პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღვთისმშობელს ხელები უთბება, რას იმას ნიშნავს, რომ ის ცოცხალია" - რას მოგვითხრობენ სასწაულმოქმედი ხატის მცველები "სიხარულის მომნიჭებელზე"
"ღვთისმშობელს ხელები უთბება, რას იმას ნიშნავს, რომ ის ცოცხალია" - რას მოგვითხრობენ სასწაულმოქმედი ხატის მცველები "სიხარულის მომნიჭებელზე"

დღეს მა­რი­ა­მო­ბაა, ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვმთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე, რო­მე­ლიც უფ­ლის ზე­ცად ამაღ­ლე­ბის შემ­დეგ, მეჩ­ვიდ­მე­ტე წე­ლი­წადს, იე­რუ­სა­ლიმ­ში, სი­ონ­ში, წმინ­და იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის სახ­ლში მოხ­და, სა­დაც უწ­მი­დე­სი დედა მი­ძი­ნე­ბამ­დე ცხოვ­რობ­და.

დღეს კი გვინ­და ღვთის­მშობ­ლის იმ ხატ­ზე გე­სა­უბ­როთ, რო­მელ­საც ჩვენ­მა პატ­რი­არ­ქმა ცოტა ხნის წინ "დე­დო­ფა­ლი", ანუ "სი­ხა­რუ­ლის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი" უწო­და.

მას ორი მცვე­ლი ჰყავს - რე­ჟი­სო­რი ზუ­რაბ ში­ოშ­ვი­ლი და მუ­სი­კო­სი - გი­ორ­გი ჭო­ლო­კა­ვა. ხატი ანა­ლო­გია ივე­რონ­ში დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი დედა ხა­ტის - ივე­რი­ის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლი­სა, რო­მელ­საც "პორ­ტა­ი­ტი­სა" ეწო­დე­ბა.

წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ხატი შე­იქ­მნა და მის­მა მცვე­ლებ­მა უკვე ათო­ნის მთა­ზეც წა­აბ­რძა­ნეს, სა­დაც ის დე­და­ხატს შეხ­ვდა. ჩვენ­ში სა­ო­ცარ სას­წა­უ­ლებს აღას­რუ­ლებს, რა­ზეც მისი მცვე­ლე­ბი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

გი­ორ­გი ჭო­ლო­კა­ვა:

- ხატი დაბ­რძა­ნე­ბუ­ლია მცვე­ლებ­თან, მის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ კი­ოტ­ში, მთა­ვა­რი ის არის, რომ უწ­მინ­დე­სის კურ­თხე­ვით ტა­ძარ­ში გა­მობ­რძან­დე­ბა ხოლ­მე, რათა მრევ­ლმა მო­ი­ლო­ცოს...

თა­ვი­დან, სა­მე­ბა­ში რომ იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი, მომ­ლოც­ვე­ლებ­მა უამ­რა­ვი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა შეს­წი­რეს. ჰოდა, რო­დე­საც მას იმ ოქ­რო­უ­ლო­ბით ვამ­კობ­დი და კი­ო­ტი გავ­ხსე­ნი, ხა­ტი­დან დიდი სით­ბო წა­მო­ვი­და ისე­თი, რომ აშ­კა­რად დამ­ცხა, თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და. ეს ფაქ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე გან­მე­ორ­და და მერე და­ვად­გი­ნეთ, რომ სით­ბო ხა­ტი­დან მო­დი­ო­და...

ზურა ში­ოშ­ვი­ლი:

- მად­ლი, რო­მე­ლიც ხა­ტი­დან გად­მო­დის, ასე­თი სიმ­ხურ­ვა­ლის სა­ხით აღ­წევს ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე და ეს ტემ­პე­რა­ტუ­რა საკ­მა­ოდ მწვე­ლია. მას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს მის­ვლა არც გჭირ­დე­ბა, ამას მან­ძილ­ზე გრძნობ. ოღონდ, რო­დე­საც ხა­ტის მცვე­ლი მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, ანუ რო­მე­ლი­მე ჩვენ­გა­ნი, ეს ენერ­გია მა­ტუ­ლობს.…

გი­ორ­გი:

- იცით, რომ ამ ხა­ტის რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი "კვი­რის პა­ლიტ­რამ" სა­აღ­დგო­მოდ და­ბეჭ­და და მკი­თხველს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა, მა­ნამ­დე ჩვენც დავ­ბეჭ­დეთ. ჰოდა, სწო­რედ ამ რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბის პატ­რო­ნე­ბი გვწე­რენ, რომ ხა­ტებს ხე­ლე­ბი უთ­ბე­ბა.

- რო­გორ?

- ხატს ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე რომ შე­ე­ხო, სიმ­ხურ­ვა­ლეს ხე­ლე­ბის გარ­და, ვერც ერთი ნა­წი­ლი­დან იგ­რძნობ. მერე იგი­ვე ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მაც მი­თხრა, რო­მელ­საც ხა­ტის რეპ­რო­დუქ­ცია ვა­ჩუ­ქე. რამ­დე­ნი­მე ცალი მეც მქონ­და შინ და თი­თო­ე­ულს რომ შე­ვე­ხე, ყვე­ლას ხელი თბი­ლი ჰქონ­და.

- ვი­საც ეს არ სჯე­რა და ზღა­პა­რი ჰგო­ნია, შე­იძ­ლე­ბა თქვას, რომ ზა­ფხუ­ლია, ისე­დაც ცხე­ლა და ეჩ­ვე­ნე­ბა­თო.

გი­ორ­გი:

- სხვა­თა შო­რის, როცა ეს ფაქ­ტი და­ვა­ფიქ­სი­რეთ, მა­შინ არ ცხე­ლო­და...

ზურა:

- ეს საკ­ვირ­ვე­ლე­ბა, რაც აღ­სრულ­დე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მად­ლის მო­ნი­ჭე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, მაგ­რამ ურ­წმუ­ნო ადა­მი­ან­თან, ასე­თი რამ არ აღ­სრულ­დე­ბა. თუმ­ცა ქრის­ტი­ა­ნო­ბის ის­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბობს მა­გა­ლი­თე­ბი, როცა ურ­წმუ­ნო­ე­ბი და ურ­ჯუ­ლო­ე­ბი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ხდე­ბოდ­ნენ და ასე­ვე ხდე­ბო­და მათი მოქ­ცე­ვაც, მაგ­რამ რას­თა­ნაც ახლა გვაქვს საქ­მე, უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა...

- ისე, ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ წმინ­დან­თა სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი ყო­ველ­თვის თბი­ლია.…

- კი, წმინ­და ნა­წი­ლებს ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თი­თო­ე­უ­ლი არ­სით ცო­ცხა­ლია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ხატი თბე­ბა და ეს მარ­თლაც პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა. აქე­დან დას­კვნა: ერთ-ერთ უძ­ლი­ე­რეს მოვ­ლე­ნა­ზეა ლა­პა­რა­კი, კერ­ძოდ, ხა­ტის ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბა­ზე.

ჟურ­ნალ "კა­რიბ­ჭე­ში" ყდა­ზე ჩვე­ნი ხატი და­ი­ბეჭ­და, რო­დე­საც მას­ში ხა­ტის შექ­მნის ის­ტო­რია იყო გად­მო­ცე­მუ­ლი. ჟურ­ნა­ლი სა­ბერ­ძნეთ­ში ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ჩუ­ვარ­დათ ხელ­ში და ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა იქი­დან მომ­წე­რა, ღვთის­მშო­ბელს ხელ­ზე რომ ვე­ხე­ბი, თბი­ლი­აო, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?

- ე.ი. მსგავ­სი რამ ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში არას­დროს მომ­ხდა­რა?

გი­ორ­გი:

- ერ­თა­დერ­თი, გვა­და­ლუ­პეს ღვთის­მშო­ბე­ლია, რო­მელ­საც 37 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს. ეს გა­მოკ­ვლე­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რით "ნა­სამ" ჩა­ა­ტა­რა. ამას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თერ­მო­მეტ­რით ვერ გა­ზო­მავ.

- რო­გორც ხა­ტის მცელე­ბი, ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ ხსნით? რას ამ­ბო­ბენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და იცის თუ არა ამის შე­სა­ხებ პატ­რი­არ­ქმა?

- იცის, საქ­მის კურ­სშია, პე­რი­ო­დუ­ლად ვხვდე­ბით ხოლ­მე. ასე­ვე იცის იმ კურ­ნე­ბე­ბის, საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც ჩვე­ნი ხატი აღას­რუ­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის ახ­სნას, ეს უმარ­ტი­ვე­სია, უძ­ლი­ე­რე­სი ხა­ტია, მისი საკ­ვირ­ვე­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ფაქ­ტე­ბი უდი­დეს ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბას ნიშ­ნავს. რაც იმას ადას­ტუ­რებს, რომ ამ ხა­ტის სა­ხით ცო­ცხალ ღვთის­მშო­ბელ­თან გვაქვს საქ­მე. თან, თავს მრავ­ლად აჩ­ვე­ნებს და ამას აჩ­ვე­ნებს მორ­წმუ­ნე­ებს.

ზო­გი­ერთს მისი მო­ლოც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ აქვს, რომ ტა­ძარ­ში მო­ვი­დეს, ხა­ტის ას­ლიც არ გა­აჩ­ნია, ინ­ტერ­ნე­ტით იწერს ტე­ლე­ფონ­ში, მას­ზე ასე ლო­ცუ­ლობს და ხატი ასეც ის­მენს მათ ვედ­რე­ბას.

გი­ორ­გი:

- ერთ-ერთ გო­გო­ნას შევ­ხვდით, რო­მელ­მაც მოგ­ვიყ­ვა, ჩემს ახ­ლო­ბელს ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი შვი­ლი ჰყავს, ვუ­თხა­რი, სა­მე­ბა­ში ხა­ტია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი, მიდი და შე­ე­ვედ­რე-თქო. ბავ­შვის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის თან­ხე­ბი არ ჰქონ­დათ, შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არ უფი­ნან­სებ­დნენ. ქალ­ბა­ტო­ნი, სა­მე­ბა­ში მი­ვი­და, ხატ­თან გუ­ლით ილო­ცა, იქი­დან რომ გა­მო­ვი­და, თურ­მე ზუს­ტად მა­შინ, ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­უ­რე­კა, მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გი­ფი­ნან­სებ­თო.

მოგ­ვწე­რეს ასე­ვე ასე­თი რამ: ოჯახ­ში რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უმუ­შევ­რე­ბი იყ­ვნენ, სა­მე­ბა­ში ხატი მო­ვი­ლო­ცეთ და ოჯა­ხის ოთხი­ვე წევ­რს სამ­სა­ხუ­რი გა­მოგ­ვიჩ­ნდაო... ასე­თი ფაქ­ტი ბევ­რია.

სა­მე­ბა­ში ანა­ლო­გი­ა­ზე რომ იყო ხატი დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბით გახ­ლდათ შემ­კო­ბი­ლი. ერთ-ერთი მომ­ლოც­ვე­ლის და­უ­დევ­რო­ბის გამო ყვა­ვი­ლებს ცე­ცხლი წა­ე­კი­და, მთლი­ა­ნად აალ­და. კარ­კა­სი კი, რო­მელ­შიც ის ყვა­ვი­ლე­ბი იყო ჩას­მუ­ლი, სულ და­იწ­ვა, და­იწ­ვა ანა­ლო­გი­ის ნა­წი­ლიც, მაგ­რამ ხატი უვ­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩა.

ზურა:

- ახლა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ერთი პა­ტა­რა, მის­მა ოჯახ­მა გვთხო­ვა, ხატ­თან მის სა­ხელ­ზე ლოც­ვა წაგ­ვე­კი­თხა. წა­ვუ­კი­თხეთ და რო­გორც გვი­თხრეს, უკვე არის შე­დე­გი. ასე­თი ამ­ბა­ვი, ხომ ვამ­ბობთ, ბევ­რია, მაგ­რამ მათი გა­სა­ჯა­რო­ე­ბას პატ­რო­ნე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც ერი­დე­ბი­ან. ეს სას­წა­უ­ლე­ბი კი იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ხალ­ხი რწმე­ნა­ში გაძ­ლი­ერ­დეს.

ერ­თმა პა­ტა­რა გო­გო­ნამ ივ­ლის­ში წე­რი­ლი მოგ­ვწე­რა. მარ­ტი­ვი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ თბი­ლი: დე­დას თურ­მე გა­მოც­და ჰქონ­და, ეტყო­ბა, ბავ­შვი ხე­დავ­და, რომ დე­დი­კო ძა­ლი­ან ღე­ლავ­და, რად­გა­ნაც სა­თა­ნა­დოდ არ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ბავ­შვს შინ ჩვე­ნი ხატი ჰქო­ნია, ცხა­დია, რეპ­რო­დუქ­ცია და მის წი­ნა­შე ულო­ცია, რომ დე­დი­კოს გა­მოც­და კარ­გად ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. დე­დამ მარ­თლაც კარ­გად ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­და და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ამ ხა­ტის მიერ ასე­თი თხოვ­ნე­ბიც შეს­მე­ნი­ლია. მთა­ვა­რია, რომ უფ­ლის­თვის ყვე­ლა სა­თხო­ვა­რი იყოს სათ­ნო და ან­გა­რე­ბი­დან არ მო­დი­ო­დეს.

არის ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, როცა ამ­ბო­ბენ, რომ რო­დე­საც ხატს მი­ე­ახლნენ, კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რი უთხო­ვი­ათ. მხო­ლოდ მო­ი­ლო­ცეს. რომ წა­მო­ვიდ­ნენ, მათ ცხოვ­რე­ბა­ში სას­წა­უ­ლი მოხ­და, რაც სჭირ­დე­ბო­დათ, სწო­რედ ის მი­ე­ცათ... ადა­მი­ა­ნე­ბი გრძნო­ბენ უმ­თავ­რესს, რომ საქ­მე ცო­ცხალ ღვთის­მშო­ბელ­თან აქვთ. მარ­თლაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს ვერ იგ­რძნო.

- რო­გორც გა­ვი­გე, ხატს იე­რუ­სა­ლიმ­ში მი­აბ­რძა­ნებთ, რათა ის წმინ­და მი­წა­ზე ჩაბ­რძან­დეს და მა­ცხოვ­რის გზა გა­ი­ა­როს...

- ზურა:

- გა­ზა­ფხუ­ლი­დან გვქონ­და ამის სურ­ვი­ლი, რომ ხატ­თან ერ­თად გაგ­ვევ­ლო მა­ცხოვ­რის გზა, ანუ უფრო სწო­რად, ღვთის­მშო­ბელს გა­ევ­ლო ეს გზა, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და. დღე­საც არ გვაქვს ბევ­რი რა­მის სახ­სა­რი იმი­ტომ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩვენ არა­ნა­ირ შე­სა­წირს არ ვი­ღებთ, თუ რა­ი­მე კეთ­დე­ბა, მხო­ლოდ ჩემი და გი­ორ­გის პი­რა­დი და­ნა­ზო­გით. ამი­ტომ ყო­ველ­თვის გვაქვს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა რა სა­შუ­ა­ლე­ბაც გვექ­ნე­ბა, იქამ­დე უნდა შევ­ძლოთ ხა­ტის მცვე­ლო­ბა.

თუმ­ცა მომ­ლოც­ვე­ლებს ისე­თი სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდათ, რომ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა პა­ტა­რა ფონ­დი და შევ­ქმე­ნით კი­დეც, რომ­ლი­თაც გა­და­წყვე­ტი­ლი გვაქვს, უმ­წეო ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბათ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლებს, სა­დაც თი­თო­ო­რო­ლა ადა­მი­ა­ნი უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს. ამი­ტომ თუ რა­ღაც თან­ხა შეგ­როვ­დე­ბა, მათ გა­ვუწ­ვდით დახ­მა­რე­ბის ხელს, რომ ზამ­თრის­თვის მცი­რე­დი მა­რა­გი მა­ინც ჰქონ­დეთ, რი­თაც მათ ჩვენ კი არა, ღვთის­მშო­ბე­ლი და­ეხ­მა­რე­ბა.

ასე­ვე მო­ვა­ხერ­ხეთ ის, რომ ნე­ვე­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ხუ­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ულუკ­მა­პუ­როდ არი­ან (ამ ტა­ძარ­ში მათ საკ­ვებს აწ­ვდი­ან), რამ­დენ­ჯერ­მე მათი სურ­სა­თით მო­მა­რა­გე­ბა შევ­ძე­ლით.

რაც შე­ხე­ბა იე­რუ­სა­ლიმს, ჩვე­ნი იქ გამ­გზავ­რე­ბა თა­ვის თავ­ზე ერ­თმა პი­როვ­ნე­ბამ აიღო, თუმ­ცა მიწ­ვე­ვა გვქონ­და ათო­ნის მთი­და­ნაც, იმ მა­მებს და მო­ნას­ტრებს, ვი­საც და სა­დაც არ უნა­ხავთ ჩვე­ნი ღვთის­მშო­ბე­ლი, მას­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი აქვთ, მაგ­რამ იმის გამო, რომ სა­თა­ნა­დო ფი­ნან­სე­ბი არ გვაქვს, ვერ მი­ვემ­გზავ­რე­ბით.

- ადა­მი­ა­ნებს ხატ­თან მი­ახ­ლე­ბა სად შე­უძ­ლი­ათ?

- მხო­ლოდ ტა­ძარ­ში, რო­მელ­შიც მი­ვაბ­რძა­ნებთ. ცოტა ხნის წინ ის­ტო­რი­ულ ლო­რე­ში გახ­ლდით და იქ იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი ჩვე­ნი ხატი, მალე მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვივ­ლით და ადა­მი­ა­ნებს მისი მო­ლოც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­მე­ბათ. უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­დის სპე­ცი­ა­ლუ­რად ხალ­ხი ხა­ტის­გან შემ­წე­ო­ბა რომ მი­ი­ღონ.

ასე რომ, მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს და შე­სა­ბა­მი­სად ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი ზრდაც ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა. ამ საქ­მეს თა­ვად ხატი აკე­თებს.

ჰოდა, შენც უნდა ადგე, გაჰ­ყვე ღვთის­მშო­ბელს და ის გიჩ­ვე­ნებს გზას. ამი­ტომ მინ­დო­ბი­ლე­ბი ვართ მას­ზე და მივ­ყვე­ბით.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ღვთისმშობელს ხელები უთბება, რას იმას ნიშნავს, რომ ის ცოცხალია" - რას მოგვითხრობენ სასწაულმოქმედი ხატის მცველები "სიხარულის მომნიჭებელზე"

"ღვთისმშობელს ხელები უთბება, რას იმას ნიშნავს, რომ ის ცოცხალია" - რას მოგვითხრობენ სასწაულმოქმედი ხატის მცველები "სიხარულის მომნიჭებელზე"

დღეს მარიამობაა, ყოვლადწმინდა ღვმთისმშობლის მიძინების დღე, რომელიც უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ, მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში მოხდა, სადაც უწმიდესი დედა მიძინებამდე ცხოვრობდა.

დღეს კი გვინდა ღვთისმშობლის იმ ხატზე გესაუბროთ, რომელსაც ჩვენმა პატრიარქმა ცოტა ხნის წინ "დედოფალი", ანუ "სიხარულის მომნიჭებელი" უწოდა.

მას ორი მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი - გიორგი ჭოლოკავა. ხატი ანალოგია ივერონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც "პორტაიტისა" ეწოდება.

წელიწადზე მეტია, რაც ხატი შეიქმნა და მისმა მცველებმა უკვე ათონის მთაზეც წააბრძანეს, სადაც ის დედახატს შეხვდა. ჩვენში საოცარ სასწაულებს აღასრულებს, რაზეც მისი მცველები გვესაუბრებიან.

გიორგი ჭოლოკავა:

- ხატი დაბრძანებულია მცველებთან, მისთვის სპეციალურად შექმნილ კიოტში, მთავარი ის არის, რომ უწმინდესის კურთხევით ტაძარში გამობრძანდება ხოლმე, რათა მრევლმა მოილოცოს...

თავიდან, სამებაში რომ იყო დაბრძანებული, მომლოცველებმა უამრავი ძვირფასეულობა შესწირეს. ჰოდა, როდესაც მას იმ ოქროულობით ვამკობდი და კიოტი გავხსენი, ხატიდან დიდი სითბო წამოვიდა ისეთი, რომ აშკარად დამცხა, თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ეს ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა და მერე დავადგინეთ, რომ სითბო ხატიდან მოდიოდა...

ზურა შიოშვილი:

- მადლი, რომელიც ხატიდან გადმოდის, ასეთი სიმხურვალის სახით აღწევს ადამიანებამდე და ეს ტემპერატურა საკმაოდ მწველია. მასთან ძალიან ახლოს მისვლა არც გჭირდება, ამას მანძილზე გრძნობ. ოღონდ, როდესაც ხატის მცველი მიუახლოვდება, ანუ რომელიმე ჩვენგანი, ეს ენერგია მატულობს.…

გიორგი:

- იცით, რომ ამ ხატის რეპროდუქციები "კვირის პალიტრამ" სააღდგომოდ დაბეჭდა და მკითხველს საჩუქრად გადასცა, მანამდე ჩვენც დავბეჭდეთ. ჰოდა, სწორედ ამ რეპროდუქციების პატრონები გვწერენ, რომ ხატებს ხელები უთბება.

- როგორ?

- ხატს ნებისმიერ ადგილზე რომ შეეხო, სიმხურვალეს ხელების გარდა, ვერც ერთი ნაწილიდან იგრძნობ. მერე იგივე ჩემმა მეზობელმაც მითხრა, რომელსაც ხატის რეპროდუქცია ვაჩუქე. რამდენიმე ცალი მეც მქონდა შინ და თითოეულს რომ შევეხე, ყველას ხელი თბილი ჰქონდა.

- ვისაც ეს არ სჯერა და ზღაპარი ჰგონია, შეიძლება თქვას, რომ ზაფხულია, ისედაც ცხელა და ეჩვენებათო.

გიორგი:

- სხვათა შორის, როცა ეს ფაქტი დავაფიქსირეთ, მაშინ არ ცხელოდა...

ზურა:

- ეს საკვირველება, რაც აღსრულდება, ამ ადამიანებისთვის მადლის მონიჭებაზე მიანიშნებს, მაგრამ ურწმუნო ადამიანთან, ასეთი რამ არ აღსრულდება. თუმცა ქრისტიანობის ისტორიაში არსებობს მაგალითები, როცა ურწმუნოები და ურჯულოები მართლმადიდებლები ხდებოდნენ და ასევე ხდებოდა მათი მოქცევაც, მაგრამ რასთანაც ახლა გვაქვს საქმე, უპრეცედენტო შემთხვევაა...

- ისე, ცნობილი ფაქტია, რომ წმინდანთა სხეულის ნაწილები ყოველთვის თბილია.…

- კი, წმინდა ნაწილებს ცოცხალი ადამიანის ტემპერატურა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული არსით ცოცხალია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხატი თბება და ეს მართლაც პირველი შემთხვევაა. აქედან დასკვნა: ერთ-ერთ უძლიერეს მოვლენაზეა ლაპარაკი, კერძოდ, ხატის ცხოველმყოფელობაზე.

ჟურნალ "კარიბჭეში" ყდაზე ჩვენი ხატი დაიბეჭდა, როდესაც მასში ხატის შექმნის ისტორია იყო გადმოცემული. ჟურნალი საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს ჩუვარდათ ხელში და ერთ-ერთმა ქალბატონმა იქიდან მომწერა, ღვთისმშობელს ხელზე რომ ვეხები, თბილიაო, წარმოგიდგენიათ?

- ე.ი. მსგავსი რამ ქრისტიანულ სამყაროში არასდროს მომხდარა?

გიორგი:

- ერთადერთი, გვადალუპეს ღვთისმშობელია, რომელსაც 37 გრადუსი ტემპერატურა აქვს. ეს გამოკვლევა სპეციალური აპარატურით "ნასამ" ჩაატარა. ამას ჩვეულებრივი თერმომეტრით ვერ გაზომავ.

- როგორც ხატის მცელები, ამ ყველაფერს როგორ ხსნით? რას ამბობენ სასულიერო პირები და იცის თუ არა ამის შესახებ პატრიარქმა?

- იცის, საქმის კურსშია, პერიოდულად ვხვდებით ხოლმე. ასევე იცის იმ კურნებების, საკვირველმოქმედებების შესახებ, რასაც ჩვენი ხატი აღასრულებს.

რაც შეეხება ამ ყველაფრის ახსნას, ეს უმარტივესია, უძლიერესი ხატია, მისი საკვირველებიდან გამომდინარე, ეს ფაქტები უდიდეს ცხოველმყოფელობას ნიშნავს. რაც იმას ადასტურებს, რომ ამ ხატის სახით ცოცხალ ღვთისმშობელთან გვაქვს საქმე. თან, თავს მრავლად აჩვენებს და ამას აჩვენებს მორწმუნეებს.

ზოგიერთს მისი მოლოცვის საშუალებაც არ აქვს, რომ ტაძარში მოვიდეს, ხატის ასლიც არ გააჩნია, ინტერნეტით იწერს ტელეფონში, მასზე ასე ლოცულობს და ხატი ასეც ისმენს მათ ვედრებას.

გიორგი:

- ერთ-ერთ გოგონას შევხვდით, რომელმაც მოგვიყვა, ჩემს ახლობელს ლეიკემიით დაავადებული შვილი ჰყავს, ვუთხარი, სამებაში ხატია დაბრძანებული, მიდი და შეევედრე-თქო. ბავშვის მკურნალობისთვის თანხები არ ჰქონდათ, შესაბამისი ორგანიზაციები არ უფინანსებდნენ. ქალბატონი, სამებაში მივიდა, ხატთან გულით ილოცა, იქიდან რომ გამოვიდა, თურმე ზუსტად მაშინ, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ დაურეკა, მკურნალობის კურსს გიფინანსებთო.

მოგვწერეს ასევე ასეთი რამ: ოჯახში რამდენიმე წლის განმავლობაში უმუშევრები იყვნენ, სამებაში ხატი მოვილოცეთ და ოჯახის ოთხივე წევრს სამსახური გამოგვიჩნდაო... ასეთი ფაქტი ბევრია.

სამებაში ანალოგიაზე რომ იყო ხატი დაბრძანებული, ყვავილებით გახლდათ შემკობილი. ერთ-ერთი მომლოცველის დაუდევრობის გამო ყვავილებს ცეცხლი წაეკიდა, მთლიანად აალდა. კარკასი კი, რომელშიც ის ყვავილები იყო ჩასმული, სულ დაიწვა, დაიწვა ანალოგიის ნაწილიც, მაგრამ ხატი უვნებელი გადარჩა.

ზურა:

- ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია ერთი პატარა, მისმა ოჯახმა გვთხოვა, ხატთან მის სახელზე ლოცვა წაგვეკითხა. წავუკითხეთ და როგორც გვითხრეს, უკვე არის შედეგი. ასეთი ამბავი, ხომ ვამბობთ, ბევრია, მაგრამ მათი გასაჯაროებას პატრონები მაინცდამაინც ერიდებიან. ეს სასწაულები კი იმიტომ ხდება, რომ ხალხი რწმენაში გაძლიერდეს.

ერთმა პატარა გოგონამ ივლისში წერილი მოგვწერა. მარტივი ამბავია, მაგრამ თბილი: დედას თურმე გამოცდა ჰქონდა, ეტყობა, ბავშვი ხედავდა, რომ დედიკო ძალიან ღელავდა, რადგანაც სათანადოდ არ იყო მომზადებული. ბავშვს შინ ჩვენი ხატი ჰქონია, ცხადია, რეპროდუქცია და მის წინაშე ულოცია, რომ დედიკოს გამოცდა კარგად ჩაებარებინა. დედამ მართლაც კარგად ჩააბარა გამოცდა და გაკვირვებული იყოო. წარმოგიდგენიათ, ამ ხატის მიერ ასეთი თხოვნებიც შესმენილია. მთავარია, რომ უფლისთვის ყველა სათხოვარი იყოს სათნო და ანგარებიდან არ მოდიოდეს.

არის ასეთი შემთხვევებიც, როცა ამბობენ, რომ როდესაც ხატს მიეახლნენ, კონკრეტული არაფერი უთხოვიათ. მხოლოდ მოილოცეს. რომ წამოვიდნენ, მათ ცხოვრებაში სასწაული მოხდა, რაც სჭირდებოდათ, სწორედ ის მიეცათ... ადამიანები გრძნობენ უმთავრესს, რომ საქმე ცოცხალ ღვთისმშობელთან აქვთ. მართლაც შეუძლებელია, ეს ვერ იგრძნო.

- როგორც გავიგე, ხატს იერუსალიმში მიაბრძანებთ, რათა ის წმინდა მიწაზე ჩაბრძანდეს და მაცხოვრის გზა გაიაროს...

- ზურა:

- გაზაფხულიდან გვქონდა ამის სურვილი, რომ ხატთან ერთად გაგვევლო მაცხოვრის გზა, ანუ უფრო სწორად, ღვთისმშობელს გაევლო ეს გზა, მაგრამ ამის საშუალება არ გვქონდა. დღესაც არ გვაქვს ბევრი რამის სახსარი იმიტომ, რომ პრაქტიკულად, ჩვენ არანაირ შესაწირს არ ვიღებთ, თუ რაიმე კეთდება, მხოლოდ ჩემი და გიორგის პირადი დანაზოგით. ამიტომ ყოველთვის გვაქვს ფინანსური პრობლემა, თუმცა რა საშუალებაც გვექნება, იქამდე უნდა შევძლოთ ხატის მცველობა.

თუმცა მომლოცველებს ისეთი სურვილი გაუჩნდათ, რომ გაგვეკეთებინა პატარა ფონდი და შევქმენით კიდეც, რომლითაც გადაწყვეტილი გვაქვს, უმწეო ადამიანების დახმარება. განსაკუთრებული თანადგომა სჭირდებათ საზღვრისპირა სოფლებს, სადაც თითოოროლა ადამიანი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ამიტომ თუ რაღაც თანხა შეგროვდება, მათ გავუწვდით დახმარების ხელს, რომ ზამთრისთვის მცირედი მარაგი მაინც ჰქონდეთ, რითაც მათ ჩვენ კი არა, ღვთისმშობელი დაეხმარება.

ასევე მოვახერხეთ ის, რომ ნეველის ეკლესიაში მოხუცები, რომლებიც ულუკმაპუროდ არიან (ამ ტაძარში მათ საკვებს აწვდიან), რამდენჯერმე მათი სურსათით მომარაგება შევძელით.

რაც შეხება იერუსალიმს, ჩვენი იქ გამგზავრება თავის თავზე ერთმა პიროვნებამ აიღო, თუმცა მიწვევა გვქონდა ათონის მთიდანაც, იმ მამებს და მონასტრებს, ვისაც და სადაც არ უნახავთ ჩვენი ღვთისმშობელი, მასთან შეხვედრის სურვილი აქვთ, მაგრამ იმის გამო, რომ სათანადო ფინანსები არ გვაქვს, ვერ მივემგზავრებით.

- ადამიანებს ხატთან მიახლება სად შეუძლიათ?

- მხოლოდ ტაძარში, რომელშიც მივაბრძანებთ. ცოტა ხნის წინ ისტორიულ ლორეში გახლდით და იქ იყო დაბრძანებული ჩვენი ხატი, მალე მთელ საქართველოს მოვივლით და ადამიანებს მისი მოლოცვის საშუალება ექმებათ. უცხოეთიდან ჩამოდის სპეციალურად ხალხი ხატისგან შემწეობა რომ მიიღონ.

ასე რომ, მოდუნების საშუალება არ გვაქვს და შესაბამისად ჩვენი სულიერი ზრდაც ყოველდღიურად ხდება. ამ საქმეს თავად ხატი აკეთებს.

ჰოდა, შენც უნდა ადგე, გაჰყვე ღვთისმშობელს და ის გიჩვენებს გზას. ამიტომ მინდობილები ვართ მასზე და მივყვებით.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია