სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაციაა მოსალოდნელი
წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაციაა მოსალოდნელი

ინფლა­ცი­ამ მიზ­ნობ­რივ 5%-იან მაჩ­ვე­ნე­ბელს უკვე გა­და­ა­ჭარ­ბა. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, აგ­ვის­ტო­ში ფა­სე­ბი 5,4%-ით გა­ი­ზარ­და, რაც ბოლო 4 წლის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის გაძ­ვი­რე­ბის ფონ­ზე, ფას­თა მა­ტე­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა და გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ წლის ბო­ლოს ინფლა­ცი­ამ ორ­ნიშ­ნა მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც კი მი­აღ­წი­ოს. ამით კი ბოლო 4 წლის რე­კორ­დი მო­იხ­სნე­ბა.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წლის აგ­ვის­ტო­ში, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინფლა­ცი­ის დო­ნემ 1,0 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 5,4%-ს გა­უ­ტოლ­და. "საქსტა­ტის" ცნო­ბით, მო­ცე­მულ პე­რი­ოდ­ში ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე: სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი, სა­დაც ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 2,0 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ის მთლი­ან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში 0,58 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ელექტრო­ე­ნერ­გია, აირი და სათ­ბო­ბის სხვა სა­ხე­ე­ბი წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით გაძ­ვირ­და 4,4%-ით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ფა­სე­ბის მა­ტე­ბა შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ხილი და ყუ­რძე­ნი (48,3%), ბოსტნე­უ­ლი და ბა­ღჩე­უ­ლი (14,9%), პური და პურპრო­დუქ­ტე­ბი (3,6%) და ზეთი და ცხი­მი (12,0%).

მო­ი­მა­ტა ჯან­დაც­ვის ხარ­ჯმაც, კერ­ძოდ 12-თვი­ან პე­რი­ოდ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 9,1%-ით, რა­მაც წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის მთლი­ან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 0,88 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის, თამ­ბა­ქოს ჯგუფ­ში ფა­სე­ბის 13,1%-იანი ზრდა აღი­ნიშ­ნა, რაც ინფლა­ცი­ის მთლი­ან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 0,68 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აგ­ვის­ტო­ში მას შემ­დეგ, რაც წლი­უ­რი ინფლა­ცია ივ­ლის­ში ოფი­ცი­ა­ლურ მიზ­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელს - 5%-ს მი­უ­ახ­ლოვ­და, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თი 0,5 სა­ბა­ზი­სო პუნ­ქტით 6%-მდე გა­ზარ­და. ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ის შემ­დგომ­შიც გა­ამ­კაც­რებს თა­ვის მო­ნე­ტა­რულ პო­ლი­ტი­კას და რე­ფი­ნან­სე­ბის გა­ნაკ­ვე­თი წლის ბო­ლოს­თვის, სა­ვა­რა­უ­დოდ, 6.5%-ის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაციაა მოსალოდნელი

წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაციაა მოსალოდნელი

ინფლაციამ მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში ფასები 5,4%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 4 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლარის დევალვაციისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების ფონზე, ფასთა მატება მომავალშიც გაგრძელდება და გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოს ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელსაც კი მიაღწიოს. ამით კი ბოლო 4 წლის რეკორდი მოიხსნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1,0 პროცენტი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 5,4%-ს გაუტოლდა. "საქსტატის" ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,58 პროცენტული პუნქტით აისახა. ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები წინა თვესთან შედარებით გაძვირდა 4,4%-ით. აღსანიშნავია ფასების მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (48,3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (14,9%), პური და პურპროდუქტები (3,6%) და ზეთი და ცხიმი (12,0%).

მოიმატა ჯანდაცვის ხარჯმაც, კერძოდ 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 9,1%-ით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,88 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ჯგუფში ფასების 13,1%-იანი ზრდა აღინიშნა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,68 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში მას შემდეგ, რაც წლიური ინფლაცია ივლისში ოფიციალურ მიზნობრივ მაჩვენებელს - 5%-ს მიუახლოვდა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 საბაზისო პუნქტით 6%-მდე გაზარდა. ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ ის შემდგომშიც გაამკაცრებს თავის მონეტარულ პოლიტიკას და რეფინანსების განაკვეთი წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, 6.5%-ის ფარგლებში იქნება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია