პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იცავენ ვენახს სეტყვისგან აშშ-ში და რატომ ვერ უმკლავდება "დელტას" სისტემა სტიქიას კახეთში
როგორ იცავენ ვენახს სეტყვისგან აშშ-ში და რატომ ვერ უმკლავდება "დელტას" სისტემა სტიქიას კახეთში

კა­ხე­თის რამ­დე­ნი­მე რა­ი­ო­ნი 20 აგ­ვის­ტოს ძლი­ერ­მა სე­ტყვამ და­ა­ზა­რა­ლა. ყვა­რელ­სა და ლა­გო­დე­ხის რა­ი­ონ­ში გა­ნად­გურ­და მო­სა­ვა­ლი. სოფ­ლებ­ში და­იტ­ბო­რა სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბიც.

კა­ხეთ­ში სე­ტყვა აღა­რა­ვის უკ­ვირს და მო­სახ­ლე­ო­ბაც შე­გუ­ე­ბუ­ლია იმას, რომ მთე­ლი წლის ნაშ­რო­მი შე­საძ­ლოა, ერთ დღეს მო­სულ­მა სე­ტყვამ წყალს გა­ა­ტა­ნოს.

იხი­ლეთ დე­ტა­ლე­ბი| "ასე­თი სე­ტყვა ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ნა­ხავს, თვა­ლით აუ­წე­რე­ლი უბე­დუ­რე­ბა იყო" - კა­ხე­ლი გლე­ხი სტი­ქი­ის ღა­მეს აღ­წერს

იძ­ლე­ვა თუ არა გა­რან­ტი­ას "დელ­ტას" მიერ შექ­მნი­ლი სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ი­სის ბო­ლო­დან ამოქ­მედ­და, და რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა სტი­ქი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა 20 აგ­ვის­ტოს, AMBEBI.GE-ს შე­კი­თხვას სამ­ხედ­რო სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კუ­რი ცენ­ტრ "დელ­ტას" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გიგა ინაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა.

"სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა მოქ­მე­დებს მა­შინ, რო­დე­საც ხდე­ბა ღრუბ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, - მა­ნამ­დე, სა­ნამ სე­ტყვის მარ­ცვლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მოხ­დე­ბა. რაც წუ­ხელ მოხ­და, საქ­მე გვქონ­და უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ღრუ­ბელ­თან. სამ­ხრეთ და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან შე­მო­ვი­და დიდი ზო­მის ღრუბ­ლის ფრონ­ტი, რო­მელ­შიც უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო სე­ტყვის მარ­ცვლე­ბი. მოხ­და აქ­ტი­უ­რად ზე­მოქ­მე­დე­ბა, მაგ­რამ მისი დაშ­ლა ტექ­ნი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ღრუ­ბელ­მა ჩრდი­ლო­ე­თით გა­და­ი­ნაც­ვლა და კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დის კალ­თებ­თან გა­ჩერ­და და ახ­მე­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი და­სე­ტყვა ეს სოფ­ლე­ბი. და­ნად­გა­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, თუმ­ცა ამ მუ­შა­ო­ბას აზრი არ ქონ­და", - გა­ნა­ცხა­და გიგა ინაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ| 10 დრა­მა­ტუ­ლი ფოტო კა­ხე­თი­დან, რო­მე­ლიც მთე­ლი სიმ­ძაფ­რით ასა­ხავს, თუ რა ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა სტი­ქი­ამ გლე­ხებს

რაც შე­ე­ხე­ბა ღრუბ­ლის მა­სე­ბის მო­ნი­ტო­რინგსა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ნორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას, "დელ­ტას" პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ნუკ­რი­ან­ში და­ყე­ნე­ბუ­ლია რა­და­რი, მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი რა­დი­ო­ლო­კა­ტო­რი, რო­მე­ლიც 100 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უ­სის მას­შტა­ბით მუ­შა­ობს და კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე აფიქ­სი­რებს ღრუ­ბელს.

"ხდე­ბა ღრუბ­ლის ტე­ნი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა და ამის შემ­დეგ მი­ი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ჭი­რო­ებს თუ არა ღრუ­ბე­ლი და­მუ­შა­ვე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გიგა ინაშ­ვილ­მა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, თუ რო­გორ ცდი­ლო­ბენ სე­ტყვის­გან და ვე­ნა­ხის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი სხვა ფაქ­ტო­რე­ბის­გან თა­ვის დაც­ვას სა­ზღვარ­გა­რეთ. ჩვენ მიერ ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ვე­ნა­ხის დაც­ვა სხვა­დას­ხვა გზი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, გა­აჩ­ნია, კონ­კრე­ტუ­ლად რის­გან დაც­ვა სჭირ­დე­ბა მე­ვე­ნა­ხეს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თავ­დაც­ვის ხერ­ხი ამე­რი­კა­სა და კა­ნა­და­ში გახ­ლავთ ბა­დე­ე­ბი.

ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ვე­ნა­ხის დაც­ვა შე­იძ­ლე­ბა ფრინ­ვე­ლე­ბის­გან, მწე­რე­ბის­გან და სე­ტყვის­გან, რაც ყვე­ლა­ზე ძვი­რი უჯ­დე­ბათ ხოლ­მე მეღ­ვი­ნე­ებს. ასე­თი თავ­დაც­ვის მე­თო­დით შე­საძ­ლე­ბე­ლია ყუ­რძნის თუ სხვა ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის იდე­ა­ლურ დამ­წი­ფე­ბამ­დე მშვი­დად ლო­დი­ნი.

არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თავ­დაც­ვით ბა­დე­ებს აყე­ნე­ბენ, მაგ­რამ მათი მომ­სა­ხუ­რე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ფასი, სა­შუ­ა­ლოდ 2 500 დო­ლა­რი ერთ აკრზე ჯდე­ბა. თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­მონ­ტა­ჟე­ე­ბის გა­რე­შეც და­იც­ვათ სა­კუ­თა­რი მო­სა­ვა­ლი, ამი­სათ­ვის კი დაგ­ჭირ­დე­ბად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მყა­რი ბადე და ხის ბო­ძე­ბი, მათ გა­სა­მაგ­რებ­ლად.

ამე­რი­კე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ბა­დე­ე­ბი გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია ამ საქ­მი­სათ­ვის - პო­ლი­ე­თი­ლე­ნი უფრო დიდ­ხანს ძლებს, ვიდ­რე სხვა მა­სა­ლის­გან შექ­მნი­ლი ბა­დე­ე­ბი, არ ლპე­ბა, არ იწე­ლე­ბა და ძნე­ლად იხე­ვა. გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქი წონა აქვს, ვიდ­რე ნე­ი­ლო­ნის ან პო­ლი­ეს­ტე­რის ბა­დე­ებს.

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი, ბაჩო ოდი­შა­რია

AMBEBI.GE

"დელ­ტა" კა­ხეთ­ში სე­ტყვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

როგორ იცავენ ვენახს სეტყვისგან აშშ-ში და რატომ ვერ უმკლავდება "დელტას" სისტემა სტიქიას კახეთში

როგორ იცავენ ვენახს სეტყვისგან აშშ-ში და რატომ ვერ უმკლავდება "დელტას" სისტემა სტიქიას კახეთში

კახეთის რამდენიმე რაიონი 20 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ დააზარალა. ყვარელსა და ლაგოდეხის რაიონში განადგურდა მოსავალი. სოფლებში დაიტბორა სახლების პირველი სართულებიც.

კახეთში სეტყვა აღარავის უკვირს და მოსახლეობაც შეგუებულია იმას, რომ მთელი წლის ნაშრომი შესაძლოა, ერთ დღეს მოსულმა სეტყვამ წყალს გაატანოს.

იხილეთ დეტალები| "ასეთი სეტყვა ცხოვრებაში არ მინახავს, თვალით აუწერელი უბედურება იყო" - კახელი გლეხი სტიქიის ღამეს აღწერს

იძლევა თუ არა გარანტიას "დელტას" მიერ შექმნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მაისის ბოლოდან ამოქმედდა, და რატომ ვერ მოხერხდა სტიქიის თავიდან აცილება 20 აგვისტოს, AMBEBI.GE-ს შეკითხვას სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გიგა ინაშვილმა უპასუხა.

"სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მოქმედებს მაშინ, როდესაც ხდება ღრუბლის ჩამოყალიბება, - მანამდე, სანამ სეტყვის მარცვლის ჩამოყალიბება მოხდება. რაც წუხელ მოხდა, საქმე გვქონდა უკვე ჩამოყალიბებულ ღრუბელთან. სამხრეთ დასავლეთის მიმართულებიდან შემოვიდა დიდი ზომის ღრუბლის ფრონტი, რომელშიც უკვე ჩამოყალიბებული იყო სეტყვის მარცვლები. მოხდა აქტიურად ზემოქმედება, მაგრამ მისი დაშლა ტექნიკურად შეუძლებელია. ღრუბელმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა და კავკასიონის ქედის კალთებთან გაჩერდა და ახმეტიდან დაწყებული დასეტყვა ეს სოფლები. დანადგარები მუშაობდნენ, თუმცა ამ მუშაობას აზრი არ ქონდა", - განაცხადა გიგა ინაშვილმა.

იხილეთ| 10 დრამატული ფოტო კახეთიდან, რომელიც მთელი სიმძაფრით ასახავს, თუ რა ზიანი მოუტანა სტიქიამ გლეხებს

რაც შეეხება ღრუბლის მასების მონიტორინგსა და პრევენციული ნორმების გატარებას, "დელტას" პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანში დაყენებულია რადარი, მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი, რომელიც 100 კილომეტრის რადიუსის მასშტაბით მუშაობს და კახეთის რეგიონში შემოსვლისთანავე აფიქსირებს ღრუბელს.

"ხდება ღრუბლის ტენიანობის შესწავლა და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, საჭიროებს თუ არა ღრუბელი დამუშავებას", - განაცხადა გიგა ინაშვილმა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, თუ როგორ ცდილობენ სეტყვისგან და ვენახის დამაზიანებელი სხვა ფაქტორებისგან თავის დაცვას საზღვარგარეთ. ჩვენ მიერ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ვენახის დაცვა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი, გააჩნია, კონკრეტულად რისგან დაცვა სჭირდება მევენახეს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თავდაცვის ხერხი ამერიკასა და კანადაში გახლავთ ბადეები.

ბადეების გამოყენებით ვენახის დაცვა შეიძლება ფრინველებისგან, მწერებისგან და სეტყვისგან, რაც ყველაზე ძვირი უჯდებათ ხოლმე მეღვინეებს. ასეთი თავდაცვის მეთოდით შესაძლებელია ყურძნის თუ სხვა ხილისა და ბოსტნეულის იდეალურ დამწიფებამდე მშვიდად ლოდინი.

არსებობს სპეციალური კომპანიები, რომლებიც თავდაცვით ბადეებს აყენებენ, მაგრამ მათი მომსახურება საკმაოდ მაღალი ფასი, საშუალოდ 2 500 დოლარი ერთ აკრზე ჯდება. თუმცა შესაძლებელია პროფესიონალი მემონტაჟეების გარეშეც დაიცვათ საკუთარი მოსავალი, ამისათვის კი დაგჭირდებად დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის მყარი ბადე და ხის ბოძები, მათ გასამაგრებლად.

ამერიკელი სპეციალისტების თქმით, პოლიეთილენის ბადეები გაცილებით უკეთესია ამ საქმისათვის - პოლიეთილენი უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე სხვა მასალისგან შექმნილი ბადეები, არ ლპება, არ იწელება და ძნელად იხევა. გაცილებით მსუბუქი წონა აქვს, ვიდრე ნეილონის ან პოლიესტერის ბადეებს.

ჯონი პატარკაციშვილი, ბაჩო ოდიშარია

AMBEBI.GE

"დელტა" კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია