო კა­შია, ტეკ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით კი, მნე - ბად­რი კვირ­კვე­ლია და­ი­ნიშ­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­თან სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ამ პოსტზე რე­ვაზ ჯა­ნე­ლი­ძე და­ი­ნიშ­ნა, ხოლო უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გოჩა ჯაში; სპე­ცი­ა­ლის­ტად ნანი ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი-გო­გე­ლია.

რო­გორც ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი " გუ­რია ნი­უს­თან" აღ­ნიშ­ნავს გუ­ბერ­ნი­ა­ში სხვა სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი გუ­ბერ­ნი­ა­ში არ იგეგ­მე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

ვინ კურირებს გუბერნიაში საკადრო პოლიტიკას

ვინ კურირებს გუბერნიაში საკადრო პოლიტიკას

გურიის გუბერნიაში ჩატარებული კონკურსის შედეგები და ახალ თანამდებობზე დანიშნული საჯარო მოხელების ვინაობა "გურია ნიუსისთვის" უკვე ცნობილია. გურიის გუბერნიაში საკონკურსო-საატესტაციო ციებ-ცხელება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, გუბერნიაში საკადრო პოლიტიკას მისი მოადგილე სოსო ერქომაიშვილი კურირებს.

"მიმართეთ ბატონ სოსოს, რადგან ის იყო საკონკუროს-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მე არც არავის განთავისუფლებასა და არც დანიშვნაში არ ჩავრეულვარ, არ მიმიღია ამ პროცესებში მონაწილება", - აცხადებს სალუქვაძე.

გურიის გუბერნატორის მოადგილის, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის სოსო ერქომაიშვილის განცხადებით, გუბერნიაში გამოცხადებულ 9 ვაკანსიაზე 151 აპლიკნატს ჰქონდა განაცხადი შეტანილი, აქედან მეორე ეტაპზე 131 პირი გადავიდა.

გუბერნიის აპარატში კონკურსის საფუძველზე დასაქმებული საჯარო მოხელეების სია ასეთია:

გუბერნიის აპარატის უფროსის მოადგილე ანა კიშინსკი იქნება, მთავარ სპეციალისტად შესყიდვებში მარიამ დიდმანიძე იმუშავებს, ხოლო მთავარი სპეციალისტი კვლევა-ანალიზის დარგში ნესტორ რამიშვილი იქნება. რამიშვილს, ერქომაიშვილის განმარტებით ტყის თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები აქვს ჩაბარებული. ასევე მას ეხება, ტყიდან პირველადი და მეორადი მასალების დამზადებასა და გამოტანასთან დაკავშირებით პროექტების განხორციელება და აღნიშნული საკითხების კოორდინირება. აპარატში, უფროსი სპეციალისტი ბუღალტერი - თამარ გიორგაძე იქნება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უფროსი სპეციალისტად სოფო კაშია, ტეკნიკური მიმართულებით კი, მნე - ბადრი კვირკველია დაინიშნა.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან სამსახურის უფროსს, ამ პოსტზე რევაზ ჯანელიძე დაინიშნა, ხოლო უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გოჩა ჯაში; სპეციალისტად ნანი ჯახუტაშვილი-გოგელია.

როგორც ერქომაიშვილი " გურია ნიუსთან" აღნიშნავს გუბერნიაში სხვა საკადრო ცვლილებები გუბერნიაში არ იგეგმება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა