საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტოლტენბერგი ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებს შეხვდა - უტოიაზე მოწყობილი სასაკლაოს დეტალები
სტოლტენბერგი ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებს შეხვდა - უტოიაზე მოწყობილი სასაკლაოს დეტალები

"მკვლელ­მა პირ­ველ­სა­ვე შემ­ხვედრ გო­გო­ნას ეს­რო­ლა, თავ­ზე და­ად­გა და ჩას­ძა­ხა, - "ძილი ნე­ბი­სა!"

"მკვლელს ორი ჩე­ჩე­ნი მო­ზარ­დი (ნორ­ვე­გი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ჩე­ჩე­ნი ლტოლ­ვი­ლე­ბი) და­უ­პი­რის­პირ­და - ქვე­ბის სრო­ლა და­უ­წყეს - ფიქ­რობ­დნენ, რომ ამით მას წო­ნას­წო­რო­ბას და­ა­კარ­გვი­ნებ­დნენ და შემ­დეგ და­ი­ჭერ­დნენ კი­დეც. მათი მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. ისი­ნი სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად სხვა მო­ზარ­დებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ნა­ამ­ბო­ბით, ჩე­ჩენ­მა მო­ზარ­დებ­მა 23 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს ტყვი­ას"

ვი­ზი­ტის და­სას­რულს, ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ნორ­ვე­გი­ე­ლი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად, ერ­თად, ნორ­ვე­გი­ე­ლი ტე­რო­რის­ტის ან­დრეს ბრე­ი­ვი­კის მიერ მოკ­ლუ­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას, თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებს შეხ­ვდა.

"მინ­და, გა­მო­გი­ცხა­დოთ გულ­წრფე­ლი სამ­ძი­მა­რი და თა­ნად­გო­მა, მი­გუ­ლეთ თქვენ გვერ­დით. მრა­ვა­ლი ინ­ფორ­მა­ცია წა­მი­კი­თხავს პრე­სით თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ. ჩვენ ნორ­ვე­გი­ა­ში გავ­ხსე­ნით ად­გი­ლი, სა­დაც პა­ტივს მი­ვა­გებთ გარ­დაც­ვლილ­თა ხსოვ­ნას და ვიხ­სე­ნებთ მათ, მათ შო­რის თქვენს ქა­ლიშ­ვილს. გმად­ლობთ, რომ გა­მო­ნა­ხეთ დრო შეხ­ვედ­რის­თვის, რათა ჩემი სამ­ძი­მა­რი პი­რა­დად გად­მო­მე­ცა",- უთხრა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა თამ­თას მშობ­ლებს.

მან­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რის დროს გა­მოვ­თქვი თქვენ­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი და პრე­მი­ერ­მა სწრა­ფად მო­ახ­დი­ნა ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რის­თვი­საც მას მად­ლო­ბას ვუხ­დი,"- გა­ნა­ცხა­და ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

2011 წლის 22 ივ­ლისს ნორ­ვე­გი­ა­ში, კუნ­ძულ უტო­ი­ა­ზე ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის მშობ­ლებ­მა, თამ­თას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნა იშ­ვი­ლეს. 23 წლის თამ­თა, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტის ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა, მათი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო. ახლა თამ­თას ოთახ­ში 10 წლის ნინი ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც ამ შეხ­ვედ­რა­ზეც შე­ძე­ნილ მშობ­ლებს.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს უტო­ი­ა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის თა­ო­ბა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტი­ი­დან, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რის" 2012 წლის არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა:

"რაც ჩა­ვი­დი­ნე, სა­ში­ნე­ლე­ბაა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო..."

"2011 წლის 22 ივ­ლისს, შუ­ა­დღი­სას, ნორ­ვე­გი­ის დე­და­ქა­ლაქ ოს­ლო­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­ცე­ლა­რი­ას­თან აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა. 500 კი­ლოგ­რა­მამ­დე ტრო­ტი­ლის ძა­ლის მქო­ნე რა­დი­ო­მარ­თვა­დი ბომ­ბი ფოლკს­ვა­გე­ნის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იყო ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ჯერ სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა მოგ­ვეს­მა, შემ­დეგ ძა­ლი­ან მჭა­ხე ხმა და და­ვი­ნა­ხეთ, რო­გორ ჩა­იმ­სხვრა თით­ქმის ყვე­ლა შე­ნო­ბის მი­ნე­ბი, ყუ­რე­ბის თი­თე­ბით და­ცო­ბას ვცდი­ლობ­დი - მე­გო­ნა, დავ­ყრუვ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. ჩემ გვერ­დით დაჭ­რი­ლი ეგდო და თით­ქოს მე­უბ­ნე­ბო­და, - მიშ­ვე­ლეო... არა­ფე­რი მეს­მო­და... მერე ორი უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი მო­მი­ახ­ლოვ­და. რა­ღა­ცას მიყ­ვი­როდ­ნენ. ისევ არა­ფე­რი მეს­მო­და, შოკ­ში ვი­ყა­ვი. ბო­ლოს, ერ­თმა ხელი მომ­კი­და და გა­დარ­ჩე­ნი­ლი შე­ნო­ბის­კენ წა­მიყ­ვა­ნა. ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დით, ყვე­ლა­ფე­რი ნან­გრე­ვე­ბად იყო ქცე­უ­ლი. ის დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი უკვე მკვდა­რი იწვა. ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, დღემ­დე გონ­ზე ვერ მოვ­სულ­ვარ. ყურ­ში მუდ­მი­ვად ის მჭა­ხე ხმა ჩა­მეს­მის. ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ჩვენს ოს­ლო­ში ასე­თი რამ მოხ­დე­ბო­და"."

თვითმხილ­ვე­ლის ნა­ამ­ბო­ბი­დან

აფეთ­ქე­ბას 8 კა­ცის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა (ერთი მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა). და­იჭ­რა 91 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე მთავ­რო­ბის წევ­რი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა.

ტე­რაქ­ტი იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი იყო, რომ ქვეყ­ნის პო­ლი­ცი­ამ გან­გა­ში გა­მო­ა­ცხა­და...

საათ-ნა­ხევ­რის შემ­დეგ

დე­და­ქა­ლა­ქი­დან 30 კი­ლო­მეტრში, კუნ­ძულ უტო­ი­ა­ზე (კუნ­ძულს მხო­ლოდ 700 მეტ­რი აშო­რებს მა­ტე­რი­კი­დან), სა­დაც მუ­შა­თა პარ­ტი­ის ახალ­გაზ­რდულ ბა­ნაკ­ში 800-მდე მო­ზარ­დი იმ­ყო­ფე­ბო­და (მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ე.წ. მე­სა­მე სამ­ყა­როს ქვეყ­ნე­ბი­დან გახ­ლდათ, მათ შო­რის ორი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნაც იყო), პო­ლი­ცი­ის­ფორ­მი­ა­ნი მა­მა­კა­ცი გა­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი, ვინც "სტუ­მარს" შეხ­ვდა, კუნ­ძუ­ლის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. პო­ლი­ცი­ელ­მა მას მოწ­მო­ბა წა­რუდ­გი­ნა და უთხრა, რომ ოს­ლო­ში მომ­ხდა­რის გამო უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად კუნ­ძულ­ზე ინ­სტრუქ­ტა­ჟის­თვის ჩა­მო­ვი­და. მას­პინ­ძელ­მა ოს­ლო­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი ამ­ბე­ბი გა­მოჰ­კი­თხა, მაგ­რამ რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლის არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და დაბ­ნე­უ­ლი პა­სუ­ხე­ბი მო­ის­მი­ნა, ყოყ­მა­ნი და­ე­ტყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ის ერთი გას­რო­ლით მოკ­ლეს. შემ­დეგ პო­ლი­ცი­ელ­მა ახალ­გაზ­რდე­ბი სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში შეკ­რი­ბა. რად­გან უც­ნობს პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მა ეცვა, ახალ­გაზ­რდებს არა­ფე­რი უეჭ­ვი­ათ. ამა­სო­ბა­ში, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილთ პო­ლი­ცი­ელ­მა სრო­ლა აუ­ტე­ხა...

"ჩვენ სა­სა­დი­ლოს­კენ მივ­დი­ო­დით და ვსა­უბ­რობ­დით ოს­ლო­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბა­ზე. მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ვი­ნა­ხეთ - ხალ­ხი დამფრ­თხა­ლი გარ­ბო­და წყლის­კენ. ჯერ გვე­გო­ნა, - ვი­ღაც ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ბურ­თუ­ლე­ბით ერ­თო­ბაო, მაგ­რამ ზოგი სად გარ­ბო­და, ზოგი სად, ზო­გიც წყალ­ში ხტე­ბო­და, ლო­დებს ეფა­რე­ბოდ­ნენ... ჩვენც ტყის­კენ გა­ვი­ქე­ცით და კლდეს ამო­ვე­ფა­რეთ. კარ­გად და­ვი­ნა­ხე მკვლე­ლი. მან ჩვენს დევ­ნა­ში პირ­ველ­სა­ვე შემ­ხვედრ გო­გო­ნას ეს­რო­ლა, რო­დე­საც ის წა­იქ­ცა, თავ­ზე და­ად­გა და ჩას­ძა­ხა, - "ძილი ნე­ბი­სა!" და კი­დევ ეს­რო­ლა. გვეს­მო­და, რო­გორ ეუბ­ნე­ბო­და ამ სი­ტყვებს სხვებ­საც და მერე კლავ­და...

ტე­რო­რის­ტმა, რო­მე­ლიც მო­ზარ­დებს უმო­წყა­ლოდ ხო­ცავ­და, მხო­ლოდ ორი ახალ­გაზ­რდა და­ინ­დო. ერთი 11 წლის ბიჭი, რო­მელ­საც მამა ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­და და მე­ო­რე, რო­მე­ლიც და­ჩო­ქი­ლი ემუ­და­რე­ბო­და, - არ მომ­კლაო...

რო­დე­საც უტო­ი­ა­ზე სრო­ლის ხმა გა­ის­მა, კონ­ტი­ნენტზე - სა­ნა­პი­რო­ზე მცხოვ­რებ­ლებ­მა და ტუ­რის­ტებ­მაც გა­ი­გო­ნეს. ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ, გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი წყლი­დან ამო­ეყ­ვა­ნათ.

ტე­რო­რის­ტი ჩვენც გვეს­რო­და, რო­დე­საც წყალ­ში მო­ფარ­თხა­ლე ბავ­შვე­ბის ამოყ­ვა­ნას ვლა­მობ­დით. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას დახ­მა­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლით. კარ­გად მახ­სოვს რამ­დე­ნი­მე მო­ზარ­დი, რომ­ლე­ბიც თა­ნა­ტო­ლებს ამ­ხნე­ვებ­დნენ და ჩვენ გვთხოვ­დნენ, - ჩვენ კი არა, ჯერ დაჭ­რი­ლებს მი­ხე­დეთ. ისი­ნი ნა­პი­რამ­დე გა­მო­ცურ­ვას ვერ შეძ­ლე­ბე­ნო... ის ბავ­შვე­ბი ჩვენ­თვის მა­გა­ლი­თის მომ­ცემ­ნი იყ­ვნენ"."

ფი­ნე­ლი ტუ­რის­ტის ნა­ამ­ბო­ბი­დან

ახალ­გაზ­რდულ ბა­ნაკ­ში ტე­რო­რის­ტის შე­ჩე­რე­ბა თა­ვი­დან უია­რა­ღო დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა სცა­და, რო­მე­ლიც უმალ მოკ­ლა (ის ქვეყ­ნის კრონპ­რინ­ცე­სას ნა­ხე­ვარძმა აღ­მოჩ­ნდა), შემ­დეგ მკვლელს ორი ჩე­ჩე­ნი მო­ზარ­დი (ნორ­ვე­გი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ჩე­ჩე­ნი ლტოლ­ვი­ლე­ბი) და­უ­პი­რის­პირ­და - ქვე­ბის სრო­ლა და­უ­წყეს - ფიქ­რობ­დნენ, რომ ამით მას წო­ნას­წო­რო­ბას და­ა­კარ­გვი­ნებ­დნენ და შემ­დეგ და­ი­ჭერ­დნენ კი­დეც. მათი მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. ისი­ნი სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად სხვა მო­ზარ­დებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ნა­ამ­ბო­ბით, ჩე­ჩენ­მა მო­ზარ­დებ­მა 23 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს ტყვი­ას (ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რუს­ლან კა­დი­როვ­მა ისი­ნი გმი­რე­ბად გა­მო­ა­ცხა­და). ამ ფაქ­ტის გამო უტო­ი­ა­ზე გა­დარ­ჩე­ნილ­მა 16 წლის ივან ბენ­ჯა­მინ ოს­ტე­ბომ უკვე და­კა­ვე­ბულ ტე­რო­რისტს, ბრე­ი­ვიკს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა, - "გინ­დათ, რა­ინ­დის პო­ზა­ში მოგ­ვევ­ლი­ნოთ, მაგ­რამ თქვენ გმი­რი არ ხართ. სა­მა­გი­ე­როდ, თქვე­ნი წყა­ლო­ბით გმი­რე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, უტო­ი­ა­ზე ბევ­რი თავ­და­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე".

და­კა­ვე­ბი­სას ტე­რო­რისტს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია. მხო­ლოდ ორი სი­ტყვა თქვა, "მე და­ვამ­თავ­რე"."სის­ხლი­ან სა­საკ­ლა­ოს გა­და­ურ­ჩა ნა­თია ჩხე­ტი­ა­ნი, ხოლო და­ღუ­პუ­ლი თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ცხე­და­რი მხო­ლოდ 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მას ზურ­გში ორი ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. სულ უტო­ი­ა­ზე 76 კაცი და­ი­ღუ­პა. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე გაჩ­ნდა კი­თხვა, - იყო თუ არა მარ­ტო ბრე­ი­ვი­კი?

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

სტოლტენბერგი ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებს შეხვდა - უტოიაზე მოწყობილი სასაკლაოს დეტალები

სტოლტენბერგი ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებს შეხვდა - უტოიაზე მოწყობილი სასაკლაოს დეტალები

"მკვლელმა პირველსავე შემხვედრ გოგონას ესროლა, თავზე დაადგა და ჩასძახა, - "ძილი ნებისა!"

"მკვლელს ორი ჩეჩენი მოზარდი (ნორვეგიაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები) დაუპირისპირდა - ქვების სროლა დაუწყეს - ფიქრობდნენ, რომ ამით მას წონასწორობას დააკარგვინებდნენ და შემდეგ დაიჭერდნენ კიდეც. მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვა მოზარდებს ეხმარებოდნენ. თვითმხილველების ნაამბობით, ჩეჩენმა მოზარდებმა 23 ადამიანი გადაარჩინეს ტყვიას"

ვიზიტის დასასრულს, ნატო-ს გენერალური მდივანი, ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი, საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ერთად, ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის ოჯახის წევრებს შეხვდა.

"მინდა, გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა, მიგულეთ თქვენ გვერდით. მრავალი ინფორმაცია წამიკითხავს პრესით თქვენი ქალიშვილის შესახებ. ჩვენ ნორვეგიაში გავხსენით ადგილი, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას და ვიხსენებთ მათ, მათ შორის თქვენს ქალიშვილს. გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო შეხვედრისთვის, რათა ჩემი სამძიმარი პირადად გადმომეცა",- უთხრა იენს სტოლტენბერგმა თამთას მშობლებს.

მანვე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის ორგანიზებისთვის. "პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გამოვთქვი თქვენთან შეხვედრის სურვილი და პრემიერმა სწრაფად მოახდინა ამის ორგანიზება, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი,"- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ტრაგიკულად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა, თამთას გარდაცვალების შემდეგ, გოგონა იშვილეს. 23 წლის თამთა, რომელიც ტერორისტის ტყვიამ იმსხვერპლა, მათი ერთადერთი შვილი იყო. ახლა თამთას ოთახში 10 წლის ნინი ცხოვრობს, რომელიც ამ შეხვედრაზეც შეძენილ მშობლებს.

გთავაზობთ ამონარიდს უტოიაზე დატრიალებული ტრაგედიის თაობაზე მომზადებული სტატიიდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 2012 წლის არქივში ინახება:

"რაც ჩავიდინე, საშინელებაა, მაგრამ აუცილებელი იყო..."

"2011 წლის 22 ივლისს, შუადღისას, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან აფეთქების ხმა გაისმა. 500 კილოგრამამდე ტროტილის ძალის მქონე რადიომართვადი ბომბი ფოლკსვაგენის მარკის ავტომანქანაში იყო ჩამონტაჟებული. ჯერ საშინელი აფეთქების ხმა მოგვესმა, შემდეგ ძალიან მჭახე ხმა და დავინახეთ, როგორ ჩაიმსხვრა თითქმის ყველა შენობის მინები, ყურების თითებით დაცობას ვცდილობდი - მეგონა, დავყრუვდებოდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ჩემ გვერდით დაჭრილი ეგდო და თითქოს მეუბნებოდა, - მიშველეო... არაფერი მესმოდა... მერე ორი უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა. რაღაცას მიყვიროდნენ. ისევ არაფერი მესმოდა, შოკში ვიყავი. ბოლოს, ერთმა ხელი მომკიდა და გადარჩენილი შენობისკენ წამიყვანა. ძალიან მეშინოდა, როდესაც ქუჩაში გამოვედით, ყველაფერი ნანგრევებად იყო ქცეული. ის დაჭრილი მამაკაცი უკვე მკვდარი იწვა. ისეთი საშინელება იყო, დღემდე გონზე ვერ მოვსულვარ. ყურში მუდმივად ის მჭახე ხმა ჩამესმის. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენს ოსლოში ასეთი რამ მოხდებოდა"."

თვითმხილველის ნაამბობიდან

აფეთქებას 8 კაცის სიცოცხლე შეეწირა (ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა). დაიჭრა 91 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე მთავრობის წევრი, პრემიერ-მინისტრი არ დაზიანებულა.

ტერაქტი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ქვეყნის პოლიციამ განგაში გამოაცხადა...

საათ-ნახევრის შემდეგ

დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, კუნძულ უტოიაზე (კუნძულს მხოლოდ 700 მეტრი აშორებს მატერიკიდან), სადაც მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში 800-მდე მოზარდი იმყოფებოდა (მათი უმრავლესობა ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებიდან გახლდათ, მათ შორის ორი ქართველი გოგონაც იყო), პოლიციისფორმიანი მამაკაცი გამოჩნდა. პირველი, ვინც "სტუმარს" შეხვდა, კუნძულის ზედამხედველი ქალბატონი იყო. პოლიციელმა მას მოწმობა წარუდგინა და უთხრა, რომ ოსლოში მომხდარის გამო უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად კუნძულზე ინსტრუქტაჟისთვის ჩამოვიდა. მასპინძელმა ოსლოში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი ამბები გამოჰკითხა, მაგრამ როდესაც პოლიციელის არადამაჯერებელი და დაბნეული პასუხები მოისმინა, ყოყმანი დაეტყო. მოულოდნელად ის ერთი გასროლით მოკლეს. შემდეგ პოლიციელმა ახალგაზრდები საკონფერენციო დარბაზში შეკრიბა. რადგან უცნობს პოლიციელის ფორმა ეცვა, ახალგაზრდებს არაფერი უეჭვიათ. ამასობაში, საკონფერენციო დარბაზში შეკრებილთ პოლიციელმა სროლა აუტეხა...

"ჩვენ სასადილოსკენ მივდიოდით და ვსაუბრობდით ოსლოში მომხდარ აფეთქებაზე. მოულოდნელად დავინახეთ - ხალხი დამფრთხალი გარბოდა წყლისკენ. ჯერ გვეგონა, - ვიღაც ასაფეთქებელი ბურთულებით ერთობაო, მაგრამ ზოგი სად გარბოდა, ზოგი სად, ზოგიც წყალში ხტებოდა, ლოდებს ეფარებოდნენ... ჩვენც ტყისკენ გავიქეცით და კლდეს ამოვეფარეთ. კარგად დავინახე მკვლელი. მან ჩვენს დევნაში პირველსავე შემხვედრ გოგონას ესროლა, როდესაც ის წაიქცა, თავზე დაადგა და ჩასძახა, - "ძილი ნებისა!" და კიდევ ესროლა. გვესმოდა, როგორ ეუბნებოდა ამ სიტყვებს სხვებსაც და მერე კლავდა...

ტერორისტმა, რომელიც მოზარდებს უმოწყალოდ ხოცავდა, მხოლოდ ორი ახალგაზრდა დაინდო. ერთი 11 წლის ბიჭი, რომელსაც მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და მეორე, რომელიც დაჩოქილი ემუდარებოდა, - არ მომკლაო...

როდესაც უტოიაზე სროლის ხმა გაისმა, კონტინენტზე - სანაპიროზე მცხოვრებლებმა და ტურისტებმაც გაიგონეს. ისინი ცდილობდნენ, გადარჩენილი ბავშვები წყლიდან ამოეყვანათ.

ტერორისტი ჩვენც გვესროდა, როდესაც წყალში მოფართხალე ბავშვების ამოყვანას ვლამობდით. სამწუხაროდ, ყველას დახმარება ვერ შევძელით. კარგად მახსოვს რამდენიმე მოზარდი, რომლებიც თანატოლებს ამხნევებდნენ და ჩვენ გვთხოვდნენ, - ჩვენ კი არა, ჯერ დაჭრილებს მიხედეთ. ისინი ნაპირამდე გამოცურვას ვერ შეძლებენო... ის ბავშვები ჩვენთვის მაგალითის მომცემნი იყვნენ"."

ფინელი ტურისტის ნაამბობიდან

ახალგაზრდულ ბანაკში ტერორისტის შეჩერება თავიდან უიარაღო დაცვის თანამშრომელმა სცადა, რომელიც უმალ მოკლა (ის ქვეყნის კრონპრინცესას ნახევარძმა აღმოჩნდა), შემდეგ მკვლელს ორი ჩეჩენი მოზარდი (ნორვეგიაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები) დაუპირისპირდა - ქვების სროლა დაუწყეს - ფიქრობდნენ, რომ ამით მას წონასწორობას დააკარგვინებდნენ და შემდეგ დაიჭერდნენ კიდეც. მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვა მოზარდებს ეხმარებოდნენ. თვითმხილველების ნაამბობით, ჩეჩენმა მოზარდებმა 23 ადამიანი გადაარჩინეს ტყვიას (ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რუსლან კადიროვმა ისინი გმირებად გამოაცხადა). ამ ფაქტის გამო უტოიაზე გადარჩენილმა 16 წლის ივან ბენჯამინ ოსტებომ უკვე დაკავებულ ტერორისტს, ბრეივიკს ღია წერილით მიმართა, - "გინდათ, რაინდის პოზაში მოგვევლინოთ, მაგრამ თქვენ გმირი არ ხართ. სამაგიეროდ, თქვენი წყალობით გმირები აღმოვაჩინეთ, უტოიაზე ბევრი თავდადებული ადამიანი ვნახე".

დაკავებისას ტერორისტს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მხოლოდ ორი სიტყვა თქვა, "მე დავამთავრე"."სისხლიან სასაკლაოს გადაურჩა ნათია ჩხეტიანი, ხოლო დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ცხედარი მხოლოდ 5-დღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. მას ზურგში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სულ უტოიაზე 76 კაცი დაიღუპა. გამოძიების პირველი დღიდანვე გაჩნდა კითხვა, - იყო თუ არა მარტო ბრეივიკი?

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია