სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აკეთებს თავისუფალ დროს ვლადიმირ პუტინი
რას აკეთებს თავისუფალ დროს ვლადიმირ პუტინი

2000 წლის 22 ივ­ლისს კა­რა­ტის სკო­ლა "გო­ძი­უ­რი­უმ" რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს უმაღ­ლე­სი ოს­ტა­ტის დიპ­ლო­მი გა­დას­ცა საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. ამ და სხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ზე, რომ­ლი­თაც თა­ვი­სუ­ფალ დროს პუ­ტი­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი, სტა­ტი­ა­ში ვი­სა­უბ­რებთ.

პუ­ტი­ნი ბავ­შვო­ბი­დან ორ­თაბ­რძო­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია და დიდ დროს უთ­მობს მათ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ოს­ტა­ტე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან აქ­ტი­უ­რად უჭე­რენ მის ამ აქ­ტი­ვო­ბას მხარს.

1973 წელს პუ­ტი­ნი სამ­ბოს ოს­ტა­ტი გახ­და, შემ­დეგ კი იგი­ვე ხა­რის­ხი ძი­უ­დო­შიც მო­ი­პო­ვა. ის გახ­და ლე­ნინ­გრა­დის ჩემ­პი­ო­ნი, საბ­ჭო­თა თა­სის პრი­ზი­ო­რი და კა­რა­ტე­ში შავი ქა­მა­რიც მო­ი­პო­ვა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზეა ნათ­ქვა­მი, აღ­მო­სავ­ლუ­რი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი ისეთ ცოდ­ნას და ჩვე­ვებს იძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. პუ­ტი­ნი თვლის, რომ ძი­უ­დო არის სპორ­ტი სხე­უ­ლის­თვის და გო­ნე­ბის­თვი­საც. ის ან­ვი­თა­რებს ძა­ლას, რე­აქ­ცი­ას, გამ­ძლე­ო­ბას, ას­წავ­ლის თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნას, მე­ტო­ქის ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის გარ­ჩე­ვას და მუ­დამ სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას.

"მე ძი­უ­დო­თი ბავ­შვო­ბი­დან დავ­კავ­დი. აღ­მო­სავ­ლუ­რი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის ფი­ლო­სო­ფია, კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ბრძო­ლის წარ­მარ­თვის წე­სე­ბი ძა­ლი­ან მი­ტა­ცებ­და," - იხ­სე­ნებს პუ­ტი­ნი.

ამას­თან, პუ­ტი­ნი სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სამ­თო სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტით. მისი აზ­რით, "ეს დი­ნა­მი­უ­რი, ტექ­ნი­კუ­რი სპორ­ტია და შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა აქ­ტი­უ­რად დას­ვე­ნე­ბის, ფი­ზი­კუ­რი ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის და ენერ­გი­ის და კარ­გი გან­წყო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად".

რუ­სე­თის ლი­დე­რის კი­დევ ერთი სპორ­ტუ­ლი გა­ტა­ცე­ბა ჰო­კეი გახ­ლავთ. 2011 წლის 15 აპ­რილს მან მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ახალ­გაზ­რდა ჰო­კე­ის­ტე­ბის წვრთნა­ში, ტურ­ნირ "ოქ­როს შა­ი­ბას" ფი­ნა­ლის წინ, სა­დაც რამ­დე­ნი­მე შა­ი­ბა გა­ი­ტა­ნა კი­დეც. 2014 წელს კი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო გალა-თა­მაშ­ში მოყ­ვა­რულ მო­თა­მა­შე­ებ­სა და ჰო­კე­ის ვარ­სკვლა­ვებს შო­რის, რო­მე­ლიც სოჭ­ში ჩა­ტარ­და. გარ­და ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა, პუ­ტინ­მა რამ­დენ­ჯერ­მე ყი­ნუ­ლის მო­ე­დან­ზე თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კო­სი კო­ლე­გე­ბიც მი­იწ­ვია, კერ­ძოდ ფი­ლი­პი­ნე­ბის და ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტე­ბი.

თა­ვი­სუ­ფალ დროს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ჯო­მარ­დო­ბი­თაც ერ­თო­ბა. მის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე ალ­ტა­ი­ში შვი­ლებ­თან ერ­თად ჯო­მარ­დო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ბა: "მივ­დი­ვართ ნა­ვით, ნა­პირ­ზე კა­ცე­ბი დგა­ნან, უბ­რა­ლოდ დგა­ნან, იქ არა­ვინ ელო­და, რომ მე ვი­ჯე­ქი ნავ­ში. სამი კაცი იქ­ნე­ბო­და, რომ და­მი­ნა­ხეს შე­მოგ­ვძა­ხეს "ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რო­ვიჩ, თქვენ?" მე ვუ­თხა­რი, მეჩ­ქა­რე­ბა-თქო. კარ­გიო, თქვენ გა­გი­მარ­ჯო­თო, მოგ­ვა­ძა­ხეს. ისე გა­მო­ვი­და, თით­ქოს მე მე­ლო­დე­ბოდ­ნენ ან იქ ყო­ველ­დღე ვცუ­რავ­დი", - აღ­ნიშ­ნავს პუ­ტი­ნი.

რას აკეთებს თავისუფალ დროს ვლადიმირ პუტინი

რას აკეთებს თავისუფალ დროს ვლადიმირ პუტინი

2000 წლის 22 ივლისს კარატის სკოლა ”გოძიურიუმ” რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უმაღლესი ოსტატის დიპლომი გადასცა საბრძოლო ხელოვნებაში. ამ და სხვა აქტივობებზე, რომლითაც თავისუფალ დროს პუტინია დაკავებული, სტატიაში ვისაუბრებთ.

პუტინი ბავშვობიდან ორთაბრძოლების მოყვარულია და დიდ დროს უთმობს მათ პოპულარიზაციას. საბრძოლო ხელოვნების ოსტატები მთელი მსოფლიოდან აქტიურად უჭერენ მის ამ აქტივობას მხარს.

1973 წელს პუტინი სამბოს ოსტატი გახდა, შემდეგ კი იგივე ხარისხი ძიუდოშიც მოიპოვა. ის გახდა ლენინგრადის ჩემპიონი, საბჭოთა თასის პრიზიორი და კარატეში შავი ქამარიც მოიპოვა. როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, აღმოსავლური ორთაბრძოლები ისეთ ცოდნას და ჩვევებს იძლევა, რომელიც პოლიტიკისთვის აუცილებელია. პუტინი თვლის, რომ ძიუდო არის სპორტი სხეულისთვის და გონებისთვისაც. ის ანვითარებს ძალას, რეაქციას, გამძლეობას, ასწავლის თავის ხელში აყვანას, მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეების გარჩევას და მუდამ საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობას.

”მე ძიუდოთი ბავშვობიდან დავკავდი. აღმოსავლური ორთაბრძოლების ფილოსოფია, კულტურული ურთიერთობები და ბრძოლის წარმართვის წესები ძალიან მიტაცებდა,” - იხსენებს პუტინი.

ამასთან, პუტინი სერიოზულადაა დაინტერესებული სამთო სათხილამურო სპორტით. მისი აზრით, ”ეს დინამიური, ტექნიკური სპორტია და შესანიშნავი საშუალებაა აქტიურად დასვენების, ფიზიკური ფორმის შენარჩუნების და ენერგიის და კარგი განწყობის შესანარჩუნებლად”.

რუსეთის ლიდერის კიდევ ერთი სპორტული გატაცება ჰოკეი გახლავთ. 2011 წლის 15 აპრილს მან მიიღო მონაწილეობა ახალგაზრდა ჰოკეისტების წვრთნაში, ტურნირ ”ოქროს შაიბას” ფინალის წინ, სადაც რამდენიმე შაიბა გაიტანა კიდეც. 2014 წელს კი მონაწილეობა მიიღო გალა-თამაშში მოყვარულ მოთამაშეებსა და ჰოკეის ვარსკვლავებს შორის, რომელიც სოჭში ჩატარდა. გარდა ტურნირებში მონაწილეობისა, პუტინმა რამდენჯერმე ყინულის მოედანზე თავისი პოლიტიკოსი კოლეგებიც მიიწვია, კერძოდ ფილიპინების და ბელორუსის პრეზიდენტები.

თავისუფალ დროს ვლადიმირ პუტინი ჯომარდობითაც ერთობა. მის ოფიციალურ საიტზე ალტაიში შვილებთან ერთად ჯომარდობის შესახებ ყვება: ”მივდივართ ნავით, ნაპირზე კაცები დგანან, უბრალოდ დგანან, იქ არავინ ელოდა, რომ მე ვიჯექი ნავში. სამი კაცი იქნებოდა, რომ დამინახეს შემოგვძახეს ”ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თქვენ?” მე ვუთხარი, მეჩქარება-თქო. კარგიო, თქვენ გაგიმარჯოთო, მოგვაძახეს. ისე გამოვიდა, თითქოს მე მელოდებოდნენ ან იქ ყოველდღე ვცურავდი”, - აღნიშნავს პუტინი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა